მამა დავითი შევედრებია უფალს და იქ შვილიერების მომცემი წყაროს წყალი აღმოცენებულა
მამა დავითი შევედრებია უფალს და იქ შვილიერების მომცემი წყაროს წყალი აღმოცენებულა
დღეს ღირსი მამა დავით გარეჯელის გარდაცვალებისა და ხსენების დღეა.
ასურეთიდან საქართველოსკენ წარმოემართა ცამეტი ღირსი მამა. მათ, ვით ცეცხლის სვეტი, წინა უძღოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევა და, უფლისმიერი ღრუბლის მსგავსად, ნამს ამცვრევდა და აგრილებდა. მოაღწიეს სანატრელ მცხეთას, იგემეს ღვთაებრივი მირონი სვეტიცხოვლის ძირიდან აღმომდინარე წყაროდან. მოისვენეს მცირე ხანი. შემდგომ ლოცვით განწმინდეს ზედაზნის მთა და იქ დასახლდნენ. მალე წმიდა იოანემ თავისი სულიერი შვილები დალოცა და საქადაგებლად გაუშვა.

KARIBCHE

ზოგი ქართლში წავიდა სამოღვაწეოდ, ზოგიც - კახეთს. წმიდა დავითი კი, თავის მოწაფე წმიდა ლუკიანესთან ერთად, თბილისის დასავლეთით, ერთ მთაზე დასახლებულა. იქ, ტყეში, ერთ მღვიმეში დაუბრძანებია მაცხოვრის ხატი, წმინდა ნაწილნი - ღირსი იოანესგან კურთხევის ნიშნად ბოძებულნი, მოუდრეკია მუხლნი და მადლობა შეუწირავს ღვთისთვის. თბილისი მაშინ სულ ერთი ციცქნა ქალაქი იყო, ძალზე მცირე ჩანდა ზემოდან. სოფლის შფოთი-ხმაურიც ვერ აღწევდა ღირს მამებამდე. ამ სიმყუდროვეს ფრინველთა ჟრიამული და წყაროს რაკრაკიღა არღვევდა. მარხვით და ლოცვით განიწმინდავდნენ თავს და გასწმენდნენ თავიანთ სამყოფელს წმიდა მამები. სულიწმიდის მადლით უცილობლივ წინასწარჭვრეტდნენ, რომ ეს ადგილი მთაწმინდად და ღირსეულ ქართველთა ძვალთა განსასვენებლად იქცეოდა. ყოველ ხუთშაბათს დაუტევებდნენ ხოლმე მღვიმეს და ტფილისში ჩამოდიოდნენ საქადაგებლად.

თავიანთი წმინდა ცხოვრებით და ღვთის სიტყვის ქადაგებით მრავალი სული მიიზიდეს და გააქრისტიანეს. მაზდეანებს, ცეცხლის მსახურებს, სამწყსო ნელ-ნელა აკლდებოდათ. შეწუხდნენ მოგვნი და მამა დავითის ქადაგების შესაჩერებლად მოისყიდეს ერთი მრუში დედაკაცი. როცა ღირსი მამა საქადაგოდ მოვიდა, მასთან ის დედაკაცი მიიყვანეს და უთხრეს: "მატყუარა ხარ და მრუში, ამის დასტურია ის, რომ ეს ქალი შენგან ბავშვს ელოდებაო". გარშემო უამრავი ხალხი შეიკრიბა, აღშფოთებულნი წმიდა მამის საკადრისად დასჯას ითხოვდნენ. განცვიფრდა წმიდა დავითი, შეკრებილ ხალხს მიმართა: "ძმანო და შვილნო ჩემნო, ღმერთმა იცის, რომ არ არის ეს დედაკაცი მართალიო". ქალი კი ურცხვად აბრალებდა შვილის მამობას. მაშინ წმიდა მამამ ილოცა, ღმერთს შეწევნა სთხოვა. შემდეგ დედაკაცთან მივიდა, მუცელზე რკინის კვერთხი დაადო და ხმამაღლა თქვა: "შენ, ჩვილო, გიბრძანებ იესო ქრისტეს სახელით, გამოაჩინე ამ საქმის ჭეშმარიტება, გვაუწყე, მე ვარ შენი მამა?" ჰოი, საკვირველებავ, ჩვილმა დედის მუცლიდან მყისვე ამოსძახა: "მამაჩემი მჭედელია და არა დავით მოღვაწეო". განცვიფრდა ერი, განრისხებული ხალხის შეჩერება ვეღარც მამა დავითმა შეძლო - მათ დედაკაცი ჩააქვავეს. სანამ მოკლავდნენ, დედაკაცს ასცხადებია მამა დავითის ნათქვამი: "ქვასა შობო" და საშინელი ტკივილებით მართლაც ქვა უშვია. როგორც ამბობენ, ამ ადგილას არის აგებული ქვაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია.

KARIBCHE

ამ ამბის შემდეგ ღირს მამას განსაკუთრებით უშვილონი ევედრებიან და შვილიერებას სთხოვენ. როგორც წმიდა კირიონი (საძაგლიშვილი) მოგვითხრობს, მამა დავითი შევედრებია უფალს და იქ შვილიერების მომცემი წყაროს წყალი აღმოცენებულა. წმიდა კირიონის დროს წყაროს წყალი ქაშვეთის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მოედინებოდა. ძველ საქართველოში გამორჩევით ამიტომაც უყვარდათ ქაშვეთის ტაძარი. ყოველი ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს უამრავი მლოცველი მოდიოდა აქ საკლავ-საწირავით. დაილოცებოდნენ ქაშვეთში და შემდგომ შეუდგებოდნენ ხოლმე ფეხით მთაწმინდის აღმართს.

პირველსავე სიტყუას მოვიდეთ: მამა დავითი ძველ სამყოფელში აღარ გაჩერებულა. გასულა მტკვრის გაღმა და ერთი ხანობა თბილისის აღმოსავლეთით, ნავთლუხისკენ, ჯოჯოს მთაზე დასახლებულა. მალე იქიდანაც წასულა, რამეთუ ელტვოდა ამაო სოფლის შფოთსა და ხმაურს და გარეჯის უდაბნოში დამკვიდრებულა... ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს აღწერაში ბრძანებს, წმიდა დავითისეულია უდაბნო და ქვაბ-მღვიმენი ქეჩუტის მთებში, დმანისის ხეობაში, მდინარე მაშავერის ნაპირასო...

ზაფხული იყო, გარეჯის უდაბნოს რომ მიადგნენ მამა დავითი და მამა ლუკიანე. სიცხითა და გზით დამაშვრალებმა კლდის ეხს შეაფარეს თავი. დაიცხრეს წყურვილი დაგუბებული წვიმის წყლით და დასხდნენ დასასვენებლად. უდაბნოს უმკაცრესმა პირობებმა აღაფრთოვანა წმიდა დავითი და თავის მოწაფეს უთხრა: "ძმაო ლუკიანე, ვხედავ, რამეთუ კეთილ არს ადგილი ესე, დავადგრეთ აქ და ღმერთი, როცა ნახავს ჩვენს გულმოდგინებას, მოგვივლენს საღმრთო ძალას, განმაძლიერებელს ჩვენი უძლურებისაო". ლუკიანემ შეჰკადრა დიდ მოძღვარს: "მამაო, ჭეშმარიტია შენი სიტყვა, მაგრამ ვხედავ, რომ ამ უდაბნოში არც წყალია და არც საზრდელი. ვაითუ დავუძლურდეთ და ვეღარ შევძლოთ დათმენა ჭირთა და იწროებათა ამის უდაბნოისაო". წმიდა დავითმა გაამხნევა სულიერი შვილი. მღვიმეში დასახლდნენ და შეუდგნენ მოღვაწეობას.

KARIBCHE

ამასობაში მოახლოვდა ზამთარი. გადახმა მცენარეულობა, მოაკლდათ მამებს საჭმელი (ისინი ხომ მხოლოდ ბალახით იკვებებოდნენ). ლუკიანემაც "მწუანვილთა მოკნინებისათვის" იწყო წუხილი. ძმაო ლუკიანე, - გაამხნევა იგი წმიდა დავითმა, - განა არ იცი, რომ ყოველივე წარმავალია? რატომ წუხხარ ბალახისათვის, რომელიც პირუტყვთა საჭმელია, უფალი კაცთათვის შემსგავსებული საზრდელით გამოგვკვებავსო. ღირსმა მამამ სიტყვა დაასრულა თუ არა, მათთან სამი ირემი მივიდა ნუკრებთან ერთად და მათ წინაშე თვინიერად გაჩერდა. წმიდა დავითმა მათი მოწველა უბრძანა მოწაფეს. ლუკიანემ აღასრულა მოძღვრის ბრძანება. ღირსმა მამამ ჯვარი გადასახა და რძე ყველად იქცა. მამებმა შეჭამეს ყველი და ადიდეს უფალი. ამის შემდეგ ირმები ყოველდღე, ოთხშაბათ-პარასკევის გარდა, მოდიოდნენ და კვებავდნენ ღირს მამებს.

მამა დავითის მღვიმის ქვემოთ, გამოქვაბულში, ერთი საზარელი ქვეწარმავალი ბუდობდა. გველს საშინელი თვალები და თავზე "რქა დიდი აქუნდა". ბოროტი მხეცი ერთხელ მიეტევა ირმებს და ნუკრი მოსტაცა. შეშინებული ირმები მამა დავითთან გაიქცნენ. ღირსმა მამამ აიღო რკინის კვერთხი და ირმის ნაკვალევით მხეცის ბუნაგს მიადგა. "ჰოი, ბოროტო, რატომ ავნე ჩემს ირმებს და ნუკრი შეუჭამე. აწ დაუტევე ეს ადგილი და წადი აქედან, რამეთუ ეს უდაბნო ღვთისთვის მოღვაწეთა ქალაქად უნდა იქცესო", - მიმართა გველს წმიდა დავითმა. გველში ჩასახლებულმა ეშმაკმა კაცის ხმით უთხრა წმინდანს: "თუ გინდა, რომ წავიდე, ამოდი შენც ჩემთან ერთად ამ მთის თავამდე და შემდეგ, სანამ მდინარეს არ გადავლახავ, თვალი არ მომაშორო, მეშინია, ვაითუ ღმერთმა დამწვას შენი გამწარებისთვისო". წინ მამა დავითი წავიდა და უკან გველი გაჰყვა. ის იმდენად საზარელი იყო, რომ წმიდა ლუკიანე შიშით პირქვე დაემხო. გაშორდა გველი მამა დავითს, საცაა მტკვარშიც შევიდოდა. "დავით", - მოესმა წმინდანს ანგელოზის ხმა. მიიხედა უკან, თვალი მოაშორა გველს და ისიც ციდან ჩამოვარდნილმა ცეცხლმა ერთიანად დაწვა (ამ ადგილას ახლაც სახლისოდენა მომწვარი ადგილია, სადაც ბალახი არასოდეს იზრდება). ძალზე დამწუხრდა მამა დავითი, შეჰღაღადა ღმერთს: "ჰოი, უფალო, რატომ მოკალი გველი, რომელიც ასე სასოებით მომენდოო..." უფლის ანგელოზმა დაამშვიდა: "ნუ წუხხარ, მამაო, მისი დაღუპვისათვის, ეგ მდინარეში შეცურდებოდა, ჩამოვიდოდა ზღვაში და ბევრ ნავსა და მენავეს დაღუპავდა, შენ კი წადი და პირუტყვთა მაგივრად პირმეტყველ შვილთათვის იზრუნე, ლუკიანე შიშით ფეხზე ვეღარ დგებაო". გაამხნევა მოძღვარმა ლუკიანე: "როგორ შეგაშინა ჭიამ, რომელიც თვალის დახამხამებაში დაწვა ღვთის ცეცხლმაო".

KARIBCHE

რამდენიმე დღის შემდეგ ირმის ნაკვალევს მოჰყვნენ მონადირეები. განცვიფრდნენ ცხვარივით მშვიდად მდგარი ირმების ნახვაზე, რომელთაც ლუკიანე წველიდა და მამა დავითს სთხოვეს, თქვენთან დავრჩებითო. ღირსმა მამამ გააფრთხილა, - უდაბნოში არც საზრდელია და არც სასმელი. სჯობს, სოფელში ემსახუროთ ღმერთსო. მაგრამ მონადირენი უკვე მოენადირებინა სულიწმიდას, მათ მხოლოდ წმიდა დავითის გვერდით სურდათ ყოფნა. მაშინ წმიდა დავითმა უბრძანა, გამოეკვეთათ თავიანთთვის მღვიმეები და ლაკვანები ანუ ქვევრები წვიმის წყლის შესაგროვებლად. ისინი დაემორჩილნენ ღირსი მამის ბრძანებას. მალე უდაბნო ხალხით აივსო. მამა დავითის საძმოს მცირე ხანში მონაზონი დოდოც შემოუერთდა, რომელმაც შემდგომ მოძღვრის კურთხევით მონასტრის პირდაპირ კლდის რქაზე ახალი მონასტერი ააშენა. უამრავი ადამიანი მიიზიდა გარეჯის უდაბნოს მშვენიერებამ, ანუ აქ დამკვიდრებულმა ღვთის მადლმა. მონასტრის ერთხელ მხილველს უკან, ცოდვილ სოფელში, დაბრუნება აღარ სურდა. მათ შორის იყო ბარბაროსი ბუბაქარი, რომელმაც სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად მოიყვანა ოსტატნი და მონასტრის ძმობას კლდეში ეკლესია გამოუკვეთა. ეს ეკლესია შემდგომში გააფართოვა და განამშვენა წმიდა ილარიონ ქართველმა (ვაჩნაძე).

წმიდა დავითმა იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა. მონასტრის უკვე საკმაოდ დიდი კრებული წმიდა ლუკიანეს ჩააბარა და თვითონ რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა ქალაქისკენ გაეშურა. მიაღწიეს ადგილს, რომელსაც მადლის ქედი ეწოდება და საიდანაც მთელი იერუსალიმი მოჩანს. იხილა რა ღვთის ქალაქი, წმიდა დავითი ქვე დაემხო, მადლობა შესწირა უფალს: "მადლობელი ვარ, უფალო, რომ მეც, შენი უღირსი მონა, ღირს მყავ მოწევნად და ხილვად შენი წმინდა ქალაქისა, სადა დასდგნენ ფერხნი შენნი. აღარ ვიკადრებ ჩასვლას ქვემოთ და შენი წმინდა ნაფეხურების დათრგუნვას. ჩემთვის საკმარისია ის მადლიც, რომელიც იერუსალიმის ოდენ ხილვით მომეცა". კარგა ხანს იყო ქვე დამხობილი. ძმებმა გზის განგრძობა სთხოვეს. მაგრამ წმიდა დავითი უღირსად იტყოდა თავს და ვერ შეჰბედა იერუსალიმში შესვლა. მხოლოდ სთხოვა ძმებს: "თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ილოცეთ უფლის საფლავზეო". მარტო დარჩენილმა დიდი ლოცვისა და ცრემლთა ღვრის შემდგომ იმ ადგილიდან, სადაც მუხლმოდრეკით იდგა, სამი ქვა აიღო, იმხელა რწმენით, თითქოს ქვანი უფლის საფლავისგან არიან გამოკვეთილნიო, დიდის კრძალვით ჩააწყო კალათაში და უკან, გარეჯისკენ, გამობრუნდა. "ამას სიწრფოებისა და სარწმუნოებისა ზედა გაკვირვებულმან ღმერთმან" ინება თავისი მონის დიდი სიმდაბლისა და ღრმა სარწმუნოების გამჟღავნება. იმავე ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქ ელიას და აუწყა: მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაი ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა. ხოლო შენ წარავლინე მალემსრბოლნი, რათა დაეწივნენ მას.

დავითს კალათაში სამი ქვა უძევს, შენმა ხალხმა ამ ქვებიდან ერთი დაუტოვოს და უთხრას: "ამას გიბრძანებს შენ უფალი - შენი რწმენისთვის მიგეღო მადლი ჩემი წმინდა ქალაქის იერუსალიმისა. ხოლო მე სათნოდ მიჩნს, ორი ნაწილი უკანვე, იერუსალიმში, დავაბრუნო, რათა სრულიად არ იყოს განშორებული მადლისაგან. ხოლო მესამედი მადლისა შენთვის მომინიჭებია. წაიღე იგი უდაბოში, წმინდა ჰყავ შენი მისვლით, შენი სხეულის იქ დადებით (ანუ გარეჯას დაიმარხეო), რომლისა სარწმუნოებით შემხებელთა ჰპოვონ კურნება სულთა და ხორცთა. ხოლო ეგ ქვა წაიღე უდაბნოში, ვითარცა ევლოგია, სახსენებლად და მისათხრობლად სარწმუნოებისა შენისა".

KARIBCHE

პატრიარქმა სასწრაფოდ დაადევნა თავისი ხალხი წმიდა დავითს. მიეწივნენ ღირს მამას, თაყვანის სცეს, მოუთხრეს ყოველივე. კრძალვით, სიმდაბლით გამოართვეს ორი ქვა და ერთი დაუტოვეს. ღვთის სახიერებით გაკვირვებული წმიდა დავითი დაემხო მიწაზე და მადლობა შესწირა უფალს. მიუხედავად პატრიარქის კაცთა ვედრებისა, ღირსი მამა აღარ მიბრუნდა იერუსალიმს, სადაც უკვე განთქმულ იყო მისი სახელი, დაბრუნდა გარეჯას და მიჰფინა მადლი იერუსალიმისა თავის მონატრებულ სულიერ შვილებს. მალე მამა დავითის კვალდაკვალ იერუსალიმიდან მისი თანამგზავრნი მობრუნდნენ, რომელთაც ძმებს მოუთხრეს ყოველივე, რაც ენახათ და გაეგონათ.

ამის მსმენელნი ქართველნი უფრო და უფრო ეტანებოდნენ უდაბნოს. გამრავლდა ღვთის ცხოვარი და მისი მწყემსი, ღირსი დავითი, ყოველდღე მოიხილავდა მათ, ნუგეშსა სცემდა: ზოგს კლდიდან გამომავალ მწარე წყაროს დაუტკბობდა, ზოგს ნუგეშსა სცემდა უტკბილესი ქადაგებით. გავიდა დრო და ეუწყა მამა დავითს უფლისა მიერ განსვლა თვისი ხორცითგან, მოიხმო ძმანი უდაბნოსანი, აკურთხა ყოველნი, უკანასკნელად ნუგეში სცა ქადაგებით, ეზიარა უხრწნელთა და უკვდავთა წმინდა საიდუმლოთა და სული თვისი ჩააბარა სანატრელ იესოს. მრავალმოღვაწე გვამი მისი სულიერმა შვილებმა დიდი მწუხარებით მიაბარეს მიწას. მადლი და კეთილსურნელი წმიდა მამის საფლავიდან აღმომავალი ორკერძოვე - სულით და ხორცით - კურნებას მიანიჭებდა და მიანიჭებს მასთან მიმთხვეულს. წმიდა ილარიონ ქართველს მშვენიერ ახალ ლარნაკში ჩაუსვენებია ღირსი მამის უხრწნელი სხეული და ისევ დაუკრძალავს...

მამა დავითის გარდაცვალების შემდეგ მადლის ქვა მონასტრის ძმებმა წმინდანის საფლავზე დააბრძანეს და მისი მადლით მრავალი იკურნებოდა. აქ სამგზის მოლოცვა, როგორც მოწმობს "ქართლის ცხოვრება", უდრიდა ერთხელ იერუსალიმში წასვლას და იქაურ სიწმინდეთა მოლოცვას. მადლის ქვა დიდხანს იყო მამა დავითის საფლავზე დაბრძანებული და შემდგომ გადამალეს, ალბათ მტრის შემოსევისას. მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ 1811 წელს შეიტყვეს: იმ წელიწადს დავითგარეჯის წინამძღვრად ნამყოფმა არქიმანდრიტმა ილარიონმა (ბებურიშვილმა) განაახლა ფერისცვალების ეკლესია, რომელშიც განისვენებენ წმინდა ნაწილნი მამა დავითისა. საჭირო გახდა ცნობილი ორი სვეტის გაუქმება. ერთი მათგანი იყო კანკელის კარების ახლოს, აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო მეორე - აგურითა და კირით ნაშენი. პირველ სვეტში აღმოჩნდა კედელი, საკმაოდ ვრცელი, გაჯით გალესილი ნიშით. ნიშში ჩანდა ფრესკა, სადაც წმიდა დავითი და წმიდა დოდო იყვნენ გამოსახულნი, რომელნიც ერთმანეთს ამბორს უყოფდნენ ხელზე, ვითარცა დიდი ხნის უნახავნი. მასზე წარწერაა: "ხატი წმიდა დავითის მოსვლისა იერუსალიმით". ხოლო როცა საჭირო შეიქმნა ამ კედლის დაქცევაც მხატვრობითურთ, გამოჩნდა კიდევ ერთი კედელი სხვა პატარა ნიშით. ეს ნიშიც გაჯით იყო გალესილი. სწორედ აქ იპოვეს წმინდა ქვა. ეტყობოდა, რომ მის წინ ნთებულიყო წმინდა სანთელი. ქვა ბატის კვერცხზე მომცროა, 69 მისხალს იწონის. მოგრძოა, ბოლომომრგვალებული. ბოლოზე ეტყობა სისხლის მუქი (დიდი ხნის მიმხმარი) კვალი. ქვა იმავე ეკლესიაში დაკრძალეს, ოღონდ სხვა ადგილას. მისი სამყოფელი მხოლოდ რამდენიმე უხუცესმა მამამ იცოდა. წმიდა დავითის ხსენების დღეს გამოიღებდნენ ხოლმე ქვას სამალავიდან თაყვანისსაცემად და მერე ისევ შეინახავდნენ. 1857 წელს მონასტერს თავს დაესხნენ ლეკები, გაძარცვეს, ააოხრეს წმინდა სავანე. დაანგრიეს მამა დავითის ლუსკუმა, წაიღეს საღმრთო ჭურჭელი, ძვირფასი ხატები და საკვირველმოქმედი ქვა, რომელიც წმინდა ტრაპეზის ქვეშ პატარა კოლოფში ინახებოდა. ტყვედ წაიყვანეს მღვდელმონაზონი მიტროფანე (ნაცვლიშვილი) და სამი მორჩილი. ლეკეთში დაბრუნებულებმა გაიყვეს ნაძარცვი, ხოლო მადლის ქვა, რომლის მნიშვნელობა და ფასი არ ესმოდათ, ერთ-ერთი სახლის ჭერში შეინახეს. მამა მიტროფანეს დაუმახსოვრებია ეს ადგილი, ტყვეობიდან გამოსყიდვის შემდეგ ლეკთა შეუმჩნევლად ჩამოუღია მადლის ქვა და მოწიწებით დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრისთვის, იოანე ჯორჯაძისთვის, გადაუცია.

1878 წელს ერთი თათარი მიახლოებია მღვიმეს, რომელშიც გამოწანწკარებდა "დავითის ცრემლად" წოდებული წყარო. იგი წმიდა დავითმა ლოცვით გამოითხოვა ღვთისგან. რაკი წყაროს ურჯულოს ხელი შეეხო, დაშრა. მეტად შეწუხდნენ მამანი. წინამძღვარმა, მამა სოფრონიმ (აბელიშვილმა), დაუყოვნებლივ მოიხმო ყველა. აიღეს მადლის ქვა და გაემართნენ მღვიმისკენ. გადაიხადეს მამა დავითის პარაკლისი, განბანეს მადლის ქვა წყლით, რომელიც აიაზმად ასხურეს მღვიმეს. წყლით სხურების დასრულებამდე, სასიხარულოდ მამათა, კვლავ აჩუხჩუხდა წყარო.

1886 წლის 3-4 თებერვალს თათარი მწყემსები შესულან "დავითის ცრემლის" მღვიმეში და შუადღის ლოცვა აღუვლენიათ. წყარო კვლავ დამშრალა. მონასტრის მამებს ისევ მოუბრძანებიათ წმინდა ქვა, აღუვლენიათ პარაკლისი და წყარო კვლავ წამოდინებულა...

წმინდა ქვა ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანძურია და ყოველი ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს გამოაბრძანებენ თაყვანისცემისთვის.

მთაწმინდა, მამადავითი, ქაშვეთის ტაძარი, გარეჯის უდაბნო - გონების თვალით რომ მოივლი ამ წმინდა ადგილებს, გული მადლიერებით გევსება; სამივე მათგანში მოედინებოდა ან მოედინება მამა დავითის ცრემლითა და ლოცვით აღმოცენებული წყაროს წყალი. სამივე წმინდა სავანიდან მოედინება მადლის წყარო, რომელიც უხვად რწყავს ქართველთა გულებს და ჩვენც გულწრფელი მადლიერებით აღმოვთქვამთ ძველ ლოცვას: "ჰოი, მამაო, შვენებაო ივერიისაო, მოგვხედენ გულკეთილობით ჩვენ, შენის წმიდა და პატიოსნის ლუსკუმისა და ნაწილთა მიმართ მომდინარეთა, ვითარცა მამამ, ყოვლად კეთილმა, მიავლინე ლოცვა ჩვენი მეუფისა ქრისტეს საყდარს და ითხოვე მისგან მეოხებითა შენითა შენდობა ჩვენ მიერ ქმნილთა ცოდვათათვის, ნებსითა და უნებლიეთა, რათა განწმენდილნი მათგან ღირს ვიქმნეთ და ღაღადებით ვადიდებდეთ ყოვლისმპყრობელსა ძალსა მისსა - მამისა, ძისა და სულისა წმიდისა. ამენ!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat