დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
4. ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია
წმინდა გადმოცემის ადრესატი ეკლესიაა. მოციქულები, რომლებიც ქრისტეს შუამდგომლობით ღვთივგამოცხადებულ ჭეშმარიტებას ეზიარნენ, ამ მადლს ცალკეულ ინდივიდუმში კი არა, ეკლესიაში ავრცელებდნენ. წმინდა მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი წერდა: "არ არის საჭირო ჭეშმარიტების სხვაგან ძიება, რადგან ის ეკლესიაში სუფევს. ჭეშმარიტება და ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას უკავშირდება, როგორც უძვირფასესი განძი, სწორედ ეკლესიაში ჩაიდო - ისე, რომ ყოველმა ადამიანმა ეკლესიაში შეძლოს და ამ უშრეტ სიცოცხლის წყაროს დაეწაფოს, რადგან სწორედ ეკლესიაა ცხოვრების კარიბჭე" ("წვალებათა წინააღმდეგ", წიგნი III, თავი 4).

4.1. ეკლესია - "წმინდა გადმოცემის საიმედო შესანახავი"
"ვრცელი კატეხიზისი" შეკითხვას, "არსებობს თუ არა წმინდა გადმოცემის საიმედო საცავი?", ამგვარად პასუხობს: "ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელშიც რწმენა ერთიანი და მიმღეობითი წმინდა გადმოცემისგან არის დამკვიდრებული, ღვთის მადლით, თავის თავში უკვე ეკლესიისა და წმინდა გადმოცემის საიმედო შესანახავია... "

ეკლესია არ არის გარკვეულ ადამიანთა საზოგადოება, ის ღმერთისა და კაცის ერთობლივი ორგანიზმია. ეკლესიის თავი იესო ქრისტეა და მასთან, როგორც საკუთარ საწყისთან გაერთიანებული მორწმუნეები, ერთიან სულიერ სხეულს ქმნის, ცალკ-ცალკე ყოველი მორწმუნე ამ სხეულის ნაწილებს წარმოადგენენ.

"თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (1 კორ. 12:27), - გვასწავლის მოციქული პავლე.

ამიტომ წმინდა გადმოცემის შემნახველი არა მხოლოდ იერარქი და სწავლული ღვთისმეტყველი, არამედ "ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნეა". "აღმოსავლეთის პატრიარქთა ცირკულარში" (1848 წ.) ვკითხულობთ:

"ჩვენთან ვერც პატრიარქები და ვერც კრებები ახალს ვერაფერს შემოიტანდნენ, რადგან სარწმუნოების სიწმინდის დამცველი არის თვით ეკლესიის სხეული, ანუ ხალხი, რომელიც ყოველთვის საკუთარი რწმენის, მამების რწმენის შესაბამისად შენახვის სურვილს ავლენს..."

რა თქმა უნდა, სწავლების სიწმინდის შენახვა ეკლესიის გარეთაც არის შესაძლებელი, მეტიც, შეიძლება შეეცადო, მთელი შენი ცხოვრება სწავლებას შეუსაბამო, მაგრამ ეკლესიის მიღმა არც მადლის მიღება და არც კურთხევაა შესაძლებელი, ამის გარეშე კი სწავლების სწორად გაგებაც და სულიერი ცხოვრების ნამდვილი გამოცდილების მიღება ადამიანისთვის შეუძლებელია, "რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს" (2 კორ. 3:6). ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ეკლესიას გააჩნია ის საშუალებები, ანუ საიდუმლოებები, რომლითაც მადლი გადაიცემა.

"ეკლესია არა მხოლოდ ადგილია, სადაც ღვთაებრივი სახარება და სამოციქულო რწმუნებულება ინახება; ეს არის ადგილი, სადაც თავად ქრისტე განაგრძნობს თავის გამომხსნელ მოქმედებას, ხოლო ნუგეშინისმცემელი, სული ჭეშმარიტებისა, "რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ", - ბრძანებს უფალი (იოან. 14:26).

ვ. ლოსკი წმინდა გადმოცემას "ჭეშმარიტების აღქმის ერთადერთ საშუალებას უწოდებს", რადგან გადმოცემაა სულიწმიდას ცხოვრება ეკლესიაში, ეს ცხოვრება ყოველ მორწმუნეს ჭეშმარიტების მისსავ ნათელში შესმენის, მიღების და შეცნობის საშუალებას ანიჭებს, ამგვარი შეცნობა ადამიანის მიერ ჩვეულებრივად, გონით შესმენას არ წარმოადგენს".

ამიტომ ბრძანებს პავლე მოციქული: "არს ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი" (1 ტიმ. 3:15).

4.2. ეკლესია - წმინდა წერილის ერთადერთი სწორად განმმარტებელი
ეკლესია, როგორც წმინდა გადმოცემის სანდო დამცველი, ბუნებრივია, წმინდა წერილის სწორად განმარტების ერთადერთი საიმედო შემნახველიც არის. "აღმოსავლეთის პატრიარქთა ცირკულარში" ნათქვამია: "წმინდა წერილი ღვთივშთაგონებული წიგნია; ამიტომ ჩვენ ის შეუსიტყვებლად უნდა მივიღოთ, და არა როგორღაც ჩვენებურად, არამედ ზუსტად იმგვარად, როგორც განგვიმარტა და გადმოგვცა კათოლიკე ეკლესიამ. "მსოფლიო ეკლესიას" არც შეცოდება, არც მოტყუება და არც ის შეუძლია, რომ თვითონ მოტყუვდეს, ის, ღვთაებრივი წერილის მსგავსად, უცდომელი და მარად მართალია".

სულიწმიდა "ყოველთვის საიმედოდ მოღვაწე მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების საშუალებით მოქმედებს, ამიტომ ეკლესია დაცულია ყოველგვარი ცდომილებისაგან".

"რადგან მიზეზი ერთისა და მეორისა სულიწმიდაა, ჩვენ გვწამს, რომ კათოლიკე ეკლესიას ღვთაებრივ წერილზე ნაკლები ძალა არ გააჩნია, ამიტომ სულერთია, წერილი იქნება შენი განსწავლის წყარო თუ მსოფლიო ეკლესია... "

ეკლესიას თავისი სწავლება თავისთავად გააჩნია და ის უშუალოდ წმინდა წერილიდან არ მომდინარეობს, ამიტომ ჭეშმარიტებას ეკლესიური კაცი ეკლესიაში ეზიარება. ეკლესია თავად არის წყარო. თუ რაიმე დოგმატის განხილვის პროცესში ეკლესია ბიბლიის ამა თუ იმ ფრაგმენტს იყენებს, ეს არა დოგმატის დასადგენად, არამედ დოგმატის განმარტებისათვის, მისი ნამდვილობისა და შეურევნელობის მტკიცებულებად ხდება.

ბიბლია - საეკლესიო წიგნია, ის ეკლესიის მიერაა შექმნილი და მისი არსებობა მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი.

"წმინდა წერილში შემავალი წიგნები, ერთ-ერთ იმ საშუალებას წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც ეკლესიაში მორწმუნეებზე ღვთაებრივობით მადლმოსილი ძალა გადმოედინება. ღვთის მადლი მხოლოდ ეკლესიურ სხეულს ასაზრდოებს, ამიტომ მხოლოდ ეკლესიურ სივრცეში შეიძლება ხორციელდებოდეს წმინდა წერილის აზრი და დანიშნულება", - წერდა ეპისკოპოსი ილარიონი (ტროიცკი). ეკლესიის მიღმა დარჩენილი ბიბლია უბრალოდ ისტორიული დოკუმენტების კრებულის სახეს იღებს. რაც შეეხება ბიბლიის წიგნების წმინდა სტატუსს, ის მხოლოდ ეკლესიურ სივრცეში დაცულ წმინდა გადმოცემასთან ერთად მოქმედებს.

"რომ არ მაგულიანებდეს კათოლიკე ეკლესიის ავტორიტეტი - მე სახარებას ვერ შევიგონებდი, - წერდა ნეტარი ავგუსტინე" (ციტატა ა. ვედერნიკოვის მიხედვით).

5. რას ნიშნავს გადმოცემის შესწავლა?
შეუძლებელია წმინდა გადმოცემა გარედან შეისწავლო. წმინდა გადმოცემა შინაგანად, უშუალოდ გადმოცემისას შეიმეცნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადმოცემის შესწავლას "საეკლესიო კულტურის ძეგლების" შესწავლის პროცესი ჩაენაცვლება, ანუ შესწავლის საგნად "გადმოცემა კი არა, ის გადაიქცევა რაც, ასე თუ ისე, გადმოცემაში ცხოვრების დროს მრევლის მიერ იქმნებოდა".

სხვაგვარად: გამოვა ისე, რომ ჩვენ შევისწავლით "არა თავად მდინარეს, არამედ იმ, თუნდაც ოქროს ქვიშებს, რომელსაც მდინარის წყალი თავის კალაპოტში ტოვებს".

წმინდა გადმოცემა მხოლოდ მასში მიმდინარე სულიერი ცხოვრების პროცესში შეისწავლება. იმისათვის, რათა გადმოცემა შეისწავლო, აუცილებელია მოქმედი გადმოცემის მსვლელობაში, ანუ ეკლესიაში მკვიდრობდე.

"მთელი თავისი სისრულით გადმოცემის მტვირთველს, კათოლიკე ეკლესია წარმოადგენს. იმისათვის, რათა ჩაწვდე და გაითავისო გადმოცემა ან უნდა იყო ეკლესიაში, ან მთლიანად უნდა უნდა ცხოვრობდე ეკლესიურად", - წერდა დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი.

ქრისტიანის ცხოვრების მიზანი გადმოცემის შეთვისებაა, ეს კი ნიშნავს, იყო გადმოცემის ცოცხალი მატარებელი და წარმოადგენდე ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტების უწყვეტი ჯაჭვის ცოცხალ რგოლს.

შემდეგ: რწმენის სიმბოლოს, ანუ მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat