ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ მხოლოდ თავმდაბლობა და მორჩილებაა
ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ მხოლოდ თავმდაბლობა და მორჩილებაა

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე).

-ვიდრე მთავარ თემაზე დავიწყებ საუბარს მინდა გადლობა გადაგიხადოთ  თქვენ და თქვენს ჟურნალს `კარიბჭეს~, იმ ზომიერი ინფორმაციისთვის რასაც მკითხველს სთავაზობთ.. ღმერთმა დაგლოცოთ, დედა ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ.

ჩვენი ცხოვრება, შესაქმიდან დაბადებისთანავე უფალმა მორჩილებაზე უფროსისადმი პატივისცემაზე და დამორჩილებაზე ააგო.  უფალმა თავიდანვე  უხილავი სამყარო, ანგელოზები შექმნა და ყველას თავისი ფუნქცია, მათ შორის მორჩილება მიანიჭა და  დაავალა.  ანგელოზები  ცხრა დასად ლაგდებიან. უფალთან ყველაზე ახლოს მდგომი ანგელოზებია სერაფიმები, ქერუბიმები საყდარნი.  ბოლოს ჩამოდის მთავარანგელოზებამდე და მფარველ ანგელოზებამდე. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ის რიცხვი, რაც აქვს ანგელოზებს..

ამის დასადასტურებლად ერთ მაგალითს გავიხსენებ, როცა ბერობის ფუძემდებელმა და მორჩილების ერთ-ერთმა მასწავლებელმა ანტონი  დიდმა უფალს  შეევედრა  ენახა სულიერი  თვალით სამყარო, უფალმა მისცა ამისი უნარი  და მან დაინახა ბოროტების საშინელი მცდელობა ადამიანის ცოდვაში  ჩაგდებისა. მუხლებზე დაემხო წმინდა ანტონი დიდი და უფალს შეჰღაღადა- ნუთუ ვინმე გადაურჩება მას? უფალმა უპასუხა - გადაურჩება მხოლოდ თავმდაბალნი და მორჩილნი.

თავმდაბლობა და მორჩილება არის ის, რაც არ აქვს ბოროტს.  უფალმა ადამიანებს იარაღად გონება, ნებისყოფა მოგვცა. ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ მხოლოდ თავმდაბლობა და მორჩილებაა.  

ანტონი დიდის ცხოვრებიდან კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით, ერთხელაც ანტონი დიდმა მოინდომა არც ეჭამა და არც დაეძინა. Gგავიდა ცოტა ხანი და ანტონი დიდი დაუძლურდა. ას გამოეცხადა ბოროტი და უთხრა: ანტონი, შენ მაგით ვერ დამამარცხებ, ვერ მომერევი. შენ ცოტას იხმევ ტრაპეზს, მკაცრ მარხვაში ხარ, მაგრამ მე  არაფერს არ ვიხმევო. მკაცრ მღვიძარებაში ხარ, მაგრამ მე არ მძინავსო. ეს არ არის იარაღი, რითაც შენ შეიძლება მომერიო, მაგრამ  ვერაფრით ვერ მოვახერხე შენი დამარცხება მორჩილებაში და თავმდაბლობაში.

კაცობრიობაში მუდამ მირჩილებისა და ურჩობის ჭიდილია. დამ და ევამ მორჩილება ვერ გამოიჩინეს და ცოდვით დაეცნენ და  გამოძევებული იქნენ  მიწიერი სამოთხიდან. ბოროტი ანგელოზები კი ზეციური სამოთხიდან.  Uუფალმა ახალი აღთქმით მოგვცა უფლება წმინდა ზიარების საიდუმლოს დახმარებით მასთან ახლოს ვყოფილიყავით.. იმავე პერიოდში გაჩნდა  ადამიანთა ჯგუფი რომლებსაც არ უნდოდათ ყოფილიყვნენ ხორციელ ოჯახში, მატერიალურ, მიწიერ ოჯახში და ასეთი ადამიანებისათვის ეკლესიამ, უფლის ნებით ბერმონაზვნური ცხოვრება დაარსდა..

თავდაპირველად მონასტრები ეგვიპტეში III-IV საუკუნეებში დაფუძნდა. IV საუკუნის შუა საუკუნეების პერიოდში, ანტონი დიდის შემდეგ მისი უმცროსი თანამედროვის მაკარი ალექსანდრიელის, მაკარი დიდის, მაკარი ეგვიპტელის,  პახუმი დიდის, აბბა დოროთეს და სხვათა მამების მოღვაწებით კაცობრიობამ არა მარტო მონასტერი შექმნა და  მონასტრული წესგანგებულება დაადგინა, არამედ უდიდესი სწავლება, მაგალითი მოგვცა უფალთან სიახლოვის.

მარტო  ბერებისთვის არ შექმნილა ეს სწავლება. შეიქმნა ყველა კატეგორიის ადამიანებისთვის. მორჩილებით კაცობრიობამ უამრავი წმინდანი შეიძინა.. მაგალითად, ანტონი დიდს რამდენიმე წელიწადი მორჩილი ჰყავდა, რომელსაც ბერობისთვის ზრდიდა.  მორჩილმა ვერ მოითმინა და შეეკითხა-აბბა (ეგვიპტურად მამას ნიშნავს), რა უნდა გავაკეთო კიდევ ისეთი რომ ბერი გავხდე? ანტონი დიდმა მას თავიდან სკუფია მოხადა, ქვიშაში დააგდო და ფეხებით გათელა.  შემდეგ სკუფია ისევ თავზე დააფარა. თან უთხრა, ასეთი გათელილი თუ არ იქნება შენი სული, ფიზიკური მე, მანამადე ბერობა შენთვის ზედმეტიაო.

ჩვენ მაგალითებით ვცხოვრობთ მონასტერში. ერთ-ერთ წმინდა, მოღვაწე დაყუდებული ბერთან  სამი ახალგაზრდა ჭაბუკი მივიდა,  ბერობა სურდათ და სამი დღე იცხოვრეს მონასტერში.  სამი დღის მერე სამივეს თითო ქათამი თან უთხა, წაიყვანეთ ქათმები და სადაც ღმერთს ვერ შეამჩნევთ იქ დაკალით და მერე ისევ უკან მომიყვანეთო.  ერთი მალე დაბრუნდა და თავმოჭრილი ქათამი მოიყვანა. რა ქენიო? – შეეკითხა - აქვე მოშორებით მივედი, მივიხედმოვიხედე და ღმერთი ვერსად დავინახეო.  მოვაჭერი ქათამს თავი და მოვედიო.

ცოტა ხნის დაგვიანებით მეორე  მოვიდა - ბერმა მასაც იგივე ჰკითხა. მანაც თავმოჭრილი ქათამი მოუყვანა- აქვე ხევი გადავედი და უფალი არ შემიმჩნევიაო, მოვჭერი ქათამს თავი და მოვედიო. მესამეს უცადეს და კარგად რომ დაღამდა მერე მოვიდა დაღლილი.  ქათამი ცოცხალი მოიყვანა.  შემინდე მოძღვარო, - მიუგო ყმაწვილმა.

მინდოდა ქათმის დაკვლა, მაგრამ ყველაგან უფლის სახე და ნება დავინახე, ვერ გავბედე ქათმის დაკვლა, თუ სასჯელს ვიმსახურებ აგერ ეს ქათამი მოვიყვანე და დამსაჯეო. მოძღვარმა მხოლოდ ეს ყმაწვილი დატოვა თავისთან დანარჩენები გაუშვა, რადგან მიხვდა, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ იქ ცხოვრებას.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
15.01.2022

გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე- თორნიკე მთაწმინდელების სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ეფემია (ჩირგაძე).

- როგორ მოიპოვოს ადამიანმა სიყვარული,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat