უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და ავადმყოფობა გაგეცლება შენ
უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და ავადმყოფობა გაგეცლება შენ
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევა ადამიანებს ავადმყოფობა?

- ღვთის ხელშია ყველაფერი თუნდაც ჯანმრთელობა, ავადმყოფობა, სიმდიდრე, სიღატაკე, სილამაზე ან კიდევ დაუშვათ ადამიანის რაიმე ნაკლი. განსაკუთრებით სულიერი ჯანმრთელობა და შედეგად ფიზიკური ჯანმრთელობა. ავადმყოფობაც, ადამიანის ცოდვებიდან გამომდინარე. ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია, ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა. ღმერთმა ადამიანის ბუნება კეთილად შექმნა, მაგრამ გადაგვარება ამ ბუნებისა ანუ მისთვის ღვთის ხატად და მსგავსად მიცემული თავისუფალი ნების არასწორი, არა ღვთისთვის, სადიდებლად და სულის სახცოვნებლად გამოყენებული თავისუფალი ნება, ხშირად იწვევს გამრუდებებს, დესტრუქციას, არასწორ სულიერ არჩევანს, არასწორ რეალიზაციას თავისუფალი ნებისა, რის შედეგადაც ხშირად ადამიანი მიდის განსაცდელამდე. სხეულებრივი ავადმყოფობის განსაცდელი, ხილული თუ უხილავი თავდასხმების განსაცდელი, მტრებისაგან ბრძოლა, თუნდაც რაიმე დიკონფორტი, შფოთი, უმიზეზო შიში, განგაშის გრძნობა, ძრწოლა, ნევროზული მდგომარეობები და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთი ყველა ადამიანს ცოდვის ჩადენის შემდეგ აძლევს საშუალებას სინანულისა, მაგრამ თუ ადამიანი არ მიდის სინანულამდე, იგი განსაცდელების მსხვერპლი ხდება და მას განსაცდელები ევლინება, ხშირად ავადმყოფობებიც.

ადამიანს ავადმყოფობა ეძლევა სინანულისათვის. ძალიან ცუდია, როცა ადამიანი მოულოდნელად მიდის ამქვეყნიდან. წმინდა მამები ამბობენ: კარგია ადამიანისთვის თუ იგი ავადმყოფობებს იტირებს, ცოდვებს მოინანიებს, იწუხებს, ტკივილს განიცდის, შემდეგ დამშვიდდება, დაწყნარდება, გაანალიზებს თავის ცხოვრებას და შეგნებულად გარდაიცვლება. ძალიან ცუდია გარდაიცვალო ისე, როგორც ნერონი, როგორც ჰეროდე. როდესაც იგი იჯდა ტახტზე, ოქროთი და ვერცხლით შემოსილი, ხალხს როგორც ღმერთი ისე ყავდა გამხდარი. უეცრად სისხლი წამოუვიდა ყურებიდან, ცხვირიდან, პირიდან და რამდენიმე წუთში მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს არ არის ქრისტიანული აღსასრული. ნებისმიერი ადამიანისთვის ავადმყოფობა სასჯელად აღიქმება და არასასურველ დისკომფორტად და სულიერ, ფიზიკურ შემაწუხებელ ფაქტორად. მეტაფიზიკურად, გლობალურად რომ გადავხედოთ, ეს ტანჯვანი ადამიანს ეძლევა იმის გამო, რომ მისი სული, სამშვინველი და სხეული განიწმინდოს. თუმცა კი ისიც შეიძლება, ავადმყოფობა იმიტომ დაემართოს ადამიანს, რომ სასწაულებრივად განიკურნოს ანუ მასზე ღვთის ნება, ღვთის განგებულება სასწაულებრივად აღსრულდეს და იმ სულიერი თუ ფიზიკური, ფსიქოლოგიური დისკომფორტისაგან და ზიანისაგან მიიღოს სულიერი ღვთაებრივი განკურნება და სხვებისთვის ეს რწმენაში გამაძლიერებელი ფაქტორი იყოს, რომელსაც შეუძლია ბევრი ადამიანი მოაქციოს. ღვთის განგებულებანი და გზები აურაცხელია და გამოუკვლეველია.

ავადმყოფობა ერთდროულად შეიძლება ცოდვის შედეგიც იყოს, შეიძლება ღვთის მიერ ადამიანის მოქცევის მცდელობაც. ასევე მისი განკურნება სხვებისათვის მაგალითი და სასწაულებრივი გამოვლინება ღვთისა და საოცარი მამოძრავებელი ძალა იყოს რწმენაში გაძლიერებისათვის.

- ეკლესიის გაერთ მყოფი ადამიანები შეიძლება სხვანაირად აღიქვამენ მოწეულ ავადმყოფობებს...

- სრულიად ურწმუნო ადამიანი განსხვავდება მცირედმორწმუნისაგანაც კი. მისი მსოფლმხედველობა და მსოფლაღქმა, მსოფლშეგრძნება, სრულიად განსხვავებულია და რეალობას მოწყვეტილია. ის რაც ურწმუნო ადამიანისთვის საამაყო და მისაბაძია, მორწმუნისთვის ის დაღუპვა, სირცხვილი და წარსაწყმედელი შეიძლება იყოს ან პირიქით, ის რაც მორწმუნისთვის სასიხარულო, სათნო და მისაბაძია, ურწმუნოსთვის დამამცირებელიც და საერთოდ უარსაყოფიც იყოს. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ქრისტეს მცნებები ურწმუნოს საერთოდ არ ესმის, მორწმუნესთვის კიდევ ცოცხალი ცოდნაა, რომელსაც იგი იყენებს თავის ცხოვრებაში. ცოდნა ის არის, რაც მას როგორც ძალა ისე ეძლევა ცხოვრებაში, როგორც ამ ცოდნის გამოყენების რეალური შესაძლებლობა. ჩვენთვის მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა არა აქვს სახარებისეულ სიბრძნეს. ურწმუნო ადამიანისთვის ქარი შეიძლება ნიშნავდეს ჰაერის მასების გადაადგილებას, მორწმუნე ადამიანისთვის გრიგალი და ხეების ძირფესვიანი ამოთხრა ან სტიქიური უბედურებანი, ნიშნავდეს სასჯელს იმ ერის ან ოჯახისთვის. ან გარკვეული ეთნოსის სასჯელის მომასწავლებლად აღვიქვათ ან გარკვეული ცოდვებისგან განწმენდას მივაწეროთ. ურწმუნო ადამიანისთვის სტიქიურ უბედურება შეიძლება წუწუნის, დრტვინვისა და მისი ცოდვებზე დაუფიქრებლობის კიდევ ერთი მიზეზი გახდეს. არადა სტიქიური უბედურობები, იგივე ავადმყოფობაა ბუნების. შემთხვევითი შემთხვევითობა არ არსებობს. არსებობს ღვთის განგებულება და არსებობს მოვლენებს შორის ანუ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას შორის კავშირის მოუძებნებლობა. მოვლენებს შორის კავშირის დაუმყარებლობა და ამ კავშირის ვერ შემჩნევა და ვერ გაანალიზება. ამიტომ ის რაც ეჩვენება ურწმუნოს შემთხვევითად ან გაუგებრად, მორწმუნესთვის სავსებით კანონზომიერი და დამმოძღვრელია.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat