სინანულისა და აღსარების შესახებ
სინანულისა და აღსარების შესახებ
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
იმერთის კეთილი ნება ჩემდამი იმით გამოვლინდა, რომ სინანულის მადლი მომანიჭა (ლკ. 24:47). ჩემი ცხოვრების მძიმე, მაგრამ მადლმოსილი პერიოდის დასაწყისში უპირატესად ეს იყო ლოცვის პროცესში გაჩენილი უიმედო სევდა, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად თან სდევდა ცეცხლის შეგრძნება. ასეთი ცეცხლის ბუნება ჩემთვის უცხო იყო; თუმცა არც კი მიცდია გავრკვეულიყავი მის წარმომავლობაში, რადგან ჩემი გონი მისკენ - ჩემი უფლისაკენ იყო მიმართული. ეს ცეცხლი ჩემში რაღაცას ანადგურებდა და ამის შეგრძნება უმტკივნეულო არ ყოფილა. მრავალი წლის შემდეგ, უკვე ათონის მთაზე, როდესაც ჩემი სული სრულ სიმშვიდეს განიცდიდა, მახსენდებოდა შინაგანად განცდილი მოვლენა, რომელმაც ჩემი ცხოვრება გარდამქმნა და ახალ ორბიტაზე, სხვა ყოფიერებაში გადაიყვანა. ყოველივე ამის გამო ღმერთის მიმართ დიდი მადლიერების გრძნობით ვიყავი განმსჭვალული.

მსურს გამოვტყდე და ვთქვა, რომ ჩემ მიერ განცდილი სასოწარკვეთის აღწერა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და შესაძლებელია არა მხოლოდ ჩემთვის. როგორ გასაკვირადაც უნდა მოგვეჩვენოს: დროებითი ყოფიერების ფორმიდან ჩემი გამოთავისუფლების პროცესში, ჩვეულებრივი ცხოვრებიდან მე სადღაც შორეთისკენ მივიწევდი. სწორედ იქ, ამ გზაზე მომწვდა მე უფლის ხელი. ეს იყო მისი ნებით, ჩემი მეორედ შექმნის მომენტი: მან მე "არყოფნიდან" ყოფნაში - ნათელ ცხოვრებაში გამომიხმო და ძალიან უცნაურად მოხდა ყველაფერი.

როდესაც ჩვენს ქმედებას ჩვენვე ვაანალიზებთ და ვამართლებთ, ძალა არ შეგვწევს "ცოდვა" დავინახოთ. ცოდვის ნამდვილი სახის ხილვა იმ სულიერი გეგმისთვისაა შესაძლებელი, რომლიდანაც ჩვენი დაცემით ჩვენვე ამოვქრით. ცოდვის შემეცნება შესაძლებელია მხოლოდ სულიწმიდის ნიჭისა და პიროვნული აბსოლუტის, ჩვენი შემოქმედისა და მამის დახმარებით. აქ ჩვენ ღმერთთან ჩვენი პირადი ურთიერთობის შესახებ ვსაუბრობთ და არა რაიმე სხვაზე.

საოცრებაა, მასთან ცოცხალი ურთიერთობა. მე მისი სიყვარულის წინაშე დანაშაული მიმიძღვის. მას ისეთად არ ვცნობდი, როგორიც სინამდვილეშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ უგუნურებაში ბრალი არ მიმიძღვის. მანამდე, სანამ ჩვენში ჩვენივე ნება ღმერთისგან განმაშორებელი ქმედებისკენ გადაიხრება, ჩვენი სამშვინველი ინტუიციურად ჩვენივე სინდისისაგან წინააღმდეგობას შეიგრძნობს. მოზარდობის ჟამს მეც ასეთივე გრძნობა მეუფლებოდა. ვგულისხმობ უკვე მონათხრობ ამბავს, როდესაც ჩემი შინაგანი მტრის მიერ შემოთავაზებულ იდეას დავყევი.

როდესაც ვაკვირდები შინაგან პროცესს, რომელიც ჩემი დაცემის შემდეგ ღმერთთან დაბრუნების თანმდევი იყო, ასეთ შედარებას ვხედავ: ღვთაებრივი ნათელი, ნათელი სულიწმიდისა, რომელსაც მე ვერ ვხედავდი, სადღაც ჩემს ზურგს უკან ბრწყინავს და იმ შორეულ სულიერ ადგილს მიჩვენებდა, სადაც მე ვიმყოფები. ამ ადგილს ჯოჯოხეთი ჰქვია. მე ნათელს, როგორც ასეთს ვერ ვხედავდი, მაგრამ ნათელი თვალს მიხელდა, რათა ის სიბნელე დამენახა, რომელშიც ვცხოვრობდი. თუ ამ სიბნელის საპირისპირო ნათელი არ იმოქმედებდა, მე მას ვერ აღვიქვავდი. ჩემთვის ამ უხილავი ნათელის დახმარებით იქმნებოდა მდგომარეობა, რომლის დროსაც მე ვიწყებდი ჩემი შემომქმედის იმ იდეის ჭვრეტას, რომელიც ქვეყნის შექმნამდე მოქმედებდა (იოან. 17:24). ჩემ მიერ ცოცხალი ღმერთის შემეცნების ჯერ კიდევ დაწყებით პროცესს ქრისტეს იმ ხატის დანახვამდე მივყავდი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევიქმენით: "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:26-27). ჩემი გული წუხდა და დარდით ივსებოდა: "იმისათვის, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს უქმნელ მამასთან ერთად ვიყოთ, მასთან ერთიანი შეუბღალავი ცხოვრებით ვიცხოვროთ, აი, თურმე როგორი უნდა იყოს ყოველი ჩვენგანი. ჰოი, უბედურებავ: ეს ყოველივე შორს არის ჩემგან. მარადისობის შესახებ აზრი ჩემში ბავშვობიდან ამოქმედდა; მე მასთან მიახლოვების და უქმნელ ყოფიერებაზე ფიქრის გარკვეული გამოცდილება მომეცა. მე კი ყველა თვალსაზრისით ჩემი უგუნურების ბნელში ვიღუპები".

ტყვიის კედელივით აღმართული ეს სიბნელე, ჩემსა და ღმერთს შორის იდგა და თავისი გადაულახავი ძალით ღმერთს მაშორებდა. ამ მძიმე კედელს წმინდა მოციქულმა "შჯული ცოდვისა და სიკუდილისა" უწოდა (რომ. 8:2). ჩვენი უფალი ის ნათელია, რომელშიც არანაირი ბნელი არ იპოვება: მას არ სურს ჩვენი ბნელის გაზიარება. ჩვენ უნდა განვიწმინდოთ და გავთავისუფლდეთ ჩვენში არსებული უწმინდურობისა და ჭუჭყისაგან, სხვაგვარად ვერ შევალთ ჭეშმარიტებისა და ნათლის სასუფეველში: "ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი" (გამოცხ. 21:27).

იმ წუთიდან, როგორც კი ჩემზე სინანულის მადლი გადმოვიდა, საკუთარი თავი მაშინვე ჯოჯოხეთში დავინახე. ადამის ცოდვილი შვილებისათვის, დროდადრო რა მძიმე და მტკივნეულიც უნდა იყოს ეს გზა, ღვთაებრივი უსასრულობის კარიბჭისკენ მიმავალი სხვა გზა არ არსებობს. მძიმეა ჩემი ცოდვების გამო ჩემი მწუხარება, მაგრამ იქ, ბოლოში, ნათელი მოჩანს. ძალიან ვწუხდები, როდესაც მსურს ვიპოვო სიტყვები და ღვთის მიმართ ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო. მაღალფარდოვან სიტყვებს ბავშვობიდან არ მიმაჩვიეს, ახლა კი ყველა სიტყვა, ყველა ენა ისეთ გახუნებულ საღებავებად მეჩვენება, რომლითაც შეუძლებელია ღმერთის მიმართ ჩემი მადლიერება გამოიხატოს.

როდესაც ღვთის ხელი, ნათლით შეგვმოსავს და ახალ, აქამდე ჩვენთვის უცნობ "სიმაღლეზე" აღმოვჩნდებით, ჩვენ მივადგებით ორ გრანდიოზულ საფეხურს: ერთის სახელწოდებაა "ჯოჯოხეთი სინანულისა", ხოლო მეორისა - "ჯოჯოხეთი სიყვარულისა". სინანული ორ მცნებასთანაა დაკავშირებული - მათ შორის უფრო მეტია: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" (მათ. 22:37-38). ჩვენ არ ვფლობთ ამ სიყვარულს და მის მოსაპოვებლად დიდი ჯაფა გვესაჭიროება. შემდეგი, არანაკლებ მტკივნეული საფეხური, დაკავშირებულია მეორე მცნებასთან: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათ. 22:39). უფალს არც ერთი ცოდვით არ შეუცოდავს (შეად. იოან. 8:46; ლკ. 23:41) და ამიტომ მისთვის სინანული და აღსარება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, უფალმა ქვეყნის ცოდვები სრულად იტვირთა (შეად. იოან. 1:29). ის ჩავიდა მოყვასთან სიყვარულის ჯოჯოხეთში, და ჩავიდა უკიდურეს სიღრმემდე, ანუ დასაბამიდან ყოველ კაცად-კაცამდე. იესო ქრისტეს ღვთაებრივი სიყვარული, ადამიდან მოყოლებული ქალის მიერ შობილი ყოველი ადამიანის მიმართ გამოვლინდა. მან თავისი სული მეგობრებისა და მტრებისათვის დადო. ჩვენ კი თუ დავაკვირდებით მეორე მცნებას დავინახავთ, რომ ჩვენ სინანული და აღსარება ჯერ არც კი დაგვიწყია. ჩვენ რომ შეგვძლებოდა იმ სისავსით გვეცხოვრა რაც გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ შევიცნობდით ჩვენს უკვდავებას და ერთ ღმერთს - სამ იპოსტასში (შეად. მთ. 16:28).

სხეულში ცხოვრება ძალიან გვიშლის, ნათლად შევიმეცნოთ და ვიცხოვროთ იმ ამოცანის შესაბამისად, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ხორცი თავისთავად ერთგვარ არასრულფასოვნებას და დაფარულობას გულისხმობს. თუმცაღა მერყეობისა და ეჭვის არარსებობის, ანუ სრულფასოვანი რწმენის არსებობის შემთხვევაში, ჭეშმარიტად მონანიეს, სულიწმიდა ჯოჯოხეთში ჩასვლის, ჯოჯოხეთში გამობრძმედილ სიყვარულსა, და ჯერ კიდევ ამ მიწიერ ცხოვრებასა და სხეულში სულის აღდგომის გამოცდილებას მიჰმადლის.

პეიზაჟების მხატვრისათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა მოელვარე ცისფერი ცის დახატვაა; ფერად ფოტოზე ეს ფერი შეიძლება ცისფერი ლაქით შეღებილ ავტომობილის ძარას მივამსგავსოთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი სულიერი ცხოვრების აღწერა, მრავალგზის გამეორების გამო, ასეთივე მოსაწყენ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. სინამდვილეში კი ეს ღრმა კონტრასტებით აღსავსე, მუდმივად დინამიკური პროცესი იყო. მე კი მაინც შევეცდები, ჩემი განცდების აღსარების ეს მძიმე საქმე, კვლავაც გავაგრძელო.

ცოცხალი ღმერთი ბავშვობის ასაკში შევიგრძენი. იყო შემთხვევები, ტაძრიდან გამოსვლის დროს, უფრო სწორად, როდესაც ხელში აყვანილი ტაძრიდან გამოვყავდი, ორი სახის ნათლით განათებულ ქალაქს ვხედავდი, ეს ქალაქი ჩემთვის მთელ სამყაროს წარმოადგენდა. მზის სინათლე არ ფარავდა სხვა ნათელს. ამ სხვა ნათელის გახსენება ახლაც სათნო სიხარულით მავსებს. თითქმის ყველა ამდროინდელი მოვლენა ჩემს მეხსიერებაში უკვალოდ გაქრა, მაგრამ ეს ნათელი სრულიად დაუვიწყარი რჩება.

შემდეგ, ყმაწვილკაცობაში, მე გავერიდე ჩემს ღმერთს. ისეთი დანაშაული, რომელიც კანონით ისჯება მე არ ჩამიდენია, მაგრამ ჩემს გონებასა და გულში ყველა სახის ეშმაკეული ძალები თავისუფლად მოძრაობდნენ.

ხელშეუვალია ჩვენი უფალი; უხილავია და მიუწვდომელი; შეუცნობელია ჩვენს მიმართ ღვთაებრივი განგებულება. სრულიად ამოუცნობია, როგორ მომინადირა მისმა სათუთმა, მაგრამ ძლიერმა მკლავმა მაშინ, როდესაც მეონიურ (ზღაპრულ) სიცარიელეში ახალგაზრდული უტიფრობით მივექანებოდი? მაშინ ზეციურმა ცეცხლმა ჩემს არსში გაიარა და ჩემი გული ცეცხლმა გაალღო. ჩემს აღსარებას, წმინდა უფლის წინაშე მიწაზე გაკრული, ლოცვით ამოვთქვამდი. რა დიდი სირცხვილით ვიყავი იმ წლებში დამძიმებული. ჩემი ამაყი უგუნური სურვილის გამო, მეჯობნა ღმერთისთვის, საკუთარ პიროვნებას ყველაზე უსინდისო დამნაშავედ ვგრძნობდი. მისი სიყვარულის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ყოველი ჩემი ცოდვა საშინელების სახით მიბრუნდებოდა. თავს თვითმკვლელად ვგრძნობდი, ოღონდ არა ხრწნადი სხეულის მკვლელად, არამედ საბოლოოდ განშორებულად შემოქმედისგან. მას კი თავისი უზომო სიყვარულით სურდა, ნათლით მოსილ უსასრულობას ვზიარებოდი. მე კი ამ დროს დროის მიღმა არსებული სიკვდილის კარზე ვაკაკუნებდი. საკუთარი თავი მეჯავრებოდა და ჩემი მწუხარებისა და სირცხვილის გამო ათწლეულების მანძილზე ცრემლად ვიღვრებოდი.

მწარედ ვტიროდი (შეად. მთ. 26:75). არ ვიცი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით კიდევაც ვიცი, ქრისტეს უარყოფის შემდეგ როგორ ტიროდა პეტრე და წმინდა გადმოცემის მიხედვით, მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორ არ ივიწყებდა თავის შეცდომას, როგორ სთხოვდა ჯალათებს ჯვარს თავქვე ეცვათ. არ მახსენდება, უარი მეთქვა ქრისტიანობაზე. გატაცებული ვიყავი ტრანსცენდენტული ჭვრეტებით. მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების დაბალი - ფსიქიკური და მშვინვარე დონე: "გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი", უკვე ამოვწურე. როდესაც ჩემი შინაგანი მოძრაობების არსი გამეხსნა, როდესაც დავინახე, რომ ადამის დაცემას ვიმეორებდი და ჩემს ლოცვაში უკვე ჩემი თავით უკმაყოფილებას ვგრძნობდი, მაშინ შევშფოთდი. ამ ლოცვის დროს ჩემი გონი ჩემით აღარ იყო დაკავებული; ჩემს მდგომარეობას მე არ ვაანალიზებდი; მე განვიცდიდი დიდ მღელვარებას და მიმაჩნდა, რომ ცოდვების მიტევებას არ ვიმსახურებდი. მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიდექი საშინელი სამჯავროს უმაღლესი ტრიბუნალის წინაშე: მთელი ჩემი ყურადღება ეპყრა ჩემს სასამართლოს. სიტყვებს ვერ ვპოულობდი: უკაზმავი სიტყვით და გულისტკივილით ვლოცულობდი. საკუთარ თავს ვერაფრით ვერ ვამართლებდი; არანაირი იმედი არ გამაჩნდა. იქნებ უფრო სწორი იქნება ითქვას: ისეთი იმედით ვლოცულობდი, რომელიც სასოწარკვეთაზე მეტია. ამ ლოცვის პროცესში იყო შემთხვევები, როდესაც ვკარგავდი საკუთარი სხეულის შეგრძნებას (ამას მხოლოდ მას შემდეგ ვგრძნობდი, როდესაც ნორმალურ მდგომარეობას ვუბრუნდებოდი). ამ დროს ჩემი სული რაღაც ისეთ გონიერ სფეროში შედიოდა, რომლის კიდეებიც მუდმივად მიუწვდომელი რჩებოდა; ღმერთო ჩემო, თურმე იმის გამო, რომ ეს კიდეები არ არსებობდა. ამ სულიერ უფსკრულში ჩემი სამშვინველი მხოლოდ ღმერთის ძებნით იყო დაკავებული. აქ მე ვიყავი მარტო: "იქ" არ იყო არც ნივთები, არც ჩემთან მყოფი რომელიმე პიროვნება. როგორღაც მესმოდა, რომ თუ ღმერთი მოისურვებს, სადაც უნდა ვიყო, ის ჩემთან ძალიან ადვილად მოვიდოდა და მან ეს მოისურვა.

რადგან ჩემი სული ყოველი ქმნილის თანაზიარი იყო, არ ვიცი, ვუწოდო თუ არა ამ ლოცვას "სუფთა"? არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის, რაც ჩემში ხდებოდა, მაგრამ ამ ლოცვის დროს, ჩემთვის მხოლოდ ღმერთი არსებობდა, მთელ სამყაროში - მხოლოდ ის, და მე - ეს საცოდავი არსება ვიყავი.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat