დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
4. ღმერთი შემოქმედი და მისი განგებულება

სივრცე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, არ არის დამოუკიდებელი. სამყაროში ყველაფერი შეზღუდულია და მასში არსებული არც ერთი მოვლენა საკუთარი არსიდან არ გამომდინარეობს. სამყაროს თავისუფლებას ბუნების კანონები ზღუდავს. მეტიც, სამყაროში ყველაფერი დროთი და სივრცითაა შეკრული. თანამედროვე მეცნიერება გვარწმუნებს, რომ სამყარომ არსებობა გარკვეულ დროს დაიწყო და იყო დრო, როდესაც სამყარო არ შეიძლება არსებულიყო. სამყაროს ნებისმიერ წერტილთა შორის მანძილი ყველა შემთხვევაში სასრულია. ამიტომ სამყაროს, როგორც თავისი არსებობის საწყისი, იმგვარი ძალა ესაჭიროება, რომელიც მას თან ასაზრდოებს და თანაც მყოფობას შეუნარჩუნებს.

რწმენის სიმბოლო - მრწამსი, ღმერთს შემოქმედსა და ყოვლის მპყრობელს უწოდებს: "ყველაფერი ღმერთის მიერ შეიქმნა და არაფერი არ შეიძლება იყოს ღმერთის გარეშე. ყველაფერი რაც კი არსებობს ღმერთს თავისი ძალით და თავისი ნებით უპყრია".

4.1. ქრისტიანული სწავლების არსი სამყაროს შექმნის შესახებ და სამყაროს წარმოშობის არაქრისტიანული კონცეფციები.
"ქმნილების შესახებ მართლმადიდებლური სწავლება გვამცნობს, რომ მხოლოდ ღმერთია უქმნელი და მხოლოდ მისი არსებობაა მარადიული, ყველაფერი დანარჩენი ღმერთის მიერ არის შექმნილი".

"დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი" (დაბ. 1: 1).

"რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა" (კოლ. 1:16).

ამა თუ იმ ფორმით სამყაროს შექმნის ფაქტი პრაქტიკულად ყველა რელიგიური და ფილოსოფიური სწავლების მიერ არის აღიარებული, ცხადია, მატერიალიზმის გამოკლებით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველა სწავლება ამ ფაქტს აღიარებს, სამყაროს შექმნის საკითხებთან რელიგიურ და ფილოსოფიურ თვალსაზრისებში, პრინციპული განსხვავებაა.

ყველაზე მეტად ცნობილი არაქრისტიანული კონცეფციები სამყაროს შექმნის შესახებ დუალიზმი და პანთეიზმია.

4. 1. 1. დუალიზმი
არსებობს ორი ძირითადი სახის დუალიზმი (ლათ. ორმაგი):

ა) ბერძნული ანტიკურ-ფილოსოფიური დუალიზმი (პლატონი), სადაც სამყაროს წარმოშობის მიზეზად მიიჩნევა ღვთაებრივი საწყისის ზეგავლენა მარად მის გვერდით არსებულ უფორმო მატერიაზე, რომლის თავისებურებასაც მარადიული ქაოსური მოძრაობა წარმოადგენს.

ბ) აღმოსავლური დუალიზმი (ზოროასტრიზმი), რომელშიც სამყაროს წარმოქმნის მიზეზად ორი პარიტეტული ღვთაებრივი საწყისის, ნათელისა და ბნელის, ერთმანეთთან ბრძოლა მიიჩნევა.

ცხადია, ვინაიდან ნებისმიერი სახის დუალიზმი, ღვთაებაში ორ დამოუკიდებელ, ურთიერთდაპირისპირებულ საწყისს ხედავს, ანუ ერთიანი ღმერთისგან განსხვავებულ პრინციპს აღიარებს, ქრისტიანობისათვის მიუღებელია. ქრისტიანობის მიხედვითაც ღმერთი აბსოლუტური - ბუნებით ერთიანი არსებაა.

4.1.2. პანთეიზმი
პანთეიზმი (ბერძ. ყველაფერი და ღმერთი) - სწავლება, რომლის არსიც სამყაროსა და ღმერთის გაიგივებაა; პანთეიზმში ღმერთის ან ბუნებაში განზავება ხდება, ან პირუკუ - სამყარო თავად ექცევა ღმერთში. პანთეისტური სწავლებებიც განსხვავდება ერთმანეთისგან:

ა) სწავლება ემანაციების შესახებ (ნეოპლატონიზმი, ინდუიზმი), რომელთა მიხედვითაც სამყარო წარმოადგენს ღვთაებრივ ემანაციებს (გადმოშლა, გამოსხივება);

ბ) სწავლება ემანაციების შესახებ (სპინოზას ფილოსოფიური სისტემა), რომლის მიხედვითაც სამყარო წარმოადგენს დროსა და სივრცეში ერთიანი, მარადიული, აბსოლუტური ღვთაებრივი სუბსტანციის მრავალფეროვან გამოვლინებებს;


წმინდა ფილარეტ მოსკოველი

გ) სწავლება, რომელიც სამყაროს განიხილავს, როგორც ცალკეული ღვთაებრივი საწყისის თვითგანვითარებას, რომელიც თავისი განვითარების პროცესში დაბალი ფორმებიდან მაღალ ფორმებში გადაინაცვლებს (ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა).

ფაქტობრივად ყველა სახის პანთეიზმი ღვთაებრივი საწყისის ცვალებადობას ქადაგებს და ამით უპირისპირდება ბიბლიურ გამოცხადებას. გარდა ამისა, პანთეიზმს არ შესწევს უნარი, დაასაბუთოს ქმნილებაში თავისუფალი ნების არსებობა და შესაბამისად, ის ვერ გადაწყვეტს სამყაროში არსებულ ბოროტებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

4.1.3. სამყაროს წარმოქმნის ქრისტიანული კონცეფცია: "არაფრისაგან" შექმნა.
სამყაროს შექმნასთან დაკავშირებული ქრისტიანული სწავლების არსი ღმერთის მიერ სამყაროს არაფრისაგან შექმნაში მდგომარეობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც ქმნილია, ღმერთის მიერაა შექმნილი. წმინდა ღვთისმეტყველური თვალსაზრისით რომ ვთქვათ, შესაქმე "ნიშნავს იქმნებოდეს არაფრისგან; მიეცეს ცხოვრება იმას, რაც მანამდე არ არსებობდა".

ქრისტიანული სწავლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღმერთს სამყაროს შესაქმისათვის არანაირი საწყისი საშუალებები არ ესაჭიროებოდა. წმინდა ბასილი დიდი წერს: "ღმერთმა, მანამდე, სანამ რაიმე ისეთს შექმნიდა, რასაც დღეს ვხედავთ, ჩაიფიქრა, რომ ყოფიერებაში აქამდე არარსებული შემოეყვანა, ამასთან, გაიაზრა, როგორი უნდა ყოფილიყო სამყარო და დასაწყისში სამყაროს ფორმის შექმნისათვის გამოსადეგი მატერია შექმნა".

ამრიგად, ღმერთი სამყაროს არა მხოლოდ ფორმის, არამედ მასალის შემოქმედიცაა.

ბიბლიაში არაფრისაგან შექმნის შესახებ მხოლოდ ერთხელაა საუბარი და ისიც არაკანონიკურ წიგნში: "შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც" (2 მაკ. 7: 28).

წმინდა წერილში ასევე იპოვება არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომ სამყარო შეიქმნა არაფრისგან. დაბ. 1:1-ში შესაქმის იდეის გამოსახატავად გამოყენებულია ებრაული სიტყვა "ბარა", რომელსაც ორგვარი: როგორც არაფრისგან, ისე ხელთ არსებული მასალისგან შექმნის მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს. თუმცა ნათელია, რომ აქ ეს ზმნა პირველი აზრით არის გამოყენებული, რადგან დაბ. 1:2-ში ნათქვამია, რომ "ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ" და საუბარია უკვე შექმნილ ქვეყანაზე, რომელიც ჯერ კიდევ უფორმო მატერიას წარმოადგენდა.

გარდა ამისა, წმინდა წერილში სიტყვა "მარადიული" მხოლოდ ღმერთისა და ღმერთის თავისებურებების მიმართ გამოითქმება და არასოდეს ითქმის, რომ სამყარო, ან რაც სამყაროშია, მარადიულობას მიეკუთვნება.

4.2. შესაქმის მიზეზი და მიზანი
კითხვაზე, რა მიზეზით და რა მიზნით შექმნა უფალმა სამყარო, წმინდა წერილსა და წმინდა მამების თხზულებებში ორი სახის პასუხს შევხვდებით.

პირველ ვარიანტში მიზეზად და მიზნად ქმნილების ნეტარება მიიჩნევა. მოციქული პავლე ბრძანებს, რომ ღმერთი თავის ქმნილებას აძლევს ყოველივეს "მდიდრად საშუებელად", ანუ ნეტარებისთვის (შეად. 1 ტიმ. 6: 17). წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს, რომ "რადგან კეთილმა და ზეკეთილმა ღმერთმა არ იკმარა თავისი თავის ჭვრეტა, არამედ სიკეთის სიჭარბის გამო ისათნოვა იმგვართა შექმნა, რომლებიც მიმღებნი იქნებოდნენ მისი ქველმოქმედებისა და წილმქონენი მისი სიკეთისა, არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა და შექმნა ყოვლიერება, ხილულიც და უხილავიც, აგრეთვე, ხილულისა და უხილავისგან შემდგარი ადამიანი. ხოლო ქმნის იგი, მოიაზრებს რა, და მოაზრებული საქმედ არსდება, სიტყვით აღსრულებული და სულით განსრულებული" (ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ).

მეორე ვარიანტის მიხედვით, შესაქმის მიზეზი ღვთის დიდებაა.

"ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო" (ფსალმ. 18: 2).

ტერტულიანე წერს, რომ "არაფრისგან (ღმერთმა სამყარო) საკუთარი პიროვნების დიდებად შექმნა".

ეს ორი პასუხი ერთმანეთს ავსებს, - წერს წმინდა ფილარეტ მოსკოველი და განმარტავს: "ღმერთს, თავისი უსასრულო სიკეთისა და სიყვარულის გამო, ნებავს, რომ ჰყავდეს მისი დიდების მადლმოსილი მოზიარეები. დიდებას გასცემს უფალი - იღებენ მისი მოზიარენი და ეს დიდება თავად უფალსვე უბრუნდება. სწორედ ამ წრებრუნვაშია ღმერთის დიდების ნეტარება და კეთილმყოფობა".

შემდეგ: ღმერთის ძირითადი ქმნილებები


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ ნოსელი ბასილი დიდის ძმა გახლდათ. ისიც "ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ".

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat