წმინდა სერაფიმე საროველს 40 ჯერ გამოეცხადა ღვთისმშობელი
წმინდა სერაფიმე საროველს  40 ჯერ გამოეცხადა ღვთისმშობელი
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა, თქვენთვის რომელი დრო სჯობს? ადრინდელი თუ დღევანდელიო?

მე არ დავფიქრებულვარ და მაშინვე ვუპასუხე,- ის დრო სჯობდა. მაშინ სარწმუნოებრივად დევნილებიც ვიყავით, ციხეც იყო, მაგრამ მე ის დრო მერჩივნა. რითი? იმიტომ, რომ მაშინ ვიცოდი ვინ იყო კომკავშირელი,  პარტიული, ვინ იყო ურწმუნო და მორწმუნე. დღეს ყველაფერი აირია..

-თანამედროვე ადამიანები რა პრობლემების წინაშე ვართ?

-რწმენის სისუსტე გვახასიათებს...  დღევანდელ ახალგაზრდობას რწმენა აკლიათ. რწმენა ეკლესიაში სიარული არ არის. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: "არა ყოველი რომელი მითქმოდეს მე-უფალო, უფალო, არა ჩემდა ღირს, არამედ რომელიც  იქმოდეს საქმესა ჩემსა". რომელი ვაკეთებთ ამას? ერთი სული გვაქვს ადამიანი გავყიდოთ, დავაბეზღოთ და ბოროტება გავუკეთოდ.

რომელი მეტყვის,  მე ეკლესიაში დავდივარ და ვასრულებ ყველაფერს ისე როგორც წესია. -პირველ რიგში თუ ვეზიარებით და აღსარებას ვამბობთ. აქაც ბრძანებს მაცხოვარი: "რომელი არა სჭამდეს ხორცსა ჩემსა, არა სმიდეს სისხლსა ჩემსა არა არს ჩემდა ღირს". წმინდა ეფრემ ასურის ერთ-ერთ ფსალმუნში კარგად არის მოხსენიებული, მეორედ მოსვლის დროს გეტყვიან, შენ უნდა დაისაჯო.  გაკვირვებულები ვიტყვით, როგორ უნდა დავისაჯო, მე ხომ ეკლესიაში დავდიოდი.-მე არ გიცნობ, შენ, -არის მაცხოვრის პასუხი. მათეს სახარების თუ არ ვცდები  25-ე თავში არის ნათქვამი  როგორ გაიყოფა, კეთილი და ბოროტი. მაცხოვრი ეუბნება, შენ მარჯვენა მხარეს დადექი ჩემს გვერიდითო, შენ მარცხენა მხარეს დადექიო. ცხვარი და თხა. მე რატომო? -უპასუხებს. მე ავად ვიყავი და  მინახულეო, ციხეში ვიყავი და  მნახეო, წყალი მწყუროდა, დამალევინეო, მშიოდა და პური მაჭამეო. შენ კიდევ ავად ვიყავი არ მინახულე, მშიოდა არ მაჭამეო. თუ გაუკეთე სხვას, გამიკეთე მე,-არის მაცხოვრის პასუხი. იმიტომ შევქმენი კაცი ხატად და თვისად ჩემდა, ყოველი ადამიანი მე ვარ,- ამბობს უფალი. თითოეულ ადამიანს რასაც გაუკეთებ სიკეთეს და ბოროტებას, ამას ღმერთს უკეთებ. დღეს რომ მიმტკიცებ, რომ ხარ მორწმუნე, გწამს ღმერთი, როგორ დავიჯერო?  როცა იძახი, ხილულად რომ დავინახავ ღმერთს, მაშინ ვიწამებო. თუ ღმერთის გაჩენილ ადამიანს არ მიკეთებ სიკეთეს, არ ხარ ჩემთან მეგობრულ დამოკიდებულებაში და მაბეზღებ და ბოროტებას მიკეთებ, მე ღვთისგან გაჩენილ ადამიანს, რომელსაც მხედავ, შეგიძლია ხელი მომკიდო, როგორ დავიჯერო შენ ღმერთი რომ  გწამს, რომელიც არ გინახავს. ღვთისგან გაჩენილ ადამიანს ასე რომ ექცევი როგორ დავიჯერო ღმერთი გწამს, რომელიც არასოდეს გინახავს.

-ამბობენ სხვანაირი დრო მოვიდაო...


-აპოკალიფსური დრო მოვიდა... დღეს აპოკალიფსი ისე სწრაფად ვითარდება, როგორც არასოდეს. თუ მოდიოდა და უახლოვდებოდა აპოკალიფსის პერიოდი კაცობრიობას კუს ნაბიჯებით, დღეს ელვის სისწრაფით მოდის. დრო, მცირდება და მცირდება.. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათია.. გათენებული არ არის,  უკვე ღამეა. ტექნოლოგიერბი ისე დაიხვეწა, მაგრამ მაინც არ გვყოფნის დრო. წინათ ყველაფერს ხელით აკეთებდნენ და დრო ჰქონდათ. რახან ღმერთმა დაუშვა იმან შეიძლება სიკეთეც მოგიტანოს და ბოროტებაც. შენზეა დამოკიდებული.
ამ ყველაფრისთვის დღეს საჭიროა ის ხალხი, ვინც ჩვენ გაგვამხნევებს. საუბედუროდ დღეს ეს ხალხი აღარ არიან. მრევლს სჭირდება ქადაგება, მაგრამ მქადაგებლებიც რომ აღარ გვყავს? ისეთი ქადაგება, რომ გაგვაგებინოს უფლის სიტყვა...   ეკლესიაში დავდივართ არა პიროვნებასთან, არამედ ღმერთთან. კლასიკური ქადაგება კი არ უნდა იყოს, არამედ გულიდან ამომავალი, უბრალო ენით  ნათქვამი... ბეთანიის ბერები, მამა პართენი, მამა ალექსი და ამდენი მრავალი სასულიერო პირები გაუნათლებლები იყვნენ.  წმინდა სერაფიმ საროველს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა  40 ჯერ გამოეცხადა ღვთისმშობელი.

დღეს როგორ გამოგვეცხადება, როცა მთელი ღამის განმავლობაში ტელევიზორს ვუყურებთ და სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვართ ჩართულები. სულიერი ცხოვრება აღარ გვინდა. სულიერება დავკარგეთ. იმიტომ, რომ ხუცესები, მაგალითის მიმცემები აღარ გვყავს. თუ ადამიანი არ ვარგა, რანაირი განათლებაც არ უნდა  ჰქონდეს,  ის  ყურადღებას გაამახვილებს  მხოლოდ თავის გონებრივ  ცოდნაზე და არა სულიერზე. ადამიანს თუ სულიერება აკლია მისი არაფერი დაიჯერება. მე მგონია, რომ მაინც იოლად გავალთ...




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat