განცდა ხანცთაზე
განცდა ხანცთაზე
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა). კლდეზე შეფენილი იყო ზეთისხილის ბაღი და თითქოს თითოეული ხე წმ. ილია მართლის მსგავს ადამიანს განასახიერებსო, კლდეს ისე მყარად ჩაშჭიდებია და სახე-პირი აღმართისკენ უბრუნებია. თითქოს გეთსამანიის ბაღი ამ კლდეზე შეფენილაო, სადაც მაცხოვარი თავისი ყოვლისმცოდნეობით განიცდიდა ადამიანთა ყველა დროის დაცემებს და მამის წინაშე ლოცულობდა.

სამოთხეში ადამი რომ ცოდვით დაეცა, სამაგიეროდ გეთსამანიის ბაღში დაიწყო გამომხსნელი სატანჯველები მეორე ადამისა - იესო ქრისტესი. ხანცთაში თითქოს მსგავსი სახეა: კლდის ძირი (როგორც ადამის დაცემა), ტაძრისკენ აღმართ-აღმართ სავალი გზა (როგორც მყუდრო, ლოცვითი ღვაწლისთვის განმზადებული გეთსამანიის ბაღი) და ხანცთის ტაძარი (როგორც ქრისტეს მიერი გამოხსნა და სიკვდილის მძლეველი სიცოცხლე).

როცა აღმართი მშვიდობით ავიარეთ, უცებ გამოჩნდა დიდებული ტაძარი, რომელიც უმალ მშვენიერ განცდას დაბადებს თქვენში: ესაა ჩვენს წინაპართა უცვეთელი ღვაწლი, რომელიც ქრისტესა და ქრისტიანობის სიყვარულითაა დასაძირკვლებული. ესაა მტრისგან ნაწამები მაცხოვარი, რომელიც თავისი აღდგომით მაინც დგას და მომსვლელს ელოდება.

გზიდან ტაძრამდე მიმავალი გზა ტყიანი აღმართია და წყალი შუა ნაწილში მოედინება. თითქოს თითოეული ხე ქართველს განასახიერებს და ერის ფესვს ეს წყალი ასაზრდოებსო. როგორც ბანაში, აქაც დაღმართზე, ტაძრის ქვებია მოფენილი. ეს კი არანაირად არ გაქვს ჩვენს წინაპართა სულს, არამედ უფრო კი _ ჩვენი დღევანდელი რეალობაა, ჩვენი დღევანდელი სულია. ზოგ საეკლესიო კედელზე ხის ბოსელია მიდგმული. აქ ბევრი ხის ბოსელი დგას და ესეც ჩვენი სისუსტის ნიშანია.

ხანცთის სამრეკლოზე, გარედან და შიგნიდან ქართული წარწერაა, მაგრამ ზოგი ასო უკვე აღარ იკითხება ისევე, როგორც მავან ქართველში _ ქართველობა. დიდ და გვერდით მცირე სალოცავებში დაობებული ლეიბი, ბალიში და ბოსლისთვის გამოსადეგი ნივთები დღევანდელ ჩვენს პოლიტიკას მაგონებდა. ტაძრის დალაგება დავიწყეთ. თითქოს არა ხანცთას, არამედ უფრო კი _ საკუთარ სულს ვალაგებდი. საკურთხეველში ჩრდილოეთ მხარეს, შიგ კედლის ძირში, ლეღვს თავი წამოუყვია და უკვე იმსისხოა, რომ ვერ მოვგლიჯე. ეს უმალ მაგონებს ჩვენს უნაყოფო მდგომარეობას (მთელ რიგ ცოდვებს, არაჯანსაღ ურთიერთობებს), რომლის მოსაგლეჯად მხოლოდ საკუთარი ძალა არ კმარა, არამედ საჭიროა ერთმანეთის მოსმენა და ქრისტეს სიყვარულში ერთსულოვნად ყოფნა. დედა მართას თხოვნით მხოლოდ ტოტების შემომტვრევა შევძელი. ეს ლეღვის ხე თუ გაიზარდა, ვგონებ კედელს დანგრევისთვის განამზადებს. იქვე, ხანცთის ტაძრის ერთი კედელი რომ დამაგრებულიყო, ვინმე ქრისტეს მოყვარეებს ქვები ერთმანეთზე დაუდვიათ და კედლისთვის ისე შეუდგამთ, როგორც მაგალითად, კაცი მოხუცს ჯოხს რომ მიაწოდებს. ცოტაოდენი შრომის შემდეგ ხანცთის ეზოში ვაზი შევამჩნიე და როგორც ქართველს, როგორც კახელს დიდად გამიხარდა. ხანცთის თეთრი ყვავივილი არტანუჯის ციხის ყვავილისგან განსხვავებული იყო. წარმოვიდგინე წმ. გრიგოლ ხანცთელი, რომელიც ამ და სხვა ყვავილებს ალბათ ეფერებოდა-ხოლმე. ბოლოს კი, სამახსოვროდ არცერთი ტაძრიდან ქვა არ წამომიღია. დაე მცირედიც კი იქ იყოს, სადაც ქვათა ღაღადია!

წამოსვლისას ხანცთის წყარო დავლიეთ, წყარო რომელზეც მცირე სამლოცველოა დაშენებული. აქ კი, ჩემი წარმოდგენით რომ ვთქვა: წყარო, ესაა სიცოცხლის წყარო - მამა, ძე და სული წმინდა. ხოლო ჩვენ, ჩვენი ლოცვებით, მაცოცხლებელ წყაროს (ღმერთსა და მის მადლს) მუდამ უნდა ვიღებდეთ და არსობის პურით (ქრისტე ღმერთით) შემტკიცებულნი, აღდგომის წყაროს წყალობით უნდა დიდებისვმეტყველებდეთ და მადლით კეთილად ვმოქალაქეობდეთ.

ბოლოს სიტყვა ღმრთის სიტყვას, ადამიანის აღმადგენელ ძალას - ქრისტეს ეთქმის, ქრისტეს, რომელიც დაანგრიეს, მაგრამ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. განა ტაძრის კედლები, ტაძარი დანგრეულია?! არამც და არამც! ჩვენ ვეცადოთ და დაუნგრეველ კედელთან (ქრისტესთან) გავმაგრდეთ, რომელსაც ძალუძს დედამიწისა და მთლიანი სამყაროს განახლება. ეს რწმენა ადამიანისგან მოითხოვს მოთმენითა და სულგრძელობით დაელოდოს საყოველთაო აღდგომას, სადაც წუთისოფლის დამანგრეველი ძალა - ცრუ სიტყვა (ეშმაკი) მართალ ადამიანებს ვეღარ გააწამებს. აღარ იქნება ის ნაწამები სახე, რა სახეც თუნდაც ხანცთის ტაძარს აქვს მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ სამწუხარო რეალობაა დანგრეული ტაძრების და თუნდაც აფეთქებული ოპიზის დანახვა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მაინც მხნედ უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ფრესკებზე გამოსახულებს (რომლებიც იმ ქვეყნად არიან) ვერცერთი ურჯულო ვერ "გადაღებავს", მითუმეტეს ქრისტეს. ჩვენ გვმართებს ვბაძვიდეთ წინდანებს, რადგან სწორედ წმინდანობისთვის ვართ მოწოდებულნი ქრისტე იესოში.

მ. თეთრაძე
2017წ.
ბეჭდვაელფოსტა
23.05. 2018
8
ხანძთა და არა ხანცთა
სხვა სიახლეები
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
28.03.2013
მღვიძარება ქრისტიანისთვის მარადიული გულისხმიერებაა - უყურადღებობით და უდებებით იქნებ ისეთი რამ გამოეპაროს, ვერც მიხვდეს, რომ ცოდვას სჩადის.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat