"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა"
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა"
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ღვთის ნებით, სინანული შეიპყრობს ადამიანს. მაგრამ შეგვიძლია კი ყოველთვის გულწრფელნი ვიყოთ და ჩვენი შეცოდებანი სხვებს არ დავაბრალოთ?

ნინელი (55 წლის): - ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი. ქმარიც ჩემი ხნის იყო, ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველას და-ძმა ვეგონეთ, ვერც წარმოედგინათ, ასე ახალგაზრდებს ოჯახი თუ გვქონდა. ორი-სამი წელი მშვიდად და პატიოსნად ვცხოვრობდით, შვილიც გვყავდა, ორივე მხრიდან დედ-მამა გვეხმარებოდა და ვერც კი ვგრძნობდით ოჯახის სიმძიმეს. მერე ქმარმა მუშაობა დაიწყო და აირია მონასტერი. კარგი ხმა ჰქონდა, კარგად უკრავდა, მამამისის მეგობარი რესტორნის პატრონი იყო და მასთან წაიყვანა. რასაკვირველია, გამიხარდა, მაგრამ გულში რაღაცამ ავად გამკრა. დიდი ხანი არ გასულა და ჯერ დაგვიანება დაიწყო, მერე სულ არ მოდიოდა, ტელეფონზე ლაპარაკს ხომ საზღვარი არ ჰქონდა, თან იდუმალი ხმით და ჩურჩულით. არც ჩემკენ იხედებოდა და არც ბავშვს მოიკითხავდა. დედ-მამამაც შეატყო, რომ რაღაც სჭირდა და იმასაც ხვდებოდნენ, რა შეიძლება ყოფილიყო ეს. ერთხელ მამამისის ლაპარაკს მოვკარი ყური, აფრთხილებდა, ამან კი უტიფრად უპასუხა, - მიყვარს და რა ვქნაო. უჩუმრად შევედი ოთახში, ბარგი ჩავალაგე, მამას დავურეკე და ვთხოვე, დავწყნარდები და ყველაფერს გეტყვი, ოღონდ ახლა არ მკითხო-მეთქი. ერთი წელი ისე ვიყავი ჩემს ოჯახში, არც მოვუკითხივართ. დედამთილ-მამამთილი ტირილით მოდიოდნენ, მაგრამ შეურიგდიო, არასდროს უთქვამთ. თავიანთი შვილის ამბავს ჰყვებოდნენ, როგორ წავიდა სახლიდან, მერე იმ ქალმა როგორ უღალატა, როგორ მობრუნდა უკან და ეხვეწებოდა დედ-მამას, დამეხმარეთ და ცოლ-შვილი დამაბრუნებინეთო. მოინანია და ვაპატიე, მაგრამ ახლა ჩემს ცოდვაზე ვიტყვი. გამწარებულმა ვიფიქრე, - მაგას თუ ოქროს რქები არ დავადგა, ქალი არ ვიყო-მეთქი. მართლა გამომიჩნდა თაყვანისმცემელი, მაგრამ საბოლოო ნაბიჯი ვერ გადავდგი. მას შემდეგ წლები გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, 3 შვილიშვილის ბებია ვარ, მაგრამ ეს ჩემი ნაფიქრი რომ მახსენდება, ჭირის ოფლში ვიწურები. საკუთარი თავის პატიება უფრო ძნელი ყოფილა.

ეკატერინე (49 წლის): - ახალგაზრდობაში ყველა სცოდავს, ასე მგონია. ჩემი დიდი შეცოდება სიცელქე იყო. ვცელქობდი უაზროდ და ყველასთან, განსაკუთრებით ბებია მყავდა აგდებული. ეგ არაფერი, მაგრამ მერე, როცა ბებო მძიმედ გახდა ავად და ლოგინად ჩავარდა, ახლოს არ ვეკარებოდი, არადა მისი გაზრდილი ვიყავი და ჩემზე უდიდესი ამაგი ჰქონდა. ერთხელ დამიძახა. საწოლზე ჩამოვუჯექი. ხელი ხელზე დამადო და ხელი გავწიე, თითქოს მეზიზღებოდა, ავადმყოფს ხომ თავისებური სუნი აქვს... შემატყო... საოცრად სუფთა იყო და მისთვის ეს მდგომარეობა ტკივილზე გაუსაძლისი იყო. ეს რომ მახსენდება, გულზე თითქოს ბრჭყალები ჩამაფრინდება. ასეთი რამის მონანიება ერთხელ არ ხდება, ეს ჩემთვის სინანულია... ძალიან პათეტიკურად კი გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა...

ომარი (72 წლის): - ყველას მინდა ვუთხრა, რომ დედ-მამას სცენ პატივი, თორემ ძალიან მწარეა ის სინანული, რომელიც შვილის გულგრილობას მოჰყვება. მამაჩემმა ადრე დაგვტოვა. არა, კი არ მომკვდარა, სხვა ქალთან წავიდა. შევრჩით დედაჩემს მე და ჩემი ძმა. რა უნდა ექნა ახალგაზრდა ქალს, რკინის ქალამნები ჩაიცვა და ისე გაგვზარდა. მერე, როგორც იმ დროს ხდებოდა, თბილისში ჩამოვედით, აქედან წასვლა არც ერთმა არ მოვისურვეთ. ოჯახები შევქმენით და დედა დაგვრჩა მიტოვებული. დედაზე არ მწყდება გული, მასთან არ ვცხოვრობდით, თორემ ზამთარში აქ გვყავდა, ზაფხულს ჩვენ-ჩვენი ცოლ-შვილით მასთან ვატარებდით. მამას მოუნდა ჩვენთან ურთიერთობა - გვწერდა, გვირეკავდა, პატიებას გვთხოვდა და არც ერთმა არ ვაპატიეთ. ჩვენი ნახევარდის ქორწილში დაგვპატიჟა, რა თქმა უნდა, არ წავედით. თურმე თვალცრემლიანი გაჰყურებდა გზას. დედამ გვისაყვედუყრა ამის გამო და იმასაც კი ვაწყენინეთ. რომ გარდაიცვალა, მივედით. ასეთ დროს ქრისტიანისთვის მიუსვლელობა თავლაფის დასხმაა, მაგრამ ესეც, ასე ვთქვათ, სირცხვილ-ნამუსის გამო გავაკეთეთ, კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ. მე ეკლესიაში დავიწყე სიარული და ერთ დღეს, მიცვალებულების საერთო პანაშვიდს რომ ვესწრებოდი, ყველა ჩამოვწერე, მამაჩემის გარდა, თითქოს რაღაც გალღვა ჩემს გულში. ვერც კი დაიჯერებთ და თვალწინ დამიდგა... სასწრაფოდ მოვძებნე ჩემი მოსახსენებელი და მამაჩემის სახელი მივაწერე, ის კი არა, თითქოს მაშინ ვიგრძენი, რომ მამა გარდამეცვალა, ყველა ის გულისტკენა დამავიწყდა, რაც მისი არყოფნით განმეცადა, ცრემლები ღვარივით ჩამომდიოდა. ახლა ყველაფერს ვუკეთებთ - საკურთხს, ლოცვებში ვიხსენიებთ, მაგრამ ჩემს უგულობაზე ძალიან მტკივა გული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
28.03.2013
მღვიძარება ქრისტიანისთვის მარადიული გულისხმიერებაა - უყურადღებობით და უდებებით იქნებ ისეთი რამ გამოეპაროს, ვერც მიხვდეს, რომ ცოდვას სჩადის.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat