დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები

2.3.4. ღმერთის სულიერი (კატაფატიკური) თავისებურებები

2.3.4.1. ყოვლისმჭვრეტელობა.

ღმერთის ყოვლისმჭვრეტელობა ნიშნავს, რომ "უფროის არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი" (1 იოან. 3:20). ღვთაებრივ ყოვლისმჭვრეტელობაში იგულისხმება:

1) სრული თვითმცოდნეობა, პიროვნების მიერ საკუთარი ბუნების სრულად ცოდნა: "ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგუიცხადა სულისა მიერ თუისისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა. რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანაი ეგრეთცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან" (1 კორ. 2:10-11).

2) საკუთარი საქმეების შესახებ სრული ცოდნა: "რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკუნითგან" (საქმ. 15:18), "და არარაი არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათუის არს სიტყუაი ესე ჩუენი" (ებრ. 4:13).

ყოველგვარი საქმეების სრულად ცოდნა გულისხმობს მომავლის ცოდნას:

"მისთვის ყოველი მანამდე იყო ცნობილი, სანამ შეიქმნებოდა, ისევე, როგორც ცნობილია მას შემდეგ, როცა დასრულდება" (სირ. 23:29).

ღვთის ყოვლისმჭვრეტელობისათვის დამახასიათებელია დამოუკიდებლობა და უცვალებლობა. ადამიანმა სამყარო ისე არ იცის, როგორც ღმერთმა. ადამიანისათვის ამგვარი ცოდნა - გარე პროცესია, მაშინ როდესაც ღმერთისათვის საგნებზე ასეთი გარე დაკვირვების საჭიროება არ არსებობს, რადგან მან სამყარო იცის თავისი შესაქმისა და განსაზღვრულობის შესაბამისად, რაც ერთდროულად და სრულად მოიცავს სამყაროს არსებობას დასაბამიდან აღსასრულამდე. ამიტომ ღვთაებრივ ყოვლისმხედველობაში არანაირი ახალი ცოდნა და პროგრესი არ შეიძლება არსებობდეს. ღვთაებრივი ყოვლისმხედველობა ყველაფრის შესახებ ყოველგვარ ცოდნას ერთდოულად და ერთიანად გულისხმობს. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთისათვის ყველაფერი ცნობილია "საუკუნითგან" (საქმ. 15:18).

2.3.4.2. ყოვლისშემძლეობა. ეს თავისებურება ნიშნავს, რომ ღმერთი ყოველგვარი გართულებებისა და წინააღმდეგობების გარეშე, რაც მას მოესურვება, ყველაფერს აღასრულებს და მისი მოქმედება არანაირ გარე ძალას არ შეუძლია შეაყოვნოს ან შეაჩეროს. "ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა" (ფსალმ. 134:6).

მამამთავარ აბრაამს ღმერთი საკუთარი პიროვნების შესახებ ეუბნება: "ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაი". და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი ყოვლადძლიერი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალო?" (დაბ. 17:1).

ყოვლისშემძლეობა, როგორც ღვთაებრივი ბუნებითი თავისებურება ნიშნავს, რომ ღმერთში მანძილი სურვილსა და მის განხორციელებას შორის არ არსებობს: "რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს" (ფსალმ. 32:9).

წმინდა იოანე დამასკელი ღმერთის შესახებ წერს: "ქმნის იგი, მოიაზრებს რა, და მოაზრებული საქმედ არსდება, სიტყვით აღსრულებული და სულით განსრულებული" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 16). ეს ნიშნავს, რომ ღმერთში გონი და ნება ერთია. უძველესი დროიდან ცდილობდნენ სხვადასხვა სახის სოფიზმის საშუალებით ღვთის ყოვლადძლიერება საეჭვოდ გაეხადათ, მაგალითად, პასუხს ითხოვდნენ შეკითხვაზე, "შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას რაღაც უფრო მეტი, ვიდრე თავად არის". ასეთ კითხვა შეიძლება დასვას ოპონენტმა, რომელსაც ვერ გაუგია, რომ ყოვლისშემძლეობა, თვითნებობა და ყველაფერი, რაც მოგესურვება, იმის კეთება არ არის. წმინდა წერილი ამბობს, რომ ღმერთი აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ იმას, "რაიცა-იგი მას უნდა" (იობ. 23:13). ყოვლისშემძლეობა მხოლოდ ის კი არ არის, რაც გსურს ის გააკეთო, არამედ ისიც არის, რაც არ გსურს, ის არ გააკეთო. ამიტომ, ვინაიდან ღმერთი არის სრულყოფილება, არ შეუძლია შესცოდოს ან შექმნას ის, რაც არასრულყოფილია.

2.3.4.3. ყოვლად ნეტარება. ღმერთის მთელი ცხოვრება ჰარმონიული ერთიანობაა, ღმერთის ყველა ძალის ქმედება ურთიერთჰარმონიაშია, არც ერთი ძალა მეტი არ არის მეორეზე, ამავე დროს ყოველ მათგანს უსასრულობის ნიშანი გააჩნია და უმაღლესი სიკეთეც სწორედ ეს არის. ღმერთში სიკეთისადმი სიყვარული მისი სიყვარულის ფლობის თანაზომიერია და შესაბამისად, ღმერთი, მარადიულობიდან მოყოლებული, უცვლელად ყოვლად ნეტარია. "ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე"(ფსალმ. 15:11).

ნეტარს უწოდებს ღმერთს მოციქული პავლე: "სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე" (1 ტიმ. 1:11); "რომელ-იგი ჟამთა თუისთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან" (1 ტიმ. 6: 15).

2.3.4.4. სიუხვე და სათნოება. ყოვლად ნეტარი ღმერთი, საკუთარ პიროვნებაში ავლენს ყოვლად უხვობასა და სათნოებას; უფალი თავის ქმნილებას იმდენს მიმადლებს, რამდენიც მას ნეტარებისათვის ესაჭიროება, რამდენიც ქმნილებას საკუთარი ბუნებიდან და რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია აითვისოს. სამყაროს შექმნაში და მთელ შესაქმეში სრულიად აშკარაა ღვთაებრივი მადლის გამოვლინება.

ღვთაებრივი სიუხვე ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა არსებაზე ვრცელდება: "ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა" (ფსალმ. 144:9).

ღვთაებრივ სიუხვესა და სათნოებას აშკარად უკავშირდება ისეთი თავისებურებები, როგორიც არის სიყვარული და წყალობა, რომლებიც სიუხვის კერძო ასპექტებს წარმოადგენენ.

სიყვარული არის სათნოება პიროვნულად სრულყოფილი ადამიანებისათვის და ანგელოზებისათვის.

წყალობა არის დაცემული, ცოდვილი ადამიანის მიმართ სათნოების გამოვლინება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წყალობა არის სიყვარულისა და შემწყნარებლობის გამოვლინება მათ მიმართ, ვინც ფაქტობრივად სიყვარულს არ იმსახურებს. ამრიგად, წყალობა თავისებურებებით შემწყნარებლობას უახლოვდება.

2.3.4.5. სიმართლე. "მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან" (ფსალმ. 10:7).

ღმერთი სრული სრულყოფილებაა, და ყოველი მისი ქმნილებისგან სრულყოფილებას მოელის. "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათ. 5:48).

ამ მიზნის მისაღწევად ღმერთი ადამიანს ისეთ ზნეობრივ კანონებს უწესებს, რომლებსაც მათი აღმსრულებელი სრულყოფილებამდე მიჰყავს. ამასთან, ის, ვინც კანონებს აღასრულებს, ღმერთისგან ჯილდოვდება, ხოლო უგულებელმყოფელი ისჯება. ამრიგად, ღვთაებრივ სიმართლეში შეგვიძლია ორი შემადგენელი გამოვარჩიოთ, ესენია: სამართალი კანონმდებლობითი და სამართალი მიმგებლობითი. შესაბამისად, ღმერთი ერთდროულად კანონმდებელიცაა და მოსამართლეც: "ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად" (იაკ. 4:12).

თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეალობა ეჭვს აღძრავს, რომ აბსოლუტური სამართალი ღმერთისათვის მართლაც დამახასიათებელია. კერძოდ, ცხადია, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ცოდვილები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ხოლო მართალთ უჭირთ და დევნიან. ასეთი გაუგებრობის გამო შეიძლება ითქვას, რომ: ღმერთის სამართალი მხოლოდ ამქვეყნიურობით არ შემოიფარგლება; ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ამიტომ იგი ბედნიერი იქნება თუ უბედური, უმთავრესად მასზეა დამოკიდებული.

ქრისტიანული თვალსაზრისით, განსაცდელი არ არის აბსოლუტური ბოროტება; მძიმე და მტკივნეული განცდა თავისი არსით შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს და ჩადენილი ცოდვის შეგრძნებამდე ან სულის განწმენდამდე მიგვიყვანოს დალხენილი ცოდვილისა და ტანჯული მართლის შედარება ხდება რაღაც გარეგნული კრიტერიუმების მიხედვით და ასეთ შემთხვევებში ადამიანების შინაგან მდგომარეობას მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ.

უქონელი მართალი პიროვნება შეიძლება მასში არსებული ცათა სასუფევლით ტკბებოდეს, უფალი ბრძანებს: "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლუკ. 17:21)

და პირიქით, ადამიანი, რომელიც ცოდვიან ცხოვრებას ეწევა, ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერასოდეს შეიგრძნობს: "ჭირი და იწროებაი ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა" (რომ. 2:9).

ყოველი ცოდვა თავის თავად სასჯელს გულისხმობს, რადგან სამყაროს არსში უცვალებელი ზნეობრივი კანონი მოქმედებს: "ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაი-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს. რამეთუ რომელმან სთესოს ხორცთა შინა თუისთა, ხორცთა მიერ თუისთა მოიმკოს ხრწნილებაი; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თუისსა, სულისაგან თუისისა მოიმკოს ცხორებაი საუკუნოი" (გალ. 6:7-8).

ამიტომ მართალი ცხოვრება ყოველთვის მომავალი ნეტარების მოლოდინთან არის დაკავშირებული, ხოლო ცოდვა - მომავალ სატანჯველთან (იქვე, გვ. 142, 143).

2.3.5. წმინდა წერილის ანთროპომორფიზმები
ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი სულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, წმინდა წერილში მრავალი ე. წ. ანთროპომორფიზმი გვხვდება. ანთროპომორფიზმები არის ღმერთის თავისებურებებად მიჩნეული ქმნილი არსების სხეულის ორგანოები, გრძნობები, მდგომარეობები და უნარები. "ვრცელი კატეხიზისის" მიხედვით, ანთროპომორფიზმების გამოყენებით "ადამიანისათვის წმინდა წერილი უფრო ადვილად გასაგები ხდება, მაგრამ ყოველ ამ ანთროპომორფიზმში უნდა ვხედავდეთ სულიერებას და თანაც ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით".

ანთროპომორფიზმები უნდა გვესმოდეს, როგორც ღმერთის იმ სულიერ თავისებურებებსა და მოქმედებებზე მინიშნება, რომლების შესახებაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. როგორც წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: "არ ძალგვიძს შევიცნოთ ან გამოვთქვათ ღმრთეების საღვთო, მაღალი და უნივთო მოქმედებანი, თუ არ ვისარგებლებთ ჩვენეული ხატებით, სახეებითა და სიმბოლოებით, ამიტომ, რაც კი ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად ითქმის, სიმბოლურად არის ნათქვამი, აქვს კი უფრო მაღალი გააზრება, რადგან ღმერთი მარტივია და უაღნაგობო" (თავი XI "ღვთისადმი სხეულებრივად თქმულთა შესახებ").

ანთროპომორფიზმის ერესის მიმდევრები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ღმერთს მართლაც გააჩნია სხეული, ეკლესიის მიერ დაგმობილი იქნენ. მართლმადიდებლობის ზეიმის კვირის სინოდიკში (მოსახსენიებელი) ნათქვამია: "ვინც ღმერთს სულად არ აღიარებს და ხორცად მიიჩნევს, ანათემა".

შემდეგ: წმინდა სამების დოგმატი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat