დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი

1. მრწამსი, ანუ რწმენის სიმბოლო
"რწმენის სიმბოლო არის მოკლე, ზუსტი სიტყვებით ჩამოყალიბებული სწავლება იმის შესახებ, თუ რა უნდა სწამდეთ ქრისტიანებს" (ვრცელი ქრისტიანული კატეხიზისი).

სიტყვა "სიმბოლო" ნაწარმოებია ბერძნული ზმნიდან რაც ნიშ-ნავს "ვაერთებ", "ერთად ვათავსებ". ამ სიტყვის საწყისი მნიშვნელობა ასეთია: როდესაც ორი, ერთმანეთის ახლობელი ელინი ხანგრძლივი დროით უნდა დაშორებოდა ერთმანეთს, იღებდნენ რაიმე მცირე ზომის საგანს, მაგალითად, მონეტას და რთული ტრაექტორიით ყოფდნენ ნაწილებად, ძირითადად ორ ნაწილად. და თუ ოდესმე ერთმანეთისათვის რაიმე მნიშვნელოვანის შეტყობინება იქნებოდა საჭირო, მსახურის დახმარებით ინფორმაციასთან ერთად ნივთის ნაჭერსაც გზავნიდნენ. მსახური წარმოადგენდა "სიმბოლოს" ნაჭერს და თუ ის ზუსტად დაემთხვეოდა მეორეს, ეს ნიშნავდა, რომ მაცნეს მიერ მოტანილი ამბავი საიმედო იყო. ასეთი სიმბოლოს წყალობით მრავალი წლის შემდეგაც შესაძლებელი ხდებოდა ძველ ნაცნობებს და მათ შთამომავლებსაც კი ეპოვნათ და ამოეცნოთ ერთმანეთი.

შემდეგ ამ "სიმბოლომ" ბევრი სხვა მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ ყველაფერს ის აერთიანებდა, რომ სიმბოლოს შინაარსი შემაკავშირებელი იყო. იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს მართლმადიდებლური ღვთისმსახურების პრაქტიკაში, ძნელი არ არის დავინახოთ, რომ ეს არის გამაერთიანებელი ფუნქცია. ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების წინ, სანამ კათაკმეველი სანათლავ ემბაზში ქრისტეს შეუერთდება, სამჯერ იკითხება რწმენის სიმბოლო, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოსანათლავი თავისი რწმენით ეკლესიური რწმენის თანაზიარია, ეს კი ეკლესიის წევრობისა და ქრისტესთან შეერთების აუცილებელი პირობაა. ღვთაებრივი ლიტურგიის მსვლელობისას, ევქარისტიული კანონის აღსრულებამდე, როგორც ერთიანი რწმენის გამოხატულება - რწმენის სიმბოლო ეკლესიაში მყოფი ყველა ქრისტიანის მიერ ერთად იგალობება, რის გარეშეც ევქარისტიულ საიდუმლოში ერთად მონაწილეობა წარმოუდგენელია.

საერთოდ, ადამიანის ცხოვრებაში სიმბოლიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ გარე სამყაროს უშუალოდ შეცნობა არ შეგვიძლია.

საქმე არა რეალურ საგნებთან და ნივთებთან, არამედ ჩვენი გრძნობის ორგანოებზე მათ ზეგავლენასთან გვაქვს. მაგალითად, ხილულ საგნებს თვალის ბადურა, ხოლო ხმოვან ტალღებს სმენის ორგანოები ირეკლავენ. სიმბოლოების ბუნება აქვთ იმ ნიშნებსა და სურათებსაც, რომლებითაც ადამიანები ოპერირებენ. ამიტომ, რაც უფრო დახვეწილია ნიშანი, ჩვენი გარე აღქმის ორგანოებისათვის, მით უფრო ნაკლებად რეალური და ძნელად მისაწვდომია იგი. შესაბამისად, რაც უფრო ღრმაა შესამეცნებელი რეალობა, მათი შეცნობისათვის უფრო ზუსტი და დახვეწილი უნდა იყოს ჩვენი შემმეცნებელი ორგანოები.

ბიბლიასა და წმინდა მამების წერილებში სიმბოლო - არ არის მხოლოდ საგნისგან განსხვავებული საგნის მიმთითებელი ნიშანი. სიმბოლო საგნის ხატია, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ გამოსახულების ზუსტი ასახვაა. სიმბოლო ნივთიერი სამყაროს ერთგვარი ფრაგმენტია, რომელსაც სულიერი რეალობის გამოხატვა და მასთან ადამიანის ზიარება შეუძლია. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულიერი რეალობის გამოხატვა და მასთან ზიარება სიმბოლოს იმდენად შეუძლია, რამდენადაც თვითონ სიმბოლოა ამ რეალობის ნაწილი (პროტ. ა. შმემანი). უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული სიმბოლოები ადამიანის შემოქმედების პროდუქტს არ წარმოადგენენ, "ეს სიკეთე ადამიანს გამოცხადების შედეგად ებოძა. რადგან სიმბოლოები ბიბლიაში ყოველთვის გამოიყენება, უნდა ითქვას, რომ ისინი უფლის სიტყვებია და ეს სიტყვა-სიმბოლოები სულ უფრო მეტად და მეტად გვეხმარება, ვეზიაროთ ისეთ უცნობ რეალობას, რომელიც ჩვენს წინაშე იმ სამყაროს წარმოაჩენს, რომლის ჩრდილიც ჩვენთვის გარკვეული თვალსაზრისით სიმბოლოა" (მღვ. კ. ანჟანტი).

ამასთან, სიმბოლოები იდეებისა და კონცეპტების გამოხატულებებს არ წარმოადგენენ, ისე, როგორც ეს პლატონის ფილოსოფიაშია, ეს ნიშნები თავად უფლის მოქმედებების სიმბოლოებია.

"იმის პირველწყარო, რაც სიმბოლურადაა გამოხატული, ღვთის სიტყვაში ყოველთვის სულიწმიდას მიერაა დაუნჯებული. სიმბოლოსა და მის რეალურ შინაარსს შორის სულიწმიდა სულ უფრო და უფრო მტკიცე კავშირს ამკვიდრებს და ეს კავშირი იმდენად მკვიდრი ხდება, რომ შეხების ზღვარზე ისინი რეალურ ერთიანობად წარმოგვიდგებიან" (მღვ. კ. ანჟანტი).

სულიერ რეალობასთან დაახლოების უდავოდ ასეთივე შესაძლებლობა ძევს ჩვენი რწმენის სიმბოლოში, მით უმეტეს, რომ I-II საუკუნის მსოფლიო კრებების მონაწილე წმინდა მამებმა მრწამსი სულიწმიდის მადლით შეადგინეს.

თუ დავუკვირდებით ნიკეა-კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლურ სიმბოლოს (მრწამსს), დავინახავთ, რომ მას საღვთისმეტყველო ტექსტთან საერთო ბევრი არაფერი აქვს. ჩვენ წინაშე, ერთი მხრივ, მოკლე, დაზუსტებული საღვთისმეტყველო ფორმულებია, ხოლო მეორე მხრივ, ნათელი და კარგად დასამახსოვრებელი ხატებები. შეიძლება ითქვას, რომ რწმენის სიმბოლო პოეტურ ჟანრთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ღვთისმეტყველურ ნაწარმოებთან. შემთხვევითი არ არის, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურების პროცესში რწმენის სიმბოლო კი არ წარმოითქმის, არამედ იგალობება, მაშინ, როდესაც წმინდა იოანე დამასკელის "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემის" კითხვის ნაცვლად გალობა თავში არასოდეს არავის მოუვა. მრწამსის დანიშნულება მხოლოდ ის კი არ არის, რომ უფლისა და საიდუმლოს განგებულების შესახებ გარკვეული ცოდნა მოგვეწოდოს, არამედ ის, რომ ჩვენი გონი და გული ღმერთის ჭვრეტაში გაიწაფოს და სულიერ რეალობას მიუახლოვდეს. ამიტომ რწმენის სიმბოლო არა მხოლოდ დოქტრინული დოკუმენტია, რომელსაც თანხმობის ნიშნად ხელი უნდა მოაწერო, არამედ ნებისმიერი ქრისტიანის ლოცვის წესის უდავო ნაწილია.

ქვენა ქვეყანა ისეთია, რომ მასში სულიერების ტყუილით ჩანაცვლების საშიშროება ყოველთვის დიდია. მოციქული პავლე ბრძანებს, რომ "სინათლის ანგელოზის" სახეს ხანდახან სატანაც კი იღებს (2 კორ. 11:14). ასეთი ჩანაცვლება ხშირად რელიგიური რწმენის სიმბოლოების მნიშვნელობის არასწორად გაგებით არის განპირობებული. ეს უკანასკნელნი ადამიანის გულისკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ გულისმიერი ცხოვრება, რომელსაც სულიერ ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია, გონებისაგან მით უმეტეს მნიშვნელოვან კონტროლს საჭიროებს. ხატწერა ქრისტიანული სიმბოლიკის ბრწყინვალე მაგალითია. ყოველ ქრისტიანს შინ უეჭველად უნდა ჰქონდეს ხატი და მის წინაშე უნდა ლოცულობდეს, მაგრამ თუ ადამიანს სწორად არ ესმის, ხატი რას წარმოადგენს, ვინ ან რა არის მასზე ასახული, ხატის თაყვანისცემა მის სულს სარგებელს ვერ მოუტანს. იგივე შეიძლება ითქვას რწმენის სიმბოლოს შესახებაც. თუ ადამიანი მრწამსს დღეში რამდენიმეჯერ ჩაიკითხავს, მაგრამ არ ეცოდინება და სწორად არ ექნება გააზრებული მისი შინაარსი, უბრალოდ მრწამსის კითხვა მის სულს სერიოზულად დააზიანებს.

"იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, ნიშნავს განმტკიცდე მართლმადიდებლურ რწმენაში და იყო არა მხოლოდ სიტყვების, არამედ თავად ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოს აღმსარებელი. ეს ნიშნავს შენში დაამკვიდრო ყოველივე ის, რაც ამ რწმენის სიმბოლოდან გამომდინარეობს, რაც განვითარდა და მის შინაარსში მთელი მართლმადიდებლობის ისტორიის მანძილზე დამკვიდრდა" (პროტ. ფ. ხიპკო).

კატეხიზისის მოცემული მონაკვეთის მთავარი ამოცანაა, საეკლესიო წმინდა გადმოცემის საფუძველზე განმარტებულ რწმენის სიმბოლოსთან თანამოზიარე, ქრისტიანებისათვის მთავარი სარწმუნოებრივი დოკუმენტი, სიმბოლური ენიდან და ფორმულებიდან სამოძღვრო ენაზე "გადაითარგმნოს".

შემდეგ: მსოფლიო კრებების გაგება


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat