შეგეძლო რამე საქმე გაგეკეთებინა და არ გაისარჯეო
შეგეძლო რამე საქმე გაგეკეთებინა და არ გაისარჯეო
* ერთხელ მამა ამო და მამა ბიტიმი მამა აქილასთან მივიდნენ. კართან მდგართ შიგნიდან მოესმათ ხმა. მამა აქილა ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: "ნუ გეშინინ, იაკობ, შთასვლად ეგვიპტედ". კარზე დააკაკუნეს. მამა აქილამ კარი გააღო, ბერებს ვინაობა ჰკითხა. უპასუხეს, ნიტრიის მთიდან გახლავართო. მამა აქილამ ისინი მიიღო. სტუმრებმა სთხოვეს, რაიმე გვითხარით სულის სასარგებლოდო. მამა აქილამ უჩვენა მათ ჭილოფი და უთხრა: "მწუხრიდან ამ ჟამამდე მოვქსოვე ეს ჭილოფი. განა იმიტომ, რომ მჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ არ განმირისხდეს ღმერთი, არ დამბრალდეს უსაქმურობა და არ გამასამართლოს - შეგეძლო რამე საქმე გაგეკეთებინა და არ გაისარჯეო. სწორედ ამიტომაც ვშრომობ და ჩემს ძალ-ღონეს უქმად არ ვხარჯავო".

* მაკარი დიდი მამა ანტონისთან მივიდა და კარზე დააკაკუნა. მამა ანტონიმ კარი გაუღო და ჰკითხა, - ვინ ხარო. მამა მაკარიმ მიუგო, - "მე ვარ მაკარი". მამა ანტონი შინ შებრუნდა, კარი ჩაკეტა და სტუმარი გარეთ დატოვა. შემდეგ, როდესაც იხილა მისი მოთმინება, კარი გაუღო, გაიხარა მისი მოსვლით და უთხრა, - დიდი ხანია შენი ნახვა მინდოდაო. შინ შეიპატიჟა და მოასვენა, რადგან მძიმე და ხანგრძლივი შრომით იყო დაღლილი. შემწუხრებისას მამა ანტონიმ თავისთვის ფინიკის ფოთოლი დაალბო. მამა მაკარიმ სთხოვა, ნება მომეცით, მეც იგივე გავაკეთოო. უფლების მიღების შემდეგ დასხდნენ, ქსოვდნენ ჭილოფს და სულის საცხოვნებელ თემებზე საუბრობდნენ, ჭილოფებს კი სარკმლიდან გამოქვაბულში უშვებდნენ. განთიადზე მამა ანტონი გამოქვაბულში ჩავიდა, იხილა, მამა მაკარის უამრავი ჭილოფი მოექსოვა. ამოვიდა ზემოთ, ქედი მოიხარა მამა მაკარის წინაშე და უთხრა: ვაკურთხებ შენს ხელებს, რადგან უდიდესი ძალა გამოდის მათგანო.

* ერთი ბერი უდაბნოში მოღვაწეობდა. იგი წყალს ძალიან შორი მანძილიდან ეზიდებოდა შრომითა და დიდი გაჭირვებით. ერთხელ სულმოკლეობამ სძლია და შეიპყრო ზრახვამ: "რისთვის არის საჭირო ამდენი შრომა. ამას არ სჯობს, წყლის მახლობლად დავიწყო მოღვაწეობაო?" როდესაც ამ განზრახვის აღსრულებაზე ფიქრობდა, იხილა არსება, რომელიც მას მისდევდა და მის ნაბიჯებს ითვლიდა. ბერმა ჰკითხა, ვინა ხარო. მან მიუგო: "მე ვარ ანგელოზი, რომელიც მომავლინა უფალმა შენი ნაბიჯების დასათვლელად და ამისთვის დიდი მადლის მისანიჭებლად". ბერმა ეს რომ გაიგონა, გაძლიერდა და უდაბნოს უფრო შორ სიღრმეებს მიშურა სამოღვაწეოდ.

* მამა ანტონი ყოველთვის შეაგონებდა ძმებს, არ შეესუსტებინათ გულმოდგინება, მოთმინედ დაემარხათ ყოველთვის ერთი და იგივე სული საღმრთო მოშურნეობისა. ამბობდა: ის მონაზონი, რომელიც ერთხანს გულმოდგინედ მოსაგრეობს, შემდეგ კი მოადუნებს რუდუნებას და მცონარედ ჰგიებს, ხოლო მერმე კვლავაც უწინდელი გულმოდგინებით არის და ასე აგრძელებს - ხან მოქმედია საღმრთო მოშურნეობით და ხანაც მცონარე - ჩათვალეთ, რომ არაფერს იქმს და ვერასდროს მიაღწევს სრულყოფილ სულიერ ცხოვრებას იმ მიზეზით, რომ მოკლებულია მდგრადობას მოშურნეობისა და სიმტკიცეს მოთმინებისა.

* "იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებიდან" ვიგებთ, რომ როგორი ზეგარდმო მადლითაც იყო სავსე ნეტარი მამა ეფთვიმე, ისეთივე საღმრთო წესები და განგება ჰქონდა დამკვიდრებული თავის მონასტერში... მუდამ ევედრებოდა ძმობის წევრებს, მოსწრაფე ყოფილიყვნენ ეკლესიაში მისვლისთვის, წესიერად დგომისთვის და მხურვალე ლოცვისთვის. მამა ექვთიმე სამონასტრო წესრიგისა და ძმათა კეთილკრძალული ცხოვრებისთვის გულმოდგინედ იღვწოდა. ძმებს სიყვარულით ასწავლიდა, ამხელდა და ნუგეშს სცემდა; მათთვის ზედამხედველებად დაუდგენია კაცნი ფრიად პატიოსანნი და ღმრთისმოშიშნი, რომელთაც ევალებოდათ, თვალყური ედევნებინათ, როგორ ასრულებდნენ ძმობის წევრები წინამძღვრის მიერ დადგენილ წესებს და საჭიროების შემთხვევაში დამნაშავენი დაესაჯათ. ისინი მიდიოდნენ ძმათა სენაკებში და შინ დარჩენილებს მოიყვანდნენ ხოლმე. თუკი ვინმე არ მოვიდოდა დაწესებული ცისკრის დროს, მას ჯეროვნად განაკანონებდნენ, ისე, როგორც დააწესა მამა ექვთიმემ. ლოცვისას ყველა ეკლესიაში, კართან იდგნენ უხუცესები და ტაძრიდან გარეთ გამავალ საძმოს წევრს გასვლის მიზეზს ეკითხებოდნენ. თუკი ვინმეს ძალიან საჭირო საქმე არ ჰქონდა, ვერავინ იკადრებდა გარეთ გასვლას; ხოლო თუკი საჭირო საქმე ჰქონდა, ეტყოდა დადგენილ უხუცესს (ეპიტირიტსს) და სწრაფადვე დაბრუნდებოდა უკან. თუკი დაიგვიანებდა, უხუცესი მას ბრალს მოჰკითხავდა და გააფრთხილებდა: "ამას ნუღარა იქმ!" და თუკი გაიმეორებდა, სატრაპეზოში აღარ შეუშვებდნენ, არამედ იმ დღეს ხმელი პურის ჭამას ან ას მუხლმოდრეკას განუწესებდნენ. თუკი კიდევ ვინმეს იპოვიდა წმიდა მამა ექვთიმე უდებს, დახსნილს და ახალმოსულს, მათ ზედიზედ ეუბნებოდა, ასწავლიდა, ამხილებდა და ნუგეშს სცემდა. ხელოსნებს სთხოვდა, მარჯვედ ყოფილიყვნენ და არავისთვის გაეჭირვებინათ საქმე.

* "წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან" ვიგებთ, რომ "მამაი გრიგოლ არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა", არამედ პირველად გამოცდიდა ყოველ კეთილ საქმეზე და თუკი იპოვიდა გულით უმანკოს, უზაკველს და ყოველი კეთილი საქმისთვის უდრტვინველად და სიმდაბლით მორჩილს, სიხარულით შეიწყნარებდა. ამიტომაც ყოველი მისი მოწაფე ფრიად კეთილი იყო და ღირსად შემწყნარებელი მისი წმინდა სათნოებებისა. და ასე კეთილად ცხოვრობდნენ ისინი სულიერად, ხოლო ხორციელად დიდ იწროებაში იყვნენ.

* მამა არმენმა თქვა: სახარებაში წერია: "რომელსა აქუნდეს სამოსელი, განყიდენ და მოიგენ თავისა თვისისა მახვილი". ეს ნიშნავს, რომ რომელსაც უყვარს უსაქმოდ ყოფნა, დატოვოს იგი და მოიგოს თავისი თავისთვის შრომა.

* მამა მაქსიმემ მცონარ კაცზე თქვა: ასეთი კაცი მარადის კარისკენ იყურება და სტუმრის მოსვლა ეოცება. კარი რომ იჭრიჭინებს, წამოხტება, ხმა რომ მოესმის, სარკმლიდან გადაიხედავს და არ მოშორდება, სანამ ძლიერ არ მოეწყინება. წიგნს რომ კითხულობს, ზედიზედ ამთქნარებს, ძილისაგან შეპყრობილია, ხშირად თვალებს ისრესს და წიგნს თვალს არიდებს, შეხედავს კედლებს, ისევ შემობრუნდება, ცოტა ხანს იკითხავს წიგნს, წიგნის დასასრულს გამოეძიებს, ფურცლებს დათვლის, შემდეგ წიგნებს შეკრავს, სასთუმლად დაიდებს და ღრმად დაიძინებს, ვიდრე შიმშილი არ გამოაღვიძებს და ჭამის ზრუნვა არ აღადგენს.

* როდესაც მამა მაქსიმეს ჰკითხეს: "რა ვქნათ, როდესაც არა გვაქვს შინაგანი სულიერი საქმეო", - მიუგო: თუკი არა გაქვთ შინაგანი სულიერი საქმე, მაშინ მოიწადინეთ და იღვაწეთ, რათა ხორციელი შრომა აღასრულოთ და ამგვარად მოიგებთ სულიერ საქმესაცო.

* ერთმა ძმამ ჰკითხა მამა არმენს: რა ვქნა, რადგან სიძვის ბრძოლა მაქვს და გულისწყრომა მიპყრობსო. ბერმა უპასუხა: დავით წინასწარმეტყველი ამისთვის იტყვის: "ლომსა მოვკვლევ, ხოლო დათვსა დავაშთობდ..." ეს ნიშნავს, რომ გულისწყრომა უნდა მოკლა, ხოლო გულისთქმა შრომით შეაჭირვოო.

* მამა არსენმა თქვა: სამი ხორციელი საქმე ვიხილე მამა პამბოსთან: ყოველდღე მარხვა მწუხრიდან მწუხრამდე, დუმილი დიდი და ხელსაქმე. მამა პავლეზე ამბობდნენ, რომ მან დიდი მარხვა განვლო ორი პინაკი ოსპით და ერთი სტამანი წყლით. ასევე, ერთი მცირე კალათი ეჭირა ხელში, მას წნავდა და ისევ არღვევდა და ყოველთვის ამას აკეთებდა, რათა უქმად არ ყოფილიყოო.

უქმადმეტყველებაზე
მამა არსენმა ჯერ კიდევ სამეფოში ყოფნის დროს ილოცა ღვთის წინაშე და ევედრა: უფალო, წარმიძეხი სულის საცხოვნებლადო. ლოცვის დამთავრების შემდეგ მას მოესმა: არსენ, კაცთაგან გაიქეცი და ამგვარად ცხონდებიო. შემდეგ, როდესაც მან დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და ბერად აღიკვეცა, კვლავ ილოცა უფლის წინაშე იმავე სიტყვებით და კვლავ მოესმა ხმა, რომელიც მას მოუწოდებდა: არსენ, გაიქეცი, დადუმდი და დაეყუდე! რადგან ესენი არიან შეუცოდებლობის აუცილებელი პირობებიო.

* მამა აგათონზე ამბობდნენ, რომ მას, თურმე, ვიდრე დუმილს დაასრულებდა, სამი წელიწადი პირში ქვა ედო.

* ეკლესიაში მიმავალი მამა ამო თავის მოწაფეს მის მახლობლად სიარულის ნებას არ რთავდა, მას მოშორებით უნდა ევლო. თუკი მიუახლოვდებოდა, რათა გულისსიტყვების შესახებ რჩევა ეკითხა, მამა ამო სათქმელს ეტყოდა და დაუყოვნებლივ დაითხოვდა. ასე შემდეგი მოსაზრებით იქცეოდა: ვაითუ იმ დროს, როდესაც სულის სარგებლისათვის ვლაპარაკობთ, რაიმე უცხო და შეუფერებელი ზრახვის გამომხატველი სიტყვა წამოგვცდესო.

* ერთხელ მამა ამონმა მამა არმენს უთხრა: როდესაც ძმის სენაკში მივდივარ ანდა იგი მოდის ჩემთან რაიმე საჭიროებისათვის, გვეშინია ერთმანეთისთვის ხმის გაცემისაო. მაშინ მამა არმენმა უთხრა: კეთილად იქცევით, რადგან სიჭაბუკეს დასაცავი სჭირდებაო. მამა ამონმა ჰკითხა, როგორ უნდა იქცეოდეს ბერიო. მამა არმენმა უპასუხა, ბერებს შორის ზედმეტი სიტყვა არ უნდა ითქვასო. ამის მერე მამა ამონმა კვლავ ჰკითხა: თუკი უნებურად რაიმე სიტყვას მოიშველიებდა მოყვასის სასარგებლოდ რაიმე წიგნიდან ან რომელიმე წმიდა ბერის გამონათქვამიდან, იქნებოდა თუ არა ეს ზედმეტი. მამა არმენმა მიუგო: თუკი დუმილი არ შეგიძლია, უმჯობესია წმიდა მამის სიტყვის მოშველიება და არა წიგნის, რადგან ამ უკანასკნელს არცთუ მცირე ზიანის მოყენება შეუძლია.

* მამა კირიონმა თქვა: ჩემს სულიერ შვილ ზაქარიაზე უფრო მეტი ხორციელი შრომა აღვასრულე, მაგრამ ვერ მივწვდი მის საზომს სიმდაბლითა და დუმილითო.

* მამა მაკარი დიდი საძმოს წევრებს ხშირად აფრთხილებდა, - ძმანო, როდესაც ეკლესიიდან გამოხვალთ, გაიქეცითო! ისინი ეკითხებოდნენ, - რისგან გავიქცეთო. მამა მაკარი დაიდებდა ხოლმე პირზე ხელს და მიუგებდა: ამისგან გაიქეცითო.

* ერთხელ მამა იოსებმა ჰკითხა მამა ნისთერეონს: რა ვუყო ჩემს ენას, რადგან არ შემიძლია მისი შეკრძალვაო. მამა ნისთერეონმა კითხვითვე უპასუხა: როდესაც ლაპარაკით გულს იჯერებ ხოლმე, ამით რაიმე შვებას პოულობო? მამა იოსებმა მიუგო, არაო. მაშინ თუკი ლაპარაკობ და ამით სიმშვიდეს ვერ ჰპოვებ, რიღასთვის ლაპარაკობო. მამა იოსებმა კვლავ მიმართა: მაშ, რა ვქნა, თუკი ჩემი ენისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლიაო. მამა ნისთერეონმა კი კითხვა კვლავ გაუმეორა: ბოლოსდაბოლოს, მშვიდდები ამით თუ არაო. მამა იოსებმა უყოყმანოდ მიუგო: არა. მამა ნისთერეონმა ურჩია: სჯობს, დადუმდე!

* მამა ორის შესახებ, რომელიც კლდეში დაყუდებულად ცხოვრობდა, ამბობდნენ, არასოდეს უთქვამს ტყუილი, არც დაუფიცია, არც დაუწყევლია ვინმე, არც საჭიროების გარეშე უთქვამს რაიმე სიტყვაო.

* ერთხელ მამა არმენს ჰკითხეს: როდესაც ვიხილავთ რაიმე საქმეს, მაშინვე გამოვთქვათ აზრი მასზე თუ არაო. მამა არმენმა უპასუხა: წერილ არს - თუკი შეგეკითხებიან, თქვი და თუ არა, მაშინ დადუმდიო.

* მამა პამბოს ჰკითხეს: კარგია მოყვასის ქება? მან კი მიუგო: უკეთესია დუმილი.

* ერთ-ერთმა ბერმა ჰკითხა მამა არმენს: რა სჯობს, სიტყვა თუ დუმილი? მან მიუგო: ვინც რაიმე სიტყვას იტყვის ღვთის სადიდებლად, კარგია და ვინც დუმს ღვთის სადიდებლად, ასევე კარგიაო.

* ერთ-ერთი ძმა შეეკითხა მამა არმენს, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ზოგადცხოვრებულთა მონასტერში. მამა არმენმა უპასუხა: ვინც ზოგადცხოვრებულთა მონასტერში აპირებს ცხოვრებას, მას მოეთხოვება, ყველა ადამიანს თანაბრად ექცეოდეს და შეიკრძალოს პირიო.

* როდესაც მამა არმენს ეკითხებოდნენ, როგორ დაეცვათ სული, იგი მიუგებდა: როგორ დავიცვათ ჩვენი სულები, თუკი ენის კარი არ შეგვიკრძალავსო.

* მამა დოროთე თავის მოწაფეებს უქმად მეტყველებას უკრძალავდა და ეუბნებოდა: თუკი გესაუბრებიან თქვენ და ამ საუბრიდან რაიმე სარგებელს იღებთ, მაშინ მოუსმინეთ. ხოლო თუ საუბარი უქმია, მაშინ ნუ შეგრცხვებათ, მოუბოდიშოთ და უთხრათ: შემინდეთ და საუბარს ნუღარ გააგრძელებთო. თუკი ამის გაკეთებას მოერიდებით და შეგრცხვებათ, მაშინ მოიხსენეთ განკითხვის დღე, თუ როგორი სირცხვილია მოსალოდნელი ცოდვილთათვის და ღმერთი შეგეწევათო.

* ანტონი დიდი თავის მოწაფეებს ხშირად შეაგონებდა: როცა ძმათა შორის დაჯდები, მრავალს ნუ ისიტყვებ და თუ რამე გინდა ჰკითხო მათ, მოკლედ და თავმდაბლად ჰკითხე. მოიძულე ამაო სიტყვა და ნურაფერს ნურც იტყვი და ნურც მოისმენ ყოველივე იმის შესახებ, რაც ამქვეყნიურ ამაოებას შეადგენსო.

მამა ანტონი მოწაფეებს ასწავლიდა თავშეკავებას თავშესაქცევი ხუმრობებისა და საუბრებისგან და ეუბნებოდა, რომ თუ ისინი თავს არ განიშორებდნენ ყოველივე ამქვეყნიურისა და ამაოსაგან, მაშინ თვით ის, ამქვეყნიური და ამაო, განაშორებდა მათ ღვთისაგან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat