დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი

3. წმინდა სამების დოგმატი

3.4. დიდი კაპადოკიელების სწავლება სამგვამოვანი ღმერთის ერთარსობის შესახებ

325 წელს იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მოიწვია I მსოფლიო კრება, რომელზეც არიოზისა და მისი თანამოაზრეების შეხედულებები დაიგმო. კრების მონაწილე მამებმა რწმენის სიმბოლო შვიდი წევრისაგან შეადგინეს. ტექსტში შეტანილი იქნა არაბიბლიური ტერმინი "ერთარსი" (ბერძ. ომოუსიოს), რომლის საშუალებითაც მამებმა გამოხატეს სწავლება ღვთაებრივი პიროვნებების შესახებ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ახალი ტერმინი მათგან მაშინ ზუსტად არ იქნა განმარტებული. ამის გამო, კრების დამთავრებიდან ძალიან მალე, მწვავე საღვთისმეტყველო დავა დაიწყო, რომელმაც 50-წლიანი საეკლესიო რყევები გამოიწვია. საბოლოოდ, ჯამში IV საუკუნის ყველა საეკლესიო ტრინიტარული გაუგებრობის მიზეზი, ტერმინ "ერთარსის" განმარტებას უკავშირდებოდა. ეს პრობლემა კაპადოკიელმა მამებმა ბრწყინვალედ მოაგვარეს (დიდ კაპადოკიელებს უწოდებენ IV საუკუნის სამ უდიდეს საეკლესიო მოღვაწესა და ღვთისმეტყველს, რომელთა მიერაც შეიქმნა და დამკვიდრდა მართლმადიდებლური სწავლება წმინდა სამების შესახებ. ესენი არიან: წმინდა ბასილი დიდი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმინდა გრიგოლ ნოსელი).

უწინარეს ყოვლისა, კაპადოკიელებმა შეძლეს წმინდა სამებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის მოწესრიგება.

ჯერ ერთი, მათ ერთმანეთისგან ნათლად გამიჯნეს "არსისა" და "ჰიპოსტასის" გაგება, რომელთა შორის განსხვავებაც ნიკეამდელ ღვთისმეტყველებაში ნათლად არ იყო ჩამოყალიბებული. კაპადოკიელებმა არსსა და ჰიპოსტასს შორის განსხვავება, როგორც საერთოსა და კერძოს შორის გამოკვეთეს. მათი სწავლების მიხედვით, ღვთაებრივი არსი და მისი განმასხვავებელი თავისებურებებია მყოფობის დაუსაბამობა და ღვთაებრივი ღირსება, რომელიც სამების ყოველ ცალკეულ ჰიპოსტასს ერთნაირად ეკუთვნის. მამა, ძე და სულიწმიდა ერთიანი ღვთაებრივი არსის ცალკეულ ღვთაებრივ პიროვნებებში, ანუ ჰიპოსტასებში გამოვლინებაა და განუყრელ ერთიანობაში ყოფნაა.

მეორე. მათ გააიგივეს "ჰიპოსტასისა" და "პირის" გაგება. სიტყვა "ჰიპოსტასი" (ბერძ. ჰიპოსტასის ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან იფისტომე - არსებობს), გულისხმობდა კონკრეტულ, ინდივიდუალურ, თვითმყოფად არსებობას, იმას, რაც არსებობს თავისთავად. მაგალითად, არსებობს აბსტრაქტული არსი "ადამიანი", მაგრამ პეტრე, პავლე და ტიმოთე ამ აბსტრაქტულის კონკრეტულ პიროვნებებში გამოვლინებებია, ყოველი მათგანი წარმოადგენს ცალკეულ თვითმყოფად ადამიანს ან ჰიპოსტასს. ამავე დროს, ჰიპოსტასს ვერ ვუწოდებთ ადამიანის გონებას, რადგან ის არ არის თვითმყოფადი, თვითგამოვლენილი და არის მხოლოდ ადამიანის არსების ნაწილი და მისი თავისებურება. ტერმინი "ჰიპოსტასი" შეიძლება გამოყენებულიყო, როგორც თავისუფალი გონიერი არსებების პიროვნულობასთან, ასევე არაპიროვნულ საგნებთან. იმდროინდელ მეტყველებაში სიტყვა "პირი" (პერსონა) იყო ტერმინი, რომელიც ასახავდა არა ონტოლოგიურ, არამედ აღწერით ხასიათს და შეიძლებოდა ფიზიონომიური შინაარსის, მსახიობის ნიღბის ან იურიდიული როლის მატარებელი ყოფილიყო. ამიტომ "პირი" გამოიყენებოდა, როგორც ბუნების ფუნქციის მოდუსის და არა დამოუკიდებლად მყოფის გამომხატველი და ამიტომ საკმარისი არ იყო წმიდა სამების წევრი ღვთაებრივი პიროვნებების რეალური თავისებურებების გამოსახატევად. სწორედ ამიტომ, მოდალისტები თავის სწავლებაში სამების შესახებ სწორედ ამ ტერმინს იყენებდნენ. კაპადოკიელი მამების მიერ "ჰიპოსტასისა" და "პირის" გაიგივების შედეგად "პირმა" ონტოლოგიური შინაარსი შეიძინა, ანუ აღწერითი ხასიათიდან ონტოლოგიურში გადაინაცვლა, ხოლო ტერმინი "ჰიპოსტასი" პერსონალისტური შინაარსით შეივსო. ამრიგად, კაპადოკიელებმა შეძლეს და გასაგებად დაასაბუთეს ღვთაებრივი პიროვნებების განსხვავებული ჰიპოსტასური მახასიათებლები: მამა, ძე და სულიწმიდა არა მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებიდან მომდინარე მოდუსებსა და ფუნქციებს, არამედ რეალურად განსხვავებულ თვითმყოფად არსებებს წარმოადგენენ. ღვთაებრივი პირები არა უპიროვნებო ძალები არიან, არამედ ეს არის სამი "გონიერი, სრულყოფილი, დამოუკიდებელი" არსება, "რომლებიც ერთმანეთისგან რიცხვითობით და არა ღვთაებრიობით განიყოფიან". ამ ტერმინოლოგიური სიახლეების წყალობით შესაძლებელი გახდა, გასაგებად განმარტებულიყო ტერმინი "ერთარსი".

ერთარსობაში იგულისხმება, რომ მამა, ძე და სულიწმიდა სამი დამოუკიდებელი ღვთაებრივი პიროვნებაა, რომლებსაც ყოველგვარი ღვთაებრივი სრულყოფილება გააჩნიათ, მაგრამ ისინი არ არიან განცალკევებული არსებები, ეს არ არის სამი ღმერთი, ეს ერთი ღმერთია. მათ აქვთ ერთიანი განუყოფელი ბუნება და განუყოფლად ფლობენ ყოველგვარ ღვთაებრივ სრულყოფილებას, აქვთ ერთიანი ნება, ძალა, ძალაუფლება და დიდება, სამების ყოველი წევრი ღვთაებრივ არსს სრულად და სრულებით ფლობს. ერთი სახეობის ქმნილი არსებების (მაგალითად, ადამიანების) შესახებაც შეიძლება ითქვას ერთარსი. მაგრამ ადამიანების მოდგმისა და სამების ერთარსობა პრინციპულად განსხვავებული რეალობაა. ქმნილ სამყაროში ბუნება ჰიპოსტასებს შორის არის დაყოფილი: ყოველი პეტრე, პავლე და ტიმოთ მხოლოდ ცალკეული კი არა, ერთმანეთისგან განკერძოებული სხვადასხვა არსებები ან ინდივიდუმები არიან. ყოველი ადამიანური "მე" თავისი პიროვნული ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ცხოვრება სხვა ინდივიდების ცხოვრებისგან განსხვავებულია. ამრიგად, როდესაც ადამიანური ერთარსობის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ ვგულისხმობთ არსებითი მახასიათებლების ხარისხობრივ იგივეობას, რადგან ყოველი ადამიანი ერთნაირი არსებითი თავისებურებებით ხასიათდება. ღვთაებრივ პირებს შორის ბუნება არ იყოფა, სამების წევრი პირი ინდივიდუმი არ არის, ყოველი პირი საერთო ბუნებას სრულად იტევს საკუთარ პიროვნებაში. ამიტომ ღვთაებრივი ერთარსობა - ეს ბუნების ხარისხობრივი მახასიათებლების უბრალო დამთხვევა კი არა, ცხოვრების სრული ერთიანობაა. სამივე ღვთაებრივი "მე" განუყოფლად მოიცავს ერთსა და იმავე ბუნებას და სამივე ერთი და იგივე ღვთაებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.

ღვთაებრივი სამების გაგებასთან მიახლოვებაში ჩვენ გვეხმარება გამოცხადება, რომლის მიხედვითაც ვიცით, რომ "ღმერთი სიყვარულია" (1 იოან. 4: 8). წმინდა სამების ერთარსობა არის ერთიანობა სიყვარულში, სადაც ყოველი პიროვნება სრულად გასცემს თავის ცხოვრებას სხვებისთვის და ასევე სრულიად ღიაა მათი საპასუხო მოქმედებების მისაღებად.

"ადამიანებს ერთმანეთთან მათი არასრულყოფილი ადამიანური სიყვარულიც კი აერთიანებს და გარკვეული თვალსაზრისით, მათ ერთ არსებად აქცევს (მაგალითად, ცოლ-ქმარს, ოჯახს, მეგობრებს). საერთოდ ადამიანებთან - ეს უფრო სიტყვებია, ვიდრე სინამდვილე. მაგრამ ღვთაებრივი სიყვარული განუზომელია და ამიტომ წმინდა სამების წევრები, მათი ურთიერთსიყვარულის ყოვლისშემძლეობით, ჭეშმარიტად, ერთი არსისა და ერთი ცხოვრების მქონე ერთი ღმერთია".

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წერილში სიტყვა "ერთარსი" არ გვხვდება, თავად აზრი იმის შესახებ, რომ ღვთაებრივი პიროვნებები ერთარსნი არიან, წმინდა წერილში საკმაოდ ნათლადაა გამოკვეთილი:

"მე და მამაი ჩემი ერთ ვართ" (იოან. 10: 30).

"მე მამისა თანა ვარ, და მამაი ჩემ თანა არს" (იოან. 14: 10).

"რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი" (იოან. 14: 9).

მოციქული პავლე სულიწმინდას ღმერთთან მიმართებით ისევე წარმოგვიდგენს, როგორც ადამიანის სულია ადამიანთან მიმართებით:

"რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან" (1 კორ. 2: 11).

შემდეგ: წმინდა სამების დოგმატი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat