დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი

3. წმინდა სამების დოგმატი

3.1. წმინდა სამების დოგმატი - ქრისტიანული რელიგიის საფუძველი
ერთი ღმერთის რწმენა არ წარმოადგენს ქრისტიანობის სპეციფიკურ თავისებურებას, ერთი ღმერთი სწამთ მუსლიმებსაც და იუდეველებსაც. ქრისტიანული რწმენის სიმბოლოში (მრწამსში) სიტყვა "ღმერთის" გვერდით დგას სიტყვა "მამა".

"ეს უნდა გვესმოდეს წმინდა სამების საიდუმლოსთან მიმართებით, რადგან ღმერთი თავისი არსით ერთი და განუყოფელია და ამავე დროს, სამპიროვანი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი".

სხვა მონოთეისტური რელიგიებისგან ქრისტიანობა სწორედ სამების რწმენით განსხვავდება. სწავლება წმინდა სამების შესახებ ადამიანს ღვთაებრივი გამოცხადებით მიეცა. გონებისათვის ეს დოგმატი მიუწვდომელია, ამიტომ ვერც ერთი ფილოსოფიური სწავლება, ერთარსი ღმერთის დონეზე ვერ ამაღლდა.

ქრისტიანული სარწმუნოებრივი და ზნეობრივი, კერძოდ ღმერთის მთელი შესაქმის, მისი განგებულებისა და მოქმედების სწავლების საფუძველს სამების დოგმატი წარმოადგენს.

სწავლება ერთარსი ღმერთის შესახებ შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

ღმერთი სამებაა, ანუ ღმერთში - სამი პიროვნება (სამი იპოსტასია): მამა, ძე და სულიწმიდაა. წმინდა სამების ყოველი წევრის - პიროვნება ღმერთია, მაგრამ ეს არ არის სამი ღმერთი, ანუ სამივე ეს პიროვნება, ერთი ღვთაებრივი არსებაა.

სამი ღვთაებრივი პიროვნება ერთმანეთისგან იპოსტასური თავისებურებებით განსხვავდება.

3.2. წმინდა წერილში წმინდა სამების შესახებ წარმოდგენილი სწავლება

3.2.1. სწავლება წმინდა სამების შესახებ ძველ აღთქმაში. ძველ აღთქმაში სამების შესახებ სწავლება აშკარად არ არის წარმოდგენილი. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა:

"მანამდე, სანამ ღმერთად მხოლოდ მამა იქადაგებოდა, ძის შესახებ ერთმნიშვნელოვანი ქადაგების დაწყება, და სანამ ძე - აღიარებული არ იქნებოდა ღმერთად, სულიწმიდის შესახებ ქადაგებით ადამიანის დატვირთვას შეიძლება გარკვეული სირთულეები წარმოექმნა... ცნობილია, რომ ადამიანის კვებით გადატვირთვაც კი საშიშია; ამიტომ საჭირო იყო კაცობრიობა სამების ნათელს ნელ-ნელა და თანმიმდევრულად ზიარებოდა...".

მაგალითად: ძველი ებრაელებისათვის წმინდა სამების სამივე წევრის ერთდროულად გამოცხადება სასარგებლო არ იქნებოდა, რადგან მაშინდელი ადამიანი ერთარსი სამების აღსაქმელ ძალებს ვერ გამოძებნიდა და ისევ მრავალღმერთიანობას დაუბრუნდებოდა. უდავოა, რომ ძველი აღთქმა გარკვეული თეოლოგიური კონკრეტიკის ჩარჩოებში იქმნებოდა, ამასთან, ამ თეოლოგიის ძირითად არსს უმკაცრესი მონოთეიზმი წარმოადგენდა. მით უმეტეს, უდიდესი გაკვირვების საფუძველი ხდება ღმერთის მრავლობითი პიროვნულობის, ან უშუალოდ სამპიროვნულობის შესახებ ძველი აღთქმის ტექსტში წარმოდგენილი არაერთი მინიშნება. ღმერთის მრავლობითი პიროვნულობის მითითებას ვხედავთ ბიბლიის პირველსავე ლექსში.

"დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი" (დაბ. 1:1).

შემასმენელი "ბარა" (ქმნნა) მხოლოობით რიცხვს გულისხმობს, ხოლო ქვემდებარე "ელოჰიმ" - მრავლობითს და თავისი ზედმიწევნითი შინაარსით "ღმერთებს" ნიშნავს. ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა ფილარეტ მოსკოველი ბრძანებს: "ებრაული ტექსტის მოცემულ მონაკვეთში, ებრაულ სიტყვა "ელოჰიმში" (ღმერთები) ერთგვარი მრავლობითობაა მოცემული, მაშინ, როდესაც სიტყვა "ბარა" (ქმნნა) მხოლოობით რიცხვს გამოხატავს. ძველი აღთქმის პირველივე სიტყვებში, წმინდა სამების შესახებ, ამგვარი მინიშნება უდავოდ იმსახურებს სერიოზულ პატივისცემას".

ღმერთში მრავალპიროვნულობის შესახებ, ანალოგიურ მინიშნებებს, ძველი აღთქმის სხვა ნაწილებშიც ვხვდებით:

"და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1:26);

"და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ხელი თვისი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე" (დაბ. 3:22);

"და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თვითოეულსა ხმაი მოყუსისა" (დაბ. 11:6-7).

წმინდა ბასილი დიდი წმინდა წერილის მოცემულ სიტყვებს შემდეგ კომენტარს უკეთებს:

"ჭეშმარიტად უაზრო ენის ტარტარია - იმის მტკიცება, რომ სადღაც ვიღაც ზის და საკუთარ თავს თვითონვე უბრძანებს, თვითონვე ზედამხედველობს და თვითმოქმედებასაც თვითონვე მკაცრად აიძულებს".

როდესაც პატრიარქ აბრაამს ღმერთი სამი მწირის სახით გამოეცხადა, აბრაამი მათთან შესახვედრად გამოვიდა, თაყვანისცა და მიმართა: "უფალო" (ებრ. ადონაი):

"ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაი იგი კართა თანა კარვისა თვისისათა შუადღე. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რა, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თვისისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰხდები მონასა შენსა" (დაბ. 18:1-3).

როგორც ვხედავთ, "უფალო" მხოლოობით რიცხვშია ნათქვამი, გამოცხადება კი სამი პირის სახით მოხდა. წმინდა მამების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს იყო შემთხვევა, როდესაც სამების სახით ერთარსი ღმერთი ადამიანს პირველი გამოეცხადა. ამ მოვლენის შესახებ ნეტარი ავგუსტინე წერს:

"აბრაამი ეგებება სამს, მაგრამ ერთ არსს სცემს თაყვანს. მან სამი დაინახა, სამება იხილა და ერთი არსის თაყვანისცემით, ღმერთის სამპიროვნულობა აღიარა".

ასევე ძველი აღთქმის სამოძღვრო კურთხევაში, ღმერთის სამპიროვნულობა ირიბად არის აღიარებული: "გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშვიდობაი" (რიცვ. 6:24-25).

ამგვარად: ღმერთისადმი სამგზის მიმართვა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღმერთის სამპიროვნულობის არაპირდაპირი მტკიცებულება.

ესაია წინასწარმეტყველმა იერუსალიმის ტაძარში იხილა, როგორ იდგნენ სერაფიმები ღვთის ტახტის გარშემო: "და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!" ამავე დროს წინასწარმეტყველს ღმერთის ხმა შემოესმა: "ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ? და ვთქუ: აჰა, წარმავლინე მე" (ეს. 6: 3,8).

3.2.2. სწავლება წმინდა სამების შესახებ ახალ აღთქმაში
წმინდა სამება აშკარად გამოჩნდა ნათლისღებისა და ფერისცვალების სახარებისეულ ეპიზოდებში. ამ ორ, სხვადასხვა დროს განვითარებულ მოვლენაში ადამიანისთვის ღმერთის სამპიროვნულობა თანაბარი დამაჯერებლობით გამოვლინდა. ვლადიმირ ლოსკი წერს:

"ჩვენ აღვნიშნავთ წმინდა სამების გამოცხადებას და ნათლისღებისა და ფერისცვალების დღესასწაულს ამის გამო ვზეიმობთ. ორივე შემთხვევაში ისმოდა მამის ხმა და აშკარა იყო სულიწმიდის გამოცხადება: პირველში მტრედის, ხოლო მეორე შემთხვევაში მანათობელი ღრუბლის სახით, რომელმაც მოციქულები გადაფარა".

ნათლისღების აღთქმა, რომელიც თავის მოწაფეებს უფალმა იესო ქრისტემ აღდგომის შემდეგ დაუბარა, სამი ღვთაებრივი პიროვნების ერთბუნებრიობის შესახებ მიგვითითებს:

"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (მათ. 28: 19).

ამ სიტყვებს წმინდა ამბროსი მედიოლანელი შემდეგნაირად განმარტავს:

"უფალი ბრძანებს: სახელითა და არა სახელებითა, იმის გამო, რომ ღმერთი ერთია, ანუ სახელებით არა, რადგან აქ ორ ან სამ ღმერთზე არ არის საუბარი".

"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყუაი და სული წმიდაი; ესე სამნი ერთ არიან" (1 იოან. 5: 7).

თუმცა, ეს ფრაზა სადავოა, რადგან სახარების ძველბერძნულ ხელნაწერებში მითითებული ლექსი არ იძებნება.

გარდა ამისა, სახარებაში ბევრგან არის საუბარი, როგორც მამისა და ძის ერთარსობისა და თანაბრობის (მათ. 11: 27; იოან. 5: 17, 21, 26; იოან. 10: 15, 30, 38; იოან. 17: 10), ისე სულიწმიდის მამასა და ძესთან თანაბრობის შესახებ (მათ. 28: 19; 1 კორ. 2: 10; 2 кор. 13: 13).




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat