მეფე ერეკლე მეორეს ავადმყოფობა, გარდაცვალება და დაკრძალვა
მეფე ერეკლე მეორეს ავადმყოფობა, გარდაცვალება და დაკრძალვა
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პროფესორმა, პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა) გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე გვიამბო. ვფიქრობთ, მკითხველი ბევრ საგულისხმოს ამოიკითხავს დიდებული მეფის წარსულიდან...

-  აღა–მაჰმად ხანმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის სახელმწიფოებრივობა მაინც არ იყო საბოლოოდ განადგურებული.  ქვეყანა ისევ ფეხზე იდგა. დაიწყეს მიწასთან გასწორებული  თბილისის აღდგენა, თუმცა მტრების თარეშს და მუქარას ბოლო არ უჩანდა.    დაუღლელობით ცნობილი ერეკლე უფრო ხშირად იწვა, ძალა დღითიდღე აკლდებოდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ 1797 წლის ზაფხულზე, თბილისსა და მის შემოგარენში  შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ""მომსვრელმა სენმა".  

თბილისში გაჩერება საშიში იყო და სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად. ერეკლე თელავიდან მართავდა სამეფოს. ყველაფრის საქმის კურსში იყო რაც კი ხდებოდა მის ქვეყანაში. 1797 წლის შემოდგომიდან მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ფეხები უსივდებოდა. ამბობდნენ წყალმანკი სჭირსო. მკურნალობის მიზნით, თავისი ექიმის შემწეობით, ლითონის პატარა ბასრი ხელსაწყოთი – ნეშტრით (რომელიც ასაცრელად და სისხლის გამოსაშვებად გამოიყენებოდა) შესივებული წვივის მიდამო დაისერა და სითხე გამოუშვა.

ამით მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდა, მაგრამ ფეხების დასივების მიზეზი ალბათ მაინც გულის უკმარისობა იყო და შესივებული ადგილებიდან სითხის გამოშვება მის ზოგად ჯანმრთელობას არას არგებდა. ქათმის ბულიონი მიართვეს  ექიმის რჩევით მეფეს, მაგრამ იუარა – ახლა მარხვაა, მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის, თავად როგორ მოიქცევაო. გადიოდა  დრო, ერეკლე სულიერად არ ტყდებოდა, ავადმყოფობას არ ეპუებოდა, თელავიდან იძლეოდა მითითებებს. ტახტის მემკვიდრე, უფროსი ვაჟი გიორგიც დაიბარა, მისი ნახვით გაიხარა, დავალებები მისცა და უმალვე მათ შესასრულებლად გაუშვა.

1798 წლის იანვრიდან კიდევ უფრო გაუარესდა მეფის ჯანმრთელობა. 5 იანვარს გულის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, გონებაც დაკარგა, რამოდენიმე საათი გაუნძრევლად იწვა, შემდეგ თვალები გაახილა, გონს მოვიდა, ახლობლებს გადახედა, ალბათ ფიქრობდა ეს რა უდროო  დროს გტოვებთ თქვენცა და მთელს ქვეყანასო. მერე მსახურები შემოიყენა გვერდით და  სთხოვა  გარეთ გაეყვანათ ბუნებრივი მოთხოვნილების გამო.

11 იანვარს, გამთენიისას – ერეკლე  აღარ მოძრაობდა, თვალგახელილი ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს უხმოდ ლოცულობსო. მერე, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ოთახს და ... " განთიად შუაღამიდგან მეშვიდესა ჟამსა , გარდაიცვალა", "აღესრულა თვით მასვე საწოლსა შინა, რომელსაცა შინა იშვა სახელოვანი ესე მეფე,"  წერს მისი შვილიშვილი თეიმურაზ ბატონიშვილი.  იმავე ოთახში, იმავე საწოლზე მიიბარა მისი სული უფალმა სადაც ის 78 წლის წინ დაბადებულა. დარეჯან დედოფლის კივილმა შესძრა სამეფო დარბაზი. მას აჰყვნენ ოჯახის წევრები.  მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს.

ყველას აინტერესებდა და დღესაც აინტერესებთ რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე მეფეს. გაუთავებელ ომებში ის ხომ თავად მიუძვღოდა წინ მეომრებს და თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს –ეს მათ საიდუმლოდ დარჩა ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი. ზოგი ამბობდა ერეკლეს ტანზე ადგილი არ მოეძევებოდა ზედ ნაჭრილობევი არ ჰქონოდაო,ზოგიც სიამაყით აღნიშნავდა – სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის, კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით მეფეს არც ერთი ჭრილობა არ ჰქონიაო.  

"თავისი სამხედრო მამაცობის, ხელჩართული წესების სრულყოფილად დაუფლების და ბრძოლაში ხელითა და თვალით მანძილის არაჩვეულებივი სისწრაფის გაზომვის წყალობით, ისე ჩავიდა სამარეში, რომ არც ერთი ჭრილობა არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის პირველი ეშვებოდა ბრძოლის ქარცეცხლში და ბოლო  სტოვებდა მას ," -წერს პროფესორი  მ. ალექსიშვილი, მართლაც არცერთ წყაროში არ ჩანს, რომ ბრძოლებში ერეკლეს ერთი ჭრილობა მაიც მიეღოს.  მეფის ცხედარი ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს. ყინულები ჩაულაგეს.  კუბო ძვირფასი ხალიჩებით და შავი ხავერდით მორთულ დიდ დარბაზში დადგეს.  

ქვეყანაში დიდმა გლოვამ და უიმედობამ დაისადგურა. გლოვობდა ყველა – დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, თავადი თუ გლეხი.  დარეჯან დედოფლისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ერეკლესა და დარეჯანის ვაჟი – ერისკაცობაში თეიმურაზი )  დავალებით –  გამოსვენების და დაკრძალვის ცერმონიალის გეგმის შედგენა თელავის სასულიერო სემინარიის რექტორს დავით ალექსის ძე მესხიშვილს დაევალა.   აფრინეს შიკრიკები, რათა მოსახლეობისათვის მეფის გარდაცვალება ეუწყებინათ...  დიდძალი ხალხი დაიძრა თელავისკენ, სადაც ღამის გასათევი ადგილიც აღარ იყო. სახელდახელოდ გაშლილ კარვებში ათევდნენ ღამეს სამძიმარზე მოსულნი. ქართველებთან ერთად სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მცხოვრებნი, თავიანთი ადათ-წესების მიხედვით დასტიროდნენ  თავიანთი მომავლის იმედს.  

კუბო ოც დღეს სამეფო სასახლის დიდ დარბაზში იდგა, შემდეგ სასახლის ახლოს,  თავად რუსიშვილ-ყორჩიბაშიშვილების კუთვნილ  ტაძარში გადაასვენეს და საკურთხევლის წინ ამბიონზე დადგეს. სასახლის ეზოში მეფის ნივთების გამოსაფენ საგანგებოდ მოწყობილ, უძვირფასესი ხალიჩებით მორთულ ადგილზე განალაგეს მეფის ტანსაცმელი, სამკაულები, საბრძოლო იარაღი, აბჯარი, უნაგირები, ჯილდოები, საქართველოს სამი დახრილი დროშა... მიწაზე მსხდომ მეჯინიბეებს აღვირით ეჭირათ ძვირფასად შეკაზმული გამორჩეული ცხენები მეფისა, ირანული ჯიშის ორი ტაიჭი, ერთი -  თეთრი, მეორე -  მოწაბლისფრო-წითელი ფერის, რომელსაც შავი ფაფარი და ძუა ჰქონდა. სწორედ ამ ცხენით ავიდა მეფე მთიულეთში კრწანისის მარცხის შემდეგ. დარეჯან დედოფალი სტუმრების მისაღებად სასახლის დიდ დარბაზში გამოდიოდა და მისთვის საგანგებოდ მოწყობილ, ხალიჩებით მორთულ ადგილზე ჯდებოდა. გარშემო საპატიო სტუმრები იყვნენ.

ორივე მხარეს ისხდნენ ასაკის მიხედვით განლაგებული ბატონიშვილები, შემდეგ სამღვდელოება და წარჩინებული თავადაზნაურობა ჩამწკრივებულიყო. თეთრი ტანსაცმლით მოსილი სეფექალები ტირილითა და სახის ხოკვით ხვდებოდნენ სტუმრებს. სასახლის ოთახების კედლები შიგნიდან და გარედან შავ ნარმას დაეფარა. სამგლოვიარო დარბაზსა და სასახლის შესასვლელში მდგარ კარისკაცებს გადატეხილი კვერთხები ეჭირათ. დარბაზში ქუდმოუხდელი არავინ შედიოდა, არც ფერ-უმარილი ჰქონდათ ქალებს წასმული. სასახლის ეზოში მოთქმით შემოვიდა ზემო ქართლის ყოფილი სარდალი, 80 წელს გადაცილებული თავადი ციციშვილი, რომელიც მეფეს თითქმის ყველა ბრძოლაში ახლდა. იგი ერეკლეს ცხენის უნაგირს გადაეხვია და მწარედ აქვითინდა. წრფელი გულით მისტიროდა ბატონსა და მეგობარს. ტირილითა და სახის ხოკვით მიეგება მას დარეჯან დედოფალი.

უამრავმა ადამიანმა დაიტირა მეფის ცხედარი, მაგრამ განსაკუთრებით შესძრა ჭირისუფალნი ქიზიყელი გლეხი, ქვრივი ქალის მოთქმამ. მისი ნატირალი მთელ საქართველოს გადასწვდა და კიდევ ერთხელ დაუთუთქა გული მგლოვიარეთ. სამეფო კარზე ყველაზე გამორჩეული და განსწავლული კაცის, სოლომონ ლიონიძის სამგლოვიარო სიტყვა ისტორიას შემორჩა როგორც ნიმუში ქვეყნისათვის თავდადებული მეფის ღვაწლის ობიექტურად შეფასებისა.  შემზარავი იყო არაგველთა ტირილი. მათ საქვეყნოდ ცნობილი ლექსით მიმართეს სათაყვანებელ მეფეს და მისი დაღუპვა საქართველოსთვის რკინის კარის ჩამოხსნას შეადარეს.

- ვინღა გვიპატრონებს ობოლთ და გაჭირვებულთ...
- ვინ განდევნის შემოსეულ მტერს...
- ვინ გაარჩევს ჩვენს ტყუილსა და მართალს...
- ვინ გამოესარჩლება ღატაკთ და სნეულთ…
- დავკარგეთ საქართველოს იმედი, დაიღუპა საქართველო...

დასტიროდა ხალხი ერეკლეს ცხედარს.

ამ დროს,როგორც უკვე მოგახსენეთ, ქვეყანაში შავი ჭირი მძვინვარებდა, ამიტომ სამეფო ოჯახი რამდენიმე ათეულ დღეს ელოდა ეპიდემიის ჩაცხრომას, რათა დაკრძალვის ცერემონიალი წინასწარი გეგმით განსაზღვრული სათანადო პატივისცემით ჩატარებულიყო თბილისშიც და მცხეთაშიც. მიუხედავად ზამთრის ცივი დღეებისა და კუბოში ყინულების ჩალაგებისა, იყო ცხედარის გაფუჭების საშიშროებაც. დრო კი აღარ ითმენდა, არც ეპიდემია იკლებდა და ბოლოს ტახტის მემკვიდრე -  გიორგისთან შეთანხმებით გადაწყდა, მეფის ცხედარი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პირდაპირ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაეკრძალათ.

ერეკლეს გამოსვენების დღეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი  ეკლესიის გარშემო, რომელშიც მეფის კუბო იდგა. თელავში და თელავიდან გასასვლელ გზაზე ხალხის ტევა არ იყო. პროცესიის წინა რიგებში ცხენოსანი და ქვეითი ჯარი განლაგდა ორი ზარბაზნითურთ.   ორმოცდღიანი ტირილი, სამგლოვიარო წირვა-ლოცვა და გალობა დროებით შეწყდა. ზარბაზნების ბათქმა და თოფების სროლამ ხალხს აუწყა, რომ ერეკლეს ცხედარს უკვე მიასვენებდნენ მცხეთაში.    

ატყდა ზარების სულისშემძვრელი რეკვა.  პროცესია დაიძრა, სავარაუდოდ გომბორის გზით მიდიოდნენ თბილისისაკენ. კუბო ხელით მიჰქონდათ. ერეკლეს კუბოს ხელით ტარება დიდი პატივი იყო ყველა ქართველისათვის. გზისპირა სოფლებში გამოფენილი ხალხი ხმამაღალი ტირილით ბოლო გზაზე აცილებდა თავის მეფეს. "ოცი ათასამდე ცხენოსანი და ქვეითი მებრძოლი მიაცილებდა ერეკლეს კუბოსო", -  წერს რუსი ისტორიკოსი პ. ბუტკოვი, რომელიც ამით თითქოს გვეუბნება: -  აი, რა ხალხი ხართ ქართველები. მეფემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ორი ათასამდე კაციც კი ვერ შეაგროვა, მის კუბოს კი ოცი ათასი მეომარი მიჰყვებოდაო. სად იყვნენ ისინი მაშინ როცა უჭირდა მეფეს და ქვეყანასო."- ეს მონათხრობი, მართალი არ უნდა იყოს და ქართველთა დასამცირებლადაა მოგონილი.

იმ დღეს თელავში მართლაც მოვიდოდა ბევრი ხალხი, შეიძლება ოცი ათასზე მეტიც, მაგრამ ცნობილია, რომ მაშინ ქართლ-კახეთში ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი გახლდათ, მით უმეტეს შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შიში არსებობდა, რის გამოც ქართლიდან კახეთისკენ გადაადგილება შეზღუდული იყო. მოდარაჯე რაზმელებს იმათი მოკვლის უფლებაც კი ჰქონდათ ვინც მათ არ დაემორჩილებოდა და უნებართვოდ, ძალით წასვლას მოინდომებდა კახეთისაკენ. ოცი ათასი მეომარი მართლაც რომ მოსულიყო დაკრძალვაზე, როგორც პ. ბუტკოვი გვამცნობს, შეკრებილი ხალხის კოლონები ჯართან ერთად 10 კმ-ზე მაინც გაიჭიმებოდა, რაც წარმოუდგენელია და რაზეც არც რომელიმე, სხვა ისტორიული წყარო არ მიუთითებს. ალბათ მართალია ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, როდესაც ბრძანებს: "ოდეს მეფე გარდაიცვალა თელავსა, ჭირი ესე იყო მიზეზი რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გადაიტანეს გვამი მეფისა მცხეთას დასასაფლავებლად".

როგორც ჩანს, დაკრძალვა, დიდი პომპეზურობით კი იყო გათვალისწინებული, მაგრამ, შავი ჭირის ეპიდემიის გამო, როგორც ამას პლატონ იოსელიანი წერს -  "დღესასწაულებით"ვერ მოხერხდა. იმ დროს ბევრი არასწორი და დამამცირებელი იწერებოდა ქართველებზე, რასაც ზოგჯერ ჩვენც ვიმეორებთ და საკუთარ თავს ვაკნინებთ.

აი, თუნდაც კიდევ რა ტყუილს მოგვითხრობს არტემ არარატსკი თავის წიგნში, რომელიც 1813 წ. პეტერბურგში რუსულად გამოსცა (შემდგომ ეს წიგნი ოთხ ენაზე ითარგმნა -  გერმანულად, ინგლისურად, სომხურად და ქართულად და ამიტომ ბევრი ისტორიკოსი იმეორებს ამ არასწორ მონათხრობს): - "კრწანისის ომის შემდეგ ერეკლე ანანურის ეკლესიაში ვნახე დამწუხრებული, ცხვრის ტყაპუჭში გახვეული, იგი კედლისკენ პირმიქცეული იჯდა. ერთ დროს ძლევამოსილი და სახელგანთქმული მეფე ყველას მიეტოვებინა, მისთვის ყველას ეღალატნა - ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, რომელნიც ადრე მის მზეს ფიცულობდნენო. ასაკოვან მეფეს საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ერთგული კაცი შემორჩენოდა. ეს იყო სომეხი მსახური, რომელიც სომხურად დამელაპარაკა, მითხრა, რომ ნამათხოვრებით ირჩენდა თავს და ნაწყალობევ პურის ნატეხებს ერეკლესაც უნაწილებდა სამადლოდო."      

ეს, არარატელის ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებული მეფე ანანურში ასვლისთანავე ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში იყო. მან იმავე Dდღიდან დაიწყო საქმიანი მიწერ-მოწერა და საომრად მზადება. მისთვის არცერთ ოჯახის წევრს არასდროს უღალატნია. საქმე ის გახლავთ, რომ -  არასწორი და ქართველთა დამაკნინებელი ამბების გავრცელება, რუსეთის იმპერიას იმისათვის სჭირდებოდა, რათა საქართველოს "ნებაყოფილობითი" მიერთება გაემართლებინათ. თელავიდან წამოსული,  ერთობ შეთხელებული პროცესია თბილისს მოუახლოვდა. შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს და მცირე ხნით მაინც ვერ დაასვენეს სიონში. მახათას მთის ძირას შეჩერდნენ, კუბო თილისისაკენ შეაბრუნეს, თითქოს უნდოდათ მეფისთვის მისი საყვარელი ქალაქი უკანასკნელად დაენახვებინათ. ქალაქი რომელიც ერეკლემ ამიერკავკასიის კულტურისა და ვაჭრობის ცენტრად აქცია.

შემდეგ ავჭალისკენ დაიძრნენ. მცხეთასთან,  სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს მიადგნენ არაგვს და კუბო მდინარის ნაპირთან დადგეს.

არაგვის გაღმა მცხეთელები იდგნენ, ისინი, ვინც ეპიდემიის მიუხედავად ვერ მიატოვეს მცხეთა.  მცხეთელებმა პროცესიის მოსვლისთანავე  ფეხით გადმოვლეს არაგვი, რათა ძვირფასი ნეშტი გადაებარებინათ. გულისამაჩუყებელი განშორება იყო კახეთიდან მოსული პროცესიის წევრთა მხრიდან, მათ კიდევ ერთხელ დაასველეს ცრემლით მეფის ცხედარი და უკან გაბრუნდნენ. ასევე აცრემლებული მცხეთელები მიუახლოვდნენ, მოწიწებით თაყვანი სცეს მეფეს, დაიჩოქეს კუბოსთან და დაიტირეს მეფე.  შემდეგ კუბო ასწიეს და ისე ფრთხილად გადაატარეს არაგვზე, თითქოს ცდილობდნენ, არ გაეღვიძებინათ მხცოვანი, ხალხზე ფიქრით გადაღლილი მძინარე მეფე.

კუბო სვეტიცხოვლის კარიბჭესთან მიიტანეს და იქ შემოგებებულ ბერებს გადააბარეს. თელავიდან წამოსულ ჭირისუფალთაგან არავინ შეჰყოლია მცხეთაში ერეკლეს ცხედარს, გარდა სამეფო კარის მღვდელ ქრისტეფორე ბადრიძისა. შავი ჭირით დაავადების შიშით ვერავინ ეკარებოდა სვეტიცხოვლის მიდამოებს, რადგან სვეტიცხოვლის ეზო და თვით ტაძარი სავსე იყო ავადმყოფებით. ზოგი მათგანი ცოცხლად გადარჩენის იმედით, ზოგი კი გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში -  ღვთის სახლს იყვნენ შეფარებულნი და მის განაჩენს ელოდნენ. ქრისტეფორე კეჟერაშვილი-ბადრიძე იყო ის მოძღვარი, ვინც მეფის ოჯახს აღუთქვა, რომ საკუთარი სიცოცხლის განსაცდელში ჩაგდების ფასად, აღასრულებდა ყველა ქრისტიანულ წესს და საკადრისად დაკრძალავდა მეფეს.

ქვეყნისა და მეფის ერთგულმა მოძღვარმა, რომელსაც კიდევ სხვა მრავალი კარგი საქმე ჰქონდა ერისათვის გაკეთებული, ახლაც პირნათლად მოიხადა თავისი ვალი -  "თავი გამოიმეტა", "საფლავს მიუდგა და ემსახურა", მცირე აღაპიც გადაიხადა.

1798 წლის 21 თებერვალს, კვირას, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიებარა კიდევ ერთი ქართველი მეფე, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. დაასაფლავეს "მუნ, მარჯვენით კერძო შინაგან დიდისა მის ეკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა, მეუფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა."



ბეჭდვაელფოსტა
22.10. 2023
ქართ ველი
იქნებ ვინმემ ერთი ფაქტი მითხრას ისტორიიდან, როცა სომეხი საქართველოზე კარგს ამბობს, ან კარგ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის, მტრობას კი მე გეტყვით უთვალავს ისტორიიდანაც და დღესაც
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler