სახარება რომ წავიკითხე, მთლიანად შეიცვალა ჩემში აზროვნება
სახარება რომ წავიკითხე, მთლიანად შეიცვალა ჩემში აზროვნება
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.

- ციხიდან რომ გამოვედი, თავიდან თითქოს წუთისოფლის მორევმა ჩამითრია. ამ ყველაფერს უნდა განერიდო, თუ გინდა, რომ ვერ შეეგუო, - მიამბობს ალექსანდრე, - ციხე ისეთი ადგილია, სადაც ადამიანს მეტი ფიქრის დრო გაქვს. უღრმავდები შენს შეცდომებს... თავიდან მეგონა, რომ სწორად ვცხოვრობდი, მაგრამ მერე მივხვდი - შეცდომებით გამიტარებია წლები. ციხეში მოძღვრები შემოდიოდნენ, ქადაგებდნენ. რაც ჩვენთვის წამლად მისაღები იყო, იმას ვიჭერდით და ვიღებდით. რაც შენთვის მისაღები არ არის, იმას არც მოგცემს უფალი. იმდენს მოგცემს, რამდენსაც დაიტევ. ნელ-ნელა გაგვეხსნა გონება და სულიერი თვალითაც შევხედეთ, რომელია სწორი ცხოვრება. ქრისტიანობაც ეს არის. თუ გინდა, ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, ამ მცნებებს უნდა ასრულებდე. ზედმიწევნით კი ვერ ვასრულებ, მაგრამ ვცდილობ, როცა დავეცემი, წამოვდგე და ერთსა და იმავე ადგილას არ დავრჩე. როცა სული ბინძურდება, მძიმე ცოდვით ეცემა, უნდა ადგე და გაისუფთავო. გარდაქმნა მოხდა პირადად ჩემში და ბევრ პატიმარშიც. რომ ამბობდნენ, სულიერი ცხოვრებაო, დავცინოდი ხოლმე, არც ვიცოდი, რა იყო. ვერ ვხვდებოდი, რა იყო სული.

***
30 წლის ვარ. ციხეში 8 წელი გავატარე. 10 წელი მქონდა მისჯილი, ორი წელი მაჩუქეს. წარსულში როგორც ვცხოვრობდი, ეს მეგონა სწორი ცხოვრება და საკუთარ თავს რაიმეს რომ ვუშავებდი, ცუდად არ მიმაჩნდა. შეხება არ მქონდა ეკლესიასთან. ერთადერთი - მწამდა ღმერთი და ეკლესიაში თუ შევიდოდი, პირჯვარს ვიწერდი... უფალმაც დაუშვა განსაცდელი და აღმოვჩნდი საპატიმროში 2005 წლის დასაწყისში. რისთვისაც დამიჭირეს, იმ საქმესთან არანაირი შეხება არ მქონდა.

***
სახარება რომ წავიკითხე, მთლიანად შეიცვალა ჩემში აზროვნება და გადავერთე რელიგიურზე. ძიება დავიწყე, რა, როგორ, რას გვთხოვს უფლის მცნება, რა არის დასაცავი, რას ნიშნავს ქრისტიანობა, რომ მარტო ქრისტიანი ვარო, არ უნდა იძახოს ადამიანმა... ზონაშიც გადამიყვანეს და იქ მოძღვრები უფრო ხშირად შემოდიოდნენ. მოძღვრებს მისცეს საშუალება, რომ პატიმრებთან ურთიერთობა აეწყოთ. პირველი აღსარების მერე თანდათან დავუახლოვდი მოძღვრებს. მამა შიო მენაბდეც იქ მოვიდა. მასთან დავიწყე აღსარების ჩაბარება. თავიდან ხელსაქმეს ვაკეთებდი. ციხეში თუ თავი ხელში არ აიყვანე, ყველას კრიჭაში ჩაუდგები. ან სპორტს უნდა მისდიო, ან ხელსაქმე აკეთო, ილოცო, ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა შეუთავსო.

უწმინდესს ორი სკვნილი გავუკეთე. მე და ჩემი მეგობარი ვაკეთებდით სამწელიწად-ნახევარი. მამა შიომ მირჩია. ხატწერა მესწავლა. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ხატს დავწერდი, მაგრამ ღვთის მადლი და ძალა ისეთი დიდია, შეუძლებელს გაკეთებინებს. "შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებლია ღვთისაგან". ამაში დავრწმუნდი.

დღე ისე გადიოდა, ვერ ვიგებდი, დაკავებული ვიყავი საქმეებით. ეს ყველაფერი კარგი იყო, სასჯელსაც მიმსუბუქებდა. ბოლოს, სასჯელს უკვე აღარ ვარქმევდი, სასწავლებელს ვეძახდი და მადლობას ვუხდიდი ღმერთს, რომ იქ ვიყავი და წამიყვანა 10, და არა სამი წლით. სამი წელი რომ მოეცათ ჩემთვის ისევ ისეთი გამოვიდოდი, ისევ ისეთი აზროვნებით და დამძიმებული ცხოვრებით ვიცხოვრებდი. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

***
ციხეში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გახსნეს. მამა შიო რომ დანიშნეს მოძღვრად, მისი ლოცვა-კურთხევით და პატიმრების დიდი თხოვნით სამლოცველო საკნები გაიხსნა. ვიკრიბებოდით ერთნაირად მოაზროვნენი, რომლებიც ვემორჩილებოდით მამა შიოს ტიპიკონს. ეს შემოიფარგლებოდა უფრო მონასტრული ტიპიკონით. დილით ყველა ერთად ვდგებოდით, ვლოცულობდით, პარაკლისებს ვიხდიდით. წირვა-ლოცვებისთვის ერთად ვემზადებოდით. სამლოცველო საკანი თავიდან ერთი გაიხსნა, შემდეგ უკვე ხუთამდე გაიზარდა. სიგარეტს იქ არავინ ეწევა. შრომით არიან უფრო დაკავებულნი. ყველას თავისი მოძღვარი ჰყავს. ვისაც მოძღვარი არ ჰყავს, ის საკანში ვერ შედის - სიტუაციის გასაკონტროლებლად მოძღვრის ყოლა აუცილებელია, ეკლესიური თვალსაზრისით იქ მეტი ბრძოლაა. ვცდილობდით, ისეთი პიროვნებები აგვერჩია და შეგვეყვანა სამლოცველო საკნებში, ვისაც მოძღვარი ჰყავდა და გარკვეული დროის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა თავის მოძღვართან და დადებითად ხასიათდებოდა. ჩვენს უკან ადმინისტრაცია იდგა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა აღებული, უპირველესად, მამა შიოს, მერე თითოეულ პატიმარს გვეკისრებოდა. Gგვანდობდნენ ისეთ იარაღებს, რომლებიც საშიშია. შეიძლება ამით კაცი მოეკლათ. როდესაც სწორად არ ცხოვრობ, აძლევ საშუალებას ბოროტს, შენში შემოვიდეს და თავის ჭკუაზე გატაროს. მაცხოვარი გვეუბნება, ორი ბატონი არსებობს, ან ერთს ემსახურე, ან მეორეს. მამა შიომ ეს რომ მითხრა, თავიდან ვერ მივხვდი, მეგონა, მეუბნებოდა, ან დირექტორს ემსახურე, ან მეო. მერე, წიგნები რომ წავიკითხე, მივხვდი, - ან ეშმაკეს ემსახურე, ან ღმერთსო. ქრისტიანი ადამიანი ეშმაკს ხომ არ აირჩევს. რაღაც შემთხვევებში შენი ნებითაც ეთანხმები ეშმაკს და ეცემი მძიმე ცოდვით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეშმაკს პატივს სცემ, ეთაყვანები და ადიდებ. სუსტები ვართ ადამიანები, გვიწევს დაცემა. ხანდახან კარგიც არის დაცემა, სინანული რომ დაგიბრუნდეს, მეტად იფიქრო იმ ცოდვაზე და გამოასწორო.

მკვლელად არავინ იბადება, ყველა ერთნაირები ვიბადებით, მერე ვინ როგორ გარემოში გაიზრდება, ვის როგორ ასწავლიან, იმის მიხედვით მიდის მისი ცხოვრება.

...დილით ცხრის ნახევარზე ვდგებოდით. საკანში ოცი კაცი ვიყავით და ერთი კეთილმოწესე გვყავდა, რომელიც აკონტროლებდა სიტუაციას. თუ ვინმეს კონფლიქტი მოუვიდოდა მოყვასთან, იმახსოვრებდა, იწერდა (იქ რელიგიურ საკითხებზე უფრო ვკამათობდით, ვიდრე პირად ცხოვრებაზე), ამ ყველაფრის ვალდებულებას იღებდა კეთილმოწესე, მოძღვარს აყენებდა საქმის კურსში.Mმერე მოძღვართან, მამა შიოსთან ერთად ვაგვარებდით პრობლემებს. მოძღვარი გვაძლევდა ყველა კითხვაზე პასუხს, კამათი იქვე რომ ჩამცხრალიყო.

კეთილმოწესეს გამოვარჩევდით კენჭისყრით. ვთქვათ განთავისუფლდებოდა საპატიმროდან კეთილმოწესე, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მისი რჩევით და ჩვენთან შეთანხმებით სხვას ვირჩევდით კეთილმოწესედ.

რუსთავის 17 ზონა სამ ეტაპად იყო დაყოფილი. სამივე ზონაში დაახლოებით ათას-ათასი კაცი ვიყავით. ამ სამ ზონას ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდა, ანუ გამოყოფილები ვიყავით, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო. ადმინისტრაცია ამ საკითხს ძალიან აკონტროლებდა. სამივე ზონაში გვქონდა სამლოცველო საკნები და ამ სამივე ზონის კეთილმოწესედ მოძღვარმა მე დამნიშნა. კეთილმოწესეობაში შედის მოძღვრის სიტყვის მიტანა პატიმრებამდე. ბოლო პერიოდში, რაც ხატწერა დავიწყე, ძალიან დავიტვირთე. კეთილმოწესედ სამი წელი ვიყავი. ღვთისმშობლის ხარების სახელზე ტაძარი აშენდა. უწმინდესმა ბრძანა, ხარების სახელზე აკურთხეთ, პატიმრებს რომ გაუხარდეთო.

მადლობა უფალს, რომ მიმიყვანა ციხეში და დამანახვა სწორი გზა. იქ ისეთი სითბო და სიყვარული ვნახე, რომ სულ განქარდა ჩემი ავი ფიქრები.

რამდენიმე თვეა, ციხიდან გავთავისუფლდი. ამნისტია შეგვეხო. ამჟამად ხატწერას ვაგრძელებ, მამა ისააკს მიმამაგრეს. დამოუკიდებლადაც შემიძლია შინ დავწერო ხატები. ჩემი მოძღვარია მამა შიო მენაბდე. რამდენად ვარ მისი სულიერი შვილი, ეს ჩემზე და ჩემს მორჩილებაზეა დამოკიდებული. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფრისთვის უწმინდესს, მამა ისააკს - ამდენ დროს რომ გვითმობს. დრო კი დღეს ყველასთვის ძვირფასია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
28.03.2013
მღვიძარება ქრისტიანისთვის მარადიული გულისხმიერებაა - უყურადღებობით და უდებებით იქნებ ისეთი რამ გამოეპაროს, ვერც მიხვდეს, რომ ცოდვას სჩადის.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat