კარიბჭე - #9 (20)
კარიბჭე #9 (20)
ჟურნალის სტატიები:
აღდგომიდან მე-7 კვირა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღეა

შვიდი წლის იყო სპარსთა მეფის ქასრე ანუშარვან სასანიანის ძე მიჰრანი, როდესაც ქართლში, მცხეთას ჩამოიყვანა მამამ და ცოლად შერთო ასფაგურ ქართლის მეფის ასული აბეშურა.
IV საუკუნის ქრისტიანი ფილოსოფოსი, ჰიპონიის ეპისკოპოსი ნეტარი ავგუსტინე უღრმავდებოდა და ესწრაფოდა დროის ჭეშმარიტი არსის გაგებას. მას სურდა, პასუხი გაეცა კითხვებზე: "რა არის დრო?", "როგორ იზომება დრო?" და ა.შ.
დღეს ღირსი მამა დავით გარეჯელის გარდაცვალებისა და ხსენების დღეა.
ასურეთიდან საქართველოსკენ წარმოემართა ცამეტი ღირსი მამა. მათ, ვით ცეცხლის სვეტი, წინა უძღოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევა და, უფლისმიერი ღრუბლის მსგავსად, ნამს ამცვრევდა და აგრილებდა.

უფლის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ღვთის სადიდებლად განლევს, ღვთის სჯულს გამოიძიებს, ჩაიძირება წმიდა მამათა ცხოვრებასა და სწავლათა უკიდეგანო ზღვაში და ნეტარებს. მართლაცდა, განა არის რამე მასზე აღმატებული და ტკბილი?!
ამაღლება დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე მეორედ აღნიშნავს XVI-XVII საუკუნეებში სპარსეთში სარწმუნოებისთვის მოწყვეტილ ქართველთა ხსენებას. იმავე დღეს ფერეიდანში, ამაღლების მთაზე, იმ ადგილას, სადაც წმიდა გიორგიმ სასწაულებრივად იხსნა ქართველნი, მივლენ ფერეიდნელი გურჯები, აანთებენ სანთლებს და უფალს შეავედრებენ დიდ საქართველოს.
აღდგომიდან მე-40 დღეს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.  
"ამ დიდ დღესასწაულზე ყოველმა ადამიანმა სულიერ ამაღლებაზე, ფერისცვალებასა და განწმენდაზე უნდა იფიქროს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და ზოგადად, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებს ქუჩაში მსვლელობებს.

ერის ეთნოსოციალური მეხსიერება ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობის შენარჩუნების საწინდარი და მისი შემადგენელი ნაწილია. ეთნოსოციალური მეხსიერების გამოვლენის აუცილებლობა მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ თვით ეს ფენომენია საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის შესახებ გვესაუბრება ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი (ჯგუშია):

- ისტორიულად ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წინამორბედი ცაიშის საეპისკოპოსო იყო.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხას - და მათ მიმდებარე ტერიტორიას.
1921 წლის ყარსის ხელშეკრულება და დაკარგული ქართული მიწები
XX საუკუნე დიდი ქარტეხილების თანხლებით შემოიჭრა საქართველოს სამანებში. ჩრდილოელი მეზობლის "მფარველობის" ქვეშ ქედწახრილი ქართველობა ყველა სხვა "სიკეთესთან" ერთად არც ერთმანეთს ინდობდა, შედეგად კი საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ (ვაითუ სამუდამოდ?!) ხელიდან ეცლებოდა წინაპართა თავგანწირვის წყალობით გადარჩენილი მიწა-წყალი...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნავს: "შემთხვევითი არ არის, რომ დავით აღმაშენებელმა უმაღლესი სასწავლებელი გელათის მონასტერთან დააარსა. ასკეტიზმი და მეცნიერება ორივე რჩეულთა ხვედრია და მათი შერწყმა ხდება იდეალურ პიროვნებაში".
იგი ძალზე უბრალო, უშუალო, მართალი და მეტად მდიდარი სულის პატრონია. მისი სახელის გაგონებაზე ადამიანებს სახე უნათდებათ, ყველას უყვარს, მასზე აუგი არავის დასცდენია. ეს პიროვნება გახლავთ ბატონი ერლომ ახვლედიანი, კინოხელოვანი, საუკეთესო მოთხრობების ავტორი, ერთი სიტყვით, უსაზღვროდ განათლებული შემოქმედი და, რაც მთავარია, ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი.
(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
ფერისცვალება ქრისტესი და ჩვენი
იესო ქრისტემ, როცა თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოწაფეებს თავისი ღვთაებრივი დიდება განუცხადა, თითქოსდა ის ფარდა ასწია, რომელიც მის ნათელ ხატებას ფარავდა. უკანასკნელ სამსჯავროზე ჩვენც აგვეხდება ფარდა.
სქიმარქიმანდრიტი სებასტიანე ცნობილი იყო კურნების, მჭვრეტელობისა და ლოცვით შეწევნის მადლით. მას განსაკუთრებით უყვარდა ლოცვა მიცვალებულთა სულის საოხად, ამიტომ ყოველდღე იხდიდა პანაშვიდს.

ერთხელაც, ჩვეულებისამებრ, მიცვალებულთათვის ლოცვას აღავლენდა:
ვიდრე პავლე და ბარნაბა მოციქულები ქრისტიანობას იქადაგებდნენ, კვიპროსზე თავს აფარებდნენ იუდეველთაგან დევნილი ქრისტიანები. დაახლოებით 45 წელს წმიდა მოციქულებმა სახარების ქადაგებით მოიარეს მთელი კვიპროსი. მათ, სხვათა შორის, გააქრისტიანეს რომის პროკონსული სერგი-პავლე (საქ. 13,4-12).
წმიდა მამები ადამიანს სამყაროს გვირგვინს, მის შექმნას კი სასწაულს უწოდებენ. მართლაც საოცარია ადამიანის სხეული, მით უფრო საოცარია ის, რაც ადამიანს ყველა დანარჩენისგან განასხვავებს - თვით ღმერთის მიერ შთაბერილი სული.
ღმერთის სიკეთე და სიყვარული უსასრულოა
გამარჯობა, ჩემო ძვირფასებო!
2004 წლის 7 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილმა ბ-ნ გურამ კაციტაძის მონათხრობმა გადამაწყვეტინა, მომეწერა იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ჩემმა 10 წლის შვილმა, დავითმა, იხილა.
დიღმის ბავშვთა II საავადმყოფოში შესვლისას სევდა გეუფლება, რადგან საავადმყოფო (მით უფრო, თუ ეს ბავშვს უკავშირდება) კიდევ ერთხელ, მკაცრად შეგვახსენებს წუთისოფლის ამაოებას და დაუნდობლობას.
(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
ნურც მიეპირფერები სხვას და ნურც იმას დაუშვებ, რომ სხვამ დაიმციროს თავი შენს წინაშე და გემლიქვნელოს. პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, მეორე კი - პატივმოყვარისა და ამპარტავნისა.
დედაქალაქიდან მოშორებით, ვაზისუბნის დასახლების ახლოს, მახათას მთაზე, ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერია დაფუძნებული, რომელიც 2002 წლის 5 მაისს, აღდგომის დღესასწაულზე, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა.
***
"ვინ იქნება, მუდამ ძილი რომ სურდეს? საყოველთაო და საღი განსჯით, ღვიძილი უმჯობესია. მაგრამ კაცი მაინც ძნელად ელევა ძილს: ასოებდამძიმებულისთვის ძილი საამო როდია; თუმცა დიდი ხანია ადგომის დროა, მაგრამ მაინც განაგრძობს თვლემას.
სულის წამხდენ ვნებათა შორის ერთ-ერთი სიზარმაცეა, ამიტომაც უფრთხოდნენ წმიდა მამები ოდითგანვე უდებების ცოდვას და ზარმაცთა და მცონარეთა მიმართ სიმკაცრეს იჩენდნენ. ასე იყო VIII საუკუნეში, როცა გრიგოლ ხანძთელი "არავის უდებთაგანს შეიწყნარებდა".
* ერთხელ მამა ამო და მამა ბიტიმი მამა აქილასთან მივიდნენ. კართან მდგართ შიგნიდან მოესმათ ხმა. მამა აქილა ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: "ნუ გეშინინ, იაკობ, შთასვლად ეგვიპტედ". კარზე დააკაკუნეს. მამა აქილამ კარი გააღო, ბერებს ვინაობა ჰკითხა. უპასუხეს, ნიტრიის მთიდან გახლავართო. მამა აქილამ ისინი მიიღო.
ხილული და უხილავი სამყარო, ყველაფერი, რასაც ადამიანური გონება წვდება თუ ვერ წვდება - შექმნა ღმერთმა. იყო დრო, როცა დრო არ იყო და პირიქით, დადგება დრო, როცა დრო აღარ იქნება. ეს ფაქტია და გარდაუვალი რეალობა, რადგან დროც ღვთის ისეთივე ქმნილებაა, როგორიც ნებისმიერი ვარსკვლავი, ანგელოზი თუ ადამიანი.
თავბრუდამხვევი სისწრაფით მიქრის დრო. უკან მიიხედავ და უამრავი დაგრჩენია საკეთებელი. თუ ფხიზლად არ იქნები, თუ მოდუნდები, ცხოვრება თვალსა და ხელს შუა გაგეპარება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler