ხორცი მიწაა და მიწას უბრუნდება, სული კი უფლისაა და მასთან მიდის
ხორცი მიწაა და მიწას უბრუნდება, სული კი უფლისაა და მასთან მიდის
წმიდა მამები ადამიანს სამყაროს გვირგვინს, მის შექმნას კი სასწაულს უწოდებენ. მართლაც საოცარია ადამიანის სხეული, მით უფრო საოცარია ის, რაც ადამიანს ყველა დანარჩენისგან განასხვავებს - თვით ღმერთის მიერ შთაბერილი სული.

ადამიანზე, მის ხორცსა და სულზე, ვნებებსა და სათნოებებზე გვესაუბრება წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელი კონსტანტინე (გიორგაძე):

- რას წარმოადგენს ხორციელი სხეული, როგორ შეიქმნა ის?

- ხორცი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა თიხისგან და მიანიჭა უკვდავი სული. პირველი ადამიანი ისეთივე ფორმის იყო, როგორიც დღეს ვართ, თუმცა სამოთხეში ცხოვრობდა და დღევანდელისაგან ძლიერ განსხვავდებოდა - მას არ ჰქონდა ვნება, ცოდვა, არ ჰქონდა არც შიმშილის, სიცივის ან სხვა რაიმე ამდაგვარის შეგრძნება. ის უფალმა თავის ბაღში მეუფედ დაადგინა. ხორცი, ფაქტობრვად, სულის ჭურჭელი, სულის პიროვნების გამოხატულებაა.

- ე.ი. ადამიანს დაცემამდე არ ჰქონდა არანაირი ვნება და, შესაბამისად, სურვილი, რაიმე ხორციელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა?

- დიახ, მისი სხეული ყველანაირი ვნების და ცოდვის გარეშე იყო. ამასთან დაკავშირებით შეიძლება შევეხოთ გამრავლების პროცესსაც. მოგეხსენებათ, რომ უფალმა ადამი შვილიერებაზე სამოთხეშივე აკურთხა. ვარაუდობენ, რომ გამრავლების პროცესი ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც დღეს არის, ოღონდ ვნების გარეშე.

- ხორციელ სხეულს რა ადგილს უნდა ვუთმობდეთ?

- ხორციცა და სულიც უფლისმიერია და ორივეს უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა სული უპირატესია. შესაბამისად, ხორცს სულზე ნაკლებ ადგილსაც უნდა ვუთმობდეთ. მათ შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ხორცს სიკვდილი ახასიათებს, სული კი უკვდავად არის შექმნილი; ხორცი მიწაა და მიწას უბრუნდება, სული კი უფლისაა და მასთან მიდის.

- სხეულის არსებობისთვის აუცილებელია საკვები. ჭამას რა ადგილი უნდა ეჭიროს ჩვენს ცხოვრებაში?

- საერთოდ, წმიდა მამები ჭამდნენ იმდენს, რამდენიც სჭირდებოდათ არსებობისთვის. ბევრი ჭამა გემოთმოყვარეობის და ნაყროვანების საფუძველია, ეს უკანასკნელი კი დედაა ყველა სხვა ცოდვისა, ადუნებს სხეულს და ხორციც მრავალ ვნებას ემონება.

სხეული სულის სამყოფელი, უფლის ტაძარია. ამიტომ მაქსიმალურად მოვლილი "დასუფთავებული" უნდა გვქონდეს და არა მრავალი ვნებით სავსე.

- რადგან მრავალი ცოდვის მიზეზი ხორცის დაცემულობაა, ის ფაქტობრივად ზედმეტი, უსარგებლო გამოდის...

- ეს აბსურდია. ხორცის სრული უგულებელყოფა არ შეიძლება, ცოდვაც კია, - მართლმადიდებლობა ამას არ ქადაგებს, - პირიქით, იგი უფლის ტაძარია და არ შეიძლება მხოლოდ ცუდი მიზნისთვის იყოს შექმნილი და ჩვენთვისაც მარტო ზიანი მოჰქონდეს. ასკეტი წმიდა მამები ხორცში ვნებებს ებრძოდნენ და არა ხორცს. სხეულში იმდენად არის დამკვიდრებული ცოდვა, რომ თუ არ მოვაუძლურებთ, მკაცრად არ მოვექცევით, ვნებებს ვერ დავამარცხებთ.

- ტანსაცმელს რა მნიშვნელობა აქვს?

- ტანსაცმელი შეიქმნა ადამისა და ევას დაცემის შემდეგ. მანამდე ისინი ვერ გრძნობდნენ ერთმანეთის სიშიშვლეს. რა თქმა უნდა, თვალით ხედავდნენ, თუმცა ეს მათში არანაირ გულისთქმას არ იწვევდა, რადგან, როგორც აღვნიშნე, ვნება არ ჰქონდათ. დაეცა თუ არა ადამიანი, იმწუთშივე შემოვიდა ვნებაც. წმიდა მამები ამბობენ, შემოსვისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მიზეზი ტანსაცმლის შექმნისაო. ეს მოქმედება დაცემას, სასუფევლიდან განდევნას უნდა გვახსენებდეს. ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ სამოსზე მიჯაჭვულები არ ვიყოთ და მთავარი დავივიწყოთ. დღეს კი ადამიანები თანდათან შიშვლდებიან. სხვათა შორის, როცა ვინმესთვის მითქვამს ასე, თითქმის დედიშობილა სიარული სწორი არ არის-მეთქი, უპასუხია, - მამაო, ადამი და ევაც ხომ შიშვლები იყვნენო. მაგრამ ისინი ხომ მადლის მიერ იყვნენ დაცულნი, მათთვის ასეთი გარეგნობა სულაც არ იყო ცოდვაში ჩამგდები, თანამედროვე ადამიანები კი ვნების გამო შიშვლდებიან, რათა რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიიქციონ და ბევრი აცდუნონ.

- მოკაზმულობას როგორ უყურებს ეკლესია?

- ეკლესია ქალებს ზომიერი მოკაზმულობის ნებას რთავს. საერთოდ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. არც ის არის სწორი, ჩაცმის და სამკაულის მეტი არაფერი გვახსოვდეს და არც ის, რომ რადგან ხორცი ვნებებს იწვევს, დავასახიჩროთ ან სუფთა ტანსაცმელზე, დაბანაზე უარი ვთქვათ. ზოგი "ეკლესიური" მართლაც არ უვლის თავს და მაგალითად წმიდა მამები მოჰყავს, რომლებიც არ იბანდნენ და კეთილსურნელება ასდიოდათ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ წმინდანები ხორცს თავიანთი სულიერი სილამაზით ასპეტაკებდნენ. ეს ადამიანები ცოდვის სიბინძურეში არიან ჩაფლულნი და თან სურთ, კეთილსურნელებას გამოსცემდნენ. ეს ხომ აბსურდია. ისევ ვიმეორებ, რომ სხეული უფლის ტაძარია და მისი უსუფთაოდ ყოფნა ცოდვაა. ადამიანი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ელემენტარული ნორმები. დასაშვებია, მოიკაზმოს იმ განწყობით, რომ ღვთის სახლს პატივი სცეს.

- სვირინგის (ტატუირების) შესახებ რას იტყვით?

- ამ საქციელს ეკლესია არაფრით არ ამართლებს, ჯერ მარტო ჯანმრთელობისთვისაა საზიანო. კანი შემწოვ ფუნქციას ასრულებს. როცა ეს ქიმიური ნივთიერებები კანის მეშვეობით სისხლში გადავა, შეიძლება ბევრი ავადმყოფობის მიზეზი გახდეს და ხორციც და სულიც დააზიანოს. ტატუირების სურვილი მხოლოდ ვნებიდან გამომდინარეობს, მით უმეტეს, როცა სვირინგს სხვადასხვა ინტიმურ ადგილზე იკეთებენ.

- ქრისტიანის გარეგნობა როგორი უნდა იყოს?

- უფალი ამბობს, როცა იმარხულებთ სხვებს არ დაანახოთო. ჩვენი ღვაწლი მართლაც არ უნდა გამოვაჩინოთ, მაგრამ ისე უნდა გამოვიყურებოდეთ, რომ გარეგნობაში ჩვენი რწმენა ჩანდეს. ბევრი შეიძლება მოიხიბლოს მორწმუნის გარეგნობით, მისი სინაზით, სიმშვიდით და მოექცეს კიდეც.

უნდა გვახსოვდეს, რისთვის ვართ ამ ქვეყანაზე მოვლინებულნი. ჩვენ აქ ვალს ვიხდით, ვიხდით ცოდვების გამო. ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის მუდმივი მოქალაქეები, ჩვენ ზეციური იერუსალიმის მოქალაქეები უნდა ვიყოთ. ამიტომ ისე უნდა ვიმოსებოდეთ და ვცხოვრობდეთ, რომ უფალს სათნო ვეყოთ. ყველა ქმედება სულის ცხოვნებისაკენ უნდა იყოს მიმართული.

რა თქმა უნდა, ყველა მონაზონი, დაყუდებული, სალოსი ვერ იქნება, მაგრამ ცხონება ერშიც შესაძლებელია. წმიდა მაკარი დიდს ერთხელ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, - სულიერებით ქალაქში მცხოვრები ორი ქალი გჯობსო. ეს ქალები მეუღლეების მორჩილნი იყვნენ, მათ სიყვარულით ემსახურებოდნენ და ამავე დროს უფალს ყველაფრისთვის მადლობდნენ. ამით დიდი სიწმინდე მოიპოვეს. ასე რომ, როგორც მონასტერში ყველა არ ცხონდება, ისე ერში ყველა არ წარწყმდება. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ოქროს შუალედის დაცვა, ვიპოვოთ, თუ სად არის ჩვენი ადგილი და იქ ვემსახუროთ უფალს.

- უფლის გარეგნულ თაყვანისცემაზე რას იტყვით?

- ეს აუცილებელი და ძალიან კარგია. წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა ეკლესიური ცხოვრების დასაწყისშივე შეძლოს დიდი სულიერების მოპოვება. თავიდან ყოველი მისი ქმედება გარეგნულია, თუმცა ასე თუ არ მოხდა, თუ ელემენტარულით არ დაიწყო, უფრო დიდს ვერც მიაღწევს. რაც დრო გადის, ადამიანი უფრო და უფრო ვალდებული ხდება, გარეგნულთან ერთად შინაგანზეც იზრუნოს, თანდათან გარეგნული მხოლოდ ჩვენი შინაგანის გამოხატულება უნდა გახდეს. უფალი ჩვენგან ფიზკულტურას არ ითხოვს, არ ელის. ვიღაც სპორტსმენმა შეიძლება 500 მეტანია გააკეთოს (არადა არც კი უწყოდეს, რას შვრება) და სხვამ - ხუთი, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო სათნო ეყოს ღმერთს. გავიხსენოთ სახარებისეული ამბავი ქვრივი ქალის მიერ გაღებულ შესაწირავზე. თუ ადამიანი გულით ლოცულობს, ისედაც შეასრულებს ყველა ამ ქმედებას - გული მოსთხოვს. როცა მარხულობ, საკვებს ზღუდავ, თავი განკითხვით, ჭორაობით და სხვა მრავალი ცოდვითაც უნდა შეიზღუდო. როცა მღვიძარებაში ხარ, შინაგანი სამყაროც ფხიზლად უნდა გქონდეს, ვნებებს უნდა ერიდებოდე, რომ უეცრად მოსულმა უფალმა მძინარე არ გნახოს და სასუფევლის გარეთ არ დარჩე. როცა მეტანიას აღასრულებ, თავი უფალს შინაგანადაც უნდა მოუდრიკო, ის სიმდაბლე და სინანული უნდა გქონდეს, რომელიც უფლის კალთის წინ დაგაჩოქებს, ქედს მოგახრევინებს და წყალობას გათხოვნინებს. "მეტანია" ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. "მეტა" - ცვლილებაა, "ნია" - გონება, ე.ი. სინანული, მეტანია გონების ცვლილება უნდა იყოს. მართლაც, ღვთის სახლში მისული კაცი გონებით, აზროვნებით უნდა გამოიცვალოს და ღვთის რჩეულ ჭურჭლად იქცეს. თუ ასე არ იქნა, მთელი ჩვენი ცხოვრება უსახური, ფუჭი იქნება.

- როგორ დავიმორჩილოთ ხორცი?

- ხორცის დამორჩილება ნიშნავს ყველა იმ მცნების აღსრულებას, რაც უფალმა დაგვიდგინა. ეს ძალიან რთული და გრძელი პროცესია. მთავარია, ბრძოლის სურვილი არ დავკარგოთ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ სიწმინდის მადლის შენარჩუნებას, იმ სიწმინდისა, რომელიც უფლის სისხლის და ხორცის მუდმივად ზიარებით მოგვენიჭება.

- აღდგომის შემდეგ ადამიანს როგორი სხეული ექნება?

- ისეთივე, როგორიც ედემში ყოფნისას. ეს იქნება განღმრთობილი ხორცი. რა სხეულითაც აღდგა უფალი და აღადგინა მაშინ საფლავთაგან ადამიანები, სწორედ ისეთი ფორმით აღდგებიან და საუკუნო სასუფეველს დაიმკვიდრებენ მართალთა სულები. იქ არ იქნება შიმშილი, სიცხე, სიცივე, ქორწინება, ვნება და ჩვენი ყოფითი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი სხვა მოვლენები, არც უჯრედს ექნება ცხოველმყოფელობა.

- ე.ი. აღდგომის შემდეგ ხორცი კვლავ სულს დაუბრუნდება?

- დიახ, სხვაგვარად არც შეიძლება, ხორცის და სულის ერთიანობა აუცილებელი პირობაა სამოთხეშიც კი, თვით ცათა სასუფეველში მათი ცალ-ცალკე ყოფნა ნაკლოვანებაა. გარდაცვალებიდან აღდგომამდე ადამიანის სული და ხორცი განეშორება ერთმანეთს, თუმცა მეორედ მოსვლის შემდეგ ყველა ადამიანის ხორცი კვლავ აღდგება და განღმრთობილი სხეულით დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას.

- ხორცს რა ვნებები აქვს? საერთოდ, თუ შეიძლება ვნებების ასე დაყოფა?

- ხორცს, სამშვინველსა და სულს სხვადასხვა ვნებები აქვთ, თუმცა ერთიანობაში ისინი იმ ადამიანის ცოდვებს წარმოადგენენ, რომელსაც ქმნიან, ამიტომ ცოდვების ასე დაყოფა გარკვეულწილად პირობითია. ხორცის ყველაზე მნიშვნელოვანი ვნება ნაყროვანებაა. მისგან გამომდინარეობს მრუშობა, როკვა და სხვა ცოდვები, რომლებიც უმეტესად გარეგნულ ქმედებებში ჰპოვებენ გამოხატულებას.

- ხორცის და სულის გარდა არსებობს სამშვინველიც...

- დიახ. სამშვინველი, ასე ვთქვათ, გარდამავალი, შუალედურია ხორცსა და სულს შორის. ის აკონტროლებს, ახორციელებს ყველა იმ ფიზიოლოგიურ პროცესს, რომლებიც სხეულში მიმდინარეობს.

- სული რა არის?

- ხორცი და სამშვინველი, ისევე როგორც ადამიანს, ცხოველებსაც აქვთ. თუმცა არსებობს ის, რითაც ადამიანი ყოველ შექმნილ არსებაზე მაღლა დგას - სული. მოგეხსენებათ, რომ უფალი სამყაროს ხუთი დღის მანძილზე ქმნიდა. მე-6 დღეს კი მან სამყაროს მეფე - თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი დაუდგინა. ადამიანი უკვდავად არის შექმნილი და ეს მარადიულობა სწორედ სულის თვისებაა. სული არის ის, რითაც ჩვენ ვგავართ ღმერთს, ის, რაც განგვასხვავებს ყველა სხვა მიწიერისგან, ის, რაც არის ყოველი სიკეთის, ყოველი სათნოების წყარო. ყველაფერი კეთილი სულიდან მოდის. მხოლოდ სულს შეუძლია ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა, მხოლოდ მას ძალუძს უფლის და მოყვასის შეყვარება. ჩვენში სული თვით უფლის მიერ არის შთაბერილი, ის არის წყარო ყველა სიკეთისა, ხორცი კი - ჭურჭელი ამ წყაროს დამტევნელი.

- გარეგნულ და სულიერ სილამაზეზე რას იტყვით?

- ნებისმიერი ადამიანი ლამაზია, რადგან მასში ღვთის ხატებაა. გარეგნული სილამაზე კარგია, თუ ის არ გახდება ქედმაღლობის და ამპარტავნების მიზეზი. ხორციელად ლამაზი ადამიანი კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ უფალს უნდა მადლობდეს, თუნდაც იმისთვის, რომ ლამაზია. წმიდა მამები თვლიდნენ, რომ მათი ყველა ცოდვა მათივე ბუნებიდან გამომდინარეობდა, სათნოება კი მხოლოდ უფლისაგან. სილამაზეზეც ასე უნდა ვიფიქროთ. ადამიანის წვლილი არ არის იმაში, რომ მაღალია, ცისფერი თვალები აქვს. ეს მხოლოდ უფლის მიერ არის მონიჭებული. ისე კი ხორციელი სილამაზე არაფერია, თუ ადამიანს სული არ ექნა ლამაზი. უგემური სასმელი, რაც არ უნდა ლამაზ ჭურჭელში ჩავასხათ, თუმც კი შეიძლება თავიდან თვალს მოეწონოს, მაგრამ მაინც უგემური იქნება. გასინჯავ თუ არა, ჭურჭლის სილამაზე სულ დაგავიწყდება.

- სულს რა ვნებები აქვს?

- პირველი და ყველაზე საშინელი ამპარტავნებაა. მისგან გამომდინარეობს ქედმაღლობა, დიდებისმოყვარეობა, შური, სიძულვილი, ხიბლი და სხვა. ეს ვნებები უმეტესად ხორცის ცოდვების სათავეებია, ანუ როგორც სულიდან მოდის ყველა სიკეთე, მისგანვე შეიძლება გამომდინარეობდეს ყველა ვნება. ხორცი მოსასხამს ჰგავს, სული კი კაცს, ვინც ამ მოსასხამს ატარებს. გარეგნულად თითქოს მოსასხამი მოქმედებს, არადა სინამდვილეში ის მარტო ვერაფერს გახდება და კაცის მოქმედებაზეა დაფუძნებული. კაცი ამოძრავებს მოსასხამს, ისევე როგორც სული - ხორცს.

- სულიერი და ხორციელი სნეულება...

- ფიზიკური სნეულება უმეტესად სულიერიდან მომდინარეობს. ძველ აღთქმაში ფიზიკური სნეულების მიზეზად (თუ საუბარი აშკარა ტრავმაზე არ არის) სულიერი სნეულება სახელდებოდა. როგორც ფიზიკური სნეულების დროს გვესაჭიროება ექიმის რჩევა-დარიგება, ასევე სულიერი სნეულების ჟამსაც აუცილებელია სულიერ საკურნებელს - ეკლესიას მივაშუროთ და სულიერ ექიმს - მოძღვარს დავემორჩილოთ. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ სულისა და, შესაბამისად, ხორცის განკურნებას.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat