"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
წინასიტყვაობა. სიკვდილის ცოდნის მადლი
მას შემდეგ, რაც ხუთი ათეული წელი გავიდა, შეუძლებელია მეხსიერებაში თანმიმდევრულად აღვიდგინო მოვლენები , რომლებიც ჩემს შინაგან სამყაროში მიმდინარეობდა. გონების თვალით შეუძლებელია შეიცნო სულის მოძრაობა. თავად უფალმა უთხრა ნიკოდიმოსს: "ქარი სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც" (ინ. 3:8). მოცემულ შემთხვევაში ჩემი აზრები იმ ზოგიერთი მტკივნეული და სასოწარკვეთილი მდგომარეობის გარშემო ტრიალებს, რომელიც შემდგომში შეცნობის მეტად ფასეულ თავგადასავლად და ისეთი ძალების მამოძრავებელ წყაროდ გადაიქცა (რომელიც მომავალი დიდი საქმეების დაძლევაში დაგვეხმარება), რომ იმ დიდი საქმეების განხორციელებაში დაგვეხმაროს, რაც წინ გველოდება. ჩემ მიერ განვლილი გზა ჩემი ცხოვრების სხეულს საჭრეთელით ამოტვიფრული ღარებივით ატყვია და სწორედ ეს მაძლევს საშუალებას ვისაუბრო იმის შესახებ, რასაც ჩემგან ღმერთის მარჯვენა ქმნიდა.

მარადისობის შესახებ ფიქრმა ჩემს სულში თავისი ადგილი ჯერ კიდევ მოზარდობის ჟამს დაიმკვიდრა. ერთი მხრივ, ეს იყო ცოცხალი ღმერთისადმი, ვისთანაც ჩემი წინაპრები წავიდნენ, ბავშვური ლოცვის ბუნებრივი გამოძახილი; მეორე მხრივ - ბავშვები, ვისთანაც მე მაშინ მქონდა ურთიერთობა, გულუბრყვილო ხალისით აყოვნებდნენ თავის გონებას და სრული სერიოზულობით ცდილობდნენ შეეცნოთ უკვდავების საიდუმლო. ვიზრდებოდი და უსასრულობის, ანუ იმის შესახებ, რაც ყოველთვის მყოფობს, ანუ არსებობს, სულ უფრო მეტად ვფიქრობდი; ფიქრები ჩემს ძმასთან ნიკოლაისთან (1898-1979) საუბრებით გრძელდებოდა. ნიკოლაი ჩემზე ოდნავ უმცროსი იყო და ჩემზე უფრო საინტერესოდ აზროვნებდა. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც პირველი მსოფლიო ომი (1914-1918) დაიწყო, ჩემთვის მარადისობაზე ფიქრი მთავარ საკითხად გადაიქცა. ფრონტზე ათასობით მოკლული უდანაშაულო ადამიანის შესახებ მოსული ინფორმაცია ტრაგიკული სინამდვილის პირისპირ მაყენებდა. შეუძლებელი იყო იმასთან შეგუება, რომ, თურმე, ახალგაზრდა სიცოცხლე შეიძლება ძალადობამ გაანადგუროს. ამას ისიც ემატებოდა, რომ მთელი ეს პროცესი არაადამიანური დაუნდობლობით და სისასტიკით ხორციელდებოდა. მეტად სავალალო იყო, რომ მეც მათ შორის შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი; ამ შემთხვევაში ჩემი მთავარი მიზანი ჩემთვის უცნობი ადამიანების მკვლელობა უნდა გამხდარიყო, ხოლო ეს ადამიანები, თავის მხრივ, რაც შეიძლება სწრაფად ჩემს განადგურებას შეეცდებოდნენ. აქ ჩნდებოდა კითხვა: თუ ბოროტი მთავრობების ნებით მოვლენები ასე შეიძლება ვითარდებოდეს, რაღა აზრი აქვს ამქვეყნად ჩვენს გაჩენას? რა მიზანი აქვს ჩემს გაჩენას? მე ხომ ჯერ ახლახან დავიწყე ჩემი პიროვნების ადამიანად შეგრძნება: ამ დროისათვის ჩემში თავისთავად ახალგაზრდული ბუნებისათვის დამახასიათებელმა კეთილქმედებების ცეცხლმა დაიწყო გიზგიზი; მეუფლებოდა ნათელისა და საყოველთაო ცოდნის დაუფლების დაუოკებელი სურვილი. ამ დროს კი თურმე მე, ახალგაზრდამ და სიცოცხლით სავსემ, ყველაფერი უნდა დავთმო. თან, თურმე უნდა დავთმო, და დავთმო, აი, ამგვარად! ვის, რის გამო უნდა დავუთმო ყველაფერი? რა ფასეულობების სანაცვლოდ უნდა მოვიქცე ასე?

ბავშვობის ლოცვებიდან ვიცოდი, რომ წინა თაობები ამქვეყნიურ ცხოვრებას ღმერთის იმედით ტოვებდნენ; მაგრამ მაშინ, როდესაც მე ამ ლოცვებს ვკითხულობდი, ჩემში ბავშვური რწმენა ღვიოდა. მე მჯეროდა, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანის სიცოცხლე, ღმერთის დახმარებით, ჩემი ცხოვრებაც მარადიულია და სიკვდილი სადღაც შორს, გადაკარგულშია... მაგრამ თუ ყველა ჩვენგანი არყოფნის ბნელეთში უნდა დაინთქას? ეს კითხვა, უწინდელი წყნარი ფიქრის საპირისპიროდ, ახლა უკვე უსახო გავარვარებული მეტალის სახეს იძენდა. მე ვიგრძენი, რომ გულის სიღრმეში უცნაური, ყოველგვარი მიწიერებისგან გაქცევის სურვილი ჩამისახლდა. ამ გრძნობაში რაღაც ახალი და შეუცნობელი იმალებოდა.

ერთი შეხედვით, მე მშვიდად გამოვიყურებოდი; ხშირად მხიარულადაც ვიცინოდი; ვცხოვრობდი ისე, როგორც ყველა. ჩემს გულში რაღაც მამშვიდებელი ხდებოდა; ამიტომ ყოვლად მიმნდობი გონი გულს უმზერდა. ჩემი ქვეყნის უკიდეგანო სივრცეებს უზარმაზარი სახნისი სერავდა; ეს ძალა წარსულის ყოველგვარ ფესვს დაუნდობლად გლეჯდა და ანადგურებდა. მთელი ხალხი ერთიანად, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებდა; ირგვლივ ადამიანურ ძალებზე აღმატებული დაძაბულობა შეიგრძნობოდა. ვისაც შეეძლო ეს დაენახა, ხედავდა, რომ უცნაური დაძაბულობა კაცობრიობის ახალი ერის მომასწავებელი მოვლენების მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო. ჩემს სულს ასეთი მოვლენები არ იზიდავდა და მიმდინარე პროცესების ანალიზი ჩემს გონებაში თავის ადგილს ვერ იკავებდა. გარშემო ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ ყველაფერზე ინტენსიური ჩემი შინაგანი რყევები იყო, უფრო მეტიც - ეს უკანასკნელი მე გაცილებით უფრო მაინტერესებდა.

ვიკითხავთ: რატომ იყო ასე? მე იმ დღეებში ლოგიკური აზროვნების უნარი დაკარგული მქონდა. ჩემი აზრები ჩემს შიგნით იბადებოდა და ისინი ჩემი სულიერი მდგომარეობის შესაბამისი სახის მატარებლები იყვნენ. თუ მე უნდა მოვმკვდარიყავი, ანუ "არაფრად" უნდა ვქცეულიყავი, მაშინ ყველა დანარჩენი, ჩემი მსგავსი ადამიანებიც უკვალოდ უნდა გამქრალიყვნენ... ასე რომ ყველაფერი ამაოება ყოფილა... როგორც ჩანს, ჭეშმარიტი ცხოვრება ჩვენთვის არავის უბოძებია. შესაბამისად, მთელი ეს მსოფლიო თავისი თავბრუდამხვევი მოვლენებით სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ბოროტად გამასხარავება.

ჩემი სულის ტკივილების მიზეზი მაინც გარე კატასტროფები იყო, და მეც, ამ კატასტროფებს ბედთან ვაიგივებდი. მიმაჩნდა, რომ ყველაფერი, რაც მე შევიცანი და რაც ყოფითად ჩემთან იყო დაკავშირებული, ჩემი სიკვდილით მთავრდებოდა. ეს უკვე მხოლოდ ომით გამოწვეული შეგრძნება აღარ იყო. ის, რომ მე გარდაუვალი სიკვდილი მელოდა, უსასრულოდ მცირე მნიშვნელობის მოვლენად აღარ აღიქმებოდა, ანუ ეს უბრალოდ "ერთით ნაკლების" შთაბეჭდილებას აღარ ტოვებდა. ჩემში და შესაბამისად ჩემთან ერთად კვდებოდა ყველაფერი, რასაც ჩემი ცნობიერება მოიცავდა: ახლობელი ადამიანები, მათი გაჭირვებები და სიყვარული, მთელი ისტორიული პროცესები, მთელი დედამიწა, მზე, ვარსკვლავები და თვალუწვდენელი სივრცეები; თავად ყოველივე ამის შემოქმედიც კი ჩემთან ერთად უნდა მომკვდარიყო და მთელი ყოფიერება დავიწყებას უნდა მისცემოდა. მე მაშინ ჩემი სიკვდილი ასე მესმოდა. იმ ეტაპზე ჩემი სული მიწიერებას მოსწყდა და მე რაღაც ბნელ სივრცეში აღმოვჩნდი; ეს იყო ახალი გარემო, სადაც დრო სრულებით არ მოქმედებდა.

ამ ახალ საუკუნო არარაობას თან სდევდა ცნობიერების დახშობის მსგავსი შიშის სევდა. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ეს განცდა ჩემს გრძნობებს ეუფლებოდა და გულს მიმუსრავდა. ის, რაც ხდებოდა, მუდმივად მახსენებდა, რომ მსოფლიო ისტორიის აღსასრული გარდაუვალი იყო. ბნელეთის უფსკრულის შეგრძნებისაგან შვებას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში ვგრძნობდი. სიკვდილის შიში თანდათან ძლიერდებოდა და ბოლოს სამყარო, მთელი ჩვენი სამყარო ისეთ მირაჟად აღვიქვი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა უსასრულობის სიცარიელეში ჩაკარგულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მსურდა ამ შეგრძნებებისაგან თავი დამეხსნა, თანდათან სხვა, არამიწიერი, ამოუხსნელი რეალობა მეუფლებოდა. ბრწყინვალედ მახსოვს: როგორც ყველა, მეც ცხოვრებისეული ყოველდღიურობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ხანდახან ფეხქვეშ მიწას ვეღარ ვგრძნობდი, ამ დროს თვალით ყველაფერს კარგად ვხედავდი, მაგრამ სულით უძირო უფსკრულს დავტრიალებდი. ამ უცნაურობას შემდეგ ახალი, არანაკლებ მძიმე უცნაურობა დაემატა: ჩემს წინაშე არაცნობიერი წინააღმდეგობა აღიმართა. ამ სიახლემ ჩემზე ტყვიის სქელი კედლის შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კედელი რეალური არ იყო, ის მაინც არანაირ ნათელს: არც გონივრულს და არც ფიზიკურს - ჩემამდე არ ატარებდა. ეს კედელი ყოველთვის ჩემს თვალწინ იდგა, მე მას ვერსად ვემალებოდი და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამ ბნელი ძალის გამო ვითრგუნებოდი.

ჩემს გარშემო ომი, ავადმყოფობა და მსგავსი ათასი უბედურება ხდებოდა, მაგრამ საკუთარი პიროვნების რომელიმე დღისათვის სიკვდილმისჯილად აღქმა - ჩემთვის მაინც აუტანელი იყო და ამასთან შეგუება ჩემთვის შეუძლებელი იყო. და აი, იმის მიუხედავად, რომ მე მიზანმიმართულად არაფერი მსგავსის შესახებ არ მიფიქრია, ჩემს გულში მოულოდნელად ასეთი აზრი შემოიჭრა: თუ ადამიანს შეიძლება ამგვარი განცდები ჰქონდეს, მაშინ ის, თავისი ბუნებით, უდიდესი არსება ყოფილა. ის ფაქტი, რომ მისი სიკვდილის გამო მთელი სამყარო და ყველაფრის შემოქმედი ღმერთიც კი კვდება, განა იმის მტკიცებულება არ არის, რომ გარკვეული თვალსაზრისით, თავად ადამიანია სამყაროს ცენტრი? მთელ სამყაროში ღმერთისთვის, რა თქმა უნდა, სწორედ ეს არსება უნდა იყოს ყველაზე ძვირფასი ქმნილება.

უფალმა იცის, რომ მე მისი მადლიერი ვარ. მან მე დამინდო და სანამ მე მეფედ მომიწოდებდა, ყველაფერი წინასწარ განამზადა და განახორციელა, თუნდაც "ბუნდოვნად" (შეადარეთ იოანე ოქროპირის ლიტურგიის კანონის დასაწყისს და 1 კორ. 13:12: "...ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები"). ო, ამ მადლმოსილი, ღმერთთან შეხვედრის მომენტის საშინელებავ! არავის ძალუძს, მასთან მიმავალ გზაზე თავად გაიაროს ეს საცდურები. ეს ფიქრები იმ კოსმონავტს მახსენებს, რომელიც "მიწას" სასოწარკვეთილი მოუწოდებდა, როგორმე იმ კოსმოსურ სივრცეში მიახლოებული სიკვდილისგან გადაერჩინათ; რადიომიმღებში სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა მისი ხმა, მაგრამ დედამიწიდან მისი შველა არავის შეეძლო. ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, პირობითი პარალელიც შეიძლება გავავლოთ ჩემს შეგრძნებებთან, თუმცა სხვადასხვა იყო, რასაც საცოდავი კოსმონავტი განიცდიდა და რასაც მე ვგრძნობდი. როდესაც ჩემი შეგრძნებებით ბნელი უფსკრულისკენ მივექანებოდი, მაშინ ჩემი სული მიწისკენ კი არ იყო მიმართული, მე იმისკენ მქონდა გულისყური, ვისაც ჯერ კიდევ არც კი ვიცნობდი, მაგრამ ვის არსებობაშიც ღრმად ვიყავი დარწმუნებული. მე არასოდეს მენახა იგი, მაგრამ რაღაცნაირად ის ჩემთან იყო. მე გაუაზრებლად მესმოდა, რომ მას ჩემი გამოხსნა შეეძლო. ჩემმა გონებამ სულით იცოდა, რომ მისით არის აღვსილი მთელი სამყარო, მაგრამ ჩემთვის ის დაფარული იყო. მე ვხედავდი სიკვდილს, მაგრამ არა სხეულებრივს, არა მიწიერს. რასაც მე ვხედავდი, ეს იყო მარადიულობაში ჩაძირული სიკვდილი.

ამგვარად: ჩემში "მინუსის ნიშნით" ცხადდებოდა სიღრმობრივი ყოფიერება. მატერიალური სამყარო - თავის კონსისტენციას, ხოლო დრო თავის ხანგრძლივობას და ქმედითობას კარგავდა. მე იმის გამო ვიტანჯებოდი, რომ არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემში. იმ დროს არანაირი ცოდნა არ მქონდა ეკლესიის მამების გამოცდილებისა და სწავლების შესახებ. ამ მნიშვნელოვან საკითხებში გაუთვითცნობიერობლობის გამო მე გამიტაცა არაქრისტიანული აღმოსავლეთის მისტიკურმა ფილოსოფიამ. ორმოდან, რომელშიც ჩემი უგუნურობის გამო აღმოვჩნდი, გამოსავლის ძებნა ამ სწავლებებში დავიწყე. საუბედუროდ, საკმაოდ დიდი დრო მოვახმარე ამ უაზრობას. ერთი სიტყვით, ჩემი ამპარტავნება საკმაოდ დიდხანს დამახეტიალებდა უაზრო სივრცეში და ამ დროის მანძილზე ჩემი სულიდან არაერთხელ შევიგრძენი ღვთის მადლის გასვლა. ხანდახან ვფიქრობ: აი, თურმე სულიერი უმეცრება რა დიდი უბედურებაა... მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამ უმეცრებამ, ღვთის წყალობით, ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთე მარგუნა, როგორიც არის სიკვდილის შეგრძნების მადლი. ამ სიკეთეს წმინდა მამები ძალიან მაღალ შეფასებას ანიჭებენ. და მართლაც, როდესაც წმინდა ასკეტების ნაშრომებს გავეცანი, რომლებიც ამ ნიჭს უგალობდნენ, მაშინ ჩემში გაჩნდა საშიშროება დამეკარგა ისეთი მნიშვნელოვანი შენაძენი, როგორიც ჩემი პიროვნების არარაობის შეგრძნება იყო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

გადადით სარჩევზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat