ჟურნალის ავტორები
ამირან სინაურიძე
ჟურნალისტი, სხვადასხვა მედია საშუალებებთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილებით. 2007 წლიდან დღემდე - "პალიტრა მედიას" მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"-ს კორესპონდენტი; 2006-2007 წწ. საზოგადოებრივი ჟურნალი "ივერიელნი". რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი; 1999-2004 წწ. საქტელემაუწყებლობა (საზოგადოებრივი მაუწყებელი). ტელევიზიის საერთაშორისო პროგრამების მთავარ რედაქციის პასუხისმგებელი კოორდინატორი; 1998-2004 წწ. საქტელემაუწყებლობა (საზოგადოებრივი მაუწყებელი). დილის საინფორმაციო-გასართობი პროგრამა "ალიონი"; რუბრიკების "საეკლესიო კალენდარი", "ჩვენი სარწმუნოება" და "სახარების განმარტება" ავტორი და წამყვანი; 1996-1999 წწ. საქტელემაუწყებლობის კორპორაცია. სატელევიზიო-საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე და პოლიტიკის განყოფილების გამგე; 1991-1996 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი (საქტელემაუწყებლობის კორპორაცია). ტელევიზიის ინფორმაციის მთავარი რედაქციის სპეციალური კორესპონდენტი, აგრეთვე, ოპერატიული საინფორმაციო გადაცემების: "სახელმწიფო საბჭოს დღიური", "პარლამენტის დღიური", "პარლამენტის საათი" ავტორი და წამყვანი; 1984-1991 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი. ტელევიზიის ინფორმაციის მთავარი რედაქციის (მთავარი საინფორმაციო პროგრამების "მოამბე", "ვესტნიკი", "ახალი ამბები", "ნაშუადღევს") მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1982-1984 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი. ტელევიზიისა და რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა გაერთიანებული რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1981-1982 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი. რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა მთავარი რედაქციის ახალგაზრდული პროგრამების განყოფილების გამგე; 1980-1981 წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო. აღმზრდელობითი მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის საგამომცემლო განყოფილების გამგე; 1976 - 1980 წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო. იდეურ-ზნეობრივი აღზრდის რესპუბლიკურ სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტი; საგამომცემლო ჯგუფის მთავარი რედაქტორი და უფროსი; 1975-1976 წწ. თბილისის ბორის ძნელაძის სახელობის რესპუბლიკური სასახლე. მეთოდ-განყოფილების მეთოდისტი და საგამომცემლო ჯგუფის უფროსი; ამ წლების განმავლობაში პარალელურად ვთანამშრომლობდი სხვადასხვა მედია საშუალებებთან. დასაბეჭდად ჩაშვებულია წიგნი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის შესახებ სახელწოდებით "გონებით ბრძენი, ცხოვრებით უბრალო". 1974 დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება; 1993 წლიდან ვარ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის, მოგვიანებით კი საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი; დამთავრებული მაქვს სასწავლო კურსი ფილოსოფიისა და ესთეტიკის, ასევე საქართველოს წმინდა სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა საღმრთო ლიტურგიის განხრით.
დავით სურგულაძე
დაიბადა ქ. თბილისში 1980 წელს. განათლება თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 2009 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია. 1999-2000 - ჟურნალი "მეოხი" იურისტი; 2000-2003 - შპს "ოლიმპი" იურისტი; 2005-2007 ინდ. საწარმო "ტარიაელ ჯიაძე" იურისტ-კონსულტანტი. 2007-2009 - შპს "ნიუ-ფარმა" იურისტი, 2004-დან დღემდე საგამომცემლო სახლი "კვირის პალიტრა", ჟურნალისტი. 2009-დან დღემდე თსუ იურიდიული დეპარტამენტის იურისტი.
თამარ მამაცაშვილი
საიტის - karibche.ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი
ჟურნალების "კარიბჭის", "ოჯახის მკურნალისა" და "ლიტერატურული პალიტრის" პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი დაფუძნების დღიდან, რადიოპალიტრის გადაცემის "რადიომკურნალის" ავტორი. აგრეთვე არაერთი წიგნის (კარაბადინი, შეკითხვა ექიმს), კალენდრებისა (საეკლესიო და სამედიცინო) და წიგნების სერიების (საქართველოს იმედი, საღმრთო ისტორია ბავშვებისათვის,სამედიცინო წიგნების სერია -  იცნობდე რათა დაამარცხო) პროექტების ავტორი და მთავარი რედაქტორი, უძღვება ჯანმრთელობის გვერდს "კვირის პალიტრაში", არის სამედიცინო საიტის mkurnali.ge-ს პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი.

თეა ცაგურიშვილი
დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სკოლაც აქ დავამთავრე. რის შემდეგაც ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ სწავლა გავანგრძელე საქართველო-საბერძნეთის ჰუმანიტარულ აკადემიაში ჟურნალისტიკის განხრით. სწავლასთან ერთად ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1992 წლიდან ვაქვეყნებდი სტატიებს  გაზეთებში - "საქართველოს რესპუბლიკა“, "დილის გაზეთი“, "მთავარი გაზეთი“, "დრონი“, "თბილისი“, "კვირის პალიტრა“. ვარ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ჩემთვის საყვარელ ჟურნალ "კარიბჭეში“ თითქმის დაარსებიდან ვმუშაობ. პარალელურად ვთანამშრომლობ ჟურნალ "ისტორიანში“.
კახაბერ კენკიშვილი
დაიბადა 1966 წელს. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი, ჟურნალისტის სპეციალობით, ხოლო 1989 წელს - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1990 წლიდან მუშაობს თბილისის მეტროპოლიტენში. ჟურნალ "კარიბჭის" ჟურნალისტია 2004 წლიდან. ჰყავს ცოლი და ორი შვილი.
ლელა ჩხარტიშვილი
დავიბადე თბილისში, დავამთავრე თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი და შემდეგ სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. "კარიბჭეში" მუშაობა დავიწყე 2005 წლიდან... მყავს მეუღლე.
მანანა ტუაევა
დაიბადა 1972 წლის 3 მარტს თბილისში, დაამთავრა 103-ე საშუალო სკოლა, 1995 წელს კი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სტუდენტობის პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთებთან:  "დაზღვევა და ცხოვრება", "თბილისი", "ქალთა გაზეთი", 1995-96 წლებში 103-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, 1999 წელს - კერძო სკოლა "ბალავარში", 2000 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ჯორჯიან თაიმსსა" და მის ყოველდღიურ გამოცემა "ტრიბუნაში", 2003 წლიდან - გაზეთ "კვირის პალიტრაში", 2005 წლიდან კი - ჟურნალ "კარიბჭეში", ყავს მეუღლე.
მანანა ჯანელიძე
ფილოლოგი, 1966-2006 წლებში - თსუ გამომცემლობის უფროსი რედაქტორი, 1989-96 წლებში - ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" რედაქციის წევრი. 1996 წლიდან თანამშრომლობს ჰოლდინგში "მედია პალიტრა". დღიდან დაარსებისა არის ჟურნალ "კარიბჭისა" და "ლიტერატურული პალიტრის" რედაქტორის მოადგილე, არაერთი მხატვრული თუ სამეცნიერო წიგნის რედაქტორი და შემდგენელი.
როლანდ ჩხეიძე
სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტზე, რექტორატის გადაწყვეტილებით დამამთავრებელ კურსზე გადაყვანილ იქნა  ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, ასევე გაიარა მოსკოვის წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თეოლოგიის ექსპერტის სპეციალობის სრული კურსი. ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
სერგო კერესელიძე
ჟურნალ "კარიბჭის" ჟურნალისტი
სოფიო თავაძე
დაიბადა 1982 წელს დაბა სურამში. სპეციალობა - ფილოსოფიის მაგისტრი რელიგიათმცოდნეობის სპეციალობით; ფილოლოგი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2007 წლიდან არის ჟურნალ "კარიბჭის" ჟურნალისტი. 2011-2013 წლებში მუშაობდა დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადაში" რელიგიის მასწავლებლად. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
შორენა მერკვილაძე
დაიბადა 1973 წელს ქ. ზესტაფონში. სპეციალობა - ფილოლოგი. 1995-1997 წლებში მუშაობდა ახალციხის რეგიონალურ ტელევიზიაში.  1997-1998-მდე თანამშრომლობდა "ახალ ქარულ გაზეთში", რეპორტიორად. 2002 წლიდან თანამშრომლობს მედიაჰოლდინგ "კვირის პალიტრასთან". არის ჟურნალ "გზის" და ჟურნალ "კარიბჭის" კორესპონდენტი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler