"მშვიდობასა ჩემსა მოგცემთ თქვენ"
"მშვიდობასა ჩემსა მოგცემთ თქვენ"
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი,  უდიდესი სათნოება, რომელიც მხოლოდ ღმერთის თვისებაა. წმინდა სილუან ათონელი ქრისტესმიერ სათნოებაზე, სიმდაბლეზე ასე საუბრობს, - "მე ვიცი, ის რა არის,  მისი გემო გამისინჯავს, ძალიან მინდა დავიჭირო, მაგრამ არ შემიძლია".  მაცხოვარი როცა განკაცდა, ადამიანები  ფიქრობდნენ, რომ ის არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმპყრობელი და  ყველაფერი მის ხელშია. თვით ებრაელებიც, რომლებსაც მართალი რწმენა ეპყრათ  (არ ვსაუბრობ წარმართებზე) ღვთის მიმართ, მათზე ძლიერისა, ერთგვარი  ძრწოლის მიერი შიში ჰქონდათ.  თავისთავად, კეთილგონიერი, ქრისტიანული შიში  მათ არ ექნებოდათ, იმიტომ რომ  ისინი ღმერთს ვერ ცნობდნენ. მათ მრისხანე ღმერთის ეშინოდათ, მაგრამ როდესაც მაცხოვარი განკაცდა დავინახეთ  რომ ღმერთი არის მდაბალი. უფლის სიმდაბლე  მისი შობიდანვე გამოვლინდა, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულის წიაღში ჩაისახა.

***
სიმდაბლე არის ღვთიური ნიჭი, ღვთიური სათნოება, რომლის გარეშეც ღმერთთან მისვლა შეუძლებელია. ადამიანის დაცემის მიზეზი რა გახდა, - ამპარტავნება. დაცემა როგორც ასეთი რას ნიშნავს? დაცემის არსი რა არის?- ღმერთისგან დაშორება. თითოეული ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ კარგია და ვინ ცუდი, ვინ ბოროტია და ვინ კეთილი, ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით. კარგიც და ცუდით დაშორებულნი ვართ ღმერთს.  ღმერთს დავშორდით ჩვენი დაცემული ბუნების გამო.  პავლე მოციქული ხორციელ სჯულზე ამბობს  - ჩემში არის სჯული, რომელიც მე მაკეთებინებს იმას რაც არ მინდა გავაკეთო. ანუ ეს ხორცის სჯული, დაცემული ბუნება გამოვლინდება ჩვენს ამპარტავნებაში, ჩვენი სიმდაბლის დეფიციტში, სიმდაბლის უქონლობაში. სწორედ ეს არის ჩვენი დაცემა,  სადარდებელი,  სინანულის მასალა, შესანანებელი.   

სიმდაბლის არქონა არის, რის გამოც ჩვენ გავუცხოვდით ღმერთთან. ღმერთი და ჩვენ გავხდით როგორც ცეცხლი და წყალი ან ცეცხლი და ზეთი, რომლის შერევაც რაც არ უნდა ვეცადოთ დაუშვებელია.  ვინიდან უფალმა ინება და მობრძანდა ადამიანური ბუნებით და მან ჩვენი კაცება  შეიმოსა, მაგრამ არ შეუმოსია მას კაცური ამპარტავნება, ადამიანური ამპარტავნება, მან შეიმოსა მხოლოდ ეგრეთ წოდებული  უყვერებელი ვნებები. რადგან  ღმერთია, თავისთავად  ადამიანურ ბუნებაში ღვთიური თვისებები  შემოიტანაის ანუ ღმერთმა ადამიანური ბუნება განამდიდრა თავისი ბუნებით, ვგულისხმობ იმ ღვთიური  თვისებების მინიჭება რაც ღმერთს გააჩნია. ეს თვისებები არის, მისი ყოვლისმპყრობელობა, მისი ყოვლისმცოდნეობა, მისი ყოვალდძლირება. რას გვეუბნება მაცხოვარი: "ისწავლეთ ჩემგან რამეთუ მშვიდ ვარ და  მდაბალ გულითა".

ქრისტე მაცხოვარი მოდის იმისთვის, რომ ადამიანი განაღმრთოს, ადამიანს მიანიჭოს ღვთიური თვისებები, სათნოებებში აღავსოს, სთნოებებისგან განძარცვული ადამიანი თავისი ღვთიური სათნოებებით აღავსოს. ამიტომ გეუბნებით რომ  მომბაძეთ სიმშვიდეში და სიმდაბლეში, რამეთუ ამით იწყება ადამიანის კაცობრიობის აღდგინება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვემსგავსებით ღმერთს და ვხდებით კანონიერი შვილები. მამის კანონიერი შვილი ატარებს გენეტიკას, მამის თვისებებს.  გვინდა  ღმერთის ჭეშმარიტი შვილები თუ გვინდა გავხდეთ უნდა შევიძლინოთ ღვთიური თვისებების მოპოვება. პირველ რიგში ეს რა თვისებებია, მაცხოვარი, ამბობს, - ისწავლეთ ჩემგან როგორი ბრძენი ვარ,  როგორი ყოვლისმცოდნე ვარ და ჩამოთვლის სხვადასხვა ღვთიურ სათნოებებს. არამედ მხოლოდ ამას გვეუბნება-სიმშვიდე, სიმდაბალე. როგორ მიიღწევა სიმშვიდე და სიმდაბლე, როგორ მივიდეთ აქამდე. სიტყვა, ასკეზა ქრისტიანულ ტერმინოლოგიაშიწვრთნას, ვარჯიშს  ნიშნავს.  ყველა სათნოება უნდა ვისწავლოთ და ვივარჯიშოდ. სიმდაბლეში ვარჯიში იწყება მორჩილებით. ადამიანმა ეს სათნოება რომ მოიპოვოს მორჩილების გაკვეთილები უნდა გაიაროს.

***
ადამიანი როდესაც შეიცნობს თავის ნაკლოვანებას და დაინახავს რომ  მას არ ძალუძს ღმერთთან ყოფნა ანუ როგორც სილუან ათონელი ბრძანებს, არ შეუძლია დაჭერა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რას ვაკეთებთ,  პირად მეზე, ნებელობაზე ვამბობთ უარს, იმიტომ რომ ეს ჩვენი მნებელობა არის დაზიანებული, გაცამტვერებული და ამპარტავნებით დაავადებული და ნაბიჯ-ნაბიჯ ვვარჯიშობთ მორჩილებაში. მორჩილებაში ვარჯიში რას ნიშნავს, როცა ვიცი მე ცუდი ვარ და არ ძალმიძს კეთილის ქმნა ღმერთის გარეშე, მივენდობი ღმერთს და  ვეძებ ღმერთის ნებას. ანუ  ვხდები ღმერთის მორჩილი. აქ მე არ ვსაუბრობ ბერმონაზვნურ მორჩილებაზე. რადგან ერის მღვდელი ვარ, ვიტყვი, თუ რაში მდგომარეობს ერისკაცის მორჩილება, - მიენდოს ღმერთის ნებას, ყოველდღიურად რასაც ღმერთი მას მისცემს, მატერიალურს, არამატერიალურს, ჯანმრთელობას ყოველივე მიიღოს ღმერთისგან როგორც მოწყალე მამისგან. მადლობით მიიღოს არამარტო კარგი, არამედ ცუდიც. ღმერთისადმი მინდობილი, თავისთავზე უარის მთქმელი შეიცნობს რა თავის თავში ჩაბუდებულ უბედურებას, ამპარტავნებას, მინდობილია ღმერთის ნებაზე. ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა მორჩილებაში ცხოვრებას და ყოველივეს  ცუდსაც და კარგსაც  ღმერთისაგან მადლობით ღებულობს. იცის, რომ ქრიტესშია ყველაფერი და რაც მის თავს ხდება მხოლოდ მის განსაკურნელბად და  განსასწავლადაა.

***
მორჩილებაში წვრთნას და ვარჯიშს  ნელ-ნელა  სიმშვიდისკენ მივყავართ.  რატომ? მე აღარ ვღელავ იმაზე,  ხვალ რა მოხდება, ხვალ რას შევჭავ,  ვიღაც რას მეტყვის, რა დამემართება.  დარწმუნებული ვარ ჩემი ღმერთის, მოწყალე ზეციური მამის სიკეთეებში. მინდობილი ვარ ღმერთის ნებას და ვეუბნები: იყავნ, ნება შენი. როგორც "მამაო ჩვენოში" ვამბობთ. ანუ როგორც ცაშია შენი ნება, უფალო, და შენს ნებას მინდობილია ზეციური ანგელოზნი, იმიტომ კი არა, რომ ანგელოზებს ეშინიათ უფლისა, ანგელოზებმა იციან, რომ ღმერთი არის ყოველი სიკეთის წყარო, ასე რომ მინდობილი ვარ, უფალო, შენს ნებას,  შენ ხარ სახიერი, მოწყალე, მოყვრული მამა, რომელმაც ჩემი გულისათვის  ტანჯვა დაითმინე, ჩემი გულისათვის შენ გევნო და უამრავი ტკივილი და მწუხარება მიიღე. აქედან გამომდინარე მოდის სიმშიდეც. სიმშვიდის და მორჩილების შემდეგ ადამიანს იპყრობს სიმდაბლე. ადამიანი  როდესაც ღმერთს უახლოვდება ღვთისგან საჩუქრად სიმდაბლეს ღებულობს. მდაბალი ადამიანი ჭეშმარიტად ღვთის შვილია. რით განუდგა ეშმაკი ღმერთს (რომელიც თავიდან არ იყო ეშმაკი და ვიცით რომ ის ნათლის ანგელოზი იყო) ამპარტავნებით. რითი დაეცა ადამიანი, ამპარტავნებით. აღდგომა რითი მოხდა ქრისტე მაცხოვარში, სიმდაბლით. რომ არ ყოფილიყო მისი ჯვარცმა, არ იქნებოდა მისი აღდგომა. მაცხოვრმა სიმდაბლით აღგვადგინა.

-დროსთან ერთად ხომ არ ცვდება სიმდაბლე, სიმშვიდე და მორჩილება? ანუ მარადიულად უნდა გვახასიათებდეს?
-პავლე მოციქული ბრძანებს,-იესო ქრისტე  გუშინ და დღეს ყოველი არს უკუნისამდე.ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ კაცობრიობას სწორედ ეს აკლია, სიმშიდე დ სიმდაბლე. იმიტომ, რომ ენატრება, არა მარტო აკლია ყველას გვენატრება სიმშიდე და სიმდაბლე. ქრისტიანებსაც არ ახასიათებს. იმდენად არის ჩვენი უქონლობა სიმშიდის და სიმდაბლის, რომ ჩვენ არ გვინდა მორჩილება, მივენდოთ ღმერთის ნებას. შფოთი, უბედურება, ომები, ამ ტრაგედიას, რაც მსოფლიოში ხდება იწვევს, ის, რომ ადამაინები აღარ ვენდობით ღმერთს. ადამიანები განვუდექით ღმერთს და ჩვენს დაცემულ ნებას ვართ მინდობილი. ჩვენი გონება არის მოუთვინიერებელი, დაზიანებული, რომელზეც მინდობა არ შეიძლება, თანამედროვე ადამიანი ამ დიდ შეცდომას უშვებს, ენდობა თავის გაუკუღმართებულ ნებას, დაავადებულ ნებს და შედეგებიც სახეზეა. წმინდა პაისი ათონელი ბრძანებს,თანამედროვე ადამიანმა რომ იცოდეს თუ რას ნიშნავს მონაზვნური სიმშვიდე დაა უზრუნველობა, ყველაფერს დათმობდა მის მისაღებადო.  სიმშვიდე და უზრუნელობა იწყება მორჩილებით ანუ ღმერთისადმი მინდობით. შემდეგ უკვე ღმერთის ნებას როგორც თავში ვთქვით  მოჰყვება წვრთნა. წვრთნას მოჰყვება ჩვენი ნელ-ნელა განკურნება, რომელსაც მოყვება განსვენება.სიმდაბლეში განსვენება, რომელიც არის ბენდიერება.სიმშვიდე, მშვიდობა ანუ განსვენება ერთიდაიგივეა.

***
სამწუხაროდ დღევანდელი მსოფლიოს დაცემა იმაში გამოიხატება, რომ ადამიანებს სიმდაბლე ჰგონიათ არასრულფასოვნების კომპლექსი, ვათოპედის წინამძღვარმა მამა ეფრემმა ერთ-ერთ საუბარში ასეთი რამ თქვა, - ჩემთან იგლისელი იყო ჩამოსული და მას სიმდაბლის მნიშნელობაზე დავუწყე საუბარიო. ამ პიროვნებამ   ეს ვერ გაიგო, ვერ აღიქვა და სიმდაბლე მიიღო   როგორც არასრულფასოვნების კომპლექსი.სიმდაბლე ის სათნოებაა, რომელიც ადამიანური ბუნებისთვის მიუღებელია. სიმდაბლე სუფთა ღვთაებრივი ბუნების ნაწილია. ამის მაგალითი რა არის, უფალმა თავის ჯვარმცმელებს რისხვით კი არ მიხედა, არამედ შენდობით მიხედა  და ერთი სანდურავი სიტყვა არ უთხრა. უფალმა მათდამი სიმდაბლე გამოაჩინა. ის ღვთიური სიმდაბლე წარმოჩნდა, როდესაც მაცხოვარმა თქვა-მამაო შეუნდე, რამეთუ არ იციან რას იქმან. წმინდა მამები ამბობენ, რომ ამპარტავანმა ადამიანმა არ იცის რას აკეთებს. ჯვარცმული მაცხოვრის სიტყვები არამარტო მის ჯვარმცმელებს ეხება, არამედ თითოეულ ცოდვილ, ამპარტავან ადამიანებს, რადგან მან არ იცის  ეს რა საშინელებაა.

როგორც ბრმას ვერ მოჰკითხავ რატომ ვერ ხედავს, ასევე ამპარტავან ადამიანს ვერ გააგებინებ რა არის სიმდაბლე. სამწუხაროდ მისი სულიერი თვალები დაბრმავებულია. პირველ რიგში მათი თვალების გახელვას სჭირდება საკუთარი ნება. უფალი არ ძალადობს არავისზე, არც ურწმუნოზე და არც ურწმუნოზე. ამპარტავნები ხომ მორწმუნეებშიც არის და არამორწმუნეებშიც.  უფალი არ ძალადობს მათზე, უფალი მდაბალია და ცდილობს მოთმინებით, სიყვარულით განკურნოს. ის ელოდება მათ ნებას რომ მიხვდნენ ისინი რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან.როგორც აპოკალიფსში ბრძანებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, მე ყველა ადამიანის კართან ვდგავარ და ვრეკ, იქნებ ვინმემ გამიღოს.იქნებ ვინმემ შეისმინოს ჩემი კაკუნი და გამიღოსო.
ქრისტე მაცხოვრაი როგორც ბრძანებს, მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ აღდგომა.ვისაც უნდა აღდგინება საკუთარი  საკუთარი უძლურებიდან, საკუთარი არარაობიდან და სურს შემიმოსოს მშვენიერი ხატება ღვთის შვილობისა, მან თავისთავად უნდა დაიწყოს წვრთნა მორჩილების სათნოებაში, რომელიც ნელ-ნელა  მიიყვანს სიმშვიდემე და სიმდაბლემდე. რომელიც არის განსვენება და ბედნიერება. მაცხოვარი ამბობს, „მშვიდობასა ჩემსა მოგცემთ თქვენ“. მშვიდობას, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ. ეს მშვიდობა არის ის სულიერი ნეტარება, რომელიც ღმერთმა აღგვითქვა და მოიპოვება მორჩილებით და სიმდაბლით.





ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
15.01.2022

გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე- თორნიკე მთაწმინდელების სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ეფემია (ჩირგაძე).

- როგორ მოიპოვოს ადამიანმა სიყვარული,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat