მამა იოანე - ამსოფლიური ჭირი ქრისტეს გამო და ქრისტესთან ერთად გამოვიაროთ მადლობით, მოთმინებითა და სიხარულით
მამა იოანე - ამსოფლიური ჭირი ქრისტეს გამო და ქრისტესთან ერთად გამოვიაროთ მადლობით, მოთმინებითა და სიხარულით

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს, დიდი სულიერი მღელვარების დროს ლოცვასავით გაიმეორე სიტყვები: მადლობა, მოთმინება, სიხარული. და მაშინ, კიდეც რომ ვერც შეძლო ამ სიტყვების ღრმა შინაარსის და ძალის გააზრება, ისინი თავის საქმეს მაინც გააკეთებენ, რადგან თითოეულ სიტყვას თავისი ძალა გააჩნია და ადამიანზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია იმის შესაბამისად, თუ ბავშვობიდან როგორ არის მის ფსიქიკაში ამ სიტყვის მნიშვნელობა აღბეჭდილი.

მაგალითად, თუ ვიტყვით: "ლიმონი, ტყემალი, ბროწეული", ანდა რომელიმე სხვა მსგავსი მნიშვნელობის სიტყვას, კბილებს შორის ჟრუანტელი დაგვივლის და ნერწყვი მოგვადგება, თანაც, ამისთვის ამ სიტყვების მხოლოდ გაფიქრებაც კი საკმარისია. ასევე, თუ გავიხსენებთ რაიმე მტკივნეულს - სხეულის დასერვას, გაგლეჯას, გახერხვას, უსიამოვნო ჟრუანტელი დაგვივლის.

ზემოთ თქმულში რომ დავრწმუნდეთ, ამდაგვარი სხვა ცდებიც შეგვიძლია ჩავატაროთ. სწორედ ამიტომ, სიმძიმისა და მწუხარებისაგან გასათავისუფლებლად ამ სიტყვების - მადლობა, მოთმინება, სიხარული - მექანიკური გამეორებაც კი დაგვეხმარება. როცა ისე გიჭირს, რომ გგონია, არც ლოცვის თქმა შეგიძლია და არც ამ სიტყვების მნიშვნელობაზე ფიქრი, გაიმეორე ისინი მექანიკურად, ცოტა მოგეშვება, მერე მნიშვნელობაზეც დაფიქრდები და შემდეგ ლოცვის თქმის ძალაც მოგეცემა.

მადლობა, მოთმინება, სიხარული - ღმრთისკენ აღმავალი ამოუწურავი სიღრმეა ამ სიტყვებში. ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის, ყოველი სიკეთისათვის, რასაც აკეთებს და რაც გაუკეთებია ჩვენთვის, რაც ვიცით და არ ვიცით; ვმადლობდეთ, რადგან მან უცოდველი შეგვქმნა, ხოლო ჩვენ ვუღალატეთ, შევცოდეთ. ის მოვიდა ჩვენთან, კაცთაგან შეურაცხყოფილმა, მრავალი ტანჯვით, ჯვარზე სიკვდილით ჩვენი ცოდვები მოკლა, ახლიდან გვშვა და სასუფეველი გაგვიხსნა; ყველაფრისათვის ვმადლობდეთ ღმერთს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარ თავსა და სინდისს ვუღალატეთ, არ მოგვიძულა და თავისი სისხლი და ხორცი მოგვცა საჭმელად და სასმელად; მადლობა ღმერთს, რომ, მრავალგზის სწავლებისა და შეგონების მიუხედავად, სწორი გზის დამტოვებლებს სინანულით განახლების საშუალება მოგვცა; ვმადლობდეთ ყველაფრისათვის, რადგან ზრუნავს, რომ თავის თავს მიგვამსგავსოს, განგვაღმრთოს და თავისთან შეგვაერთოს.

ზრუნავს ყოველგვარი საშუალებით, რაც მის ხელთაა - ჭირითა თუ ლხინით; ვმადლობდეთ ღმერთს, რომელმაც მოგვცა რწმენა და ცოდნა იმისა, რომ ჭირიც სულის ცხონების სარგებელისთვის არსებობს და ეს რწმენა და ცოდნა გვეხმარება, რომ შევძლოთ მოთმინება გონიერებით, მეცნიერებით, მასზე მინდობით, რადგან ვიცით, რომ ის ყოველივეს ჩვენთვის სასიკეთოდ აკეთებს და უკეთ იცის, თუ რა გვჭირდება.

ადამიანურად, თითქოს დღეს მძიმე ჯვარი გვაქვს, მაგრამ ვითმენთ იმ რწმენით, რომ ჩვენი შინაგანი თვისებების, ვნებების, მიდრეკილებების, შეხედულებების, სურვილების მიზეზით, ჩვენი შინაგნი და გარეგნული ცოდვებიდან გამომდინარე, გათვალისწინებით ჩვენი წარსულისა და ასევე მომავალისაც, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ღმერთმა კი იცის, ჩვენი სულის ცხონების საქმისთვის ასე ჯობს. თუმცა, ძნელი და მძიმეა, მაგრამ ვითმენთ მისდამი რწმენით, ნდობით, იმედით და ვიღებთ მისგან ნუგეშსა და სიხარულს.

ამიტომ, მიუხედავად მრავალი ჭირისა და განსაცდელისა, ვნებებისა და ცოდვებისა, დაცემისა და მწუხარებისა, გვიხაროდეს მოუკლებელი სიხარულით, გიხაროდეს, რადგან მომავალი ბნელით არ არის მოცული - ღმერთი მოვიდა ქვეყნად, ცოდვა, სიკვდილი, ეშმაკი და ჯოჯოხეთი დაამარცხა და თავის შვილთა რიცხვში გვწერს, ნუ დავმწუხრდებით ისე, თითქოსდა ვინმე ჩვენს ღმერთზე ძლიერი იყოს, ჩვენ არ მივატოვოთ და ის არ დაგვტოვებს, მან ჯვარი ზიდა ჩვენთვის, ჩვენც მისი სახელით და მისი შეწევნით ვზიდოთ ჩვენი წილი ჭირისა და ჯვრისა მისთვის და ჩვენთვის; ნუ დავმწუხრდებით, არამედ გვიხაროდეს, გზა სასუფეველისაკენ ჩანს, ქრისტეს მოიმედე მონანული ცოდვილებისთვის კარი ღიაა, გიხაროდეთ, რადგან არც ეს სოფელი და არც მისი ჭირი არ არის მუდმივი და არც იმქვეყნიური სატანჯველია გარდაუვალი.

ამსოფლიური ჭირი ქრისტეს გამო და ქრისტესთან ერთად გამოვიაროთ მადლობით, მოთმინებითა და სიხარულით და მაშინ ამ სოფელშიც მოგვეცემა ნუგეში და სიხარული, ხოლო შემდეგ - ცხოვრება საუკუნო, ღმერთთან ყოფნის დაუსრულებელი სიხარულითა და ნეტარებით აღსავსე.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

15.01.2022

გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე- თორნიკე მთაწმინდელების სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ეფემია (ჩირგაძე).

- როგორ მოიპოვოს ადამიანმა სიყვარული,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat