ერის ეთნოსოციალური მეხსიერება
ერის ეთნოსოციალური მეხსიერება
ერის ეთნოსოციალური მეხსიერება ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობის შენარჩუნების საწინდარი და მისი შემადგენელი ნაწილია. ეთნოსოციალური მეხსიერების გამოვლენის აუცილებლობა მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ თვით ეს ფენომენია საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი. ერთი მხრივ, ის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ეროვნებათაშორისი დაძაბულობის აღმოსაცენებლად, მეორე მხრივ, კეთილმეზობლობისა და ერებს შორის თანამშრომლობის განსამტკიცებლად. ეთნოსოციალური მეხსიერების ასეთი წინააღმდეგობრივი გამოვლინება ამ ფენომენის ანგაჟირებულობითაა მოტივირებული: სახელისუფლებო სტრუქტურები, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური დაჯგუფება ყოველთვის ისწრაფვიან, საზოგადოებას თავს მოახვიონ ისტორიული მეხსიერების საკუთარი გაგება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტენდენციურია და არაფერი აქვს საერთო ისტორიულ რეალობასთან.

ერის სოციალური მეხსიერება რთული და მრავალკომპონენტიანი (ხალხის ისტორიული მეხსიერება, კულტურული მეხსიერება, პოლიტიკური მეხსიერება და ა.შ.) მოვლენაა, რომელიც სავალდებულო პირობაა ნებისმიერი საზოგადოების არსებობისა, ეფუძნება დაგროვებას, შენახვას და სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ტრანსლირებას. ეთნოსოციალური მეხსიერება, როგორც ქვესისტემა სოციალური მეხსიერებისა, სპეციფიკური ფორმის აკუმულირებას და სოციალ-ეთნიკური გამოცდილების ტრანსლირებას განსაზღვრავს.

ამ მეხსიერების საფუძველს ერის კულტურული გენოფონდი შეადგენს, რომელიც თავის თავში მოიცავს ეთნიკური კულტურის ელემენტებს, როგორებიცაა: ენა, ხალხური ფილოსოფია და ტრადიციული აღზრდის სისტემა, ხალხის ეთიკა და, რაც მთავარია, რელიგია. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია - და, შესაბამისად, ადამიანის ეროვნულ-სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობის განმსაზღვრელიც ერის ენა და რელიგია, რომელიც ყველაზე მეტად აკუმულირდება ერის ეთნოსოციალურ მეხსიერებაში. არნოლდ ჩიქობავა წერდა: "ერის რაობას როცა განსაზღვრავენ, ენის ერთობაზე მიუთითებენ". ერის რაობის ეს ნიშანი ყველაზე ძველია (ტერიტორიის ერთობა, ეკონომიკა, ფსიქიკური წყობა ამ მხრივ ენას ვერ შეედრება).

ფრიად მნიშვნელოვანია ეთნოსოციალური მეხსიერების რელიგიური დატვირთვა, უფრო მეტიც, იგი აყალიბებს ეროვნულ თვითშეგნებასა და იდენტიფიკაციას, რადგან ერი არის ერთი ეთნიკური წარმოშობის მატერიალური და სულიერი კავშირის მქონე მკვიდრი მოსახლეობა, რომლის წევრებიც, გარდა ხორციელ-სულიერი ერთობისა, ერთმანეთთან შედუღაბებულ-შეკავშირებულნი არიან ისტორიით.

ამის შესანიშნავი მაგალითია ქართველი ერის ისტორია, რომლის ეთნოსოციალური მეხსიერება, ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, მყარდებოდა ტერიტორიის ერთობით, საერთო კულტურით, საერთო ენით, საერთო რელიგიით (როგორც წარმართული, ასევე ქრისტიანული). ქართველი ხალხის ეთნიკური თვითშემეცნება სწორედ ამგვარად იქმნებოდა, მსგავსად ყალიბდებოდა რუსი ერის ეთნიკური განვითარების ისტორია. მეცნიერები რუსული ეთნიკური თვითშემეცნების ასეთ ფორმულირებას გვაძლევენ:

ისტორიულ-თეოლოგიური - ნათლისღების შემდეგ მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ განსაზღვრა რუსეთის ისტორიული განვითარება.

სოციალურ-პოლიტიკური - მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენით ჩამოყალიბდა რუსი ხალხის მსოფლმხედველობა, მისი კულტურა და მონარქიული სახელმწიფოებრიობა.

ეროვნულ-სარწმუნოებრივი - მეფის სკიპტრის ქვეშ ჩამოყალიბდა რუსი ხალხის რელიგიური და ეთნიკური იდენტობის ორგანული ერთობა, რომელიც თავის თავში მოიცავს ველიკორუსებს (რუსებს), მალოროსებს (უკრაინელებს და ბელორუსებს).

ამგვარი ეთნოსოციალური მეხსიერებით მოვიდა რუსეთი დღემდე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ეროვნება.

ეთნოსოციალური მეხსიერების მთავარი ფუნქციური მახასიათებელია - ეროვნული თვითმყოფადობის, თვითიდენტობის შენახვა და გადაცემა.

ერის სულიერი ხატების სისტემაში ეთნოსოციალური მეხსიერება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ წარმონაქმნს, რომელიც ფენა-ფენა ილექება ენაში, კულტურაში, ჩვეულებებში, რიტუალებში, ფსიქოლოგიაში. ეთნოსოციალური მეხსიერება თავის თავს წარმოაჩენს მშობლიურ მიწაზე წარმოდგენებსა და ეროვნული ინტერესების გააზრებაში, ერის დამოკიდებულებაში მატერიალურ და სულიერ ფასეულობებთან. ეთნოსოციალურ მეხსიერებაში აისახება როგორც გმირული, ასევე ისტორიის დრამატული მოვლენები, როგორც ეროვნული სიამაყის განცდა, ასევე ნაციონალური წყენა.

ეთნოსოციალური მეხსიერება შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც "ბირთვი" - ერის სულიერი სახის ცენტრი; ის ერთგვარი "ეროვნულ-გენეტიკური კოდია", რომელიც ინახავს ინფორმაციას ისტორიაზე, განვითარების ეტაპებზე, არსებობის პირობებსა და ერის ეთნიკურ პოტენციალზე. ეთნოსის კულტურული და სოციალური გამოცდილების კოდირება მეხსიერებაში - მრავალეტაპიანი პროცესია. ის მიმდინარეობს როგორც ინტელექტუალურ-სულიერ სფეროში, ასევე მატერიალურ-წარმოებით მოღვაწეობაში. კულტურის კომპონენტებმა კი, რათა ერის სულიერი სახის ბირთვის შემადგენლობაში შევიდნენ, უნდა გაიარონ დროის გამოცდა და ხალხისთვის ფასეულობები გახდნენ. თავის მხრივ, შესაძლოა წარმოვიდგინოთ ეთნოსოციალური მეხსიერების მოდელირება როგორც ორკომპონენტიანი მოვლენა, რომელიც ეთნიკური ბირთვისა და სოციალური სარტყლისაგან შედგება.

ეთნოსოციალური მეხსიერების ეთნიკური ბირთვი ეთნიკური პარამეტრების განსაზღვრულ ნაკრებს ინახავს და მათი გამოყენება თვითიდენტიფიკაციის საშუალებად გამოიყენება. სხვა საქმეა ამ ფენომენის სოციალური სარტყელი, რადგან მისი არსებობისათვის მთავარია არა იმდენად დიაქრონული, არამედ სინქრონული კავშირები.

ხალხის სოციალური მეხსიერება ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა თაობის პირადი გამოცდილების ჩარჩოთია შემოფარგლული. ადამიანებს, როგორც წესი, არ ძალუძთ თვისებრივად გაიხსენონ ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მათ ცხოვრებამდე ხდებოდა.

ეთნოსოციალური მეხსიერების ცენტრში ეთნიკური კომპონენტის წინ წამოწევა მეტყველებს არა მის მეთაურობაზე, პირობითად რომ ვთქვათ, ამ ფენომენში ეთნიკური მეხსიერების სოციალურ მეხსიერებაზე, არამედ იმაზე, რომ გაცილებით მდგრადად და მტკიცედ გვევლინება ეროვნული მეხსიერების ეთნიკური მხარე.

ამის მაგალითია საქართველოს ისტორიაც თავის ყველაზე დრამატულ პერიოდში. მე-17-18-19 საუკუნეებში მიმდინარეობდა ქართველთათვის ე.წ. გასომხების პროცესი. ეს რელიგიურ-პოლიტიკური მოვლენა იყო. ეთნიკურად ქართველები სომხური ეკლესიის წევრები ხდებოდნენ. ტერმინი "სომეხი", თავის მხრივ, სოციალურ წოდებად იქცა, რომელიც ვაჭარს ნიშნავდა. ასე რომ, ქართველი ხალხის (რომელიც დარჩა ქართული ეკლესიის მრევლი და ამით შეინარჩუნა ეროვნული თვითიდენტიფიკაცია) ეთნოსოციალურმა მეხსიერებამ თავისივე სისხლხორცი, ეთნიკურად ქართველი, სომხად დაიმახსოვრა.

არ არსებობს ისტორია, სადაც არ ყოფილიყოს სახელმწიფოთაშორისი ომები და ეროვნებათაშორისი კონფლიქტები, უსამართლობა და წყენა. წარსულის მოვლენათა ანალიზი ნაციონალური ტოლერანტობის პოზიციით უნდა განხორციელდეს, უნდა გამოიკვეთოს, თუ რა ისტორიული კონტაქტები ამდიდრებდა ხალხებს, აახლოვებდა მათ და არა ის, რაც ყოფდა, აშორებდა და განასხვავებდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ერის ეთნოსოციალურ მეხსიერებაში რელიგიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, წამყვანი ქვეყნების კანონმდებლობაში შეტანილ იქნა ტრადიციული და არატრადიციული რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონი (ტრადიციულში მოიაზრება ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი). ამ მცდელობამ მკვეთრი გაუცხოება და პროტესტი გამოიწვია ლიბერალთა მხრიდან; მათი მტკიცებით, სამოქალაქო საზოგადოების ბუნებაში რელიგიის გაყოფა ტრადიციულად და არატრადიციულად არ მოიაზრება და სამოქალაქო თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს ზიანს აყენებს. მაგრამ სინამდვილეში ეს მოძველებული ლიბერალური საცდურია. არსებობს სამართალგაგების ორი სხვადასხვა ჰორიზონტი და ორი მათთან შესაბამისი იდენტურობის ტიპი - სამოქალაქო-სამართლებრივი, ერთი მხრივ, და რელიგიური, კულტურული, ეთნიკური - მეორე მხრივ. ჩვენს ქვეყანაში ძნელად, მაგრამ მაინც ინერგება ღია სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები. მის ფარგლებში ყველა პირის და ლეგალურ პირთა ჯგუფის სამოქალაქო უფლებები გათანაბრებულია. მართალია, იზრდება და უნდა გაიზარდოს და განმტკიცდეს სამოქალაქო იდენტობა, მაგრამ სამართალგამოყენებით პრაქტიკაში სამოქალაქო სამართალი - ეს არის შეზღუდული, ნეგატიური სამართალი, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება.

არსებობს სხვა, დადებითი განსაზღვრებაც: ჩვენი ღვთის ძეობა, სარწმუნოების აღსარება, ეკლესიურობა (რელიგიური იდენტობა) არის კულტურა, რომლისგანაც ჩვენ დავალებული ვართ იმ ცხოვრების წესით, რომლის ჩარჩოებში არა მარტო გადარჩენას ვიმედოვნებთ, არამედ სრულფასოვან ცხოვრებას (კულტურული იდენტობა), არის, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი კუთვნილება საკუთარ ხალხთან, რომელსაც თავისი ისტორიული გზა აქვს. მის შენარჩუნებაში თუ შეცვლაში ჩვენ ასე თუ ისე ვმონაწილეობთ (ეთნიკური იდენტობა). ცხოვრების ეს მხარეები სამოქალაქო სამართალგაგების იურისდიქციის ქვეშ არ ხვდებიან, რამეთუ ისინი "სხვა რაღაცაზეა", ისინი განეკუთვნებიან ბუნებით ან კორპორაციულ და არა სამოქალაქო სამართალს. ხოლო დღევანდელი ინტერესი ტრადიციული, კორპორაციული, ბუნებითი სამართლისადმი - მსოფლიო მოვლენაა.

დაბოლოს, უკანასკნელ ხანს ხშირად ლაპარაკობენ ეთნოსოციალური მეხსიერების ე.წ. გენდერულ (სქესობრივ) იდენტობაზე, ანუ თავის სექსუალური ორიენტაციის ერთ-ერთ შესაძლო ტიპისთვის მიკუთვნებაზე, მათ შორის ოჯახის ტიპზეც. თითქოს საკმარისი არ იყოს, რომ საზოგადოება შეეჯახა აუცილებლობას სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის საჯარო აღიარების ან არაღიარების ფაქტს, აღმოცენდა და მოითხოვენ ახალი ოჯახური ტიპების კანონიერ აღიარებას. ბევრი სოციოლოგის აზრით, მონოგამიური, მამაკაცისა და ქალის ქორწინება (და მასზე დაფუძნებული ოჯახი) უკვე დიდი ხანია ღრმა კრიზისშია, ოჯახური ინსტიტუტის არეალი ირეცხება და, მასთან ერთად - არა მარტო ოჯახურობა, არა მარტო გენდერული, არამედ ადამიანის ანთროპოლოგიური იდენტობაც კი. ერის ეთნოსოციალური მეხსიერების ამგვარი პლასტები ახალი ეპოქალური მოვლენაა, რომელიც დროში გამოიცდება, მაგრამ როგორ ანაბეჭდს დატოვებენ ერის სულიერ თუ ფიზიკურ ყოფაზე, - ეს უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler