წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ღმერთის სიკეთე და სიყვარული უსასრულოა
გამარჯობა, ჩემო ძვირფასებო!
2004 წლის 7 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილმა ბ-ნ გურამ კაციტაძის მონათხრობმა გადამაწყვეტინა, მომეწერა იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ჩემმა 10 წლის შვილმა, დავითმა, იხილა.

დღეს რწმენა ბევრს ღვთის არსებობის უბრალო დასტური ჰგონია. ქრისტიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რწმენა კი ბევრად მეტს ნიშნავს - იგი არის ხედვა უხილავისა, იმისა, რასაც ურწმუნო, მორწმუნისაგან განსხვავებით, ვერასოდეს დაინახავს. იესო ამბობს: მცირე რწმენაც თუ გაქვს, მთებს გადადგამო.

2004 წლის 25 აპრილს, ნაშუადღევს, დათო შინ დავტოვე, მე ეზოში ჩავედი სარეცხის დასაფენად. უცბად მანქანის საშინელი ხმა გავიგონე. გავიქეცი. მივბროდი და თან ვიძახდი: ღმერთო, კიდევ კარგი, ჩემი ცელქი დათუჩა შინაა, მაგრამ ნეტავ ვინ არის ის საბრალო-მეთქი. წამში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი... მათ ჩემი უფროსი ვაჟი გამოეყო, გიჟივით ხელებს იქნევდა. რომ დამინახა, განწირული ხმით იყვირა: დედა, დათოა, ჩქარაო...

მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება, ჩემი ანცი ბიჭის იმჟამად უგონო სხეული როგორ საცოდავად მოკუნტულიყო ასფალტზე. ვიღაც ქალი ყვიროდა: ბავშვს მაჯის ცემა აღარ აქვსო...

ექიმებმა რეანომობილი გამოიძახეს. ჩემზე უბედური დედა არ მეგულებოდა. ყველა საცოდავად მომჩერებოდა და თვითონაც არ სჯეროდათ თავიანთი სიტყვებისა, ისე მანუგეშებდნენ. პირველი, რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ ჩემს ძმას დავურეკე თბილისში, მერე შინ შევირბინე და დედაჩემს შემოვუძახე: ღმერთი არ გამწირავს, შენ ზურას და გოჩას მიხედე, ილოცეთ, სანთლები დაანთეთ, სხვა არაფერი დაგვრჩენია-მეთქი.

რეანომობილი მოვიდა. ექიმმა დათო გულდასმით გასინჯა და თქვა: მეტად მძიმე მდგომარეობაა, საჭიროა ბავშვის მომზადება ტრანსპორტირებისთვისო. იმ წუთშივე მე და ჩემი მეუღლე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში წავედით, სანთელი დავანთე და ღმერთს მუხლმოდრეკილი ვევედრე, ყველა წმინდანი ერთად შეკრებილიყო ჩემი შვილის გადასარჩენად.

საღამოს თითქმის მკვდარი ბავშვი წავიყვანეთ თბილისში, თან გაგვყვა ახლობლების და იმ ხალხის ლოცვა-ვედრება, ვისაც არც კი ვიცნობდი. რაც არ უნდა მოვინდომო, იმ წუთების ფურცელზე გადმოტანას ვერაფრით შევძლებ, ვერც დათოს მდგომარეობას აღვწერ. ღმერთმა ყველას აშოროს ამის განცდა. ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებული ტომოგრაფიის შემდეგ გადაწყდა ოპერაციის გაკეთება თავის ქალაზე... განწირულები შევედით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში, მორიგე დაგვხვდა ბატონი ვოვა მამაცაშვილი. გაკეთდა მაქსიმუმი, მაგრამ ბავშვის მძიმე მდგომარეობის გამო 3 დღის განმავლობაში ვერაფერს გვეუბნებოდნენ. ყოველ დილით, რეანიმაციაში შესვლის წინ, ექიმები პირჯვარს იწერდნენ: ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ, ყველაფერი ღმერთის ნებააო...

13 დღე დაჰყო დათომ რეანიმაციულ განყოფილებაში, მთელი ეს პერიოდი უგონოდ იყო. 3 დღე აპარატზე ჰყავდათ, მომდევნო 3 დღე თანდათან აჩვევდნენ და ხსნიდნენ აპარატიდან. 3 მაისს გაკეთდა განმეორებითი ტომოგრაფია, ვარაუდობდნენ კიდევ ჩარევას, მაგრამ ექიმებმა გადაწყვიტეს, თუ ბავშვის მდგომარეობა მცირედით მაინც არ შეიცვლებოდა, ორი დღის მერე განმეორებითი ოპერაცია გაკეთებულიყო. სასოწარკვეთილს ჩემი ძმა არ მატირებდა, - ილოცე, ცოცხალია და ტირილით ვერაფერს უშველი, ღმერთი მოწყალეაო. თვითონ უხდიდა ჯანმრთელობის პარაკლისს, საავადმყოფოს სალოცავ კუთხესთან მუდმივად მოჰქონდა სანთლები, ლოცულობდა, მეტეხის ტაძრიდან დავითის სახელობის ხატი მოასვენებინა... ხაშურში დარჩენილი ახლობლებიც იმავეს აკეთებდნენ, უცხოებიც კი კითხულობდნენ ბავშვის სახელს, რომ ლოცვაში მოეხსენიებინათ.

უსაშველოდ გაიჭიმა დრო, ირგვლივ მხოლოდ ნისლისფერი იყო, თითქოს სამყაროს ფერებიც გამქრალიყო. რომ არა ახლობლების გამუდმებით გვერდით ყოფნა, იმ საშინელ დღეებს ვერ გადავიტანდი. ყველაზე მეტად ძალას მაძლევდა ჩემი უხმო საუბარი-ვედრება ღმერთთან, დათუჩასთან გატარებული ყოველი წამი თვალწინ მედგა, განსაკუთრებით ვნანობდი ყველა გაწყრომას და უხეშ სიტყვას...

იმის შემდეგ, რაც ექიმმა თქვა, მდგომარეობა ჯერჯერობით უკეთესი არ არის, მაგრამ არც უარესობისკენ მიდისო, ნება დაგვრთეს, დათო დღეში სამჯერ გვენახა.

პირველი შესვლა... რკინის საწოლი, აპარატურა, რაღაც უცნაური გარემო, დათოს თითქმის უსიცოცხლო სხეული, დაბინტული, უზომოდ შეშუპებული თავი, ყველა ნაკვთი გადაგვარებული, კისერი - კორსეტში ჩასმული, კიდურები - დაბმული, მარტო ძვლებიღა იყო, შეერთებული ზონდი, აპარატი, სისტემები... თავიდან მეგონა, სხვა მაჩვენეს. წამიერად გავიფიქრე კიდეც, ალბათ ჩემი შვილი მოკვდა და რომ არ გავგიჟდე, სხვას მიჩვენებენ-მეთქი, მაგრამ როგორც კი საბანი გადავხადე, დათუჩას სხეული ვიცანი, ხელი დავადე, თბილი იყო, მაჯაც უცემდა. გულში რაღაც ენით აუწერელი ვიგრძენი, თავს შემოვუძახე - გამაგრდი, შენს პატარა ბიჭს ახლა სჭირდები-მეთქი. დათოს საწოლის თავთან თავისი ჯვარი დავუკიდე, იქვე მოვათავსე დეიდაშვილის ნაჩუქარი იოანე ნათლისმცემლის და მკურნალ პანტელეიმონის პატარა ხატები, ყოველ შესვლაზე ვამბობდი "მამაო ჩვენოს", ვაპკურებდი აიაზმას, ვაცხებდი ზეთს და სასწაულის იმედით უკან ვბრუნდებოდი. ერთ დღეს ექიმებმა გვითხრეს: ყოველთვის, როცა შვილს ნახულობთ, ბევრი ელაპარაკეთ, გაიხსენეთ რაიმე სასიამოვნო, რაც მას მოეწონებოდა, ტვინს ესმის, თანდათან რეფლექსებიც აღუდგებაო. იმ დღის მერე მართლაც სულ ველაპარაკებოდით. ერთ დღეს მე, ჩემი მეუღლე და ძმა შევედით, ვეფერებოდით... უცებ დათოს თვალიდან ორი დიდი კურცხალი გადმოუგორდა... იცით, რა იყო ეს ჩემთვის?..

ერთ დილას დეიდაშვილმა ავჭალის ქეთევან წამებულის ეკლესიიდან მამა გიორგი მოიყვანა. ლოცვები წაუკითხა და შვიდგზის ზეთი სცხო. დათო საწოლში წრიალებდა, თითქოს რაღაც ესმისო.

8 მაისს პალატაში გადაიყვანეს. დათოს მხოლოდ უმნიშვნელო რეფლექსები ჰქონდა, იცოდა მხოლოდ ყლაპვა და პირის დაღება. 9-ში მისი მასწავლებელი, ნანა, ჩამოვიდა სანახავად. ბევრი ეფერა. ბოლოს მკითხა: ხომ არ გიცდია, რაიმე დაეწერაო. შევიცხადე, თან ვიუარე, ძალიან მეშინოდა, რადგან ტვინთან გვქონდა საქმე. ნანამ მაინც აიღო ფურცელი და კალამი და თხოვა დაეწერა "ი", "ა", დაეხატა ჯვარი. დათომ, ჩვენდა გასაოცრად, მართალია, დიდი გაჭირვებით, მაგრამ ეს ყველაფერი შეძლო. ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! წერა გააგრძელა. დაუწერა: მე შენ მიყვარხარო. კლასელების სახელებიც გაიხსენა. მაშინვე ექიმს ვაჩვენე ნაწერი, გაოცდა, თან ძალიან გაუხარდა. იმ დღიდან დათოს გვერდით ედო რვეული და კალამი. როცა წერა მოუნდებოდა, ვხვდებოდით, ვუჭერდით რვეულს და წერდა. ასოები ავიწყდებოდა, ვერც ზომებს და სისწორეს იცავდა. თვალებში რომ ჩავხედავდი, ვგრძნობდი, ხან ჩვენთან იყო, ხან არა, ამ დროს მზერა სულ სხვანაირი ჰქონდა. ზოგჯერ კი ჩვილივით რაღაცას უღიმოდა. ერთხელ, ასეთი ღიმილის დროს, ვკითხე:

- დათო, სად ხარ?

დამიწერა: სამოთხეში. გავოცდი, მაგრამ, გამოკითხვა გავაგრძელე:

- რას ხედავ?

- რაც ტაძარშია, სინათლეს.

- ვინ წაგიყვანა?

- ანგელოზები არიან, ღმერთმა.

- რატომ?

- წმინდა იყო.

- როგორები არიან ანგელოზები?

- ფრთები აქვთ.

ამ ნაწერს ყველას ვუჩვენებდით, ვისაც აინტერესებდა.

მეოცე დღეს, ნემსის გაკეთებისას, დათომ სიტყვები წარმოთქვა. თითქოს ქარმა მოიტანა, ისე გამოცრა კბილებში: მამა, მიშველეო. ის ღამე საშინელი იყო, თან სიხარულის, თან ტანჯვის. მთელი ღამე ვყარაულობდით, საწოლიდან გვიხტებოდა, ერთთავად რაღაცას წრიპინებდა, ტვინი სხეულს კრუნჩხვებში აგდებდა... მომდევნო დღეებში თითქოს ყმუოდა, მერე თანდათან ენა გამოისწორა. ყველაფერი თავიდან ასწავლეს: ჭამა, ლაპარაკი, სიარული, ჯდომა. როგორც კი გასაგებად დაიწყო ლაპარაკი, მღვდელი მოგვთხოვა, - ცოდვები მაქვს, აღსარება უნდა ვთქვაო. რა თქმა უნდა, თხოვნა შევუსრულეთ. მღვდლის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. ყლაპვა კარგად რომ შეძლო, მამა გიორგიმ კიდეც აზიარა. თვე და სამი დღე დავყავით საავადმყოფოში, არც ერთი დღე არ ყოფილა, დათოს ღმერთზე და წმინდანებზე რომ არ ელაპარაკოს, ერთთავად პირჯვარს იწერდა, პირჯვარს წერდა აბსოლუტურად ყველაფერს და ყველას, პირჯვრის გადაუწერლად პირშიც არაფერს იკარებდა. ჩემს ძმას მოატანინა ხატები, ისეთ ადგილზე გააკვრევინა, რომ ხელით მისწვდომოდა. საათობით ბუტბუტებდა, ხატებს კოცნიდა, ჩვენც ამასვე გვთხოვდა. უფრო აქტიურობდა საღამოობით, როცა მნახველები მიდიოდნენ. საწოლის გარშემო, სადაც ხელი მიუწვდებოდა, ყველგან ჯვარი დაკაწრა ფრჩხილებით - ღმერთი დაიღალა, ყველგან ეშმაკები არიან, ცოდოა ღმერთიო. ხანაც ხმამაღლა ყვიროდა: ეშმაკებო, პირჯვარს რომ გწერთ, რატომ არ მანებებთ თავსო.

ერთ დღეს ბატონმა ვოვამ გვითხრა: ბავშვი სასწაულად გადარჩა, აზროვნებაც თანდათან უბრუნდება, თანაც ასე მცირე დროში მოხდა ეს ყველაფერი (ყველას ეგონა, რეანიმაციაში მოგვიწევდა დიდხანს წოლა, შემდეგ კი პალატაში), ალბათ ხელის გამო ბევრს აღარ იჯავრებთო - ბავშვს მარცხენა მხარის სრული პარეზი ჰქონდა. დათუნამ გოჩას მოტანილი ხატებიდან ერთი აიღო, იესოს, ღვთისმშობლის და წმიდა ნიკოლოზის გამოსახულებით, გადმოაბრუნა, ხელზე დაიდო, თვითონაც ხატებისკენ გადაბრუნდა, დიდხანს ბუტბუტებდა, ხატებს ზემოდან პირჯვარს წერდა და თან ამბობდა: გაუძლიერეთ, ცოდოა, მარცხენა გაუძლიერეთ დათოსო. ამ ლოცვიდან მესამე დღეს ხელი ბოლომდე გაშალა... ყველა გაოგნებული იყო, ექიმები ამბობდნენ - თქვენთან ყოველდღე სასწაულები ხდებაო.

2003 წლის შემოდგომაზე დათოს კლასი ბაგრატის ტაძრის მოსანახულებლად გაემგზავრა. მას არ ვუშვებდი, რადგან ვერ მივყვებოდი. მშობლებმა მთხოვეს და უარი ვეღარ ვთქვი. დათოს ტაძრის ნანგრევებიდან რამდენიმე ქვა აუღია, - ლამაზია და დედა ხატების კუთხეში დადებსო. უკან რომ ბრუნდებოდნენ, კიბეზე ფეხი დაცდენია, ბოლომდე ჩაგორებულა. იცით, როგორი მომიყვანეს? თვითონ ისე უკვირდა, ნელა მოვდიოდი, მეც არ ვიცი, რანაირად დავეციო. გავუწყერი, გავახსენე, რამდენჯერ მქონდა ნათქვამი, რომ ეკლესიის ეზოდან არაფრის წამოღება არ შეიძლებოდა. ქვები დროებით ხატების კუთხეში დავაწყვე, ჩემს მოძღვარს კი ვუთხარი, რომ ზაფხულის არდადეგებზე დათოს ქუთაისში წავიყვანდი და ქვებს თავისი ხელით დავაბრუნებინებდი. მამა ნიკოლოზმა მითხრა, კარგი, ოღონდ ეგებ მანამდე შეძლო და დააბრუნოო. ჩვენი ეს საუბარი აღდგომის მარხვაში იყო. 25 აპრილს კი ეს საშინელება მოხდა. ჩემმა მეუღლემ თქვა, - ისეთი რწმენა მაქვს, ქვებს დავაბრუნებ თუ არა, ჩემი შვილი გადარჩებაო. 26-ში თბილისიდან წამოსულებმა შინ შეიარეს, ქვები აიღეს და გზა გააგრძელეს, გვიან ღამით ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში იყვნენ. მუხლმოდრეკილებს პატიება უთხოვიათ, ქვები დაუბრუნებიათ და დათოს სიცოცხლე შეუვედრებიათ უფლისთვის. ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ დათომ საავადმყოფოში ქვები მოიკითხა. როცა მამამისმა უთხრა, დავაბრუნეთო, ძალიან გაუხარდა. შემდეგ გაიხსენა, რომ სამოთხეში რაღაც მითხრეს ქვებზე, მაგრამ კონკრეტულად რა, არ მახსოვსო.

28 მაისს საავადმყოფოდან გამოგვწერეს, ყველანი გახარებულები ვიყავით. ექიმებმა - არსად თქვათ, რომ ჩვენ გიშველეთ, ღმერთის გადარჩენილები ხართო... ჩამოვედით ხაშურში. დათო მომჯობინდა. ერთ დღეს კი აი რა გვიამბო: ვიდექი. უცბად ცა გაიხსნა, ანგელოზი გადმოვიდა, მხრებში ხელი მომკიდა და მაღლა წამიყვანა. ბეწვის ხიდზე დამაყენა, გვერდით თვითონ მომყვებოდა, უკან კი დედა და მამა მოდიოდნენ. ხიდქვეშ შავი, ბეტონივით რაღაც ეყარა, დიდი, საშინელი ეშმაკები დახტოდნენ ზედ. ხიდის იქით კი სინათლე ჩანდა, ბოლოში დიდი რკინის კარები, ცალ მხარეზე ვარსკვლავივით ჯვარი ჰქონდა, ცალი კი ღია იყო. შევედით. თეთრი რაში დამახვედრეს. ზედ დამსვეს, ხელში გრძელი შუბი მომცეს და გავფრინდით. უცბად ჩემსკენ დიდი, საზარელი ეშმაკი წამოვიდა. მისი ყველას ეშინოდა. შუბი დავუხვედრე, ყელით წამოეგო, მერე ძირს დავუშვი და იმ სიშავეში ჩავარდა ყვირილით. ამის შემდეგ ღმერთთან აღმოვჩნდი. ხელი გულზე დამისვა და მითხრა: მე ადამიანებს თავისუფალი ნება მივეცი, შენ კი აქ ყოფნა დაიმსახურეო. ტირილი დავიწყე, - რატომ გოჩიკო არ არის აქ-მეთქი. ღმერთი ძალიან დიდი და ლამაზია. მეუფე იობს რომ აცვია, ისე ეცვა, ყელთან ისე ჰქონდა გადაფენილი, რომ სამკუთხედი იქმნებოდა. მარცხენა მხარეს თითქოს პლანეტა ეფარებოდა. თავზე ორფრთიანი, ოთხფრთიანი და ექვსფრთიანი ანგელოზები დასტრიალებდნენ. ღმერთის უკან, როგორც ეკლესიაშია გამოსახული ხატები, ისე იყვნენ ჩამწკრივებულნი წმინდანები: ღვთისმშობელი, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი - ყველა ვერ ვიცანი. ღვთისმშობელმა ხელში ამიყვანა, მომეფერა, თვალებით მელაპარაკებოდა, მაგრამ არ მახსოვს, რას. შემდეგ ანგელოზებმა და ღმერთმა ილაპარაკეს (მე არ გამიგონია), იმ ანგელოზმა კი, რომელმაც წამიყვანა, მომკიდა მხრებში ხელი და უკან წამომიყვანა. ცაში შემოვიჭერით და თითქოს წყალში ჩავვარდი. მე სამოთხეში ვიყავი, იქ ისეთი სინათლეა, სინეტარეა... ადამიანებმა რომ იცოდნენ, იქ რა კარგია, ერთ ცოდვასაც არ ჩაიდენდნენ... სანამ სამოთხეში აღმოვჩნდებოდი, სადღაც ვიყავით მე და ერთი კაცი, გვერდით ბინაში ცხოვრობს (სახელი ვერ გაიხსენა), პაპას მანქანის მსგავსი მანქანა ჰყავს. კუბოებში ჩაგვაწვინეს. მე ვერ ვისვენებდი, ვწრიალებდი, ანგელოზი მოვიდა, ამომიყვანა, ჩემი კუბო გადააგდეს, ის კაცი კი იქ დატოვეს...

ზუსტად არ მახსოვს, მეცხრე დღე იქნებოდა, მნახველებმა ჩამოიტანეს ამბავი, გივი ძია გარდაიცვალაო, სწორედ ის კაცი, დათო რომ ყვებოდა. შემდეგ ხშირად ამბობდა, დავიღალე თქვენთან ყოფნით, სამოთხეში მინდა, არ შეიძლება, რამენაირად ისევ იქ რომ მოვხვდეო? ერთთავად სულ სიკვდილზე ფიქრობდა. რამდენიმეჯერ ისიც კი მკითხა, მღვდელმა რომ მაზიაროს და იმ წუთშივე ვინმემ მომკლას, ისევ სამოთხეში თუ მოვხვდებიო. ერთ დღეს აივანზე გამეპარა, კიბის თავში იდგა. მაშინ დამოუკიდებლად ვერ დადიოდა. რომ ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი, ყველაფრით დავიღალე და ის საოცარი სამოთხე მომენატრაო, მითხრა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დათო ყოველთვის ღვთის მორწმუნე და გულისხმიერი ბავშვი იყო, ლოცულობდა, მარხულობდა, ეზიარებოდა, ზოგჯერ მარიგებდა კიდეც...

ოპერაციის შემდეგ პირველი საკონტროლო გასინჯვა ივლისში გვქონდა დანიშნული. ტომოგაფიამ ტვინში სამგან კისტა აჩვენა. ბატონმა ვოვამ თქვა: ეს კისტა არ გაიწოვება, საჭიროა ხშირი კონსულტაციები, მკურნალობა, ყურადღება და, ღმერთმა ნუ ქნას, თუ მატება დაიწყო, ჩარევა დასჭირდებაო. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. ჩემი ძმის რჩევით და დახმარებით დათო მივიყვანეთ მეტეხის ტაძარში, მამა აკაკისთან, სადაც დიდი ნუგეში მივიღეთ.

თბილისში, ექიმთან ჩამოსვლისას ენით აუწერელი განცდა მეუფლება, ხოლო გულში ღრმად მწამს, დათო გამოჯანმრთელდება.

ბოლოს, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც სიტყვით თუ საქმით იმ უმძიმეს დღეებში გვერდით მედგა, ვინც ეს საშინელება გადამატანინა. მადლობა იაშვილის სახელობის კლინიკის მედპერსონალს, რეანიმაციულ განყოფილებას, უპირველესად კი ბატონ ვოვა მამაცაშვილს. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, განსაკუთრებით კი ჩემს ძმას, გოჩა მათიაშვილს. მადლობა დათოს კლასელებს, მასწავლებლებს, ამხანაგებს, ჩემს თანამშრომლებს იმ სითბოსა და დახმარებისთვის, რასაც დღემდე არ გვაკლებენ. უდიდესი მადლობა ბ-ნ გია ჯოხთაბერიძეს და "მაგთიკომის" თანამშრომლებს ჩემი შვილის გასაჭირის გულთან მიტანისა და დახმარებისთვის.

გმადლობთ! მთელი ცხოვრება თქვენთვის ვილოცებ, კეთილო ადამიანებო, და ღმერთს თქვენს მფარველობას შევთხოვ.

P.S. წერილი დიდი ხანია მზად მქონდა, მაგრამ გამოგზავნისგან მაინც თავს ვიკავებდი. ამ ამბავს მეუფე იობამდეც მიუღწევია, ახლობელმა მღვდელმა გვითხრა, ბავშვთან გასაუბრება გვსურსო. ერთ კვირა დღეს მიგვიღო მეუფემ. დათომ ყველაფერი დაწვრილებით უამბო. მეუფემ საუბარში თქვა, - ეს ამბავი უნდა დაიწეროს, რათა ყველამ წაიკითხოს და შეიმეცნოს ღმერთის ძალაო. დაგვარიგა და დათო დალოცა. მეუფე იობის ნათქვამმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ სასწაულზე მეამბნა თქვენთვის.

პატივისცემით
შ. მათიაშვილი-ყველიაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler