მეუფე ანანიას ჩანაწერები ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას
მეუფე ანანიას ჩანაწერები ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
მოგზაურობა ათონის წმიდა მთაზე (2003 წელი)

- 23 ოქტომბერს ოთხკაციანი ჯგუფი თბილისიდან მსუბუქი მანქანით გამოვემგზავრეთ ივერთა მონასტერის მოსალოცად საბერძნეთში და ამჟამად, 2003 წლის 29 ოქტომბერს ვარ ივერონში, ჩემს სენაკში, რომელიც მომიჩინეს მე, მიტროპოლიტ ანანიას.

მიგვიღეს დიდი პატივისცემით, წუხელ, ღამის 230 დაიწყო ჟამნობა დიდ ტაძარში, რომელსაც კათოლიკონი ეწოდება (ე.ი. საკრებულო ტაძარი).

ივერთა მონასტერში მე ადრეც ვიყავი, 1981 წლის სექტემბრის თვეში. მაშინ ჩვენ, შეიძლება ითქვას, პირველი საეკლესიო დელეგაცია ვიყავით ათეისტური საქართველოდან, იმჟამად, მართლაც გასაოცარი პატივისცემით შეგვხვდნენ რადგანაც, როგორც აღინიშნა პირველები ვიყავით. ახლა, ღვთის შეწევნით, მრავალი საეკლესიო დელეგაცია ჩამოდის საქართველოდან, ერთს მოელიან ჩვენი გამგზავრებისთანავე. ჩემი სენაკი კეთილმოწყობილია, არის განათება და ელექტროგათბობა, სხვა სენაკებში უმეტესობას ელექტრობა არა აქვს. კათოლიკონში ღამით, სანთლის შუქზე ლოცულობენ ბერები. თავდაპირველად ლოცვა დაიწყო მთავარი ეკლესიის კარების წინ, სტოაში. შემდეგ ყველანი შევედით მთავარ ტაძარში. კედლებთან ბერებისა და მლოცველებისათვის საგანგებო სკამ-სავარძლებია ხისგან დამზადებული. აქ მომიჩინეს საპატიო ადგილი თავში. ღამით მოდიოდნენ ბერები ჩემთან კურთხევის ასღებად, ყველა ვაკურთხე, კმევითაც თავდაპირველად მე მიკმევდნენ, მორწმუნეებიც ასევე მოდიოდნენ ჩემთან დასალოცად. ჟამნობის გათავების შემდეგ გადაგვიყვანეს სხვა პატარა ეკლესიაში, ეს არის ამავე კათოლიკონის სტოაში. როგორც ვიცი ეს სტოა აუშენებია თუ განუახლებია ყვარყვარე ათაბაგს. აქ წირვის დროს მათქმევინეს ქართულ ენაზე "მრწამსი" და "მამაო ჩვენო", ასევე წირვისას სათქმელი "მშვიდობა ყოველთა" მე წარმოვთქვი ქართულ ენაზე. ბერები ისმენდნენ მოწიწებით.

წირვა  შემდეგ წავედით ჩვენს სენაკებში დასაძინებლად. დილით იყო საუზმე. საუზმე შედგა დიდ სატრაპეზოში. ერთ მხარეს ისხდნენ ბერები, ყველანი კუნკულ-ბარტყულით, მორე მხარეს კი - ერისკაცები, ძირითადად სტუმრები. სუფრა მე ვაკურთხე, დამსვეს თავში. საუზმის ბოლოს მოგვიტანეს რაღაც კოლიო თუ წანდალი, მე მაკურთხებინეს კოვზით. ხილის მერე ეს ჩამოურიგეს ყველას. ტრაპეზი სწრაფად დამთავრდა. საუზმის დამთავრების შემდეგ მე გარეთ გამიყვანეს, სატრაპეზოს წინ, ბერები ორ მწკრივად დაეწყვნენ და მე მათ ვაკურთხებდი აწეული ხელით. ასევე საუზმეზე შესვლის წინ ბერები კათოლიკონის სტოაში შეიკრიბნენ და ერთად შევიდნენ ყველანი სატრაპეზოდ.

ტრაპეზის შემდეგ ბერმა, იღუმენის მოადგილე კალინიკემ, ძველმა ნაცნობმა 1981 წლიდან, მიგვიპატიჟა სასტუმრო სახლის პირველ სართულზე საგანგებო დარბაზში ყავის დასალევად. შემდეგ ჩვენ ვთხოვეთ რომ მოგვენახულებინა მონასტრის გარეთ "აიაზმა", წყარო, რომელიც გადმოდინდა ამ ადგილზე პორტაიტისას წმიდა ხატის ზღვიდან გადმოსვენების შემდეგ წმინდა გაბრიელ ქართველის მიერ.

წყაროდან, ე.ი. მონასტრის წინა ზღვის სანაპიროდან, ახლო მთებზე მოჩანდა ქართველთა მიერ XIX-XX სს-ში აგებული იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ნანგრევები და X საუკუნის წმიდანის გაბრიელ ქართველის სენაკი, ანუ აქაურად "სკიტი" (ნათლისმცემლის ეკლესია თავისი გუმბათით ახლაც დგას).
ჩვენმა თანმხლებმა კრეტელმა მღვდელმონაზონმა არ იცოდა, რომ გაბრიელი ქართველი იყო, რამდენჯერმე თქვა, რომ ქართველი არ იყოო (შემდეგ ჩვენ დავარწმუნეთ იგი), იოანე ნათლისმცემლის მონასტერზე კი არაფერი უთქვამს საერთოდ.

იოანე ნათლისმცემლის მონასტერი კი ქართველმა ბერებმა ააგეს XIX ს-ში, ივერონის მონასტრიდან ბერძენი ბერების მიერ გაძევებულებმა.

1981 წელს ამბობდნენ რომ, როდესაც XIX ს-ის 50-იან წლებში ივერთა მონასტრის საცხოვრებელი შენობები დაიწვა, ბერძნებმა ეს მიიღეს ნიშნად და გაძევებულ ქართველ ბერებს კვლავ დართეს ივერონში ცხოვრების ნება. ბოლო ქართველი ბერი, აქაური ცნობით XX ს-ის 50-იან წლებში გარდაიცვალა.

აქ ახლა დიდი მშენებლობაა გაჩაღებული, არემონტებენ X ს-ის "პირღოსს", ესაა დიდი კოშკი, რომელიც თავის დროზე განუახლებია და შეიძლება ითქვას, კვლავ აუშენებია ყვარყვარე ათაბაგს, მაგრამ მას ახლა აღარ ახსენებენ, ამბობენ რომ ეს უძველესი X ს-ის კოშკია- თავდაპირველი აქაური ნაგებობა. ახლა მას ზემოდან დაადგეს კიდევ რამდენიმე სართული და საცხოვრებლად გამოიყენებენ ალბათ. მის წინ გაყავთ მონასტერში შესასვლელი მეორე დიდი სამანქანო გზა, მუშაობს ახლაც ტრაქტორები, სატვირთო მანქანები, კოშკს თავთან დიდი ამწე ადგას.

პორტაიტისას ეკლესია კარგადაა მოვლილი, 1981 წელს ამბობდნენ, რომ ეს აშენებულა აშოტინ მუხრან-ბატონის მიერ. ხატზე უამრავი ძვირფასეულობა, შენაწირია მიმაგრებული, ქართული წარწერები არ ჩანს, რადგან ზემოდან ეს შენაწირია დაკიდებული. ამინდი სუსხიანია ამ დროისათვის, გრილი ზღვა ღელავდა.

სანაპიროდან მოჩანს მონასტრის გარეთ მდებარე "საძვალეს"  შენობა.
აქ აწყობენ გარდაცვლილი ბერების ძვლებს.

როგორც აგვიხსნეს, გარდაცვალების შემდეგ ბერს ჩვეულებრივად მიწაში დაკრძალავენ, რვა წლის შემდეგ კი საფლავს გახსნიან, ძვლებს ამოალაგებენ და საძვალეში წაასვენებენ. თავის ქალები და შესაბამისი ძვლები ერთადაა შეკრებილი. თავის ქალებს  აწერიათ  ბერის დაბადებისა და გარდაცვალების წელი. ამ საძვალეში ბერი კალინიკეს ცნობით 45 000 ბერის ძვლებია თავმოყრილი, გორებივით ბევრი.

მე ვუთხარი, რომ საქართველოშიც ადრე ყოფილა საძვალეები, მაგალითად, ბეთანიაში, მაგრამ ათეისტ-კომუნისტების ბატონობის წლებში ბილწავდნენ ამ საძვალეებს, ფანტავდნენ ძვლებს, საბოლოოდ საქართველოში საძვალეების ნაგებობის დანიშნულება უცნობი გახდა. ე.ი. არ იცოდნენ ეს შენობები რისთვის გამოიყენებოდა, ამიტომაც XX ს-ის საქართველოში მონასტრების (ეკლესიების) იატაკის ქვეშ საგანგებოდ აშენებული საძვალეებიდან ძვლები გაიტანეს და მიწაში დამარხეს, საძვალეები კი რაღაც დამხმარე ნაგებობად მიიჩნიეს.

ურანოპოლისიდან გემით გავემგზავრეთ ივერონში. ქალწულებრივი მოკრძალებით მივემართებოდით ივერთა ძველთაძველ სალოცავში.

ივერონი

ივერონში ღამის ლოცვა იწყება ღამის სამის ნახევარზე , როგორც ვთქვით მთავრდება წირვით დილის 6 საათზე.

წირვის დროს კვერექსებში მე მახსენებენ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის შემდეგ, რადგანაც იქვე ვესწრები ლოცვას, ასევე ჩამოლოცვის შემდეგაც მომიხსენია მწირველმა მღვდელმა დაახლოებით ასე - "ეპისკოპოს ანანიას ლოცვით მოგვიხსენე უფალო".
ყოველი ლოცვისა და ქმედების წინ ბერები ჩემთან მოდიან და იღებენ ჩემგან კურთხევას და ხელზე მემთხვევიან, ამას ისეთი სიყვარულით აკეთებენ – თანაც ერთი ლოცვის დროს რამდენჯერმე (და დღე-ღამეში კი მრავალჯერ), – რომ მე ავივსე მათი სიყვარულით და ნდობით.



თითქოს მე მივხვდი ბერძნული და სხვა ეკლესიების სიძლიერის მიზეზს - ესაა მდგრადი სამკუთხედი -შემდგარი ხალხის (მრევლის), სამღვდელოებისა (ბერების ჩათვლით) და იერარქიისაგან, რომელთაც ჰკრავთ და ადუღაბებთ მორჩილი სიყვარული, ანუ ნებაყოფლობითი მტკიცე სიყვარული, სავალდებულო და ამავე დროს უპირობო. ერთი სიტყვით, იერარქიისადმი სასულიერო (საეკლესიო პირების) დისციპლინირებული მორჩილება.

არა მგონია ჩვენი ეკლესია ამ მხრივ გამართული იყოს.
ჩვენს სასულიერო პირებს ერთმანეთისადმი და იერარქიისადმი უფრო გამორჩენით-კლანური დამოკიდებულება აქვთ. ავტორიტეტი დამყარებულია მდგომარეობაზე - უპირობო, მორჩილი სიყვარული ძნელად თუ აქვს ვინმეს. თუმცა არცაა საკვირველი - ისეთი ათეისტური რეჟიმიდან გამოვედით, თუმცა საკითხავია გამოვედით თუ არა ბოლომდე?


წმინდა პანტელეიმონის მონასტერი

ახლა პარასკევია, 31 ოქტომბერი. პანტელეიმონის რუსული მონასტრიდან ჩანს ზღვაში ჩამავალი მზე, ლურჯი ზეცა და მშვენიერი ზღვა, ისმის მუდმივი ხმიანობა ტალღებისა.

პეტრე ჭეჟია -ათონის მთის პანტელეიმონის რუსული მონასტრის ქართველი მორჩილი მოვიდა ჩემთან, ახალგაზრდა უმშვენიერესი ვაჟკაცი, შავთმიანი, კარგღიმილიანი, განათლებული, გერმანიაში მოვექეცი -ქრისტიანი იქ გავხდიო, მითხრა, ერთ ოჯახში შემთხვევით იოანეს სახარება წავიკითხე, მესამე თავის შემდეგ, უკვე, თითქოს თავში დამკრესო - მთლიანად შევიცვალე -თქვა მან.
მე ვუთხარი ჩვენ ყველამ ეს გზა განვლეთ მეთქი. რა ენაზე წაიკითხე სახარება, ალბათ რუსულად მეთქი, ვკითხე, -არა გერმანულადო.

ბავშვობიდანვე სწავლობდა გერმანულს, უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ისტორიული, პანტელეიმონის მონასტერში სამზარეულოში სატრაპეზოშია გამწესებული -თეფშებს რეცხავს.
დიდი სიხარულით აღვივსე მისი გაცნობის შემდეგ, გულს იმედი ჩამესახა, ეს ფაქტიურად აქ, ამ ბერების ქვეყანაში - ერთადერთი თუ არა, ერთი ქართველია, რომელიც ათონის მთაზე მონასტრის საძმოს წევრია.

აქ ყველა მართლმადიდებელ ერს აქვს თავისი მონასტერი - რუსებს, სერბებს, ბულგარელებს. სკიტი აქვთ რუმინელებს - სახელგანთქმული და დიდი. ქართველების მონასტერი კი ბერძნების ხელშია, ამბობენ მე-13 საუკუნიდან ჩვენიაო, ზოგჯერ მე-14 საუკუნეს ამბობენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ქართველების მონასტერი ბერძნებმა მე-19 საუკუნეში ჩაიგდეს ხელში, როცა მრავალრიცხოვანი ქართველები (ამბობენ 100-მდე) მონასტრიდან გააძევეს და მათ ივერონის ახლოს ახალი სკიტი-მონასტერი ააშენეს იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. ალექსი ბერი შუშანიას მასალებიდან ჩანს, რომ ივერონში მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ნაკადად მოდიოდნენ საბეროები დასავლეთ საქართველოდან -ძირითადად სამეგრელოდან.
ეს იმიტომ გამახსენდა, მორჩილ პეტრე ჭეჟიას ვკითხე რა გვარი ხარ მეთქი და მიპასუხა, ცოტა უცნაური გვარი მაქვს და გამოთქმით თქვა -ჭეჟია. მე ვუთხარი კარგი გვარი გაქვს.
მერე ვკითხე – ხომ გაგიგონია წმიდა ალექსი შუშანია, ან ქართული წერა-კითხვა ხომ იცი მეთქი? მიპასუხა ვიცი, უმაღლესი დავამთავრე და ა.შ.

-თუ არ იცი უნდა ისწავლო მეთქი, შენ ხომ ახლა ათონის მთაზე მანათებული შუქურა ხარ საქართველოსთვის მეთქი და მთელ ჩვენს ეკლესიას და საქართველოს შენი იმედი გვაქვს, რომ აქ გაძლიერდები სულიერად, განმტკიცდები, შენს გარშემო შემოიკრებ ქართველობას და იქნება ქართველებმაც აქ ფეხი მოვიდგათ მეთქი.

ამ წმიდა მთაზე 6 ქართველი ვართო. ხვალ თუ მათ შევხვდი უფრო დაწვრილებით გამოვკითხავ.
პეტრეს გაცნობამდე ნახევარი საათით ადრე, ჩემთან სასტუმროს ნომერში (პანტელეიმონის რუსულ მონასტერში) მოვიდა ოთხი ქართველი ახალგაზრდა ყმაწვილი - აქ ვართ მუშებადო, რა დიდი სიხარულით უხაროდათ ჩემი ნახვა, რა სიამე და სიხარული ესახებოდათ მათ!
ღმერთო დალოცე საწყალი ქართველები, საწყალი საქართველო, რომელიც ყველაზე საუკეთესო შვილებს უცხოეთში ყრის, მიუტოვებიათ ამ ყმაწვილებს ოჯახები და ისევ ოჯახის გამოსაკვებად მოაშურეს უცხოეთს, ავსებულია საბერძნეთი და ყველა მეზობელი ქვეყანა ქართველებით, ვინ დარჩა საქართველოში?

დარვინი წერდა თურმე - სპარსეთში ერთ ოჯახს ვერ იპოვით იქ ქართველი ქალი რომ არ იყოსო, ძალიან მიკვირდა და აი, ცოცხალი მაგალითი! საბერძნეთში მგონი ყველა ოჯახში ქართველი მოსამსახურე და მოახლე ჰყავთ. ისტორია მეორდება, არაა დიდი განსხვავება. ეს ბიჭებიც დიდად არ განსხვავდებიან წინა საუკუნეებში საქართველოდან გამოყვანილი ქართველი ყმაწვილებისაგან - ერთიც მუშა ძალა იყო უცხოელებისათვის და მეორენიც -დრო იცვლება, საქართველო კი იგივე რჩება - მეორე და მეათე ხარისხოვანი ქვეყანა, ეთნომასალა უცხო ერების გასამდიდრებლად. ვუთხარი კიდეც ამ ყმაწვილებს რამდენჯერმე არ დაიკარგოთ, ბიჭებო, არ დაიკარგოთ ამ უცხოეთში მეთქი, გაკვირვებულებს მერე ვუთხარი - დაკარგვა ის იქნება თუ უცხოელ, აქაურ ქალებს მოიყვანთ და აქ დასახლდებით მეთქი, ფიცივით მითხრეს - არ მოვიყვანთ უცხოელ ქალებს, მხოლოდ ქართველ გოგოებს შევირთავთო. ღმერთო ინებე, გადაარჩინე ქართველი ერი და გაამრავლე. რა დღეში ვართ, რა დღეში, ეს რა დაგვემართა.

ეს ბიჭები ხელოსნები არიან, დავალება აქვთ იკონოსტასის დამზადება, აკეთებენ მშვენივრად, მაჩვენეს კიდეც -კარგი ხელობით.

პანტელეიმონის მონასტერში დავესწარით საღმრთო ლოცვას, იდგა ორი შესანიშნავი გუნდი მრავალხმიანი გალობით, მე კვერექსებში მომიხსენიეს, ლოცვის ბოლოს ჯვარზე ბერებს და დამსწრე ხალხს მე ვამთხვევინე, აქ იყო სტუმრად რუსეთიდან არქიეპისკოპოსი სერგი, დიდი პატივისცემით მომესალმა რამდენჯერმე, ადგილობრივმა მლოცველმა მღვდელმა დიდი პატივისცემით გამომაცილა.
ჩემმა თანმხლებმა მღვდელმა მითხრა რა კარგი იყვნენ რუსები, უნდა ვყოფილიყავით რუსების ხელში, ამაზე კარგი ხალხი ჩვენთვის არ არსებობსო.
ეს სიტყვები, მე ვფიქრობ, უბრალო არ არის.

ესაა ანარეკლი საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივი აზრისა, რომელსაც ქმნის ამჟამიდელი ზედა ფენა.

ახალი დღე დაიწყო. დილაა. ბიზანტიური დროით 2 საათია, თბილისში, ალბათ, დილის 7 საათი. პანტელეიმონის რუსული მონასტრის ეკლესიაში წირვაზე მიმიწვიეს. წირვა ღამითაა, როგორც ივერონში და ათონის მთის მონასტრებში საერთოდ. დიდი პატივისცემით მიმიღეს, მომიჩინეს ადგილი ეკლესიის ყველაზე საპატიო სამღვდელმთავრო კათედრაზე, რომელიც სვეტზეა მიდგმული წმიდა პანტელეიმონის ხატის წინ, ქართულად წარმოვთქვით "მრწამსი" და "მამაო ჩვენო". ჰყავდათ შესანიშნავი გუნდები. ჩვენი იქ ყოფნის აღსანიშნავად გუნდმა 2-ჯერ იგალობა ქართულად "წმიდაო ღმერთო", ჯერ შესაბამის ადგილას, შემდეგ კი განიცადეზე. ქართულად თქვეს აგრეთვე ერთ-ერთი კვერექსის დროს "უფალო შეგვიწყალენ", ხალხი და ბერები მოდიოდნენ ჩემთან კათედრაზე და მოწიწებით კურთხევას იღებდნენ, დიდება უფალს!

სიმდიდრით ოქროსფრად ჩახჩახებს კანკელი, ხატები და ტაძარი საერთოდ. სადილს ხუთი ეპისკოპოსი ვესწრებოდით საერთო სატრაპეზოში, უკრაინიდან იყვნენ, მე დამსვეს ცენტრალურ სავარძელში და სუფრა მე ვაკურთხე.

ახლა 300-ზე გვეპატიჟება წინამძღვარი ექსკურსიაზე მონასტერში.
ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე.


***

წამოსვლის წინ ივერონის პორტაიტისას წმიდა ხატის წინ ქართულად პარაკლისი გადავიხადეთ. ბერძენი ბერები არ დასწრებიან, მარტო კალინიკე იყო, ისიც გვაჩქარებდა (ხშირი გასვლა-გამოსვლით), გვაგრძნობინებდა, რომ შეიძლებოდა გემი გასულიყო, რომელსაც დაფნიდან რუსიკონში (პანტელეიმონში) უნდა წავეყვანეთ.

გემზე ავედით. ზღვა იყო შესანიშნავი ლურჯი, ცრიატი და გამჭირვალე, საოცარი, გუშინწინ მოვილოცეთ ივერონის მეზობელი სტავრონიკიტას მონასტერი, შემდეგ კი გერმანული მანქანით წაგვიყვანეს ათანასე დიდის ლავრის მოსალოცად. მძღოლი ბერი იყო, ათანასეს ლავრაში შემხვედრი ბერი გვესაუბრებოდა წმ. ათანასე დიდისა და ქართველთა (იოანეს და სხვების) ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის შესახებ. ამიტომაც, ახლაც ივერონისა და ჩვენი მონასტრები ძალზე ახლოს ვართ ერთმანეთთან დღესასაწაულის დღეების თუ სხვა მოვლენების დროსო.
მე ათანასე დიდის რკინის კვერთხით დავლოცე ხალხი და შემდეგ იქაურ და ჩვენებურ მღვდლებს ვთხოვე ამ კვერთხით შემხებოდნენ ზურგზე, რათა ბეჭებისა და ხელების ტკივილისაგან განვიკურნო ამით, მე მეჩვენება რომ ათანასე დიდმა დამლოცა თავისი კვერთხით. ამინ! შემდეგ მივედით ღვთისმშობლის წყაროსთან (აიაზმასთან), რომელიც ათანასე დიდის კვერთხის შეხებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნებით აღმოცენდა უწყლო ადგილას, ახლაც მიედინება დიდად მშვენიერი წყაროს რუ და გარშემო პატარა ყვავილნარიც აქვს მოწყობილი, აქვეა სამლოცველო.
პანტელეიმონის რუსული მონასტრის ეკლესიის მთავარი 4 ფრესკა (შესასვლელის გვერდითა კედლებზე), დიდი ზომისა მოუხატავს აქაურ ქართველ ბერს ნიკოლოზს 1906 წლებში, ის ცნობილი მხატვარი ყოფილა და 1938 წელს დაუწერია ზუსტი ასლი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. ამხსნელი (გიდი) ბერი გვიყვებოდა, რომ ბერი ნიკოლოზ ქართველი სიამაყეში ჩავარდნილა, რადგანაც ზუსტი ასლი მისდაგვარად იქამდე არავის მიერ არ ყოფილა დაწერილი და ხელების კანკალის დაავადებით დაავადებულა, შემდეგ შევვედრებია ყოვლადწმიდა დედას რომ ნება მიეცა ხატის დასრულებისა. მართლაც, განკურნებულა ავადმყოფობისაგან და ეს მის მიერ დაწერილი ხატი ახლა მოთავსებულია სტოაში ტაძრის კარის წინ.

ათონზე ახლა 6 ქართველი ძმაა, აქედან სამი ბერი და სამი მორჩილი. ერთია პეტრე, ერთიც ვინმე ქართველი მხატვარია ერთ-ერთ მონასტერში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler