"რა იდეა ან სახელმწიფო მოწყობა ღირდა ამდენი ახალგაზრდა ადამიანის ასე ტანჯვის ან სიკვდილისთვის გასაწირად".
"რა იდეა ან სახელმწიფო მოწყობა ღირდა ამდენი ახალგაზრდა ადამიანის ასე ტანჯვის ან სიკვდილისთვის გასაწირად".
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.

თარიღი ზუსტად არ მახსოვს, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დრო იყო /ან, ახლადმომხდარი პუტჩი/ - მაშინ კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს ბნელებს გვეძახდნენ - ისინი, ეხლა რომ ურცხვად, სათავისოდ იყენებენ მის სახელს. ერთ-ერთი მორწმუნის სახლში ვიყავით სტუმრად, სადაც წმიდა მამა გაბრიელიც ბრძანდებოდა, გაშლილი იყო მცირე ტრაპეზი და მოშორებით იდგა ჩართული ტელევიზორი, რომელსაც ყურადღებას არავინ არ აქცევდა. უეცრად ეკრანზე მაშინდელი ოპოზიციის და პუტჩის ერთ-ერთი მხარდაჭერი პოლიტიკოსი გამოჩნდა, და მამა გაბრიელის ყურადღებაც მიიპყრო. ისეთი სახით შეხედა, მივხვდი მისთვის რაღაც ძალიან გასაკიცხი სიტყვები უნდა ეთქვა... და წმიდა მამამ, რომელსაც თავი ქვეყანაზე ყველაზე უფრო დიდ ცოდვილად, ყველაზე უღირსად და უძლურად მიაჩნდა, ასე მიმართა : "შენ ჩემზე უარესოო"...- ვინც იცოდა მამა გაბრიელის უდიდესი თავმდაბლობა, ის ამ სიტყვების ძალიან მძიმე მნიშვნელობასაც მიხვდებოდა...

და ამ ვაი პოლიტიკოსთა და კიდევ სხვათა, რომელნიც შეიძლება ეკრანზე არ ჩანდნენ, საქმეთა ნაყოფი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი - ეს იყო არამიანცის საავადმყოფოს ახალგაზრდებით სავსე მორგი. ახლობელს ეძებდნენ და მეც მთხოვეს გავყოლოდი. ის დრო იყო კანონიერი ხელისუფლება რომ დაამხეს, შობა დღე, 7 იანვარი. მორგის შესასვლელთან გავშეშდი, ნაბიჯი წინ ძლივს გადავდგი, უზარმაზარი სივრცე სავსე იყო ახალგაზრდა და შუახნის მამაკაცებით. და ყველაზე საშინელი სახილველი, მათ დასახიჩრებულ სახეებზე აღბეჭდილი, სიკვდილის ბოლო წუთების ტანჯვა იყო ... აი მაშინ გავიფიქრე: რა იდეა ან სახელმწიფო მოწყობა ღირდა ამდენი ახალგაზრდა ადამიანის ასე ტანჯვის ან სიკვდილისთვის გასაწირად. ან რა ისეთი თანამდებობები მიიტაცეს მაშინდელმა პუტჩისტებმა, რომ ამ ახალგაზრდების სისხლის ფასად უღირდათ?

მოკლედ ახლა მოწოდებებს აზრი არა აქვს, მაგრამ ერთი რამ ხომ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ, ყველა ჩვენ ნაბიჯზე, ქმედებაზე თუ სიტყვაზე პასუხისმგებელნი ვართ. როცა ჭიქა სავსეა, ერთი წვეთიც საკმარისია რომ გადმოიღვაროს, მერე სინანული არაფერს უშველის, დომინოს პრინციპით შეიძლება განვითარდეს ყველაფერი, მერე სხვას ნუ დავაბრალებთ, რომ მართალი ვიყავით და სხვაგვარად არ შეგვეძლო... ზიზღი, სიძულვილი, განკითხვა არის ის გრძნობა, რაც ეშმაკს აძლევს უფლებას მართოს ადამიანი. როგორც წმიდა მამები ამბობენ მრისხანებაში მყოფი მთვრალივით მოქმედებს და ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც ჩვეულებრივ არასდროს გააკეთებდა, ჩადენილს კი უკვე ვეღარ გამოასწორებ... წმიდა მამა გაბრიელის ლოცვით, შეგვეწიოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, წმიდა ნინო და ასიათასი თბილისელი მოწამე...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat