"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 9. წმინდა ათანასე დიდი
სწავლება ხსნის - ცხონების შესახებ

წმინდა ათანასე დიდის მიხედვით, ხსნა მხოლოდ კაცთა მოდგმის ცოდვების შენდობას კი არა, სიკვდილისა და ხრწნილებისაგან მსოფლიოს გამოხსნას გულისხმობს: უხორცო, უხრწნელი და არანივთიერი უფლის ის სიტყვა, რომლისგანაც ადრეც არ ვიყავით შორს, რადგან ის თავის მამასთან ყოფნასთან ერთად მთელ სამყაროს, ყველა მის ნაწილს მუდმივად აღავსებდა და ქმნილების არც ერთ ნაწილს მის გარეშე არასოდეს უარსებია, ახლა ჩვენ ცხოვრებაშია, ამჯერად თავისი კაცთმოყვარეობით ჩვენამდე ჩამოდის და ჩვენს შორის დგება. ის ხედავს, რომ ადამიანთა მეტყველი მოდგმა იღუპება და ადამიანზე სიკვდილი ხრწნილებით არის გამეფებული: ხრწნის შიში ადამიანში დანაშაულს ასაზრდოებს, მაგრამ ამ დროს კანონის გაუქმება მისი საჭიროების ამოწურვამდე მაინც შეუსაბამო და უადგილო იქნებოდა; ის, რაც ქმნილია, უხამსობად გამოჩნდებოდა და მასთან ერთად, რაც შემოქმედმა საწყისად შექმნა ისიც განადგურდებოდა; ადამიანთა ავზნეობა ყველა ზღვარს ზემოთ დაინახებოდა, რადგან გაირკვეოდა, რომ ადამიანები, საკუთარი ჟამკეთილობის საპირისპიროდ, მუდმივად და მთელი მონდომებით ამრავლებენ ბოროტებას; დაიხატებოდა სურათი, რომ ყოველი ადამიანი მკვლელია - ყოველივე ამის გამო უფალმა შეიცოდა ჩვენი მოდგმა, გულისხმიერება გამოიჩინა, შემოუერთდა მიწიერ ხრწნადობას და იმისათვის, რათა მამის ნებით კაცთა მოდგმისთვის განხორციელებული ყოველი ქმნილება არ განადგურებულიყო, ღმერთმა ჩვენნაირი სხეული შეიმოსა და განკაცდა. განსხეულების მიზეზი მხოლოდ სხეულში ყოფნის სურვილი რომ ყოფილიყო და მას მხოლოდ განსხეულება მოესურვებინა, სხვა უფრო სრულყოფილი სახის განსხეულებაში გამოვლინდებოდა. მაგრამ მან ჩვენი ხორცი შეიმოსა, თანაც არა უბრალოდ, არამედ ყოვლადწმინდისგან, უხრწნელისგან და ქალწულისგან, რომელმაც მამაკაცი არა იცოდა. ასე გამოარჩია სამყაროს შემოქმედმა, ყოვლადძლიერმა, თავისი სხეულის ტაძრად ქალწული, მასში დამკვიდრდა, მასში ჩასახლდა, მისგან მიიღო განსხეულება. რადგან ყოველი ჩვენგანი ხრწნისა და სიკვდილის მოწილეა, ჩვენგან მიღებული ჩვენი მსგავსი სხეულის სიკვდილი ყველასთვის გაიღო და მამას უბოძა. და რადგან ხრწნილების კანონით ყველა უნდა მომკვდარიყო, ეს მან თავისი კაცთმოყვარეობის გამო იმისთვის განახორციელა, რომ ერთი მხრივ, საჭიროდ მიიჩნია მისი ღვთაებრივი ძალაუფლების ადამიანის სხეულზე განხორციელება და ამ უმსგავსობისთვის ზღვრის დადება... ხოლო მეორე მხრივ, მოისურვა სხეულებრივად ხრწნადი ადამიანები კვლავ უხრწნელებისკენ მოექცია, გაეცხოველმყოფელებინა და მის მიერ მიღებული სხეულის აღდგომის მადლით მოკვდავობიდან კვლავ უკვდავობაში დაებრუნებინა და მათში სიკვდილი, როგორც ცეცხლში ჩალა, ისე გაენადგურებინა.
("სიტყვა ღმერთი - სიტყვის განკაცებისა და სოფელსა შინა, ჩვენ შორის, ხორციელად დამკვიდრების შესახებ", 8)

წმინდა ათანასესათვის მსოფლიოს ხსნა - ორიგენეს მსგავსად, სპეკულაციური პრობლემა არ არის, მისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ქმნილი სამყარო - ნამდვილი, ცოცხალი და ღვთის თვალისათვის მეტად ძვირფასია; სიკვდილი იმდენად ძლევამოსილი მტერია, რომ მისი დამარცხება მხოლოდ შიგნიდან, მისივე იარაღით - სიკვდილით არის შესაძლებელი. ამავე დროს, ეს მხოლოდ განკაცებული ღმერთის მიერ შეიძლება განხორციელდეს. სწორედ ამის გამო ხდება ძე ღმერთის განხორციელება და მისით ჩნდება სიკვდილის ძალაუფლების გადალახვისა და ხრწნილების განადგურების საშუალება: სიტყვამ იცოდა, რომ ადამიანებში ხრწნილება სხვაგვარად ვერ მოგვარდებოდა, თუ არა მისი უეჭველი სიკვდილით; სიტყვის, როგორც უკვდავი მამის უკვდავი ძის სიკვდილი, შეუძლებელი იყო. სწორედ იმისთვის მიიღო მან ის სხეული, რომელიც შეიძლებოდა მოკლულიყო, სწორედ იმისათვის, რათა, როგორც ყველას თანამოზიარე და ყველა არსზე მაღლა მდგომი სიტყვა, ყველასათვის მომკვდარიყო, რათა ადამის ცოდვით დაზიანებულ სხეულში მყოფი სიტყვა ხრწნილებაში არ გადასულიყო და, ბოლოს და ბოლოს, აღდგომის მადლით ხრწნილება ყველაში დასრულებულიყო. სწორედ ამიტომ, როდესაც შეძენილი ადამიანური სხეულით, როგორც შესაწირავი მსხვერპლი სიკვდილზე მიდიოდა, თავად არანაირი ცოდვით არ იყო დამძიმებული და ამ თვითგანწირვით და სიკვდილით მან ყველა მსგავსში სიკვდილი გაანადგურა. რადგან ყველაზე მაღლა მდგომ ღვთის სიტყვას, მისი ტაძარი, მისი სხეულებრივი იარაღი, ყველასათვის გამომსყიდველ ფასად მოჰქონდა და თავისი სიკვდილით საჭირო საქმე სრულად განახორციელა, ღმერთის უხრწნელმა შვილმა, ყველა მსგავსთან ერთად აღთქმული აღდგომით სიკვდილისაგან ყველა დაიხსნა. ამრიგად, თავად ხრწნადობა ადამიანებში სიკვდილის ძალას ვეღარა ფლობს, რადგან სიტყვაში, როგორც ერთიან სხეულში ყველა გაერთიანდა, ამიტომ, რომ არ მოსულიყო მეუფე და კაცობრიობის მხსნელი ძე ღვთისა არ განკაცებულიყო და სიკვდილისათვის ბოლო არ მოეღო, ადამიანთა მოდგმა დაიღუპებოდა.
(იქვე, 9)

ნეოპლატონიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც ხსნად ღვთის ხილვას მიიჩნევენ, წმინდა ათანასე განღმრთობაზე, ანუ უხრწნელებამდე მისვლაზე გვესაუბრება. განღმრთობა შესაძლებელი მხოლოდ ღმერთი - სიტყვის განკაცების შედეგად იყო შესაძლებელი, რომელმაც იმისათვის, რათა ჩვენში სულიწმიდა დამკვიდრებულიყო, "ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა":

ვის არ გააოცებს ეს ამბავი? ან ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ეს ღვთის მიერ გაკეთებული საქმეებია? რადგან ის, რაც სიტყვამ გააკეთა ხორცშესხმულ ღმერთს რომ არ შეესრულებინა, ადამიანის განღმრთობა შეუძლებელი იქნებოდა. და პირიქით, ის, რაც ხორცისათვის არის დამახასიათებელი, სიტყვის ქმედებაში რომ არ დაგვენახა, ადამიანის საბოლოოდ გამოხსნა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ მოკლე დროით განთავისუფლდებოდა და ისევე, როგორც უწინდელებში ცოდვა და ხრწნილება, ადამიანში მაინც კვლავ დარჩებოდა... უცოდველად და წმინდანად მრავალი დაიბადა: იერემია დედის საშოშივე წმინდა იყო (იერ. 1:5), ხოლო იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის მისალმების გაგონებაზე სიხარულით ჰკრთებოდა დედის საშოში (ლუკ. 1:44). "თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი" (რომ. 5:14). ამრიგად, ადამიანები მაინც მოკვდავები, ხრწნადები და ბუნებითად ტანჯულები იყვნენ. ახლა კი, მას შემდეგ, რაც სიტყვამ ხორცნი შეისხნა და განკაცდა, სიწმინდე უკვე ხორცსაც შეეხო და რადგან სიტყვამ ცოდვა გაანადგურა, ადამიანები ცოდვილები და თავიანთი სატანჯველების გამო მოკვდავები კი აღარ ხდებიან, არამედ სიტყვის ძალით აღმდგრები სამუდამოდ უხრწნელებად და უკვდავებად რჩებიან. ამიტომ უნდა ვიცოდეთ: როდესაც მარიამ ღვთისმშობლისგან პირმშო დაიბადა, დაბადებული ის არის, ვინც სხვისი ყოფნა უზრუნველყო, რადგან ჩვენ მიწასთან ერთიანნი მიწას კი არ დავუბრუნდებით და მიწად კი აღარ ვიქცევით, არამედ ზეციდან მოსულ სიტყვას ვერწყმებით და მისი მადლით ზეცად ავმაღლდებით. მას, როგორც ადამიანს შემთხვევით არ განუცდია და გადაუტანია მძიმე ტანჯვა და სხეულის სხვა სისუსტეები, რადგან ჩვენ უკვე როგორც ადამიანები კი არა, არამედ როგორც სიტყვის მეგობრები მარადიულობას ვეზიაროთ. ახლა უკვე ძველებურად ადამში კი არ ვკვდებით, არამედ ჩვენი ყოფა და სხეულებრივი სისუსტეები სიტყვაშია გადატანილი და ამიტომ ცოდვასთან დაკავშირებული იმ ფიცის ტყვეობიდან გამოხსნის გამო, რომლისგანაც ჩვენი გამოხსნისათვის სიტყვამ საკუთარ თავზე თავისი ნებით მიიღო ფიცი (დაწყევლა), მიწიდან ავღორძინდებით. და სწორედ აქ არის სამართალი. როგორც ჩვენ, მიწიდან წარმოქმნილები ადამში ვკვდებოდით, რადგან ჩვენი სხეული უკვე აღარ არის მიწიერი და სიტყვის ძალით თავად სიტყვასთან არის შერწყმული, წყლითა და სულით ზეციდან აღმდგრები, ჩვენთვის ხორცშესხმულ ქრისტეში ვიღებთ ცხოველმყოფელობას.
("სიტყვა არიანელების წინააღმდეგ" სიტყვა 3:33)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat