კინოსოფელი ბროწეულა აბრეშუმის გზაზე
კინოსოფელი ბროწეულა აბრეშუმის გზაზე
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია. ქვემო ქართლი ძალიან მდიდარი, მაგრამ. სამწუხაროდ, ქართული მოსახლეობა თითქმის არ არის. 75-მდე სოფლიდან მხოლოდ ხუთია ქართული. შეიძლებოდა, ისეთი ქართული სოფლები  შექმნილიყო, რომლებიც გაერთიანდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოებით და ეროვნული თვითშეგნებით, ქართველები დასახლდებოდნენ ჩვენს მიწა-წყალზე და აღორძინდებოდა ბედნიერი ცხოვრება.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II, 2000 წლის თებერვლის საკვირაო ქადაგებიდან


ეს ის დროა, როცა საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას ტრადიციად იქცა სიტყვა სეკვესტრი. იყინებოდა ხელფასები, არ გაიცმოდა პენსიები. სტიქიით დაზარალებული აჭარისა და სვანეთის სოფლებიდან ოჯახები ქვემო ქართლში ჩამოასახლეს, რამაც გააღიზიანა იქ დამკვიდრებული არაქართულენოვანი მოსახლეობა. ახალქალაქის რაიონის ფოკას ქართულ მონასტერში წმ. ნინოს გზით მიმავალ მრევლს არ ატარებდნენ. ისმოდა ხმები - საქართველო არშემდგარი სახელმწიფოაო.
ტელეკომპანია ,,ევრიკაში" (დღევანდელი საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნება") ყოველ კვირას საეკლესიო გადაცემები მიგვყავდა. Gადაცემა უძღვებოდა მღვდელი მამა ზაქარია (ძინძიბაძე).

შემოდგომის ერთ საღამოს მამა ზაქარიამ პატრიარქთან მიმიწვია. ნახევრად ჩაბნელებული თბილისი გავიარეთ, შავნაბადას მონასტერში მივედით. სასულიერო პირებთან ერთად (მამა შიო გაბრიჭიძე, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი) იქ დაგვხვდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით იაკობიძე და სხვები.

პატრიარქმა აგვისხნა შეკრების მიზანი.

- დღეს ზალიან გაჭირდა ცხოვრება, ეს განსაკუთრებით იგრძნობა ქალაქში, იმიტომ, რომ ხალხი ხელფასით ცხოვრობს. ხელფასი ან ძალიან დაბალია, ან საერთოდ არც კი ეძლევათ. სოფელში პირუტყვი ჰყავთ, რძე და რძის ნაწარმი აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, სულიერად უჭირთ, - და
პატრიარქმა გვთხოვა, გამოგვეთქვა ჩვენი მოსაზრებები კრიზისიდან გამოსასვლელად. ზოგმა - ფერმები ავაშენოითო, ზოგმა ნაკურთი წყალი და ღვინო გავყიდოთო, ზოგმა - ბანკი გავხსნათო, ყვავილების გაშენება დავიწყოთ და საზღვარგარეთ გავყიდოთო.

მე ვთქვი: - 1965-1975 წლებში, სასურსათო პროგრამის ფარგლებში, თბილისელებს ,,მებაღეთა ამხანაგობის" (კოოპერატივი) ფორმატით ქალაქის შემოგარენში მიწის ნაკვეთებს გვინაწილებდნენ. ოჯახზე 600 კვმ-ს, რომ ჩვენი საზრდო თვითონვე შევქმნათ.

- აგარაკებს გულისხმობთ? - იკითხა პატრიარქმა.
- დიახ, უწმინდესო. მოსახლეობას გადასცეს 200 ათასამდე ნაკვეთი ქალაქების შემოგარენში, მწირი, უკაცრიელი, სტანდარტული ტექნიკის მიუდგომელ ადგილებში. ქუთაისის მახლობლად, წყალტუბოს გზაზე, სოხუმის სოფელ კელასურის ტერიტორიაზე, ზესტაფონის ახლოს, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე, ცხინვალის, ჯავის გზატკეცილზე, გორის სოფელ სკრასთან... თბილისის მებაღეთა ნაკვეთები ძირითადად თავმოყრილი იყო კასპის, დუშეთის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

- ეს ხომ XXI საუკუნის სოფელია! - ბრძანა უწმინდესმა, - ჩვენ მემკვიდრეობით და უმტკივნეულოდ შევძლებთ ჩვენი სამაშველო გზის გამოყენებას და არა ზედაპირული მიდგომით ყოველივე ძველის დანგრევას. თქვენი ,,მებაღეობის ამხანაგობის" მომავალს როგორ ხედავთ?
და მოვუყევი:

- ქართული კინოს მუშაკებმა 1967 წლიდან მარტყოფის თემში „მებაღეთა ამხანაგობის“ ყამირი მიწების წალკოტად გადაქცევა დავიწყეთ. ზაფხულის პაპანაქებაში თავშესაფარი არსად იყო. საბაღე კაპიტალური სახლის მშენებლობას გვიკრძალავდნენ, მარტო დროებითი ფიცრულის აშენების უფლება გვქონდა. არც ნაკვეთის შემოკავება იყო ნებადართული. მაგრამ ცხოვრებამ, მიწისადმი სიყვარულმა და დრომ ნაყოფი გამოიღო.
მაგონდება, თვალებგაბრწყინებული როგორ ჰყვებოდა კინოდოკუმენტალისტი გიორგი ასათიანი, რომ თავის ნაკვეთში 50 ცალი ატამი მოკრიფა, როგორი გულმოდგინედ ბარავდა მიწას კინორეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, სარეველისა და ქვაღორღისგან როგორ იყო გაწმენდილი კინორეჟისორ დავით რონდელის ნაკვეთი, ეროსი მანჯგალაძე ამბობდა, ვაშლის ბაღს გავაშენებო.

ნაკვეთში მომუშავე იპოლიტე ხვიჩიას დანახვისას კახეთის მატარებლის მგზავრებმა კინოსტუდიის მებაღობის ბაქანს `ხვიჩიას ბაქანი~ შეარქვეს. ქალაქელებს კოტე დაუშვილი გვარწმუნებდა, შრომითა და მოთმინებით აქაურობა დამშვენდება და ნარგავები მიკროკლიმატს შექმნიანო. რეზო თბუკაშვილმა გაიხსენა, კინოფილმ ,,კუნძული ტექსელის" სცენარზე მუშაობისას ჰოლანდიაში, მასპინძელმა ჰოლანდიის ღირსშესანიშნაობები დაგვათვალიერებინა, ბოლოს თავისი მამული გვიჩვენა და ძვირფასი აპარტამენტების შემოვლის შემდეგ ,,გაკრიალებულ" ოთახში შეგვიყვანა, სადაც დარბოდაო. რეზო თაბუკაშვილს უკითხავს, რისთვის ინახავ ამ ღორსო. მასპინძელს უპასუხია, - თითოეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს თავის თავზე და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზეო.
დაინგრა საბჭოთა იმპერია... მარტყოფის თემის კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" მებაღეთა ამხანაგობის ტეროტორიის საწევრო შენატანებით და თვითმმართველობით დავიწყეთ გარდაქმნა ,,კინოსოფელ ბროწეულად". გვინდა,. მომხმარებელი ვაქციოთ შემქმნელად, მწარმოებლად, მოვამზადოთ ახალი მოქალაქე, რომელიც ჩაერთვება ქვეყნის, ოჯახის სამსახურში. მოგვაჩნია, რომ დაწყებითი კლასებიდან ვასწავლოთ გირჩის თესლის დათესვა, ევროპაში საქართველოდან ექსპორტირებული ფიჭვის თესლით ტყეები შენდება. დროა, ჩვენ მეჩხერ ტერიტორიებზე, საზოგადოების ჩართვით, ახალი ტყეები გავაშენოთ და კლიმატურ ცვლილებებზე ვიზრუნოთ.  დღეისათვის `ბროწეულაში~ მოხალისე თბილისელების ორასამდე ოჯახი დამკვიდრდით.

ჩვენი კარმიდამოს მოვლა-პატრონობით, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში შეგვაქვს წვლილი და ვქმნით მიკროკლიმატურ გარემოს. კინოსოფელში შემოყვანილია ბუნებრივი აირი, ქართული ფილმის ქუჩაზე დაგებულია ასფალტი. კინოსოფლის ქუჩებს იმ კინომატოგრაფისტების სახელები დავარქვით, რომელთა შემოქმედება აღიარა მსოფლიომ და ბროწეულაში გაშენებული ბაღებით აქაურობას კვალი დაატყო. ჩვენი საქმიანობა უფრო წარმოჩნდებოდა, ჩვენი მოქმედებები ექსპერიმენტის სახეს რომ არ ატარებდეს.
1995 წლიდან შემოდგომობით კინოსოფელში ვაწყობთ დათვალიერება-ზეიმს ,,ბროწეულობას". წარმატებულ მეურნეებს გადავცემთ მადლიერების სიგელებს და იშლება საერთო სუფრა.

როცა ქვეყანაში ინტენსიურად ხორციელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, საჯარო რეესტრში გამარტივდა ,,მებაღეების" მიწის ნაკვეთების გაფორმება, ხელი ეწყობა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პირობების შექმნას, ახალგაზრდების ჩაბმას ფერხულში, უმჯობესდება დემოგრაფიული ფონი, არაქართულენოვან რეგიონში დამკვიდრებულ მოსახლეობას უადვილდება სახელმწიფო ენის შესწავლა. დროულად მიგვაჩნია, მიღებულ იქნეს იდენტური კანონი, ,,ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა" - თბილისის კორპუსი, რომლის მიზანი-ამოცანაა, საერთო ქონების მოვლა-პატრონობა. მოსახლეობის გაერთიანება თავიანთი კორპუსის, ეზოს კეთილმოწყობაში და მოთხოვონ მობინადრეებს, თვითმმართველობით მოაგვარონ კორპუსებში წარმოქმნილი პრობლემები (მაგ: მობინადრეთა შენატანებით დაზიანებული ლიფტის აღდგენა). აქ უდავოდ აღსანიშნავია თბილისის ხელისუფლების თანადაფინანსება. დროულად მიგვაჩნია, ,,მებაღეთა ამხანაგობების" მასივებში ამოქმედდეს ისეთი საკანონმდებლო ნორმატივები, რომ პრობლემების მოგვარება სტიქიურ ხასიათს არ ატარებდეს. ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება ითავოს საპენსიო ფონდმა.

მიგვაჩნია ,,მებაღეთა ამხანაგობის" ბედით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს განხილვის საგნად ვაქციოთ ჩვენი სასურსათო პოტენციალი და XXI საუკუნის სოფლის მშენებლობის საკითხი.

ის კი არ არის მთავარი, რამდენი წლის ხარ, მთავარია ის როგორ იცხოვრე, რითი დაამახსოვრე შენი არსებობა დედამიწას.

მამამ ნერგი უნდა დარგოს, რომ შვილმა ნაყოფი მოწყვიტოს.

იწყება ,,აბრეშუმის გზის" ამოქმედება. აღდგება ადგილობრივი წარმოება, განვითარდება ტურიზმი და კურორტები მიიღებენ დამსვენებლებს, რისთვისაც დამატებითი ქართული წარმოების სურსათ-სანოვაგე დაგვჭირდება.

ჩვენ აღმოვჩნდით დილემის წინაშე: დაუბრუნდება ,,საბუდარელი ჭაბუკი" სოფელს?!
საქართველოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, კინოსოფელ ბროწეულაში შენდება წმ. ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) სახელობის ტაძარი, რომლის დასრულებისთვის თიბისი ბანკმა გახსნა ანგარიში.

ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ნ GE53თB1100000360800248



ღმერთი იყოს თქვენი შემწე, თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოს მფარველი.

გვინდა, ,,კინოსოფელი ბროწეულა" არ ამარტო სანახაობად ვაქციოთ, არამედ სახელმძღვანელოდ მოქმედებისათვის. საქმე რომელსაც იძულებით აკეთებ, კატორღის ტოლფასია, ხოლო სიყვარულით, რწმენით გაკეთებული საქმე  შემოქმედებაა.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ  ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაში აღნიშნა: ,,დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. მრავალმა იპოვა გამოსავალი და სოფელში მიდის.

თბილისთან ახლოს არის ერთი პატარა სოფელი ბროწეულა, რომელიც სულ ახლახან დააარსა კინოსტუდიამ. პირუტყვი მოაშენეს და ფაქტობრივად, ამ გზით გადაარჩინეს ოჯახები. როცა დახმარებას ველოდებით უცხოეთიდან, ან რომელიმე კერძო პირისაგან, ეს ცუდია, მოლოდინი რყვნის ხალხს. ადამიანმა უნდა გამოძებნოს საშუალება იმისა, რომ თავი ირჩინოს. ბედნიერია ის, რომელიც თავისი შრომით ჭამს ლუკმაპურს".

კინოდოკუმენტალისტი
გივი ყურელი
82 წლის


P.S. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გეგმით, ,,კინოსოფელ ბროწეულაში", ქართული ფილმის ქუჩაზე - გამჭოლ გზაზე, იწყება გარეგანათების მოწყობა, შემოვა სასმელი წყალი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler