დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი

3. წმინდა სამების დოგმატი

3.3. წმინდა სამების დოგმატის მოკლე წინაისტორია

ეკლესიას ყოველთვის სწამდა, რომ ღმერთი თავისი არსით ერთი და სამპიროვნულია. თუმცა ერთია, "ერთდროულად" ღმერთის ერთარსობაც გწამდეს და სამპიროვნულობაც და სულ სხვაა, შეძლო შენი რწმენის ფორმულირებებად ჩამოყალიბება. ამიტომ წმინდა სამების შესახებ დოგმატური სწავლება ერთბაშად არ გაჩენილა, ის ნელ-ნელა და ცალკეულ ერეტიკულ ცდომილებებთან ბრძოლის პროცესში ყალიბდებოდა.

სამების სწავლება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქრისტეს შესახებ სწავლებასთან - ძე ღმერთის, ანუ სამების მეორე პირის განკაცებასთან. ამიტომ, ტრინიტარულ (ლათ. ტრინიტას სამება) დავებს ყოველთვის ქრისტოლოგიური საფუძველი გააჩნდა. თავად სამების შესახებ სწავლების გაჩენა უშუალოდ ღმერთის განსხეულებას და ქრისტეში ღმერთის გამოცხადებას უკავშირდება, რადგან სწორედ ქრისტეში "სამებისა თაყუანისცემაი გამოსჩნდა" (ნათლისღების ტროპარი). პირველ ხანებში, წმინდა სამების შესახებ სწავლება, როგორც "მკაცრი" იუდაისტი მონოთეისტისათვის, ისე ელინი მრავალღმერთიანისთვის, საჯილდაო ქვად იყო ქცეული. ამიტომ წმინდა სამების მყოფობის საიდუმლოს რაციონალურად ახსნის ყველა მცდელობას ან იუდაისტები, ან ელინები მიჰყავდა გაუგებრობამდე. პირველები ცდილობდნენ, სამივე ღვთაებრივი პიროვნება ერთ ბუნებაში ჩაეკარგათ, ხოლო მეორენი - წმინდა სამების სამივე წევრს, ერთმანეთთან მიმართებით, არათანაბარ ღვთაებრივ ღირსებას ანიჭებდნენ.

II საუკუნეში ქრისტიანმა აპოლოგეტებმა მოისურვეს, განათლებული ბერძნული და რომაული საზოგადოებისათვის ქრისტიანობა უფრო გასაგები გაეხადათ და ამისათვის მათ ქრისტეს შესახებ ისეთი სწავლება შექმნეს, სადაც იგი განხორციელებული ლოგოსის სახით იქნებოდა წარმოდგენილი. ამგვარად, მათ შემოქმედებაში ძე ღვთისა ანტიკური ფილოსოფიური ლოგოსის გამოხატულებად გადაიქცა (მაგ.: სტოიციზმი, ფილონი და ა. შ.). აპოლოგეტების თანახმად, ლოგოსი - ჭეშმარიტი და სრულფასოვანი ღმერთია, მაგრამ ამავე დროს, ისინი ამტკიცებდნენ, ღმერთი ერთია და ერთიანია. რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები შეუძლებელია, არ დაეჭვებულიყვნენ: ძე ღვთისას და ლოგოსის სწავლება ორღმერთიანობას ფარულად ხომ არ უკავშირდება? ორიგენე წერდა:

"ბევრია ღმერთის მოყვარული და მის ერთგულებს "ჭეშმარიტად აწუხებს, რომ სწავლება ღმერთის სიტყვის - იესო ქრისტეს შესახებ მათ ერთგვარად აიძულებს, იწამონ ორი ღმერთი".

3.3.1. მონარქიანობა
აპოლოგეტების მიერ ორგანიზებულ სწავლებაზე რეაქციის სახით გაჩნდა ე. წ. მოძრაობა მონარქიანობა, ამ ახალი ერეტიკული მოძრაობის მიზანი, ღმერთის შესახებ ორღმერთიანობის ეჭვის გაქარწყლება იყო. თავად მონარქიანობა ორი სახით გამოვლინდა:

ა) დინამიზმი (ბერძნ. ძალა), ან ადოპციანობა. (ლათ. შვილად აყვანა),

ბ) მოდალიზმი (ლათ. სახე, ხერხი).

3.3.1.1. დინამიზმი ან ადოპციონობა
დინამიზმი არისტოტელეს ფილოსოფიის შესაბამისი სწავლება იყო და მისი ღმერთი წმინდა თვითმოქმედი აზრიდან გაჩენილ ერთიან, აბსოლუტურ, უგრძნობ და უცვალებელ არსებას წარმოდგენდა. ასეთ ფილოსოფიურ სისტემაში, ლოგოსის ქრისტიანული შინაარსი ცხადია, რომ სრულიად დაკარგულია. დინამისტებისათვის ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც სხვებისგან მხოლოდ თავისი კეთილისმყოფელობით განსხვავდება.

დინამისტი-ადოპციანების მიხედვით, ღმერთი სრული თვითშეგნების მქონე პიროვნებაა, მაშინ როდესაც ლოგოსსა და სულიწმიდას პიროვნული არსებობა არ გააჩნიათ და მხოლოდ ერთიანი ღმერთის პიროვნულ ძალებს წარმოადგენენ. მათი აზრით, ლოგოსი, როგორც უპიროვნებო, უიპოსტასო ძალა, იესოზე ისევე გადმოვიდა, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებზე გადმოდიოდა.

3.3.1.2. მოდალიზმი
თუ დინამისტები ქრისტეს ღმერთად არ აღიარებდნენ, მოდალისტები, პირიქით, მიზნად ისახავდნენ, სწორედ მაცხოვრის ღვთაებრიობა დაემტკიცებინათ. ისინი ამგვარად მსჯელობდნენ: ქრისტე უდავოდ ღმერთია და იმისათვის, რომ ორღმერთიანობის აზრი არ გაჩნდეს, საჭიროა, გარკვეული თვალსაზრისით, ის მამასთან იყოს გაიგივებული.

ამ სწავლების ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, რომაელი პრესვიტერის საბელიუსის (ამ პიროვნების გამო მოდალიზმს ასევე საბელიანობად იხსენიებენ) აზრით, ღმერთი უპიროვნებო ერთიანი არსებაა, რომელიც სამი მოდუსის სახით თანმიმდევრულად ვლინდება. მამა, ძე და სულიწმიდა სამი ღვთაებრივი მოდუსია. მამამ შექმნა სამყარო და მოგვცა სინას კანონმდებლობა, ძემ ხორცი შეისხა და ადამიანებთან ერთად ამქვეყნიური ცხოვრებით იცხოვრა, ხოლო სულიწმიდა ეკლესიას სულთმოფენობის შემდეგ შთააგონებს და მართავს. ამასთან, ყოველი ამ თანმიმდევრულად ცვლადი გარესაფარველის უკან, ერთი და იგივე ღმერთია ნაგულისხმები. საბელიანური მოდუსი - სულიწმიდაც არ არის მარადიული. მისი მოქმედებაც სასრულია. ბოლოს, ღვთაება პირვანდელ უპიროვნო მდგომარეობას უბრუნდება, ხოლო მის მიერ შექმნილი სამყარო წყვეტს თავის არსებობას.

3.3.2. არიანობა
ამ ერეტიკული მოძრაობის ფუძემდებელია ალექსანდრიელი პრესვიტერი არიოზი (IV ს. I ნახევარი). არიოზს არ აკმაყოფილებდა წმიდა სამებასთან დაკავშირებული მისი თანადროული წმინდა მამების მიერ აღიარებული ღვთისმეტყველება და ამგვარად ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება: თუ ძე არაფრისგან არის შექმნილი, მაშინ ის მამის არსიდან არის გამოსული და თუ ამასთან ძე, მამის მსგავსად, დაუსაბამოა, მაშინ ძესა და მამას შორის რაიმე განსხვავების მოძიება შეუძლებელია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ საბელიანობის ერესში აღმოვჩნდებით. შემდეგ არიოზი მიიჩნევდა, რომ მამის არსიდან გამომავლობა ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ღვთაებრივი არსის გაყოფას, რაც თავისთავად უაზრობაა, რადგან ეს უკვე ღმერთში ცვალებადობის დაშვებას გულისხმობს. არსებული მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად არიოზი იმის აღიარებას ხედავდა, რომ ძე მამის მიერ არაფრისგანაა შექმნილი.

არიოზის დოქტრინა შემდეგ ძირითად დებულებებად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

ა) ძე მამის მიერ არაფრისგანაა შექმნილი და, შესაბამისად,

ბ) ძე არის ქმნილება და მის მყოფობას დასაბამი აქვს. შესაბამისად,

გ) მამისა და ძის ბუნებას შორის პრინციპული განსხვავებაა -

დ) ძე მამის განკარგულებაშია და ის სამყაროს შექმნისათვის მხოლოდ საჭირო იარაღს წარმოადგენს, ხოლო

დ) სულიწმიდა არის ძის უმაღლესი ქმნილება და გამოდის, რომ მამასთან მიმართებაში "შვილიშვილია".

შემდეგ: წმინდა სამების დოგმატი




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat