დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი

3.5. პიროვნება და მისი გაგება; პიროვნება და ბუნება
კაპადოკიელებმა გააიგივეს "იპოსტასი" და "პირი" და გახდნენ ისეთი ახალი გაგების ავტორები, რომლის შესახებაც ანტიკურმა სამყარომ არაფერი იცოდა. ეს გაგებაა - "პიროვნება".

ღვთაებრივი იპოსტასები ერთიან არსს, ანუ ბუნებას ფლობენ, ამიტომ არც ერთ მათგანს არანაირი იმგვარი ბუნებითი თავისებურება და ხარისხი არ გააჩნია, რომლის მიხედვითაც, რომელიმეს გამორჩევა იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა ღვთაებრივი გამოცხადება ეჭვს არ ტოვებს, რომ ბუნებით სრულიად ურთიერთშესატყვისი მამა, ძე და სულიწმინდა, რეალურად სხვადასხვა პიროვნებებს წარმოადგენენ.

პიროვნებასა და ბუნებას შორის განსხვავების გამოხატვა შესაძლებელია მხოლოდ გრამატიკული "ვინ" და "რა" კატეგორიების გამოყენებით. ბუნება ყოველთვის პასუხობს კითხვას "რა?" და მხოლოდ გარკვეულ თვისებრიობაზე მიუთითებს, ხოლო პიროვნება პასუხობს კითხვას "ვინ?" და იმაზე მიუთითებს, თუ ვინ არის მოქმედების ან მდგომარეობის სუბიექტი. "ვინ?" შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ჩვენ ყოველთვის საკუთარ სახელს ვიყენებთ. მომქმედ ენაში საკუთარი სახელი პიროვნულობის საიდუმლოს ერთადერთი მიმანიშნებელი ადეკვატური საშუალებაა. ამ განმასხვავებელი მეთოდით წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა ერთ-ერთმა პირველმა ისარგებლა.

წმინდა გრიგოლის მიხედვით, "რადგან მამა ერთია, ძე მამა არ არის, მაგრამ იგივეა რაც მამა. ძე ერთარსია და ამიტომ სული ძე არ არის... მაგრამ იგივეა, რაც ძე".

მომდევნო წლებში ამ მეთოდის გამოყენებით საკუთარ თვალსაზრისს სხვა წმინდა მამებიც წარმოადგენდნენ. ასე, მაგალითად, XII საუკუნეში საკუთარი თვალსაზრისი წმინდა ნიკოლოზ მეთონელმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:

"მამა და ძე ერთი არ არის, ორია, თუმცა ბუნებით ერთია; სხვაა და სხვაა, თუმცა სხვადასხვა არ არის".

დიდი კაპადოკიელების სწავლებამ ღვთაებრივი პირების ერთარსობის შესახებ, ბუნებით კატეგორიებში ღვთაებრივი პიროვნებების გამიჯვნის ყოველგვარი მცდელობის შესაძლებლობა გააქარწყლა: პიროვნება ბუნების არც ნაწილია, არც თავისებურებაა და არც ფუნქციაა. ბუნებასა და პიროვნებას შორის ურთიერთმიმართება შეიძლება შემდეგნაირად განისაზღვროს: თუ ბუნება გარკვეული თვისებრიობაა, პიროვნება - თვისებათა კონკრეტული მატარებელია. პიროვნება, რომელიც თავის თავში ბუნებას გულისხმობს ("ღმრთეების მთელი ბუნება სრულად არის მის ყოველ ჰიპოსტასში, მთელი - მამაში, მთელი - ძეში, მთელი - წმიდა სულში", - წმინდა იოანე დამასკელი). თავადვე არის საკუთარი არსებობისა და ყოფიერების, ანუ მყოფობის განმსაზღვრელი (დიდ კაპადოკიელებს ღვთაებრივი პირები ესმოდათ, როგორც ღვთაებრივი ბუნების "მყოფობითი თავისებურებები". ეს არის გონიერი ბუნების ინდივიდუალიზაციის პრინციპი, საწყისი, სადაც ბუნება თავის იმ ნამდვილ არსს იძენს, რომელშიც ის აღიქმება ("არსება თავისთავად არ არსებობს, არამედ იგი ჰიპოსტასებში განიჭვრიტება". წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 50). შემდეგ, კონტექსტიდან ჩანს, რომ ტერმინი "არსი" და "ბუნება" წმინდა იოანე დამასკელის მიერ გამოიყენება, როგორც სინონიმები). ბუნება პიროვნების შინაარსია. თუმცა უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის წმინდა მეთოდოლოგიური ხასიათის განსხვავებები, რადგან, როგორც პიროვნების გარეშე გონიერი ბუნებაა მხოლოდ გაგება, ასევე ბუნების გარეშე პიროვნებაა რაღაც აბსტრაქტული პრინციპი და მეტი არაფერი.

3.6. იპოსტასური თავისებურებებიდან გამომდინარე ღვთაებრივ პირთა განსხვავებები
ღვთაებრივ იპოსტასებს ერთი საერთო ბუნება აქვთ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როგორ უნდა გამოიხატოს მათ შორის არსებული განსხვავებები? ამასთან, არსებითია, როგორც ონტოლოგიური, ისე სულიერი ღვთაებრივი თავისებურებები; თავისებურებების ერთიცა და მეორე ჯგუფიც საერთოა და ამიტომ ღვთაებრივ პირთა შორის განსხვავებები მათში არ აისახება. მხოლოდ ღვთაებრივი სახელის მინიჭებითაც არ შეიძლება იყოს განსაზღვრული ყოველი ცალკეული იპოსტასი.

პიროვნული მყოფობის თავისებურებაა უნიკალურობა, განუმეორებლობა და შესაბამისად, პიროვნებას ვერ დაიყვან საერთო ნიშნულამდე, ვერ მოიცავ რაიმე გაგებით, გაგებების დონეზე პიროვნების განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ესა თუ ის გაგება ყოველთვის განმაზოგადებელი შინაარსის მატარებელია. პიროვნება შეიძლება მხოლოდ იმის მიხედვით შეიმეცნო თუ რა დამოკიდებულებაშია იგი სხვა პიროვნებებთან. წმინდა სამებასთან მიმართებით კი ასეთ მტკიცებულაბას წმინდა წერილიც წარმოადგენს, აქ ღვთაებრივ პირებს შორის არსებული ურთიერთობებიდან მათ შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება გამომდინარეობს.

3.6.1. ღვთაებრივ პიროვნებებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მიმანიშნებელი მტკიცებულებები

3.6.1.1. ურთიერთდამოკიდებულებები მამასა და ძეს შორის

"ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა" (იოან. 1: 18).

"რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თუისი მხოლოდშობილი მოსცა მას" (იოან. 3: 16).

მოციქული პავლე ბრძანებს, რომ ძე "არს ხატი ღმრთისა უხილავისაი, პირმშოი ყოველთა დაბადებულთაი" (კოლ. 1: 15).

მამასა და ძეს შორის ურთიერთმიმართება და ურთიერთობა არის მამისაგან ძის მარადშობა.

3.6.1.2. ურთიერთობა მამასა და სულიწმიდას შორის

უფალი იესო ქრისტე საუბრობს წმინდა სამების მესამე იპოსტასის შესახებ, რომელიც არის "სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს" (იოან. 15: 26). მამასა და სულიწმიდას შორის ურთიერთმიმართება და ურთიერთობა არის მამისაგან სულიწმიდას მარად გამომავლობა.

3.6.2. წმინდა სამების წევრთა პირადი (იპოსტასური) თავისებურებები

მარადშობითა და მარადგამომავლობით განისაზღვრება ღვთაებრივი პიროვნებების იპოსტასური თავისებურებები. IV საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა საზოგადოდ აღიარებული ტერმინოლოგია, რომლის მიხედვითაც იპოსტასური თავისებურებები გულისხმობს: მამის მიმართ - უშობელობას, ძის მიმართ - შობილობას, სულიწმიდის მიმართ - გამომავლობას.

პირადი (იპოსტასური) თავისებურებები - არ განივრცობა, არ იცვლება და გამორჩეულად, მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული ღვთაებრივი პიროვნების კუთვნილებად წარმოგვიდგება. მათი იპოსტასური პიროვნულობა ამ თავისებურებების მიხედვით განირჩევიან და ისინი, ჩვენთვის გასაგები და გამორჩეული, ამ თავისებურებებით ხდებიან.

მხოლოდ იპოსტასური თავისებურებებით განირჩევა ერთმანეთისგან სამი ღვთაებრივი პირი, ისინი არა არსობრივად არიან განუყოფლად გამორჩევადი, არამედ თითოეული იპოსტასის გამორჩეული თავისებურებით, გვასწავლის წმინდა იოანე დამასკელი.

საჭიროა აქვე აღინიშნოს: მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდა პიროვნულად განსხვავებულია ძისგან და ის არის "სხუაი ნუგეშინის-მცემელი" (იოან. 14: 16), ძესა და სულიწმიდას შორის არანაირი იპოსტასური ურთიერთდაქვემდებარებულობა არ არსებობს. მათ შორის განსხვავება არა ერთმანეთზე დამოკიდებულებით, არამედ მეორე და მესამე იპოსტასის მამასთან მიმართებით განისაზღვრება.

3.6.3. როგორ უნდა გვესმოდეს ღვთაებრივ პირთა შორის ურთიერთმიმართება

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამებისათვის, წმინდა სამების პირთა მიმართ დამოკიდებულებაში, დამახასიათებელია აპოფატიკური მიდგომა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა გვესმოდეს წმინდა იოანე დამასკელის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ჩვენთვის, როგორც შობის, ისე გამომავლობის ხატი მიუწვდომელია.

როდესაც წმინდა მამები საუბრობენ, რომ მამის იპოსტასური თავისებურება უშობელობაა, მათ ამით მხოლოდ იმის თქმა უნდათ, რომ მამა არც ძეა და არც სულიწმიდა და სხვა არაფერი. თუ ჩვენ შევეცდებით ეს ურთიერთობა რაიმე დადებითი გაგებით ჩავანაცვლოთ, ღვთაებრივ რეალობას არისტოტელურ ლოგიკაში მოვაქცევთ და მასში უკვე გაჩნდება: კავშირები, ურთიერთობები და კიდევ სხვა ასპექტები გამოვლინდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთაებრივი მყოფობა ქმნილების სახეს შეიძენს და ის ჩვეულებრივი ყოფიერების ხატად წარმოგვიდგება.

ცხადია, "შობა" და "გამომავლობა" შეუძლებელია გვესმოდეს ან როგორც ერთჯერადი აქტი, ან როგორც დროში გაწელილი პროცესი, რადგან ღვთაება დროში არ მოქმედებს, ყველა მისი ქმედება მარადიულია.

დაუშვებელია ღვთაებრივ პირთა ურთიერთმიმართების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სახით, ანუ ისეთად წარმოდგენა, როგორსაც ჩვენ ქმნილ სამყაროში ვხედავთ. თუ ჩვენ მამის შესახებ, როგორც ძისა და სულიწმიდას იპოსტასურ საწყისზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ჩვენი სამეტყველო ენის სიმწირეზე და უკმარისობაზე მიუთითებს. ქმნილ სამყაროში მიზეზი და შედეგი ერთმანეთთან მიმართებაში ყოველთვის რაღაც გარე ფაქტორებად წარმოგვიდგება. ღმერთში არ არსებობს ასეთი ურთიერთდაპირისპირება, ღვთაებრივი პირების სხვადასხვაობა არ გულისხმობს ერთიანი ბუნების განყოფას. ამიტომ ღმერთში მიზეზისა და შედეგის ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ ლოგიკური თვალსაზრისით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი გონის შემოქმედებითი შესაძლელობის შედეგია. თავად ტერმინი "შობა" და "გამომავლობა", რაც ჩვენ წმინდა წერილში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, მხოლოდ მინიშნებაა ღვთაებრივი პირების ჩვენთვის საიდუმლო ურთიერთობის შესახებ, ეს მხოლოდ მათი გამოუთქმელი ურთიერთობის არასრულყოფილი ხატია.

ღვთაებრივი პირების ჩვენ მიერ დანახული ურთიერთობა მხოლოდ ნიშნებია, და ამ ნიშნებით, არავითარ შემთხვევაში არ ხდება იპოსტასურ განსხვავებების დასაბუთება და მტკიცება; სამობა არის პირველადი მოცემულობა, რომელიც არაფრიდან არ გამომდინარეობს. ღვთაებრივ პირთა სამებობა შეუძლებელია რაიმე პრინციპით დაასაბუთო ან რამენაირი საკმარისი მიზეზით ახსნა, რადგან არც არანაირი პრინციპი და არც მიზეზი არ არსებობს, რაც შეიძლება წინ უძღოდეს წმინდა სამებას (იქვე, გვ. 216, 219).

შემდეგ: წმინდა სამების დოგმატი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat