დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი

2. მსოფლიო კრებების რაობა
"ვრცელი კატეხიზისი" მსოფლიო კრებების შინაარსსა და მნიშვნელობას შემდეგნაირად განმარტავს:

"ჭეშმარიტი სწავლებისა და ქრისტიანთა შორის ურთიერთობის კეთილგანწესების დასამკვიდრებლად, შეძლებისდა გვარად მთელი მსოფლიოს ქრისტიანული კათოლიკე ეკლესიების მოძღვართა და მასწავლებელთა კრება".

ეკლესია ქრისტეს სხეული და სულიერი ორგანიზმია, რომლის თავიც თვითონ ქრისტეა. ეკლესიას აქვს სულიწმიდით მართული საერთო სული, ერთი რწმენა და ერთიანი ცნობიერება. ერთიანობა ყოველთვის თან სდევს ეკლესიას, მაგრამ თავისი განსაზღვრული სახით, ეს ერთიანობა, საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებში ვლინდება. სწორედ კრებებია მთელი საეკლესიო ორგანიზმის არსი და ერთიანი ეკლესიური გონი კრებების საშუალებით მოქმედებს. იერუსალიმში წმინდა მოციქულების შეკრების მაგალითი, სადაც "შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყუისა ამისთუის" (საქმ. 15:4-6) გვიჩვენებს, რომ ეკლესიას უძველესი დროიდან წესად აქვს საეკლესიო ცხოვრებაში წამოჭრილი პრობლემები მოწვეულ კრებებზე გადაწყვიტოს. წმინდა მოციქულთა 37 წესი ადგენს, რომ ყოველმა ცალკეულმა საეკლესიო ადმინისტრაციულმა ოლქმა, საეკლესიო ცხოვრების მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად წელიწადში ორჯერ ადგილობრივი კრება უნდა მოიწვიოს. უკვე IV საუკუნეში ისეთი პრობლემები გაჩნდა, რომლებსაც საყოველთაო მნიშვნელობა მიენიჭა და რამაც მსოფლიო კრებების მოწვევის აუცილებლობა წარმოშვა, სწორედ ამ კრებებზე გაჩნდა საჭიროება, "წარმომადგენლები შეძლებისდაგვარად მთელი მსოფლიოდან მოეწვიათ".

"მსოფლიო კრებებზე ზუსტად იქნა ჩამოყალიბებული და დამტკიცებული მართლმადიდებლური რწმენის რიგი ჭეშმარიტებები, ძველი საეკლესიო სწავლება ამ კრებების საშუალებით ერეტიკული დამახინჯებებისაგან იქნა დაცული. მსოფლიო კრებებზე ასევე საეკლესიო ნორმებად დადგინდა მრავალი ისეთი კანონი და წესი, რომელთაც საერთო-საეკლესიო და პირადი ქრისტიანული ცხოვრებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება" (პროტ. მ. პომაზანსკი, დოგმატური ღვთისმეტყველება).

მსოფლიო კრებებით განსაზღვრული სარწმუნოებრივი აღმსარებლობა წმინდა წერილის "უდავო, ურღვევ ავტორიტეტზე და მოციქულთა სწავლებაზეა დაფუძნებული" (იქვე).

მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს შვიდ მსოფლიო კრებას:

I. ნიკეის I, 325 წელი

II. კონსტანტინოპოლის I, 381 წელი

III. ეფესოს I, 431 წელი

IV. ქალკედონის 451 წელი

V. კონსტანტინოპოლის II, 553 წელი

VI. კონსტანტინოპოლის III, 680-681 წელი

VII. ნიკეის II, 787 წელი

691-692 წლებში გაიმართა ტრულის, ეგრეთ წოდებული V-VI კრება, რომელიც VI მსოფლიო კრების უფლებამოსილ გაგრძელებად მიიჩნევა. ტრულის კრებამ თავის მეორე კანონად დაადგინა წმინდა მოციქულთა, 12 წმინდა მამის და III-V საუკუნეების 9 ადგილობრივი კრების კანონების დოგმატური განსაზღვრებები. ეს მასალა მოყვანილია წიგნში "მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები". "კრებების მიზნები და ამოცანები" უფლის წმინდა ეკლესიების ერთიანობიდან გამომდინარეობს. კათოლიკე მართლმადიდებლური ეკლესიების ერთიანობა გულისხმობს, რომ ქრისტიანებს ყველგან და ყოველთვის სწამთ ის, რასაც ქრისტე და მისი მოწაფეები გვასწავლიან.

თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრებები თავად არის საეკლესიო ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა და ისინი არ წარმოადგენენ ეკლესიაზე ზეწოლის საშუალებას. კრება არ არის ეკლესიური ჭეშმარიტების მატარებელი და უცოდველი ორაკული. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უფრო ავტორიტეტული კრების გადაწყვეტილებამ ჯერ საეკლესიო რეცეპცია უნდა გაიაროს, ანუ ჯერ ეკლესიამ უნდა მიიღოს, რადგან მხოლოდ ეკლესიას შეუძლია დაადასტუროს მიღებული კანონის საყოველთაობის სტატუსი. თუ კრება ეკლესიური გამოცდილებისათვის შეუფერებელ შეხედულებებს გამოთქვამს ან მიუღებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს, თავყრილობა ყალბ შეკრებილობად მიიჩნევა და თუ მონაწილეები არ მოინანიებენ, ისინი დამხობას ექვემდებარებიან. საქმე ის არის, რომ საეკლესიო ჭეშმარიტების შემნახველი და მსაჯული, ეკლესიის მრევლია, სწორედ ხალხია "ჭეშმარიტი გამოცდილების" მატარებელი. "ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც კრება მოიწვიეს მსოფლიო - მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ იგი ხალხის მიერ იქნა უარყოფილი და ამ თავყრილობას "ყაჩაღთა" ან "ფსევდოკრება" დაერქვა (მაგალითად, ეფესოს 449 წლის კრება, რომელმაც მონოფიზიტობა დააკანონა). ამავე დროს, ვიცით სხვა კრებებიც, რომლებსაც თავიდან გაცილებით მოკრძალებული მიზნები ჰქონდა და მიუხედავად ამისა, შემდგომ მათ მსოფლიო მნიშვნელობა მიენიჭა. მიზეზი ის იყო, რომ აზრები, რომლებიც ამ კრებებზე გამოითქვა და ჭეშმარიტებები, რომლებიც ამ კრებაზე იქნა ფორმულირებული, მსოფლიო შინაარსს ატარებდა".

ამრიგად, კრების საყოველთაობა განისაზღვრება არა ფორმალური წარმომადგენლობით, არამედ კრებაზე განსახილველი საკითხების მახასიათებლებისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით.

მამების მიერ I და II მსოფლიო კრებაზე შედგენილი და მიღებული მრწამსის საფუძველს ნათლისღების უფრო ძველი სიმბოლო წარმოადგენს, ხოლო თავის მხრივ იგი სათავეს მოციქულთა რწმენის სიმბოლოდან იღებს. მამებმა ნიკეაში I მსოფლიო კრების მსვლელობის პროცესში შეადგინეს ოროსი (დოგმატური განსაზღვრება), რომლის შემადგენლობაშიც მრწამსის პირველი შვიდი წევრი შევიდა. ნიკეას სიმბოლო, როგორც მართლმადიდებლური რწმენის ზუსტი გამოხატულება, საყოველთაო საეკლესიო ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი ავტორიტეტი, IV საეკლესიო კრების ჩათვლით, შემდეგმა საეკლესიო კრებებმა დაადასტურა. II მსოფლიო კრებაზე კონსტანტინოპოლში უკვე არსებულ შვიდ წევრიან სიმბოლოს კიდევ ხუთი წევრი დაემატა, ხოლო ნიკეაში უკვე მიღებული წევრები გადამუშავდა. კრების დოკუმენტებში ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო პირველად IV მსოფლიო კრებაზე გვხვდება, კრებამ მრწამსი მიიღო და მისი უცდომელობა აღიარა. V საუკუნის მეორე ნახევარში ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსი საყოველთაოდ გავრცელდა და ღვთისმსახურების პროცესში როგორც ნიკეის, ისე შედარებით უფრო ძველი ნათლიღების სიმბოლოები მთლიანად ჩაანაცვლა.

შემდეგ: თავი I, მართლმადიდებლური მრწამსი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat