იქ ყველას თავისი საქმე, მორჩილება აქვს. დროს ყველაზე მეტად მონასტერში უფრთხილდებიან. იციან, რომ თითოეული წამი ღვთისგან ნაბოძებია და ღვთის საჩუქარს ღვთის სიყვარულში ხარჯავენ. ლოცვასთან ერთად ფიზიკური შრომა მთელი დღის განმავლობაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
გვესაუბრება მახათას მთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა (კუჭავა):
- მონასტერში ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვის ემზადება. იგი აქვე, დედამიწაზე ხდება უკვე გარკვეულწილად თანაზიარი და მიმღები სასუფევლის სიხარულისა და სიტკბოებისა, რადგან სასუფეველი უფალთან მყოფობა, მასთან მყოფობით გამოწვეული ნეტარებაა, მონასტერი კი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად უახლოვდება ადამიანი უფალს და, მისი ღვაწლის საზომისაებრ, მოწყალე ღმერთი ანიჭებს მას "მადლსა სულისა წმიდისასა". მონაზვნობა უმაღლესი, ანგელოზებრივი ცხოვრებაა დედამიწაზე: "მონაზვნობა არს წესი და საქმე უხორცოთა აღსრულებული ხორცთა შინა ნივთიერთა და მოკვდავთა", - ამბობს წმიდა იოანე კიბისაღმწერელი.
მონასტერში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მორჩილებასა და სიმდაბლეს. მორჩილება ყველა სხვა სათნოებათა საფუძველია. ის არის განცდა საკუთარი დაცემულობისა, უარყოფა საკუთარი თავისა, საკუთარი ნებისა. მონასტერში საჭიროა სრული მორჩილება წინამძღვრისადმი, რომელიც შუამავალია უფლის წინაშე და გამცხადებელი უფლის ნებისა. ამისთვის ბრძანებს იესო ქრისტე: "უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე".
მორჩილებისაგან იშვება სიმდაბლე, სიმდაბლე კი დედა არის ჭეშმარიტი წმინდა ლოცვისა და მასწავლებელი მოყვასისთვის თავგანწირული, ღვთაებრივი სიყვარულისა, "ვითარმედ სიმდაბლესა შინა ჩვენსა მომიხსენნა ჩვენ უფალმან".
სულიერ ცხოვრებაში ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოცვასა და ფიზიკურ შრომას. უპირველესია ლოცვა. იგი უფალთან საუბარია. შრომა კი ადამიანს ამ ქვეყანაზე ცხოვრებისთვის სჭირდება. მონასტერში ადამიანი სრულად უნდა დაიხარჯოს. ზოგმა შეიძლება უფრო მეტად იშრომოს და ილოცოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ნაკლებად შრომობს და ლოცულობს, მას არა აქვს ღვაწლი. შეიძლება მისი მცირედიც სრულყოფილი შესაწირი იყოს უფლისათვის. მოგეხსენებათ, საქართველოში უწყვეტი ბერმონაზვნური ცხოვრების ტრადიცია კომუნისტური რეჟიმის დროს თითქმის მთლიანად გაქრა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდი ძალისხმევით აღდგა სამონასტრო ცხოვრება. უწმიდესი და უნეტარესი თავად არის ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი ჭეშმარიტი მონაზვნობისა, მაგალითი სრულყოფის გზაზე მავალი ადამიანისა!
- თავიდან, ჩვეულებრივ, დილა-საღამოს მონასტრული ლოცვები სრულდებოდა. როდესაც შეიქმნა შესაბამისი პირობები, მოეწყო დროებითი სამლოცველო, სადაც შესაძლებელი გახდა წირვა-ლოცვების აღვლენა. მამა საბას რჩევით, გადაწყდა ათონის მთის ტიბიკონზე გადასვლა. შესაბამისი ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ მონასტერი გადავიდა ათონურ ტიბიკონზე, რაც გულისხმობს ლოცვების დაწყებას შუაღამის 3 საათზე. შუაღამიანის და ცისკრის ლოცვების შემდეგ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. გამონაკლისს წარმოადგენს შაბათ-კვირისა და დიდი დღესასწაულების წირვა-ლოცვა. ამ დროს ლოცვა სრულდება საღამოს, სადღესასწაულო წირვა აღესრულება დილას.
მონასტრის წევრები დღეში 2-ჯერ ტრაპეზობენ: დილას 9.00 სთ-ზე და საღამოს 16.00 სთ-ზე. დილის ტრაპეზის შემდეგ იწყება სამონასტრო მორჩილების საქმეები. მონასტრის თითოეული წევრი თუ სტუმარი ასრულებს მისთვის განწესებულ მორჩილების საქმეს. საღამოს, ტრაპეზის შემდეგ, ერთობლივად იკითხება წმიდა მამათა თხზულებანი, შემდეგ აღესრულება პირადი ხელსაქმე. საღამოს ლოცვა 18.00 სთ-ზე იწყება. მწუხრის შემდეგ სრულდება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის პარაკლისი, მცირე სერობის შემდეგ კი ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელი.
ამავე დღეს უწმიდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა მამათა მონასტერი და შეიქმნა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის და სამონასტრო მშენებლობის ფონდი. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ხატის დღესასწაულზე, წირვა-ლოცვა აღასრულა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა. წირვის შემდგომ მობრძანდა მისი უწმიდესობა და წაკითხულ იქნა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. მისი მოსვლა იყო დიდი ნუგეშის და სითბოს მომნიჭებელი.
ამ ადგილზე დაგვხვდა პატარა ვაგონი, რომელშიც ყველა ერთად (ხუთნი) ვერ ვეტეოდით. ამიტომ გადაწყდა, რომ მამა საბასთან ერთად მორიგეობით დავრჩენილიყავით. ზოგნი ბეთანიაში ვრჩებოდით, ზოგნი - ზედაზენზე. ეს ვაგონი იყო სენაკიც, სატრაპეზოც, სამლოცველოც. დარში ლოცვები აღესრულებოდა ღია ცის ქვეშ. საცხოვრებლის სივიწროვის გამო მამა საბამ ძეგვიდან გამოითხოვა გრძელი ვაგონი, რომელშიც განთავსდა საცხოვრებელი სენაკები. ღვთის შეწევნით მონასტერი დღითი დღე ვითარდებოდა, იხვეწებოდა როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. კეთილისმყოფელთა დახმარებით აშენდა სატრაპეზო, დამხმარე ნაგებობა, დარბაზი. შენდება სენაკები, შეიქმნა მცირე მეურნეობა. გაიზარდა მონასტრის წევრთა რაოდენობა, ამჟამად ვართ ცხრანი. იმატა მრევლმა. ღვთისმშობლის და ამ წმინდა ადგილის სიყვარულით, დღესასწაულებს უამრავი ხალხი ესწრება.
2003 წელს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, მობრძანდა უწმიდესი. მან დალოცა ფონდის წევრები. მოეწყო ივერიის ღვთისმშობლის ხატის ახალშექმნილი დაუჯდომლის წარდგინება.
მშენებლობის ფონდის ძალისხმევით აიგო დროებითი სამლოცველო კარვის კონსტრუქცია. მონასტრის ტერიტორიაზე დაიდგა წმიდა სამების და ღვთისმშობლის დიდი ზომის ხატები.
ივერიის ღვთისმშობლის დღესასწაულებზე წირვა-ლოცვებს აღასრულებს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი. ის ძალიან ზრუნავს მონასტერზე.
წელს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ღვთისმშობლის დღესასწაულზე მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, რომელმაც გადაიხადა ღვთისმშობლის პარაკლისი, უწმიდესმა იქადაგა, დაგვმოძღვრა და სულიერად გაგვამხნევა.
- ცნობილია, რომ მახათას მთაზე მალე აკურთხებენ ქართველი ათონელი მამების სახელობის ტაძრის საძირკველს.
- დიახ. ტაძრის საძირკველი ამა წლის 1 ივნისს ეკურთხება. კურთხევაში მონაწილეობის მისაღებად ათონის მთიდან მობრძანდებიან ბერები.
განზრახულია დიდი სამონასტრო კომპლექსისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა. არქიტექტორია ბატონი ომარ ნაფეტვარიძე.
- მონასტრის არსებობის ერთ-ერთი მთავარი პირობა მორჩილებაა, ანუ საკუთარი ნების აღკვეთა და წინამძღვრის კურთხევის შესრულება. მორჩილებები სხვადასხვაა: სატრაპეზოში, ტაძარში, მშენებლობაში მონაწილეობა, სანთლის ჩამოსხმა, ასევე გვაქვს პატარა მეურნეობა, ხელსაქმე, სკვნილის ქსოვა და სხვა მრავალი.