ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
ვახუშტი ბეთლემს ასე აგვიწერს: "მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი, ფრიად მაღალსა კლდესა და უწოდებენ ბეთლემს, გარნა საჭიროდ ასავალი არს; რამეთუ არის ჯაჭვი რკინისა გარდმოკიდებული ქვაბიდამ და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა, მდგომს უსვეტოდ, უსაბლოდ და სხვათაცა საკვირველთა, არამედ მე ვდუმებ".
შორს, ერთ მაღალ კლდეზე, ბეთლემის ჯვარი მოჩანს, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა და კვალი უჩინარია. ჟამთასვლამ ბეთლემში ყველაფერი წალეკა. მისი სენაკები და გამოქვაბულები დაიქცა და მოიშალა, მხოლოდ ანდეზიტის ერთ დიდ ლოდზეა შემორჩენილი ქვის ჯვარი. ამ ლოდს სამხრეთით მიშენებული ჰქონია სამლოცველო, რომელიც უკვე ჩამოქცეულია. მხოლოდ სასანთლე და ორი ქვის ბოძი დგას, აიაზმის ქვის ჭურჭელი და მარხილის ნაწილი. ამ მარხილით ბერები თურმე შეშას ეზიდებოდნენ. ჩრდილოეთით ორი მრგვალი სენაკის ნანგრევია. შემორჩენილია ძველი შენობის ორი კედელი, რომელსაც ირმის საწველს უწოდებენ. მოხევეების რწმენით, ბეთლემი სასწაულმოქმედია და შემოგარენში მონადირეს თოფის სროლის უფლება არ აქვს. იტყვიან, ბეთლემი დააბრმავებსო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი