დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი

2.2. ღმერთის არსისა და არსების შემეცნების შესაძლებლობები
2.2.1. ღმერთის არსების შემეცნების შეუძლებლობა. "ვრცელი კატეხიზისის" მიხედვით ღვთაებრივი არსის შეცნობა სრულიად შეუძლებელია, ღმერთი "არა მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ ანგელოზების ყოველგვარი შეცნობის შესაძლებლობაზე მაღლა დგას და მიუწვდომელია".

ეს თვალსაზრისი წმინდა წერილის ქვემოთ მოყვანილ ფრაგმენტებს სრულად თანხვდება:

"რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან" (1 კორ. 2:11).

"რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაი და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელ-ეწიფების, რომლისაი არს პატივი და ძალი საუკუნოი. ამინ (1 ტიმ. 6:16).

ღვთის შეცნობის შეუძლებლობა ლოგიკურადაც შეიძლება აიხსნას. ღვთაებრივი პიროვნება უნიკალურია, ამიტომ ჩვენ მასთან მიმართებაში არც შედარების და არც ანალოგიის მეთოდის გამოყენება არ შეგვიძლია. ამავე დროს, ჩვენ არ გაგვაჩნია რაიმე სხვა ისეთი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც ღვთის შეცნობაში დაგვეხმარება. ღმერთი სამყაროსთან მიმართებაში ტრანსცენდენტულია. გარდა ამისა, თავისი არსით უფალი უსასრულოა, მაშინ როდესაც ადამიანის გონება, რომლითაც მან ღმერთი უნდა შეიცნოს, შეზღუდულია და ამიტომ მისთვის უსასრულობის წვდომა შეუძლებელია.

2.2.2. "არსი" და მისი შინაარსი. რისიმე არსი გამომდინარეობს იმ განსხვავებული თავისებურებებიდან, რომლებითაც მოცემული სახეობის ყველა არსება ხასიათდება და რისი საშუალებითაც ამ გვარის ყოველი წარმომადგენელი ყოფიერებაში მონაწილეობს. ასეთ განსხვავებებს არსობრივ თავისებურებებს ან ატრიბუტებს უწოდებენ. სწორედ არსობრივი თავისებურებები "აქცევენ" საგნებს იმათ, რასაც ისინი სინამდვილეში წარმოადგენენ. არსებობს არა არსობრივი თავისებურებებიც, ანუ აქციდენციები, რომელთა ყოფიერებაში მონაწილეობა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჩვენ აქციდენციებიდან არსობრივი თავისებურებების გამორჩევა უნდა შეგვეძლოს. მაგალითად, ადამიანისათვის აზროვნება, მეტყველების უნარი, უკვდავება არსობითი თავისებურებებია, მაგრამ აქციდენციაა კანის ფერი. რაც შეეხება ღვთის "არსობრიობას", ის ჩვენთვის შეიძლება მხოლოდ ერთგვარ პირობითობას წარმოადგენდეს. როდესაც ღვთაებრივი არსის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ ღვთის ყოფიერებაში მონაწილეობას ვერ ვიგულისხმებთ, ღმერთი თავად არის ყოფიერება, ის არის მფლობელი და განმკარგავი ყოფიერებისა, მთელი ყოფიერება ღმერთს ეკუთვნის. ამიტომ წმინდა მამათა მიერ შემოღებული ფორმულა "ზეარსობრივი არსი" ჩვენთვის უფრო მეტად გასაგებს ხდის ღმერთს, რადგან ღმერთი უპირატესია ყოველგვარ ქმნილებაზე და ამ სიტყვებში ასე თუ ისე, ეს თავისებურება მაინც არის გამოხატული.

2.2.3. ღმერთის შეცნობა მისი ქმედებების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის არსი ადამიანისათვის მიუწვდომელია, ღმერთის შესახებ, გარკვეული ობიექტური ცოდნა ჩვენ მაინც მოგვეპოვება და ამ ცოდნიდან ზოგიერთი რამ შეგვიძლია მეტ-ნაკლებ ნამდვილობად და მტკიცებულებადაც მივიჩნიოთ. სხვა შემთხვევაში, მთელი ღვთისმეტყველება უბრალო ენამოქნილობა იქნებოდა.

ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ღმერთის სერიოზულად შესწავლით პირველად IV საუკუნეში დაინტერესდნენ და ეს საკითხი დიდმა კაპადოკიელებმა: წმინდა ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა და გრიგოლ ნოსელმა დაწვრილებით გააანალიზეს. უწინარეს ყოვლისა, კაპადოკიელებმა იმის შესაძლებლობა უარყვეს, რომ ღვთაებრივ არსს ადამიანი შეიძლებოდა აზროვნებით მისწვდომოდა: "მხოლოდ დაზიანებული გონების მქონე ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ღმერთი იცის", წერდა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. შეიცნო - ნიშნავს განსაზღვრო, მოაქციო და ჩატიო გარკვეულ გაგებებში. და კიდევ: "გონით მისაწვდომი ღმერთი უეჭველად შეზღუდული იქნება, რადგან ნებისმიერი გაგება შეზღუდულობის ნაირსახეობას წარმოადგენს".

იმისათვის, რომ ღვთის შესახებ ობიექტური ცოდნის არსებობა დაესაბუთებინათ, კაპადოკიელებმა ფილოსოფიური მცნების - "ენერგიის", ქმედითი თავისებურებები გამოიყენეს. ენერგია ნიშნავს არსის (ბუნების) მოძრაობაში გამოვლინებას, ბუნების უნარს საკუთარი არსებობა გარეგნულად გამოხატოს და მას, შემეცნებისა და გაზიარებისათვის მისაწვდომი სახე შესძინოს. ამგვარად, "ბუნებით უხილავი, თავის ქმედებებში ხილულ სახეს იძენს, - ბრძანებს წმინდა გრიგოლ ნოსელი, ხოლო ბასილი დიდი თავის პოზიციას შემდეგნაირად განმარტავს: "ვამტკიცებთ რა, რომ ღმერთს მის ენერგიებში შევიცნობთ, ამ გზით მის არსთან მიახლოვებას სულაც არ გპირდებით. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი ენერგიები ჩვენამდე აღწევენ, თავად მისი არსი ჩვენთვის მიუწვდომელი რჩება".

ღვთაებრივი არსის მიუწვდომლობისა და ღვთის მოქმედებებსა თუ ენერგიებში შეცნობის საკითხების შესახებ შედარებით დეტალური სწავლება, წმინდა გრიგოლ ნოსელმა ჩამოაყალიბა: "ღვთაებრივი ბუნება, თავისთავად, თავისი არსით, აზროვნების ყოველგვარ სიმაღლეს აღემატება: ის მიუწვდომელია და ყოველი სახის მეცადინეობისა და მსჯელობის მიუხედავად შეუვალია, ადამიანს ჯერ არ მოუძიებია ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია მიუწვდომელს მიწვდეს და არ გამოუგონია ისეთი საშუალება, რომლითაც აუხსნელს ახსნიდა".

ამავე დროს, "სრულიად მიუწვდომელი შეუდარებელი ღმერთი, მხოლოდ ქმედებაში ამოიცნობა. უდავოა, რომ ღვთაებრივ არსს გონება ვერ სწვდება, მაგრამ გონება ხედავს ღმერთის შესაქმეს და ამ დანახული ღვთაებრივი შემოქმედების საფუძველზე ღმერთის შესახებ ისეთ ცოდნას ღებულობს, რაც ადამიანის მცირე შესაძლებლობებისათვის სრულიად საკმარისია".

ფილოსოფიურად რომ ვთქვათ, სამყაროსთან მიმართებაში ღმერთი ერთდროულად ტრანსცენდენტულიც არის და იმანენტურიც (იმანენტურია, ანუ ისეთ შიდა საზღვრებშია, რომ აღქმადია, შეგრძნებადია და მისაწვდომია).

2.2.4. ღვთაებრივი ენერგიების უქმნელობა. კაპადოკიელების მიერ შემუშავებულმა სწავლებამ 1000 წლის შემდეგ კიდევ უფრო განვითარებული სახე შეიძინა. კაპადოკიელების სწავლებაში ერთგვარი დაუსაბუთებლობა მაინც შეიგრძნობოდა: აუხსნელი იყო ღვთაებრივი ენერგიების ბუნება და შინაარსი. ამ ღიად დარჩენილ კითხვას საბოლოო პასუხი XIV საუკუნეში, წმინდა გრიგოლ პალამასა და კალაბრიელ ბერ ვარლაამს შორის კამათის პროცესში გაეცა. ვარლაამი აცხადებდა, რომ ყველა სახის ღვთაებრივი ენერგია, ყოველგვარი თეოფანია (ღვთაებრივი გამოვლინება, - რ. ჩ.), რასაც წმინდა წერილში ვხვდებით, ქმნილია, ანუ ღმერთის ქმნილებაა. ვარლაამი მიიჩნევდა, რომ ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ნიშნები და ხატებები, რომელთა საშუალებითაც უფალი ადამიანთან ურთიერთობს. ვარლაამი უარყოფდა ადამიანის ღმერთთან ყოველგვარი პირდაპირი კავშირის შესაძლებლობას, მისი აზრით: ადამიანს ღმერთთან ურთიერთობა მხოლოდ არაპირდაპირ, ირიბად, ღმერთის ქმნილების საშუალებით შეუძლია. ამით ვარლაამი და მისი თანამოაზრეები ფაქტობრივად, აღმოსავლური ეკლესიის, იმ მთელ ასკეტურ ტრადიციებს უარყოფდნენ, რის მიხედვითაც, ადამიანის ცხოვრების მიზანი რეალური განღმრთობაა (განღმრთობა საღვთისმეტყველო და ასკეტოლოგიური ტერმინია, რომელიც ადამიანის ღმერთთან უახლოეს ერთობას გულისხმობს. "ღვთის ყოფნა თავისუფლად ქმნილ ზნეობრიობით გამორჩეულ განკერძოებულობაში (ანუ ადამიანში) არის ამ განკერძოებულის განღმრთობა"). ასეთია განღმრთობის ობიექტური საფუძველი.

ადამიანისათვის განღმრთობა ღმერთთან ერთობაა და ის გულისხმობს:

- ზნეობრივ ერთობას, ადამიანის მიერ სათნოების, ანუ სიბრძნის, სიყვარულის და სხვა ყველაფერი იმის მოპოვებას, რაც ადამიანს ღმერთს მიამსგავსებს;

- ინტელექტუალურ ერთიანობას, ანუ "ღმერთთან იმ შინაგან ერთობას, რაც უნდა იყოს შემმეცნებელ სუბიექტსა და შესამეცნებელ ჭეშმარიტებას შორის";

- ენერგეტიკულ ერთობას, ანუ სამშვინველისა და სხეულის უქმნელ ღვთაებრივ ქმედითობაში დამკვიდრებას, რის შედეგადაც ადამიანი ხდება უხრწნელი და თავისი სრულყოფილების პროცესში მაღლდება (მაგალითად, ჭვრეტს სულიერ საგნებს და მომავალს).

ასეთ ერთობაში ადამიანს უნარჩუნდება:

- პიროვნული თვითმყოფადობა;

- თვითმყოფადი ადამიანური ბუნება, რომელიც ღვთაებრივ ბუნებად არ გადაიქცევა და თავის არსობრივ თავისებურებებს მთლიანად ინარჩუნებს.

ვარლაამთან პოლემიკის პროცესში წმინდა გრიგოლ პალამამ დამაჯერებელი გახადა ღვთაებრივი ენერგიების უქმნელობა. მან დაასაბუთა, რომ ღვთის ქმედებები მის მიერ ადამიანთან ურთიერთობისათვის შექმნილი ნიშნები არ არის და რომ ეს არის უშუალოდ ღვთის თვითგამოვლინება, ღვთის გარეთ - ღვთის გადინება. ღვთაებრივი ენერგიები ღმერთის მიერ ისე არ იქმნება, როგორც იქმნება მის მიერ ყველა დანარჩენი საგანი. ენერგიები მარადიულად მისი მიუწვდომელი არსიდან ისე მოედინება, როგორც მზისგან ნათელი, მაგრამ მოედინება და ამ ენერგიების ღმერთთან კავშირი და ერთიანობა არ წყდება. წმინდა გრიგოლ პალამას სწავლება, რომელიც 1341, 1347 და 1351 წლების კონსტანტინოპოლის კრებებზე დამტკიცდა, წმინდა წერილს სრულად ეთანხმება. მოციქული პეტრე გვასწავლის: "იქმნეთ საღმრთოისა მის ზიარ ბუნებისა".

ის მრავალფეროვანი ქმედებები, რომლებშიც ღმერთი ვლინდება, წმინდა წერილში ღვთაებრივი სახელების სახით არის წარმოდგენილი, სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ჩვენი ცოდნა ღმერთის შესახებ ღვთაებრივ სახელებში გამოიხატება. წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "ყველა ღვთაებრივი თავისებურება, რომელსაც ვეზიარებით, ჩვენ მიერ სახელის სახით გამოითქმება".

ღვთის სახელები - ღმერთის არსობრივი თავისებურებების სახელწოდებებია.

შემდეგ: ღვთაებრივი ბუნების
თავისებურებები


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
01.08.2013
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat