წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
 წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)
ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი

ა. ეპოქის ზოგადი ყოფითი თავისებურებები
(გაგრძელება)
ბიზანტიისა და ბერძნული ხასიათის ერთ-ერთი საუკეთესო თავისებურება ეკლესიის ერთგულება და მართლმადიდებლობისათვის თავდადებაა. მრავალი საუკუნის მანძილზე ბიზანტია აღმოსავლეთის სულიერი ცენტრი იყო. IV-VIII საუკუნეებში მთელი დოგმატიკური ბრძოლები ბიზანტიაში მიმდინარეობდა და საღვთისმეტყველო საკითხებზე ყველა დავა თავს კონსტანტინოპოლში იყრიდა. ბერძნებმა საკუთარი რწმენა ტანჯვაში გამოატარეს და დოგმატური სიმართლე ღირსეულად დაიცვეს. ამ რწმენისათვის ბრძოლას ბიზანტიელების ბუნებაში ფეხი ღრმად ჰქონდა მოკიდებული. მსოფლიოს დედაქალაქი გამორჩეული იყო ღვთისმეტყველური ძიებებითა და აზროვნების ჩვევით. ამ ინტერესებით მოსახლეობის ყველა ფენა იყო გატაცებული, დაობდნენ ბაზრებში, იპოდრომებზე, მოედნებზე, აბანოებში, რაც ხან ავადმყოფურ სახესაც იღებდა და როგორც ამ მოვლენის შესახებ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, ცალკეულ შემთხვევებში საშიშიც კი ხდებოდა. მეორე მხრივ, ღვთისმეტყველებისადმი სწორედ ამ დიდმა ინტერესმა გამოუმუშვა ბიზანტიელებს რწმენისადმი გამორჩეული ერთგულება და რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში გასაკვირი მდგრადობა. ბიზანტიელებისათვის ყველაფერზე სისხლხორცეული და ფასეული სწორედ საღვთისმეტყველო ინტერესები გახდა. კანონისგან, რწმენისგან და საეკლესიო დოგმატისგან ყოველგვარი გადახვევა ბერძნისათვის მუხანათობა და ღალატი იყო. ბერძენი ფხიზლად და გულისხმიერებით ადევნებდა თვალს თავის რელიგიურ სწავლებას. რელიგიური საკითხების მიმართ გულგრილობა და ობივატელური დამოკიდებულება გამოირიცხებოდა, რადგან რომაელების აღზრდაში ეკლესიურობა სისხლხორცეულ საწყისად იყო ქცეული. ამიტომ, (XIII-XV ს.) იმპერატორების მცდელობას, ლათინებთან ურთიერთობაში გარიგების მისაღწევად, კომპრომისის სახით პაპთან უნიატურ გარიგებას, ხალხის თვითშეგნება ყოველთვის მტკიცე და მკვეთრი უარით ეგებებოდა. ცალკეული პირები, მაგალითად, იმპერატორი მიხეილ VIII პალეოლოგოსი, პატრიარქი იოანე ბეკი (1275-1282), იოსებ II (1416-1439), ნიკიფორე ვლემიდი, კიევის ექს-მიტროპოლიტი, "კარდინალი" ისიდორე, კარდინალი ბესარიონ ნიკეელი, დიმიტრი კიდონი და სხვები, მოლაპარაკებასაც ეწეოდნენ, უნიასაც მოაწერეს ხელი, ლათინური დოგმატებიც და პაპის პრიმატიც აღიარეს, მაგრამ "ღვთისმოსაობის შემნახველმა ხალხმა", ეკლესიის აღშფოთებულმა პლერომამ (ბერძ. (პლერომა - სისრულე) სულიერი არსის შემნახველ სიმრავლეთა ერთიანობა) ეს კომბინაცია უარყო და მართლმადიდებლობის ერთგულება შეინარჩუნა. კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლათინურ ანათემირებას და ბიზანტიური მართლმადიდებლობისგან განდგომილი კარდინალების "შლაპებით" დაჯილდოებას ეკლესიამ პატრიარქ ფოტისა და მარკოზ ეფესელის წმინდანებად შერაცხვით უპასუხა. თუ იმასაც გავიხსენებთ, XI-XIII საუკუნეებში ბიზანტიელებმა ჯვაროსნებისგან რამდენი ბოროტება განიცადეს, რამდენი მკრეხელობა და დაუნდობლობა ჩაიწერა კონსტანტინოპოლის ძარცვის მოწმეთა მიერ, ნათელი გახდება ლათინების მიმართ ბერძნების უარყოფითი დამოკიდებულებისა და მშობლიური ეკლესიისადმი მათი უზომო სიყვარულის უფრო გაძლიერების მიზეზი. სადავო არ არის, - წერს მკვლევარი, - ბიზანტიელებს რელიგიური თვალსაზრისით, მრავალი უარყოფითი თვისება ჰქონდათ, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ - იმ დროს არ იყო სხვა ხალხი, რომელიც საკუთარი რელიგიისა და ეკლესიისგან ისეთი განუყოფელი იქნებოდა, როგორც ბიზანტიელები იყვნენ. ეს საკუთარი რწმენისა და ეკლესიისადმი იმ ხარისხის მოშურნეობაა, რომელიც მხოლოდ ლათინთაგან გაუცხოებასა და მათ მტრულ დამოკიდებულებას შეიძლებოდა გამოეწვია. "ბერძენი ხალხი, - წერს XIV საუკუნის ისტორიკოსი ნიკიფორე გრიგორა, - თავის რწმენაში ისეთი მყარი და ძლიერია, რომ უმალ რკინა შეიცვლის თვისებებს, ვიდრე მამაპაპური დოგმატისგან ბერძენი დაუშვებს თუნდ უმნიშვნელო უკან დახევას". ბოლოტოვის სიტყვებით რომ ვთქვათ, ბერძნებს სჩვეოდათ იმ დოგმატური იდეების დაცვა, რომლებიც არ კვდება და ცნობიერების სიღრმეში ათობით წლების მანძილზე, მათ საბოლოო გამარჯვებამდე ინახება. მაგრამ ადამიანების დასაცავად, რომლებიც დოგმატის საპირისპირო ფაქტორების გაძლიერების გამო მნიშვნელოვნად იზღუდებიან, არსებული უფლებების შესანარჩუნებლად იხოცებიან და იმ უფლებებისათვის საბრძოლველად, რომლებიც დაკარგვის ზღვარზე იმყოფება, არ ჰყოფნიდათ გულისყური და ძალა.

და აი, ბიზანტიის კიდევ ერთი თავისებურება: ევროპა თავისი ჯვაროსნებით, მუსლიმთა წინააღმდეგ წმინდა ომში, პირველად, XI საუკუნეში ჩაება, ხოლო ბიზანტია თავისი ისტორიის მანძილზე ხან სპარსელების, ხან არაბების, ხან მომთაბარე სკვითების, ხან "ირიბ და ხარბთვალება აზიელების" (აქ გაცილებით მეტი მრავალფეროვნების მოწმენი გავხდებოდით, საქართველოს მაგალითი რომ მოგვეყვანა, - რ. ჩ.), ხან კი ერეტიკოსებისა და ჭეშმარიტი რწმენისგან განდგომილების წინააღმდეგ წმინდა ომები ჰქონდა.

აია სოფია

ეს მდგომარეობა ერთობ გამორჩეულად წარმოაჩენს ბიზანტიელების სულიერ ინტერესებს. აღმოსავლეთს ნაკლებად განვითარებული სამოქალაქო კეთილისმყოფლობის, წმინდა მიწიერი ცხოვრების არასაკმარისად მოწესრიგებულობის, საზოგადოებრივ ფენათა შორის ურთიერთობის დაულაგებლობის და სოციალური მოვალეობების შეუსრულებლობის გამო შეიძლება ვუსაყვედუროთ. სწორედ ეს არის იმ გაურკვეველი "ფსიქოლოგიური მონოფიზიტობის" შედეგი, რომელიც ასე გამორჩეულს ხდის აღმოსავლურ გონება-განწყობილებას. აღმოსავლელი ქრისტიანის კეთილზნეობრიობა, უმეტესწილად, მიწიერების საზიანოდ, ზეცისკენ არის მიმართული. აღმოსავლელი ხალხების ცხოვრება და ყოფა ასკეტიკური განწყობით არის განმსჭვალული, ანუ ფასეულობას არაამქვეყნიური ცხოვრება წარმოადგენს. ეს ყველაფერი განყენებულ აღმოსავლურ ბუნებასთან, მის მჭვრეტელობითობასთან და მეტაფიზიკურისადმი დიდ ინტერესთან არის დაკავშირებული. როგორც პიხლერი ბრძანებს: "რელიგიის გამო მიწიერის უგულებელყოფა ის თავისებურებაა, რომელიც ბერძნულ ეკლესიას ლათინურისგან განასხვავებს". აღმოსავლეთში ეკლესია მიწიერად მაღალორგანიზებული არასოდეს ყოფილა და ბიზანტიურ ნიადაგზე ვატიკანის აშენება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. "ბიზანტინიზმისათვის დამახასიათებელი, - წერს ბიზანტიის სხვა მკვლევარი, - ის არის, რომ დედაქალაქისა და უახლესი პროვინციული ცენტრების გონებრივი ცხოვრება ეკლესიური საკითხებითა და ინტერესებით იყოს დაკავებული, ეს თავისებურება დასავლეთისათვის ყოველთვის უცხო იყო. მრავალი საუკუნის მანძილზე, ბიზანტია უმაღლეს ინტერესებს და თავის უმთავრეს ადგილს საეკლესიო ამოცანებში პოულობდა. რელიგია, ღვთისმეტყველება და ეკლესია ის სფეროები იყო, რითიც ყველაზე უკეთ არა მხოლოდ სულიერი მოთხოვნილებები, არამედ სამეცნიერო მისწრაფებებიც კმაყოფილდებოდა და სადაც პოლიტიკურის, სამართლის და აკადემიური ორატორული ხელოვნების ადგილს სამქადაგებლო მჭევრმეტყველება იკავებდა, სადაც უმაღლესი პატივმოყვარეობა ყველაფერზე უფრო თავისუფალი იყო და ამ პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არც მაღალი სამოქალაქო და არც სამხედრო მდგომარეობა არ იყო საჭირო. ამავე დროს, საეკლესიო სფეროში მოქმედებდა ძლიერი საზოგადოებრივი აზრი... იქმნებოდა ატმოსფერო, რომელშიც საეკლესიო ბრძოლა და ამოცანები მთლიანად იპყრობდა მილიონობით განათლებული და გაუნათლებელი ორივე სქესის ადამიანების ყურადღებას, საეკლესიო საქმეები ძალიან სწრაფად ხდებოდა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საქმე. დიდ და მცირე საეკლესიო კრებებზე წამოჭრილი დოგმატური საკითხები გაცილებით უფრო მეტად აწუხებდათ ადამიანებს, ვიდრე ჯარის მძიმე ბრძოლები, რომლებიც მდინარე დუნაიზე, ბალკანეთში ან ძლევამოსილი მუსლიმანური რაზმების - ზოგადად ბარბაროსების წინააღმდეგ მიმდინარეობდა".

კვლავაც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ თქმულიდან არ უნდა შევქმნათ განმაზოგადებელი დასკვნები. სულიერისა და ასკეტიკურისადმი სწრაფვა სულაც არ იყო იმის გარანტია, რომ ყველა ბიზანტიელი თავის პიროვნულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ ხატსა და მიზანს სრულად ემსახურებოდა. სახარებისეული სასუფევლის მიწაზე განხორციელება შეუძლებელია. იგივე გ. გერცბერგი წერს: "საკითხი ბნელი მხარის უკმარისობის შესახებ არასოდეს დამდგარა. დახვეწილი განათლებულობის გვერდით, ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და ჭეშმარიტი ჰუმანურობის მრავალ თავისებურებასთან ერთად, ბიზანტიურ საზოგადოებაზე გადიოდა ბნელი ბარბაროსობის მთელი ნაკადი... რომანელებსა და გერმანელებს აოცებდათ ბიზანტიის უმაღლესი საზოგადოება, რომელსაც პიროვნული უხეშობა სრულიად არ ახასიათებდა, რაც რაინდულ აზროვნებასა და პატივმოყვარეობის შეგრძნებაში ასე აშკარად იყო გამოკვეთილი". მაგრამ მიმანიშნებელი ბოროტება, ცოდვა და დაცემასთან დაკავშირებული მაგალითები კი ის იდეალია, რომელიც ყოველთვის ბიზანტიელს ედგა თვალწინ.

ყველა სფეროში ყოფიერება იყო შეჭრილი. ცხოვრება ღვთისმსახურების საზეიმო რიტუალად იყო ქცეული და ყველაფერი საეკლესიო წესს ემორჩილებოდა. რა თქმა უნდა, ადამიანური სისუსტეებისა და ცოდვისადმი მიდრეკილების გამო ეს რიტმი და კანონი საკმაოდ ხშირად ირღვეოდა. საზოგადოებრივი იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე, როგორც საიმპერატორო, ისე საპატრიარქო ტახტის წარმომადგენელი ცალკეული პირები, ამა თუ იმ პოლიტიკური გარემოებებიდან და სასახლის ინტრიგებიდან გამომდინარე, არსებულ ნორმებს მუდმივად არღვევდნენ; ამას აკეთებდნენ და შემდეგ, საკარო ოპორტუნიზმის მოულოდნელი გამოვლინების შემთხვევაში, სამართლის საძიებლად, კვლავ ეკლესიის უმაღლეს სინდისს მიმართავდნენ, რათა ეკლესიას დარღვეული ნორმა აღედგინა და ყველაფერი მამაპაპური გადმოცემის ფარგლებში მოქცეულიყო. ბიზანტიური ეკლესიურობის დაბადებიდან თანდაყოლილი სული, არ იძლეოდა დარღვევისადმი შემგუებლობის საშუალებას. ცოდვას ადვილად პატიობდნენ, რადგან ადამიანურ სისუსტედ მიიჩნევდნენ, ესმოდათ შემცოდესი, მაგრამ ეკლესიური მოწყობისა და გადმოცემისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ვერაფრით ვერ ეგუებოდნენ, რადგან ეს უკვე ეკლესიისა და მართლმადიდებლობისგან განდგომად მიიჩნეოდა. პატიობდნენ ცოდვას, მაგრამ არავინ აუქმებდა პრინციპებს.

იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგოსმა აღაშფოთა ეკლესიური ცნობიერება; მისმა საქციელმა მთელი მოძრაობა და "არსენიტების" განხეთქილებაც კი გამოიწვია. საერთოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რიგორისტური (სიმკაცრე უპირატესად ზნეობრივ საკითხებში) მიმართულების მოძრაობა მხოლოდ ბიზანტიაში შეიძლება მოქმედებდეს. საეკლესიო გადმოცემა ასე მგზნებარედ და კატეგორიულად მხოლოდ იქ შეიძლებოდა დაცულიყო, სადაც ეს ეკლესიური გადმოცემა "ოქროზე და ტოპაზიაზე მეტად" უყვარდათ.

ყოფა და ცხოვრება, ცდილობდნენ, ეკლესიური და წმინდა ყოფილიყო. ამიტომ დიდებულ საეკლესიო-სამეფო რიტუალებში, მეფეებისა და პატრიარქების ყველა სახის გამოსვლაში, სადღესასწაულო ცერემონიებში, არაფრით შეიძლება მხოლოდ ცარიელი ფორმალიზმი დავინახოთ. ყველაფერი იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ცხოვრება მადლმოსილი სურდათ ყოფილიყო და ადამიანისათვის დამახასიათებელი ცხოველური ნიშნები, რომლებიც სახელმწიფოებრიობაში ვლინდებოდა, გაკეთილშობილებულიყო. "ბიზანტიური ფორმალიზმი, რომელსაც ცერემონიებისა და გარეგნულად განსხვავებული ტიტულების განვითარება მოჰყვა, თავისებურ შინაარსს არ იყო მოკლებული და როგორც ამ მოვლენის შესახებ საერთოდ ფიქრობენ, მხოლოდ ფორმალური სახეცვლილება არ იყო; სახელმწიფოს პოლიტიკურ მოწყობაში ყოველ ცერემონიას და ტიტულს თავისი ადგილი და მნიშვნელობა გააჩნდა". საერთოდ, მართლმადიდებლობისათვის კოსმოსური სიხარულია დამახასიათებელი; ჩვენი ლიტურგია, მით უმეტეს, კურთხევანი, მოწოდებულია პიროვნების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ადამიანის მთელი ცხოვრება კურთხეული გახადოს. მეფედ კურთხევა, ღვთისმსახურებაში მისი მონაწილეობა, ქალაქის რომელიმე ეპარქის ხელდასხმა, ყველაფერი ეს ძველი აღთქმის დროინდელი თეოკრატიული იდეალის განხორციელების სურვილზე მიუთითებს. სამეფო ღირსებაში, ეპარქის წოდებაში გაცილებით მეტი იგულისხმებოდა, ვიდრე ამქვეყნიური ეკლესიური მსახურება და მიწიერი პატივი.

ამ სფეროში ზედმეტად გარეგნულ გადახრებს და მოჩვენებით რელიგიურობას თუ დავინახავთ, ეს სწორედაც, რომ საეკლესიო მოვალეობების ბიზანტიური გაგების ჩრდილოვან თავისებურებად უნდა მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ისტორიკოსების გამოკვლევებიდან ვხედავთ, რომ ქრისტიანობამ ბიზანტიელების მგზნებარე ბუნების ყველა უხეში მხარე ბოლომდე ვერ გარდაქმნა: პოლიტიკურ რყევებსა და დევნას ხშირად თან სდევდა დაუნდობლობა; ერთმანეთს ანაცვლებდა გადამეტებული სისათუთე, ბიწიერება, დავა და ლოთობა; ცხოვრებას პირქუშსა და უღიმღამოს ხდიდა: ღვთისმოსაობის გვერდით სახარების უცოდინრობით გამოწვეული ცრუმორწმუნოება, ჯადოქრობა და მოგვობა; საპატრიარქოს პალატებსა და ბერების კელიებში ვერცხლისმოყვარეობა იყო გაბატონებული; მიწიერი სიმდიდრითა და მფლანგველობით იყო გატაცებული საერო მთავრობა და მათ ხელი ხანდახან ეკლესიის ქონებაზეც კი წაუცდებოდათ; დაბოლოს, ზნეობრივმა დაცემულობამ და დაუოკებელმა გრძნობათა ღელვამ არაერთი პორფიროსანი და მათი ახლობელი, საეკლესიო წესის დარღვევამდე მიიყვანა (დიდ პარასკევს რომანოზ III-ის ქორწინება; იმპერატორ ლევის მეოთხედ ქორწინება და ა. შ.). მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რამდენადაც უპრინციპო და გაუკუღმართებულიც არ უნდა ყოფილიყო ბიზანტიელი ძალაუფლების წარმომადგენელი, მას არც ერთ შემთხვევაში არ ჩაუდენია ისეთი საქციელი, რაც ფლორენციელმა ჩაიდინა, - მან ტაძარში კაცი მაშინ მოკლა, როდესაც ლიტურგიაზე პურისა და ღვინის გარდასახვის პროცესი მიმდინარეობდა...

გაგრძელება იქნება


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat