"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
გაგრძელება
სინანულის მადლი ღვთაებრივი ნათლით მოხიბლული სულის ღმერთით გატაცებაა. ღვთაებრივი ნათელი დასაწყისში სრულებით არ სჩანს, მაგრამ გული მისი სითბოთი მაინც აჩვილებულია. ეს ნათელი ადამიანს პიროვნული ნამდვილობის მხილველად აქცევს და მის სულს გაორება ეუფლება: ერთი მხრივ, მძიმე სინამდვილის ხილვა მას საშინელი განცდებით სტანჯავს, ხოლო მეორე მხრივ, ცოცხალ ღმერთთან რეალური შეხვედრა არნახულ ძალას აგრძნობინებს. საკუთარი ცოდვების მიზეზით, ამ დროს მეც ისეთი სასოწარკვეთა დამეუფლა, რომ მაშინაც კი, როდესაც უფალი ჩემთან იყო და მის სიახლოვეს სულით ვგრძნობდი, ჩემს მძიმე ცოდვიანობას თავისი მეტაფიზიკური არსით ყოველგვარ მიწიერ დანაშაულზე უფრო მეტად განვიცდიდი და გლოვას ვერ ვწყვეტდი. ძლიერი სურვილი - როგორმე ნამყო ცხოვრება ჩამომეშორებინა, ჩემში წარსულის სიძულვილის სახეს იძენდა. მაგრამ ვნებების გამო გაჩენილი შეგრძნებებიდან გათავისუფლების პროცესს ის დადებითი მხარე ჰქონდა, რომ ამ დროს ვმკვიდრდებოდი უფალში, რომელიც ჩემთვის გაიხსნა.

საკუთარი ცოდვებისადმი წმინდა სიძულვილიდან ლოცვას ძლიერი ენერგია გადაეცემა და ეს ენერგია მძლავრ განმწმენდ ცეცხლად გადაიქცევა. სული ამ დროს წყვდიადსაც, სიკვდილსაც გამოივლის და ბოლოს სასოებით შეპყრობილი მაცხოვრამდე მიდის. უეჭველია, ჩემი ლოცვის ძლიერება ჩემგან არ იყო - ღვთისგან მოდიოდა. ასეთი ლოცვა, ყოველგვარ ფსიქოფიზიკურ ძალას მაცლიდა. იყო წუთები, როდესაც სულს საოცარი სიმშვიდე ეუფლებოდა და რაღაც სხვა, უცნაური ცხოვრების სითბოში ვეხვეოდი. ამ მომენტში აშკარად ვგრძნობდი, რომ ღმერთს თავისი გონიერი ქმნილება ძალიან უყვარდა.

უქმნელ ნათელს დაპირისპირებულ ვნებებთან ბრძოლის ღვაწლი მძიმეა და მტკივნეული. წმინდა ასკეტთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება უდავოს ხდის, რომ ადამიანში სულიწმინდის გაცისკროვნების მთავარი მოწინააღმდეგე ამპარტავნებაა. ალბათ ამიტომ, ლოცვას უფალი მაშინ მმადლიდა, როდესაც ჩემი ძალები ყოველმხრივ იწურებოდა. ჩანს, მე ამ წუთებში აღთქმულ სიმდაბლეს ვეხებოდი. ნათლით აღვსილი სფერო სულში სწორედ ამ დროს შემოდიოდა და ჩემში არსებულ სულიერებას და უფალს შორის არანაირი დაპირისპირება აღარ იგრძნობოდა... მიუწვდომელია ღვთის თავმდაბლობა; ის აშკარად არაშეტოლებითია; უფალი არასოდეს არავის ედრება, ეს არის ღვთაებრივი სიყვარულის თავისებურება, რომელშიც უფლის მიერ სიკეთე ყოველგვარი საწყაულის გარეშე გაიცემა.

ჩვენი წინა თაობები ლოცვის ღვაწლში და წმინდა წერილშიც, ღმერთის იმ სახელებით სარგებლობდნენ, რომლებშიც ჩვენთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება აისახებოდა: უფალი არის ნათელი, უფალია - ჭეშმარიტება, სიყვარული, მოწყალება და სხვა მრავალი. ვბედავ და დავუმატებ: უფალი სიმდაბლეა. ვერაფერი უწმინდური, ანუ ამპარტავნული მას ვერ შეეხება. ამპარტავნება ღვთაებრივი მადლის ანტიპოდი და საზიზღარი სიბნელეა; ამპარტავნება ბოროტების არსებობის პრინციპია, ყოველგვარი ტრაგედიის ძირია, შუღლის მთესველია, ქვეყნიერების დამღუპველია, ღვთივდადგენილი წესრიგის მტერია; ჯოჯოხეთის არსი ამპარტავნებაშია.

ამპარტავნება ის "უკუნი სიბნელეა", რომელში მოქცეული ადამიანიც უეჭველად დაკარგავს ღმერთის სიყვარულს. "ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი" (იოან. 3:19), - ბრძანებს უფალი. ამ ჯოჯოხეთიდან თავის გათავისუფლება მხოლოდ სინანულით არის შესაძლებელი.

კაცობრიობისათვის სინანულის გრძნობა შეუფასებელი საჩუქარია. სინანული ღვთის სასწაულია, რომელმაც დაცემული უნდა აღადგინოს. სინანული ღვთივბოძებული შთაგონების ძალაა; სინანულმა ღვთის ნათელსა და სიყვარულში ცხოვრებისათვის უნდა განგვამზადოს და ღმერთამდე აღგვამაღლოს. ადამიანის განღმრთობა სინანულში ხდება. ეს აუხსნელად დიდებული მოვლენაა. ეს მადლი ჩვენ ქრისტეს გეთსიმანიურმა ლოცვამ, გოლგოთაზე მისმა სიკვდილმა და აღდგომამ მოგვივლინა: "მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული" (ლკ. 24:45-47).

ამპარტავნება ის უძირო უფსკრულია, რომელშიც ადამიანი დაცემის შედეგად ჩაიკარგა. საკუთარი ნებით სიბნელისკენ გადახრის შედეგად სულიერი თვალის ჩინი ჩაუქრო და ის უნარი დაკარგა, რომლის საშუალებითაც გულსა და გონებას ღვთის მიერ შთაბერილი სულის ნება უნდა შეეცნო და აღესრულებინა. ამ მდგომარეობაში, იესო ქრისტეს ღვთაებრიობით ბოძებული უქმნელი ნათელის საშუალებით, მხოლოდ მორწმუნეს შეუძლია იხილოს ამპარტავნების ნამდვილი მეტაფიზიკური სახე. სულიწმინდის მადლი გულს ანათლებს და ადამიანი თავის არსში იმ ავთვისებიან სიმსივნეს პოულობს, რომელიც მარადიული სიკვდილით ემუქრება. ის, ვისაც ღვთაებრივი სიყვარულის გამოცდილება გააჩნია, უეჭველად შეიგრძნობს სპეციფიკურ მომწავლავ სიმყრალეს და დროულად განაგდებს ამპარტავნების ამ მავნე ბაცილას. მაგრამ თუ ამპარტავნება ადამიანს მოიხელთებს, ღმერთს ჩამოაცილებს, დაამარტოვებს, ჩაკეტავს მას და საკუთარ ჯადოსნურ წრეს არ გააცილებს. ასეთ შემთხვევაში როგორი ინტელექტუალურიც უნდა იყოს ამპარტავანი, ყოველთვის და სამუდამოდ ქრისტეს სიყვარულის მიღმა დარჩება. სწორედ ასე გადაირია და ჯოჯოხეთის ტყვედ გადაიქცა სამოთხეში ლუციფერული თვითგანღმრთობის ტკბილ შარბათს დაწაფებული პირველი ადამიანი. თვითმიპყრობილი ნებისმიერი პიროვნება, ადრე თუ გვიან, უეჭველად მომქანცველ სიცარიელეს ეზიარება; ეს ის ფუტუროა, საიდანაც თავის დროზე უფალმა კაცი სიცოცხლეში გამოიყვანა. ასეთი უსაგნო მდგომარეობის შეგრძნების სანაცვლოდ ამპარტავანი სიხარულის ძებნას ყოფიერებაში იწყებს და ისეთ გახრწნილებამდე შეიძლება მივიდეს, რომ დანაშაულის შეგრძნებაც კი დაეკარგოს.

ენით აღუწერელია ამპარტავნების ფორმათა სიმრავლე, მაგრამ ყოველ მათგანს ადამიანში ღვთის ხატის გაუკუღმართება აერთიანებს. ქრისტეს გარეშე კაცობრიობის მიწიერი ისტორიის ტრაგიზმი დაუძლეველია, სწორედ ამიტომ დედამიწის ატმოსფერო სისხლის სუნით არის გაჯერებული. სამყაროს ყოველდღიური მკვლელობებისა და ძმათამკვლელ ომებში დამარცხებულების წამების ხმებით კვებავენ და ზეციურ ნათელს სიძულვილის პირქუში ღრუბლებით ფარავენ. საკუთარ ჯოჯოხეთს თავად ადამიანები იქმნიან. უკეთესისკენ მიმართული ტოტალური ცვლილებები, ყველაზე დიდი წყლულებისგან, ომებისგან თავის "გამოხსნა", არ შეიძლება, ჩვენი სინანულის გარეშე განხორციელდეს. ამ პირობებში, მოკრძალებული და მოსიყვარულე ქრისტიანისთვის უმჯობესია, თავად იყოს მოკლული, ვიდრე სხვა მოკლას.

ხანდახან ჩვენი სული მადლიერ აღფრთოვანებას განიცდის, ეს მაშინ ხდება, როდესაც ქმნილ გონს დაუტეველი ღვთის ნათელი მოეფინება. ამ დროს მონანიე გრძნობს, რომ ცოცხალია უფალი და მას შეიძლება საუბარში შენობითაც მიმართო. გამაოგნებელია მისი უბრალოება, თუმცა მისი სიდიადე მაინც გვაშინებს; მისკენ მიმავალნი რამდენადაც არ უნდა გავიზარდოთ, ეს აღმასვლა უფრო მეტ სიხარულს განგვაცდევინებს და უფალი უფრო მიუწვდომლად წარმოგვიდგება. არის შემთხვევა, როდესაც სრულიად მოქანცულები, მზად ვართ, გავჩერდეთ. ამ დროს სასოწარკვეთა გვეუფლება და გზაჯვარედინზე გარინდებულებს, სიყვარულით და მზრუნველობით თავად უფალი გამოგვიჩნდება. ღმერთი საოცრად უცნაურია... თითქოს გსურს ჰკითხო: სად იყავი მაშინ, როდესაც მე ასე მიჭირდა? მაგრამ როდესაც მას გვერდით იგრძნობ, არ შეიძლება ეს კითხვა დასვა. იმის გამო, რომ ჩვენი მოუმზადებლობა დავინახოთ და გავიგოთ, რომ გზის მთავარი მონაკვეთი ჯერ კიდევ არ გაგვივლია, შეიძლება ღვთისგან მიტოვებულობის შეგრძნება დაგვეუფლოს; ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ უფრო დიდი ღვაწლისათვის უნდა განვემზადოთ, რომ ჩვენც იმ სასმისს უნდა ვეზიაროთ, რაც მან მიიღო: "ჩემს სასმისს შესვამთ" (მთ. 20:22), ბრძანებს უფალი. მაშ ასე, კრძალვით, შიშსა და მტკიცე იმედში სული სულ უფრო მორჩილი ხდება, გულს სიხარულის ალი ედება, ასე მტკიცდება ხსნის გზებთან ჩვენი მიახლოება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat