დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი

2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
2.3.1. ღმერთი სულია. სამარიელ დედაკაცთან საუბრის დროს უფალი იესო ქრისტე ღმერთის შესახებ ასეთ ჭეშმარიტებას გვაუწყებს: "სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემა?" (იოან. 4:24).

ეს ნიშნავს, რომ ღვთაებრივი არსი და ბუნება მიუწვდომელია და მას ჩვენთვის ყველაფერზე უფრო გასაგებს სიტყვა "სული" ხდის (არქიეპ. მაკარი (ბულგაკოვი).

როდესაც ვაცხადებთ, ღმერთი სულიაო, ამით ვამბობთ, რომ:

1) თავისი არსებითა და ბუნებით ღმერთი უსხეულოა, ღმერთი ყველაზე უფრო დახვეწილი მატერიისგანაც კი არ არის შედგენილი.

2) ღვთაებრივი ბუნება სრულიად შეუდგენელია.

წმინდა გრიგოლ ნოსელის სიტყვებით რომ ვთქვათ, "თავისი არსით ღვთაებრივი ბუნება სრულიად ერთმარტივია, ერთსახად უხილავია და შეუდგენელია" (გ. ფლოროვსკის მიხედვით).

შეუდგენლობა ან მარტივობა არის:

ა) მარტივს ელემენტარული შედგენილობაც არა აქვს. ღვთაებრივი ბუნება აზროვნებაშიც კი არ დაიყოფა. ამიტომ, ღვთაებრივ თავისებურებებს მისი ბუნების ცალკეულ ელემენტებად ვერ განვიხილავთ. ღმერთის ბუნებასა და თავისებურებებს შორის არანაირი სახის მანძილი და სივრცე არ არსებობს. ღმერთი არა მხოლოდ ადამიანის მსგავსად გონს, სიბრძნეს ან სიყვარულის უნარს ფლობს; არამედ ის სრულად არის გონი, სიბრძნე და სიყვარული; მის ღვთაებრივ მიუწვდომლობაში ყველა ეს თავისებურება სრულყოფილებად და ისეთ განუყოფელ ერთიან იგივეობად არის შერწყმული (არქიეპ. მაკარი (ბულგაკოვი), რაც მხოლოდ გაცალცალკევებულად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

ბ) სრულ ღვთაებრივ უბრალოებაში არ შეიძლება ისეთი ურთიერთსაპირისპირო მხარეები და ტენდენციები არსებობდეს, რომლებიც რაიმე სირთულეს შემოიტანენ.

3) ღმერთს თავისი არსებობისათვის არ ესაჭიროება ადგილი, მას არ გააჩნია სივრცობრივად შემოფარგლული განფენილობა, მოცულობა და ფორმა, რადგან ნებისმიერი შემოწერილი სხეული, უკიდურეს შემთხვევაში, წარმოდგენაში მაინც შეიძლება დაიყოს ნაწილებად.

4) ღვთაებრივი არსის თავისებურება ის არის, რომ იგი შინაგანად ერთიანია, მარტივია, თვითმყოფადია და მისთვის ნებისმიერი ცვლილება დაუშვებელია.

5) უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა, რომ ღმერთს როგორც სულს უნდა ვცემდეთ თაყვანს, შესაბამისად, სიტყვა "სული" ნიშნავს ცოცხალ, თავისუფალ-გონიერ პიროვნებას, ხოლო უპიროვნო არსება არ შეიძლება რელიგიური თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდეს.

ამრიგად, მაცხოვრის მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან ჩანს:

1. ღმერთი არის თავისუფალი, გონიერი არსება;

2. მას აქვს მარტივი, შემოუზღუდავი, შემოუფარგლავი, შემოუწერელი, სრულიად არამატერიალური ბუნება (არსი).

ეს ღვთაებრივი თავისებურებების ორი ჯგუფი ორი ჭეშმარიტებით არის განპირობებული:

ა) თავისებურებები, რომლებიც ღვთაებრივ სრულყოფილებას შეეხება, და რომლებსაც ონტოლოგიური ან აპოფატიკური (უარყოფის) გზა ეწოდება;

ბ) თავისებურებები, რომლებიც უშუალოდ ღმერთისთვის, როგორც თავისუფალი გონიერი არსებისთვისაა დამახასიათებელი და რომლებსაც სულიერი ან კატაფატიკური (დადებითი) თავისებურებები ეწოდება.

2.3.2. ღმერთის ონტოლოგიური და სულიერი თავისებურებები ღვთაებრივი პიროვნების სრულყოფილების ჩვენთვის მისაწვდომ მახასიათებლებს წარმოადგენს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღვთაებრივი პიროვნება აბსოლუტურად სრულყოფილია და ამ ღვთაებრივი სრულყოფილების სიტყვიერად სრულად გამოხატვა ადამიანს არ შეუძლია. ჩვენი სიტყვა, გაგებები და აზროვნების კატეგორიები ქმნილი სამყაროს შესწავლის პროცესში ჩამოყალიბდა, ხოლო ყველაფერი რაც ქმნილია აბსოლუტურ, უქმნელ ღვთაებრივი პიროვნების არსს ვერ მიუახლოვდება. ამიტომ, ღვთაებრივი ბუნების სრულყოფილებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საუბრის დროს, მხოლოდ უარმყოფელი ტერმინოლოგია შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ონტოლოგიური ან აპოფატიკურია ის თავისებურებები, რომლებშიც ქმნილი არსებების შესაძლებლობები სრულად არის წარმოდგენილი, მაგრამ მათი თავისთავადი შეზღუდულობისა და არასრულყოფილების გამო, ღვთაებრივი ბუნებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

ღვთისმეტყველების მეთოდს, რომელიც აგებულია ღმერთთან მიმართებით იმ თვისებებისა და თავისებურებების უარყოფაზე, რაც ყველა სრულყოფილი ქმნილებისთვისაა დამახასიათებელი, ან მსჯელობის შედეგად შეიძლება იქნეს მიკვლეული და სიტყვით გამოხატული, აპოფატიკური, ანუ უარყოფის მეთოდი ეწოდება.

ღვთისმეტყველების შესწავლის საგანს არა მხოლოდ ადამიანისთვის მიუწვდომელი ღვთაებრივი მყოფობის არსი, არამედ ღმერთის თვითგამომხატველი ქმედებებიც წარმოადგენს. ეს ქმედებები ჩვენთვის ღმერთის შესახებ შეხედულებების მტკიცებულებებადაც შეიძლება მოვიაზროთ. ღმერთი არა მხოლოდ აბსოლუტური, არამედ თავისუფალი - მოაზროვნე არსებაცაა, ის პიროვნებაა, რომელსაც სურს თავისი არსებით ადამიანის წინაშე გამოვლინდეს. ღვთაებრივი თავისებურებები ჩვენთვის ღვთაებრივი ქმედებების წყალობით ხდება მისაწვდომი და ამ ქმედებებს სულიერი ან კატაფატიკური თავისებურებები ეწოდება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღვთაებრივი არსი, ჩვენ მიერ დანახული არც მისი ცალკეული და არც ერთობლივად აღებული სულიერი თავისებურებებით არ ამოიწურება. წმინდა იოანე დამასკელის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ყველაფერი ის, რასაც მტკიცებითად ვამბობთ ღვთის შესახებ, გვიცხადებს არა ბუნებას არამედ მას, რაც ბუნების გარშემოა. თუნდაც კეთილი ეწოდოს მას, ანდა მართალი ან ბრძენი, ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, არათუ ღვთის ბუნება გამოითქმის ამით, არამედ ის, რაც ბუნების გარშემოა" ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თ. IV).

ღვთის შემეცნებისათვის გამიზნულ ღვთისმეტყველების მეთოდს, რომელიც ღმერთის მრავალფეროვანი თვითგამოვლინებების შესწავლაზეა აგებული, კატაფატიკური (დადებით) მეთოდი ეწოდება.

აპოფატიკური და კატაფატიკური მეთოდები არა თუ არ უარყოფენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს. წმინდა ბასილი დიდი წერს:

"ღმერთის შესახებ თქმული სიტყვებიდან, ერთნი გვიჩვენებენ რა არის ღმერთში, ხოლო მეორენი, პირიქით, რა არ შეიძლება იყოს მასში. ამ ორი: უარმყოფელი, ანუ რაც არ არის და შემწყნარებელი, რაც არის - ხერხებით ჩვენ ღმერთის შესახებ გარკვეული შეხედულებები გვიყალიბდება".

"ვრცელ კატეხიზისში" ჩამოთვლილია შემდეგი ღვთაებრივი თავისებურებები:

ონტოლოგიური: (მარადიულობა, ყველგან მყოფობა, უცვალებლობა)

სულიერი: (სათნოება, უბიწობა, ყოვლისშემძლეობა, ყოვლად ნეტარება, სიუხვე)

2.3.3. ღმერთის ონტოლოგიური (აპოფატიკური) თავისებურებები

2.3.3.1. მარადიულობა. ეს თავისებურება გვიჩვენებს, რომ ღმერთის არსებობა არ არის დამოკიდებული დროის ფაქტორზე; თუნდაც ისე, როგორც ღმერთზეა დამოკიდებული მთელი ქმნილი სამყაროს ყოფიერება. ჩვენთვის დრო არსებობს, მაგრამ დრო არ არსებობს ღმერთისათვის. ღმერთი თავად არის დროის შემომქმედი და ის დროის მიღმიერია. ისეთი გაგებები, როგორც არის "ადრე", "შემდეგ", "ახლა" და სხვა, ღმერთს არ ეხება; ყველაფერი რაც ამ გაგებასთან, ანუ დროის ცვალებადობასთანაა დაკავშირებული, ღმერთისათვის არ მოქმედებს, მისთვის ყველაფერი აწმყოში ხდება, ღმერთი ერთდროულად დროის ყოველ მონაკვეთსა და მომენტში იმყოფება:

"პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ" (ფსალმ. 89:3).

"ხოლო შენ, უფალო, საუკუნომდე მკვიდრ ხარ. საყდარი შენი ნათესავად და ნათესავად" (გოდ. 5:19).

"წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს" (გამოცხ. 4:8).

"გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოისა ღმრთისაითა" (რომ. 14:25).

2.3.3.2. ყველგან მყოფობა. ამ თავისებურებით ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი სივრცეზე, ანუ ყოფიერების ცვლად ფორმაზე დამოკიდებული არ არის.

"ვიდრემე ვიდრე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი? აღ-თუ-ვხიდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვიდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკუიდრო მე დასასრულსა ზღუისასა, და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე" (ფსალმ. 138:7-10).

ყველგანმყოფობაში, როგორც ღვთაებრივი არსების თავისებურებაში, იგულისხმება, რომ ღმერთი ყველაფერ არსებულში შეღწევადია, მაგრამ თვითონ ღმერთს ვერაფერი ვერ შეერევა, ანუ ღმერთში შეღწევა არაფერს შეუძლია.

ღვთაებრივი ყველგან მყოფობა არ ნიშნავს, რომ ღმერთი ისეა "განფენილი" სამყაროში, რომ სამყაროს ყოველი მონაკვეთი ღმერთის რაღაც ნაწილს წარმოადგენს. ღმერთი სამყაროს მიღმიერია, წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: "ვამბობ ბუნებისეულ და, აგრეთვე, ნებაყოფლობით სიწმინდეს, რადგან უნივთო უწმინდესია ნივთიერზე, სათნოებითი კი - ბოროტებასთან თანაშეუღლებულზე" ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თ. XIII). "რადგან უქმნელებასა და ყოველგვარ ქმნილ არსებას შორის მანძილი უდიდესია და მიუწვდომელია" (გრიგოლ ნოსელი, ციტატა მამა გ. ფლოროვსკის მიხედვით).

თუმცა თავისი არსით სამყაროს მიღმიერი ღმერთი - თავისი ქმედებებით ყველგან მყოფია: "ღმერთი თავისი ბუნებით ყველაფრის მიღმიერია, მაგრამ თავისი სათნოებითა და ძალით ყველაფერში იმყოფება" (წმინდა ათანასე დიდი ციტ.: არქიმ. ალიპისა და არქიმ. ისაიას მიხედვით).

როგორც თავისუფლად მოაზროვნე არსება, სამყაროს ყოველ ნაწილაკში ღმერთი პიროვნულად მყოფობს. მაგრამ, ღმერთი თავისი ნებით განსაზღვრავს, მის მიერ ქმნილი სამყაროს რომელ ნაწილში საკუთარ პიროვნებას როგორ გამოავლენს. ამით არის განპირობებული, რომ ღვთაებრიობა გარკვეულ ადგილებში მეტად ვლინდება და ასეთ გარემოში ადამიანსაც ღმერთთან მიახლოვების მეტი განცდა აქვს. წმინდა წერილის მიხედვით, ასეთ ადგილებად მიიჩნევა:

- ზეცა: "ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ" (ფსალმ. 113:24);

- ტაძარი: "განვსწმინდე ტაძარი ეგე, რომელ აღაშენე დადებად სახელი ჩემი მას ზედა უკუნისამდე და იყუნედ თუალნი ჩემნი და გული ჩემი მას შინა ყოველთა დღეთა" (3 მეფ. 9:3);

- ადამიანს შეუძლია თავად გახდეს ღმერთის ტაძარი: "თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკუიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად" (2 კორ. 6:16).

ასევე ცალკეული ტერიტორიები, ე. წ. "წმინდა ადგილები".

თვითონ ის, თუ როგორ ხდება ღმერთის ამა თუ იმ ადგილზე ყოფნა, ადამიანისათვის მიუწვდომელია. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ყველგან არის, მაგრამ როგორ ხდება ეს - ჩვენთვის მიუწვდომელია: ჩვენ მხოლოდ მისი ყოფნა შეგვიძლია "შევიგრძნოთ", მაგრამ მთლიანობაში ამ მოვლენის შინაარსში გონებით წვდომის უნარი არ გაგვაჩნია" (წმინდა იოანე ოქროპირი. ციტ.: არქიეპ. მაკარი (ბულგაკოვი) მიხედვით).

2.3.3.3. უცვალებლობა. ამ თავისებურებიდან ჩანს, რომ ღვთაებრივი ბუნება უცვალებელია და სახეცვლილება, რაც არასრულყოფილი არსის თვისებაა, მას არ ახასიათებს.

უფალი ბრძანებს: "რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალები" (მალ. 3:6).

მოციქული იაკობი გვასწავლის: ღმერთს "ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ" (იაკ. 1:17).

როდესაც ღმერთის უცვალებლობაზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემა წამოიჭრას და გაგვიჩნდეს მოსაზრება, რომ ღმერთი უსიცოცხლო, სტატიკური აბსოლუტი ან რაღაც უძრავი კრისტალია. მაგრამ წმინდა წერილი ერთმნიშვნელოვნად გვამცნობს, რომ ღმერთი "სიცოცხლეა" (იოან. 14:6). სიცოცხლე - ღმერთის ერთ-ერთი სახელია. ამავდროულად, სიცოცხლის სიმრთელე, რომელიც ღმერთისათვის არის დამახასიათებელი, არ შეიძლება ამოიწუროს სიტყვებით "სიმშვიდე" და "მოძრაობა". "ღვთაებრივი სახელების" შესახებ VI საუკუნეში შექმნილ ნაწარმოებში, ნათქვამია, რომ ღმერთი "მიუხედავად თავისი ყოველგვარი მოძრაობისა უცვალებელი და შეუძვრელი რჩება, მუდმივად მოძრავი უფალი, მუდმივად ის არის რასაც წარმოადგენს" (წმინდა დიონისე არეოპაგელი).

უცვალებლობა: უარმყოფელი, ანუ აპოფატიკურ თავისებურებებათა რიგს მიეკუთვნება, ანუ რა სახის უცვალებლობაც არ უნდა წარმოვიდგინოთ საკმარისი არ იქნება, ხოლო დადებითი თვალსაზრისით ჩვენთვის იგი მიუწვდომელია. ამ ტერმინის საშუალებით ჩვენ მხოლოდ იმ აზრს გამოვხატავთ, რომ ღმერთს თვითგამოხატვით არც არაფერი აკლდება და არც ისეთი არაფერი ემატება, რაც მას შეიძლებოდა არ ჰქონოდა, ანუ თავის მყოფობაში ღმერთი არც იზრდება და არც მცირდება.

ღვთაებრივი არსების უცვალებლობიდან შეგვიძლია გავმიჯნოთ ე. წ. გარეგნული ცვალებადობა, რაც არა თავად ღვთაებრივ არსს, არამედ ღმერთსა და მის მიერ შექმნილ სამყაროს შორის ურთიერთობას შეეხება. ეს ურთიერთობები მართლაც შეიძლება იცვლებოდეს, რის მაგალითსაც ადამიანისა და სამყაროს მიმართ ღმერთის შესაქმე წარმოადგენს.

შემდეგ: ღმერთის სულიერი, ანუ
კატაფატიკური თავისებურებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat