"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
შეურყევლის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები
გაგრძელება

"შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი" - ასეთია უფალი იესო ქრისტეს ქადაგების დასაწყისი (მათ. 4:17). ცხოვრების ძალა სინანულში ძლიერდება და პიროვნებაში ადამის დაცემულობის შედეგად დაკარგული ღირსების განახლება ხდება, ხოლო ჩვენი სინანულის გლოვაში ცოდვით ჩაკლული იმ უნარების აღდგენა მიმდინარეობს, რომლითაც წმინდა სამებისგან გამომავალ უქმნელ ნათელს უნდა შევეგებოთ. მაგრამ აი, რა მიჩვენა ჩემმა გამოცდილებამ: ჩემი შინაგანი მძორის და უსულობის გამო გოდებამ, ღმერთში ჩემ ურყევობას არაფერი შესძინა: ცოდვა ამა თუ იმ ფორმით მაინც მამარცხებდა და საცდურით ძლეულ ჩემ სულს მძიმე ნაღვლად აწვებოდა. გარდა ამისა, ძალიან ხშირად არ მესმოდა ჩემს რწმენასა და მოქმედებაში რამდენად მართალი ვიყავი ან რამდენად შორს იყო ჩემგან ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება. ეს მძიმე შეგრძნებები ადამიანებთან კონფლიქტების შემთხვევებში მიმწვავდებოდა. ჩვენ მუდმივად თან გვდევს ჩვენივე არასრულყოფილების შეგრძნება და ამ გრძნობის გამო ღმერთს ასე მივმართავთ: შენი "მონანი ვართ უხმარნი" (ლუკ. 17:10). რა თქმა უნდა, იმისათვის, რათა ჩემი გონი ყოველთვის ჯოჯოხეთში მეპყრას, როგორც ბერი, ყველაფრის გამო თვითგვემისათვის მე მზად ვარ, მაგრამ ამას უდიდესი მოთმინება ესაჭიროება. თუმცაღა, მხოლოდ ამ გზით ვახერხებთ გულის და გონის შემაწუხებელი მერყეობისაგან გათავისუფლებას. სრული ურყეობა კი ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის მიერ ჩვენთვის ბოძებული დამაგვირგვინებელი საჩუქარი იქნება.

გონივრულ მიწიერ და ზეციურ ცოდნას მხოლოდ ქრისტე გვაძლევს. აი, ის ბრძანებს: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა", ბერძნულად "კოსმოს" (იოან. 16:33). მან, ყოვლის გამრიგემ, როგორც ღმერთმა კი არა როგორც კაცმა სძლია სოფელს. ამასთან, კოსმოსის მძლეველი "კაცი ქრისტე იესო" ზეკოსმიური გახდა და ჩვენც იქით გვიხმობს (1 ტიმ. 2:5). ამ გამარჯვების გზა სახარების ნეტარებებია და ამ სწავლებით ჩვენც - ადამიანებსაც შეგვიძლია ვძლიოთ სოფელს, გავხდეთ ზეკოსმიურები, ანუ ღმერთები. მაგრამ ეს მხოლოდ ღვთის ძალით, მხოლოდ უფალშია შესაძლებელი. მთელ სამყაროში ქრისტეს გარდა არავინაა, ვინც ჩვენთვის ყოფიერებისა და უსასრულობის საიდუმლოს ერთიანად წარმოდგენას შეძლებდა. არავინაა შემძლებელი მამის ერთარსი მხოლოდშობილი ძის გარდა, ცაც, დედამიწაც და ქვესკნელიც ერთიანობად წარმოაჩინოს. თუ ჩვენ მას მივსდევთ, მის სწავლებაში ღირსნი ვხდებით იმ წუთებისა, როცა ლოცვებში გაბრწყინებულებს მიწაც გვიპყრია, ქვესკნელიც, ზეცაც, მარადისობასაც ვეამბორებით. დაწერილია: "იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13:8).

სანუკვარი ზეციური ნათლით ტკბობის შემდეგ, ისე ხდება, რომ სიმძიმის შეგრძნება გვეუფლება: სულიწმიდა გვტოვებს და ჩვენი სულიერი საცხოვრისი ცარიელდება. აქამდე გვეგონა, რომ მივაკვლიეთ საძიებელს და ვფიქრობდით, რომ უკვე იდუმალებით მოცულ ღვთაებრივ სივრცეს ვჭვრეტთ... ჰოი, საკვირველებავ! ჩვენ კვლავ განძარცვულნი და უპოვარნი ვართ. თურმე ნეტარნი მაშინ ვყოფილვართ, როდესაც არცოდნის სიბნელიდან საუცხოო ნათელში გადავდიოდით; მაგრამ, როდესაც ამ მშვენიერებიდან ჩვენსავ ჩვეულ სიბნელეს ვუბრუნდებით, როდესაც კვლავ ამ ბნელში ვართ და ჩვენი ტანჯვა ისევ გაბევრდა, ახლა, ამ მდგომარეობაში, იმისათვის რათა უფლის გზამ ჩვენი გონება კვლავ გაანათოს, კიდევ მრავალმა ქარმა უნდა გადაგვიაროს. ჩვენ მიმართ თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო უფალი თავის ღვთაებრივ სრულყოფილებას გვიზიარებს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ბუნებრივი მიწიერი სინამდვილით ასეთ სისრულეში შესვლაზე ოცნებაც კი არ შეგვიძლია. თითქოს მუდმივად გახლეჩილ მდგომარეობაში ვიმყოფებით: მაგრამ კვლავაც და კვლავაც მთელი ძალით მარადისობისაკენ მივილტვით, თუმცა ჩვენი სხეულის უუნარობა მუდმივად გვარწმუნებს, რომ არ შეგვიძლია ვითვისებდეთ და ვიტვირთავდეთ ღვთის მიერ ბოძებული მარადიულობის სისრულეს. ისღა გვამშვიდებს, რომ რაღაც მომენტში, ღვთაებრივი ნათელი ჩვენს სულს უკიდეგანობაში გაახედებს და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ კვლავ გაგვშორდება, სადღაც მაინც, ისე "როგორც მქრქალ სარკეში", მყისიერი, მაგრამ თავისი არსით მარადიული მოვლენა, ჩვენი იპოსტასური მყოფობის სიღრმეში, მაინც ჩაიბეჭდება. უფალი აღსდგა, მისი სხეული განსულიერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ჩვენ ჩვენს ფერისცვალებას არ გამოვივლით, ქრისტეს გზაზე მერყეობა არ მოგვშორდება.

ჩემი ასაკის ადამიანისათვის, წერაზე უფრო შესაფერისი, სიკვდილისათვის მზადება იქნებოდა. ანდა ვინ ვარ მე, იმისათვის რომ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ როგორ განვლო ჩემმა სულმა თავისი ყოფა? უნდა ითქვას, რომ წარსულში ამგვარი იდეა არასოდეს აღძრულა ჩემში. უფრო მეტიც: ჩემი შინაგანი პროცესების სააშკარაოზე გამოტანა არასოდეს მომსვლია აზრად: მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემი დაცემის შედეგი, რომელიც თავისი ინფერნალური (ჯოჯოხეთური) ბუნებით წარმომიდგა და ჩემი შინაგანი კონფლიქტის საგნად გადაიქცა, შეიძლებოდა სხვებისათვის ძალიან პრიმიტიული და სულელურიც ყოფილიყო, მაგრამ მე რაღაც ინტუიტურად ვგრძნობდი, რომ ჩემი შემთხვევა ბანალური ფსიქიატრიის საგანს ნამდვილად არ წარმოადგენდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მიუტევებელი პროფანაცია იქნებოდა, პროფესიონალი ექიმებისათვის მიმემართა.

ჩემი ცხოვრების დღეები ძირითადად ფართე კონტაქტების გარეშე მიედინებოდა. შესაბამისად, დასკვნებსაც სწრაფად და ადვილად ვერ ვაკეთებდი. ახლა უკვე სერიოზული შეცდომების დაშვების აღარ მეშინია. ვფიქრობს, რომ ჩვენს სინამდვილეში მილიონობით არიან სხვადასხვა პლასტებისა და ეროვნებების ადამიანები, რომლებიც, ასე თუ ისე, შინაგან წინააღმდეგობათა ისეთივე წრებრუნვაში მოქცეულან, როგორშიც მე.

მიმაჩნია, რომ ჩემ კონკრეტულ შემთხვევასთან შეხვედრა ზოგიერთი მათგანისათვის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს.

ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში სულიერი განვითარების პროცესი სპეციფიკური, მხოლოდ მოცემული პიროვნებისათვის დამახასიათებელი რიტმისა და თანმიმდევრობის მატარებელია. მაგრამ ყველაფრის საფუძველი მაინც ისევ სულია: "ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. სხვადასხვაა მოქმედებაც, მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში. ხოლო თითოეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით; ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ განმარტება სხვადასხვა ენის. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თითოეულს, რაც თვითონ ნებავს" (1 კორ. 12:4-11), ამიტომ, გვმოძღვრავს ამ საბოლოო მიზნიდან გამომდინარე, ქრისტეს მცნებებში ასახული დასკვნა: "იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა" (მათ. 5:48). აქედან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთი პიროვნების გზები, თუნდაც სხვა ეპოქასა, თუ სხვა შინაგან და გარეგან გარემოებებში, მაგრამ იმავე რწმენაში, შეიძლება მეორეს თანხვედრი იყოს. სრულქმნილების მცნება ყველა დროის, ადგილმდებარეობის, კულტურის, ეროვნულობისა და ნებისმიერი პირობითობის მიუხედავად ყოველი ადამიანისთვისაა ნათქვამი. სხვაგვარად, რომ ვთქვათ: ღვთის მცნებისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურობა.

ქრისტიანის სულიერი ცხოვრება დინამიკური ხასიათისაა. ის არასოდესაა სტატიკური: თავისი მანიფესტაციებით, ანუ მრავალმხრივი გამოვლინებებით აღურიცხავად უხვია. ერთი მხრივ ეს მისი სიმდიდრეა, ხოლო მეორე მხრივ, ის არის მაჩვენებელი ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუღწეველი სრულყოფილებისა: თავად ღმერთის - წმინდა სამების ცხოვრებაში, დინამიკური და სტატიკური მომენტები მიუწვდომელ ერთიანობაში ერთმანეთს ერწყმიან. სწორედ ამ "ერთობაშია" აღთქმული ურყეობა, რომელიც ეძლევა ყველა ჭეშმარიტ აღმსარებელს.

ჩვენი სამყაროს ყოფიერება იმ მომენტს უახლოვდება, როდესაც ყოველი ჩვენგანი "ერთ წამში, თვალის დახამხამებაში... შევიცვლებით" (1 კორ. 15:52); "როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები" (2 პეტ. 3:12), როდესაც "ერთხელ კიდევ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით" (ებრ. 12:26-28; გამოცხ. 21:1). ადამიანს მარადიულ ღვთაებრივობად უკიდურესად დინამიკური უძვრელობა მიეცემა. სწორედ ეს არის ჭეშმარიტად "მარადიული სიმშვიდე".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat