ხსნა ჩვენს ხელთაა
ხსნა ჩვენს ხელთაა
(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
ფერისცვალება ქრისტესი და ჩვენი
იესო ქრისტემ, როცა თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოწაფეებს თავისი ღვთაებრივი დიდება განუცხადა, თითქოსდა ის ფარდა ასწია, რომელიც მის ნათელ ხატებას ფარავდა. უკანასკნელ სამსჯავროზე ჩვენც აგვეხდება ფარდა. ასე რომ, უნდა ვიჩქაროთ და ჩვენს გულში აღვადგინოთ წაბილწული და ვნებებისგან შეჭმული ხატება იესო ქრისტესი, რათა ჩვენი მომავალი საშინელი ფერიცვალება ჩვენსავე სადიდებლად იყოს და არა სამარცხვინოდ.

თუ მოძღვარი სუსტია
როცა ადამიანი გამოუცდელი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ცხოვრობს, ეს იმას ჰგავს, რომ სამი წლის ბავშვი გამოუცდელი დედის ხელში იყოს. თუ დედა მარტო გამოუცდელი კი არაა, არამედ ბოროტი ზრახვებიც აქვს ან რაიმე არაადამიანური სამედიცინო იდეებითაა გატაცებული, ბავშვს დიდი საფრთხე ემუქრება და ძნელი სათქმელია, რა სჯობს - სრულიად მარტო დარჩეს თუ შეშლილ დედასთან იცხოვროს. ასევე ვერ იტყვი, რა უარესია ქრისტიანისთვის - საკუთარი გონებით იცხოვროს თუ ისეთი მოძღვარი ჰყავდეს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ოცნებებისა სწამს.

ერთიც და მეორეც სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს. თუ გამოუცდელი მოძღვარი აცნობიერებს საკუთარ უძლურებას, ცდილობს, ფრთხილად იყოს და როცა საჭიროა, რჩევას გამოცდილებს ეკითხება, უმჯობესია მასთან ერთად იყო, ვიდრე მარტო დარჩე. ოღონდ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მისდამი მორჩილების საფუძველი იყოს არა ამაღლებული მდგომარეობის ხიბლნარევი სურვილი და ფანტაზიები სულიერი მოძღვრის სიწმინდეზე (როგორ შეგვიძლია ამაზე მსჯელობა?!), არამედ გულწრფელი გაცნობიერება საკუთარი უძლურებისა და იმისა, რომ მოძღვრის ხელმძღვანელობის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება.

ეკლესია წრფელი გულით მიიღე
ამპარტავნებითა და ავხორცობით აღსავსე ამასოფლიდან ეკლესიაში მისულ ადამიანს, როცა იქ ჩვეული გარემო არ ხვდება და რაღაც უჩვეულოს ხედავს, უკმაყოფილება ეუფლება. ასევე ემართება სარდაფში გაზრდილ უპატრონო ბავშვს, როცა პირველად მოხვდება ბავშვთა სახლში და უკვირს, - რატომ არ დგას იქ ვირთხის სუნი, რატომ კაშკაშებს ნათურა, რატომაა სარკმლები ფართო...

ამასოფლიდან მოსული რაღაცაში, რა თქმა უნდა, მართალია. ყველაფერი ეკლესიაშიც არ არის იდეალურად, ისევე როგორც ბავშვთა სახლში. მაგრამ არ შეიძლება, ბავშვი დაბრუნდეს სარდაფში, სადაც უთუოდ დაიღუპება, ბავშვთა სახლში უნდა დარჩეს და მიიღოს ის ისეთი, როგორიც არის. სხვა თუ არაფერი, ჯანმრთელად მაინც იქნება, ჩააცმევენ, გამოკვებავენ და წერა-კითხვას ასწავლიან.

ჯერ ეკლესია ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, მთლიანად, ყველა მისი გამოგონილი თუ რეალური ნაკლოვანებით, რომლებიც ღმერთმა დაუშვა და შესაძლოა, აკურთხა კიდეც, ხედავს რა ჩვენს უძლურებას; შემდეგ, როცა ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებს, ადამიანი გაერკვევა, სად არის ღვთის მცნებები, სად - საერთო-საეკლესიო კანონები, სად - ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციები, სად - ხალხური ჩვეულებები, სად - ძველი წარმართობის კვალი, სად - ახალი ცრურწმენები, სად - ეკლესიური ადამიანების უძლურების გამოვლინება და სად - არაეკლესიურთა უძლურებისადმი დათმობა. ამათ გარჩევას ადამიანი დროთა განმავლობაში ისწავლის, თუ ჯერ თავს დაიმდაბლებს და ეკლესიას ბავშვივით წრფელი გულით მიიღებს.

მოღვაწეობა ვაჭრობაა
ბევრი წმიდა მამა მოღვაწეობას ვაჭრობას ადარებს. უგუნურება იქნება, თუ ბაზრობაზე მისული ვაჭარი, იმის ნაცვლად, რომ გაყიდოს (მიატოვოს ის, რაც უსარგებლოა - ცოდვები) და იყიდოს (შეიძინოს მარადიული ცხოვრებისთვის აუცილებელი სათნოებები), იქეიფებს, იმხიარულებს, გაფლანგავს მამის მიცემულ ფულს (ღვთის მიერ სინანულისთვის მოცემულ დროს), ის ბაზრობიდან ვერაფერს წაიღებს; პირიქით, ყველაფერს დაკარგავს, რაც ებადა და სასჯელსაც მიიღებს.

ლოცვა მემთვრალეობის წინააღმდეგ
მემთვრალეობის ვნებისგან განთავისუფლებისთვის წმიდა მოწამე ბონიფატის ევედრებიან ხოლმე. ის დიდხანს აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ შემდგომ შეინანა და იესო ქრისტეს აღიარებისთვის თითქმის მაშინვე მოწამებრივად აღესრულა წარმართთა ხელით. დიდი იყო ვნებისგან განთავისუფლების ფასი.

როცა მოწამეს ვინმეს მემთვრალეობისგან განთავისუფლებას ვევედრებით, თითქოსდა ვეუბნებით უფალს: "ღმერთო, ნებისმიერ, თუნდაც მისი და ჩემი სიცოცხლის ფასადაც კი, ცოდვისა და მარადიული სიკვდილის ძალაუფლებისაგან გამოიხსენი ადამიანი, რომლისთვისაც გევედრები". მაგრამ, როგორც წესი, ამას არ ვგულისხმობთ და სულაც არ ვაპირებთ მსხვერპლის გაღებას ჩვენი თხოვნისთვის. ამიტომაა, რომ ისინი ასე იშვიათად გვისრულდება.

მოწყალება მიცვალებულთა გულისთვის
მხოლოდ იმისთვის, რომ ბებია თამარმა გაჭირვებულ ქსენიას პური უწყალობა, გარდაცვლილ ვანო ბაბუას მდგომარეობა არ უმსუბუქდება. მაგრამ შემთხვევითი არ არის, როცა ეკლესია გვასწავლის, რომ მოწყალების გაცემით გარდაცვლილებს დიდად შევეწევით და მოგვიწოდებს, გავცეთ შესაწირი, დავეხმაროთ ხელმოკლეთ, მოვუაროთ ავადმყოფებს. თავისთავად, გარეგნული საქმეები ამაოა, მიცვალებულებს ჩვენი გულისხმიერი ლოცვა ესაჭიროებათ, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარი მიწიერი კეთილდღეობისთვის ყოვლისმომცველმა ზრუნვამ გულები გაგვიუხეშა, უგრძნობელი გახადა და ლოცვა თითქმის აღარც შეგვიძლია. ხოლო როცა სათნო საქმეს ვასრულებთ, სული თითქოსდა სხეულისგან სწავლობს სიკეთეს, რბილდება და უკვე ცოცხალი ადამიანიც ებრალება, რომელსაც ლოცვითაც შეიძლება შეეწიო და საქმითაც და გარდაცვლილიც, რომელსაც ახლა მხოლოდ ლოცვა ესაჭიროება.

მთელი ჩვენი სიდიდრე ღვთისაა
ადამიანს ვნებებთან ბრძოლა კი არ იხსნის, არამედ პირადად იესო ქრისტე, მაგრამ მაცხოვრის შესაცნობად და გულით ლოცვისთვის ვნებებთან ბრძოლის ღვაწლი უნდა იტვირთო.

ადამიანი ღვთის გზას ადგება, იწყებს ტაძარში სიარულს, წმიდა მამების კითხვას, ეზიარება, მოძღვართან მიდის, ცდილობს, ღვთის მცნებები აღასრულოს - ანუ სწორ გზაზე დგას, წარემატება და სულიერად მდიდრდება. სახარებაში კი წერია: "ნეტარ იყუნენ გლახაკნი სულითა" (მთ. 5,3). საოცარია: სწორ გზას ვადგავართ და საპირისპირო შედეგი კი მივიღეთ - გავმდიდრდით, არადა ნათქვამია, რომ გლახაკნი უნდა ვიყოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მსხვერპლის გაღება მოგვეთხოვება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ღვთისგან მოცემულ წყალობაზე უარის თქმა (ძველ ცოდვებს ხომ არ დავუბრუნდებით!), არამედ აღიარება იმისა, რომ მთელი ჩვენი სიმდიდრე ღვთისაა, ჩვენ მხოლოდ ვსარგებლობთ ამით, თვითონ კი ღვთის გარდა სხვა სიკეთე არ გვაბადია. ამის თქმა ძალზე ადვილია; უფრო ძნელია გონებით დათანხმება, მაგრამ შესაძლებელი; ხოლო გულით რომ მიიღო, მთელი ცხოვრება უნდა იღვაწო.

აი, რას ჰგავს ეს: ადამიანმა სახლი დიდი ხნით მიატოვა და იქაურობა სანაგვედ იქცა, მაგრამ, საბოლოოდ, კაცი დაბრუნდა და სახლის დალაგებას მოჰკიდა ხელი. ჯერ კუნძები, ქვები და სხვა ნაგავი გაიტანა, შემდეგ წვრილმანიც. უეცრად შუა ოთახში საცემად შემართული კობრა დაინახა. აი, ამ დროს ილოცებს მთელი სულით და გულით! მხოლოდ ღვთის წყალობა თუ გადაარჩენს, ან არადა - დაიღუპება. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: რაც უფრო იწმინდება ადამიანის სული, მით ცხადად ხედავს მისსავე გულში ჩაბუდებული ამპარტავნების დაუმარცხებელ ასპიტს, რომელიც არამცთუ არ დამარცხებულა მისი ღვაწლის შედეგად, არამედ საზრდოობდა კიდეც ამით. მხოლოდ ამ ასპიტის დანახვის შემდეგ ეუფლება ადამიანს ჭეშმარიტი, მაცხოვნებელი შიში და მისი გული ლოცვისთვის იხსნება.

"რისი უნდა მეშინოდეს? - ვფიქრობთ ჩვენ, - მართალია, ხანდახან რაღაცაზე გავღიზიანდებით, ვიღაცას წავეკინკლავებით, უძლურების გამო ცოტათი მარხვას დავარღვევთ, ისე კი ყველაფერი რიგზეა..." რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ჩვენში მყოფი ეს კობრა მტვრის სქელი ფენითაა დაფარული, ვერ ვხედავთ და არც გვეშინია მისი, ამიტომ არც ვლოცულობთ. წმინდა ეკლესია გვასწავლის, რომ ღვთის მცნებებს უნდა ვასრულებდეთ, სულის განწმენდას უნდა ვცდილობდეთ. მხოლოდ ამ შრომის შედეგად შევძლებთ დავინახოთ საკუთარი სულის სავალალო მდგომარეობა, ჭეშმარიტად გულწრფელი ლოცვა აღვავლინოთ ღვთის წინაშე და მისი წყალობით თავიც ვიხსნათ. მაგრამ სანამ არ დავინახავთ, რას წარმოვადგენთ სინამდვილეში, ჩვენი ლოცვა, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ღვთისმოსაობაში ვარჯიში იქნება და არა ღვთისკენ მიმარული სინანულის ამოძახილი.

ხორციელი და სულიერი სიბრმავე
ბრმა ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ თავს, ვერ ხედავს ირგვლივ მყოფთ, ვერ ხედავს მიზანს, საითკენაც უნდა მიდიოდეს და ვერ ხედავს ამ უხილავი მიზნისკენ მიმავალ გზასაც; ხოლო სულიერად ბრმა ვერ ხედავს საკუთარ შინაგან მდგომარეობას, მოყვასში ვერ ხედავს ღვთის ხატებას, ვერ ხედავს ღმერთს და სინანულის გზას. ბრმას თავისთავად არამც თუ თვალის ახელა არ შეუძლია, იმასაც კი ვერ გაიგებს, რომ ბრმაა. მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს ძალუძს ჩვენთვის თვალის ახელა.

ღვთისმშობელი მოყვარული, მაგრამ მკაცრი დედაა
ღვთისმშობლისადმი მიმართულ ლოცვებში ხშირად ვიხსენიებთ ყოვლადწმიდა ქალწულს როგორც მსწრაფლშემწეს, ჩაგრულთა მეოხს, მშიერთა დამპურებელს და შიშველთა სამოსელს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ლოცვებში ყველაფერი სიმართლეა, ესაა, რომ ჩვენ თვითონ არა ვართ მართალნი.

ჩვეულებრივ, ჩვენ ან გულგრილად ვლოცულობთ, ისე, რომ ძლივს ვაცნობიერებთ წარმოთქმულ სიტყვებს, ან ემოციურად. როცა ემოციურად ვლოცულობთ, თითქოსდა უკვე გვჯერა, რომ, ვთქვათ, თუ ვინმეს ქურთუკი არა აქვს, შესთხოვს ღვთისმშობელს და ისიც მაშინვე გაუგზავნის; ან თუ ვინმეს საკმარისი საკვები არ აქვს, მაშინვე მიაწვდის საზრდოსაც; ყოველგვარი ცხოვრებისეული საჭიროებისას, როგორც კი დედაღვთისას შევევედრებით, ისიც, როგორც ჩვენი მსწრაფლშემწე, ამ საჭიროებას დაგვიკმაყოფილებს. როცა ასე ემოციურად ვართ განწყობილნი, სულსაც სიამოვნებს და სასწაულიც ახლოა...

მაგრამ ეკლესია არ გვასწავლის, რომ სასწაულები ყველდღიურ ლოცვებში ვითხოვოთ. თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ხდება კიდეც, მაგრამ იშვიათად და ისიც - ღვთის განსაკუთრებული განგებულებით და არა ჩვენი სურვილის მიხედვით. ცხოვრებაშიც ვერ ვამჩნევთ, რომ ყველა ჩვენი ლოცვა მატერიალური კეთილდღეობის შესახებ სრულდებოდეს, რისთვისაც დიდება უფალს, რადგან ღვთისმშობელი დედა წარმოსახვით კი არა, ჭეშმარიტადაა მწუხარეთა სიხარულიც, შიშველთა სამოსიც და სნეულთა მკურნალიც.

თუ ადამიანი რაიმეს ნაკლებობას განიცდის და ამ დანაკლისს ღვთისგან უდრტვინველად იღებს (როგორც სასჯელს ძველი ცოდვების გამო ან ვნებებისგან განმწმენდ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც სული მორჩილი ხდება და მაღლდება), მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მას ღვთის მადლს მისცემს, რაც განსაცდელში ჩავარდნილისთვის ნუგეშიც იქნება, საფარველიც და საზრდოც. შედეგად კი მადლმოსილ ადამიანს ჭეშმარიტად უხარია, რომ ღმერთმა მას რაღაც მატერიალური მოაკლო და მზადაა, ყველაფერს, რაც აბადია, შეელიოს, ოღონდ მადლი გაუმრავლდეს.

როცა საჭირო იქნება, ღვთისმშობელი დედა დაგვაიმედებს და დაგვსჯის კიდეც, იმიტომ, რომ ისევე ვუყვარვართ, როგორც მშობელ დედას შეეფერება და სულაც არ აპირებს ჩვენს განებივრებას. ბავშვს დედა და კეთილი დეიდა, რომელსაც ბავშვთან თამაში, მისი მოფერება და კანფეტით გამასპინძლება სიამოვნებს, სხვადასხვანაირად ეპყრობიან. კეთილი დეიდა არ დასჯის სხვის ბავშვს (და მართალიც იქნება) იმიტომ, რომ მისადმი, საბოლოო ჯამში, გულგრილია. დასჯა მხოლოდ საკუთარი შვილისა შეიძლება, რომელიც გიყვარს. მშობელი დედა კი, რომელსაც შვილზე გული შესტკივა, ზოგჯერ მიეფერება კიდეც მას, გაახარებს და თვითონაც იხარებს, მაგრამ უპირველესად იმაზე ზრუნავს, რომ ის ჯანმრთელად იყოს, ისწავლოს და კარგ ადამიანად აღიზარდოს. ამიტომ, როცა საჭიროა, წაეჩხუბება კიდეც, დასჯის და ტკბილეულსაც არ მისცემს. მით უმეტეს, ყოვლადწმიდა ღვთსმშობელი, რომელიც ღვთის ქმნილებათაგან ყველაზე ახლოა უფალთან და ერთადერთია, რომელსაც ისევე, როგორც იესო ქრისტეს, ვევედრებით - "გვაცხოვნე ჩვენ" და არა როგორც ყველა წმინდანს - "ევედრე ღმერთსა ჩვენთვის", ვუყვარვართ რა სულიერი სიყვარულით, ჩვენი მარადიული ნეტარებისთვის ყველაფერს გააკეთებს, საამო იქნება ეს ჩვენთვის თუ არა.

მწვალებლობა უნდა გვძულდეს, მწვალებლები კი გვიყვარდეს
როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მწვალებლობებსა და მწვალებლებს? - მწვალებლები უნდა გვიყვარდეს (ღვთის მცნების თანახმად), მწვალებლობა კი უნდა გვძულდეს. სამწუხაროდ, პირიქით ხდება ხოლმე. როცა გვესმის - ის იეღოველია, ეს - ბაპტისტიო, - მათდამი მრისხანება და სიძულვილი გვიპყრობს, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგება, აღმოჩნდება, რომ უმრავლესობა მართლმადიდებლურ სწავლებას არ ვიცნობთ, თავისი რწმენის დაცვა კამათისას (საკუთარ გონებაშიც კი) არ შეგვიძლია. ასე რომ, მწვალებლობაში ჩავარდნისგან ყველაზე მეტად, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საკუთარი სიუხეშე და ყოველივე სულიერისადმი გულგრილობა გვიცავს, რომლებიც ადამიანს ართმევს იმის ძალას, რომ გულანთებით შეუდგეს არათუ ჭეშმარიტებას, არამედ სიცრუესაც კი.

არადა პირიქით უნდა იყოს - შენს სარწმუნოებას, რამდენადაც ძალა შეგწევს, უნდა იცნობდე, მტკიცედ უნდა იდგე მასზე და მისი დაცვა შეგეძლოს.

თუ ვინმეს განათლება, გამჭრიახობა ან ნებისყოფა არ ჰყოფნის, რომ მწვალებლებს ეკამათოს, ეს თავმდამბლად უნდა აღიაროს და დარჩეს რა მართლმადიდებლობის ერთგული, თავი აარიდოს სხვა სარწმუნოების ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც, თუკი უძლურნი ვიქნებით, ჩვენგან ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებენ, ჩვენ კი შესაძლოა ვნება მოგვაყენონ. სახეზე ღიმილის ნიღაბაფარებული მწვალებელი სულში გიძვრება ბიბლიით ხელში, რომელიც თვითონ არ ესმის, ჩვენ კი თავს გვაბეზრებს მისი სწავლებით. მას უნდა ვუთხრათ: "მე მზად არ ვარ, გეკამათოთ, თავი დამანებეთ". ხოლო მან, ვისაც შეუძლია შეკამათება, ღვთის შეწევნით გააკეთოს ეს და შესაძლოა, ჭეშმარიტების გზაზეც კი დააყენოს ის. მწვალებელთა სიძულვილი ქრისტიანული საქციელი არ არის იმიტომ, რომ უფალმა გვითხრა: "ნუ განიკითხავთ, რათა არ განგიკითხონ" (მთ. 7,1) და მოყვასის სიყვარულის მცნება მოგვცა. ჩვენი საქმე კი არ არის გადავწყვიტოთ, "გადარჩება თუ არ გადარჩება" ვინმე, არამედ ღვთისაა. ჩვენ ვიცით პირდაპირი გზა ცათა სასუფეველში - მართლმადიდებელი ეკლესია. უფალს უნდა ვმადლობდეთ, რომ ეს გზა დაგვანახა. თუ თავს დავიმდაბლებთ და ყველა გვეყვარება, ჩვენს სარწმუნოებაზე კი მტკიცედ ვიდგებით, ჩვენთან ღვთის მადლი იქნება, რომელიც ზედმეტი სარწმუნეობრივი ეჭვებისა და ცოდვით მძიმე დაცემისგან დაგვიცავს. თუ მცდარ გზაზე მდგარ მოყვასს განვიკითხავთ, ღმერთმა, შესაძლოა, დასასჯელად ჩვენც ამ მცდარ გზაზე მიგვიშვას, რათა საკუთარი უძლურება შევიცნოთ და მორჩილება შევიძინოთ.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat