წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს
წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა.

წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ერთგულება წმ. გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში გამოირჩეოდა სიმამაცით. მან მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრობაც უბოძა.

თავისი მმართველობის დასაწყისში იმპერატორი საერთოდ არ იყო მათ მიმართ მტრულად განწყობილი: ქრისტიანები ღიად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ეკავათ თანამდებობები საიმპერატორო კარზე, მსახურობდნენ ჯარსა და სენატში. ზოგიერთის ვარაუდით, დიოკლეტიანეს ცოლი და ასული დაუფარავად აღიარებდნენ ქრისტიანობას. დიოკლეტიანეს მმართველობის დასაწყისში ქრისტიანებმა ისარგებლეს ხელისუფლის კეთილგანწყობა-გულუხვობით და რადგან ქრისტიანთა კრებული ყველგან მრავალრიცხოვანი იყო, ბევრ ქალაქში ააშენეს სამლოცველო სახლები ანუ ეკლესიები. მათ უპირატესად მოწამეთა საფლავებზე აგებდნენ. ეკლესიის წინ იყო ღია შესასვლელი, სადაც იდგნენ მძიმე დანაშაულში მხილებულნი, რომელთაც წინა შესასვლელის გადალახვის ნება არ ჰქონდათ. შემდეგ მოდიოდა წინა შესასვლელი (სტოა), სადაც მონანულები ევედრებოდნენ მართლებს, ელოცათ მათთვის ღვთის წინაშე, იქვე იდგნენ კათაკმეველნი, რომლებიც სწავლებას ისმენდნენ. შემდეგ იყო მორწმუნეთა სამყოფელი, რაც იყოფოდა ორ ნაწილად: ერთი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე - დედაკაცებისთვის. ამბიონიდან, ანუ ამაღლებული ადგილიდან კითხულობდნენ სახარებას და ქადაგებდნენ, იქვე ხდებოდა ხელდასხმა. აღმოსავლეთ მხარეს განთავსებული იყო საკურთხეველი, სადაც უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. მის უკან ეპისკოპოსთა და პრესვიტერთა დასაჯდომი იდგა. ტაძრის ერთ მხარეს შესაწირის მისაღები ადგილი იყო გამოყოფილი; ეკლესიების მახლობლად დიდი სანათლავები იგებოდა. საკურთხეველი ყოველთვის აღმოსავლეთს უყურებდა, რაც აღმოსავლეთიდან ამობრწყინებუ¬ლი სიმართლის მზისკენ მიქცევას აღნიშნავდა.

ნიკომიდიაში, იმპერატორის რეზიდენციაში, ქრისტიანებმა ააგეს უზარმაზარი ქრისტიანული ბაზილიკა, რომელიც ოცი ათას კაცს იტევდა. ხელმწიფის ნათესავთა შორის ბევრი იყო ქრისტიანი.

გაუთავებელმა შინააშლილობამ და ბარბაროსთა ხშირმა თავდასხმებმა აიძულა დიოკლეტიანე, აერჩია თანამმართველი. მან არჩევანი შეაჩერა თავის ერთ-ერთ მხედართმთავარ მაქსიმიანეზე, გაუნაწილა მას საიმპერატორო ძალაუფლება და ჩააბარა დასავლეთ იმპერიის პროვინციები. დიოკლეტიანე უმეტესად ცხოვრობდა ნიკომიდიაში, შავი ზღვის მახლობლად. მაქსიმიანე მილანში იყო, რადგან, რომთან შედარებით, იქიდან უფრო იოლად ადევნებდა თვალს გერმანული ტომების მოძრაობას - ეს უკანასკნელნი სულ უფრო ხშირად ესხმოდნენ თავს რომის პროვინციებს. ამ პე¬რიოდისთვის სახელმწიფო იმდენად დასუსტდა, რომ ბარბაროსთა შემოსევებს იარაღით კი არა, ფულით იგერიებდა - ხარკს უხდიდა მათ. დიოკლეტიანემ კიდევ ორი მმართველი აირჩია, რომელთაც თუმცა კეისრის ტიტული მიენიჭათ, მაგრამ შედარებით ნაკლები ძალაუფლება ჰქონდათ - უნდა ემართათ ჩაბარებული პროვინციები. კონსტანციუს ქლორუსი მაქსიმიანეს დაემორჩილა, გალერიუსი - დიოკლეტიანეს. ამ უკანასკნელს იმპერატორმა თავისი ასული მიათხოვა. გალერიუსმა მალევე მოიპოვა ძლიერი ზეგავლენა დიოკლეტიანეზე და ცდილობდა, განეწყო იგი მისთვის საძულველი ქრისტიანების წინააღმდეგ, თუმცა დიდხანს ვერ მოახერხა სასურველი ბრძანების მიღება დევნის დასაწყებად. მაქსიმიანეც ვერ იტანდა ქრისტიანებს და, როგორც დასავლეთის ერთპიროვნული ხელისუფალი, სასტიკად ავიწროებდა მათ. მაქსიმიანემ დევნა ჯერ ლეგიონებში დაიწყო - დაბეჯითებით მოითხოვა, რომ მეომრებს ღმერთებისა და იმპერატორის პატივსაცემად რიტუალი ჩაეტარებინათ. მაშინ მრავალი ქრისტიანი იძულებული შეიქნა, სამსახური მიეტოვებინა და ბევრიც სიკვდილით დაისაჯა.

გალერიუსი გამუდმებით ცდილობდა დიოკლეტიანეს ამხედრებას ქრისტიანთა წინააღმდეგ; ამაში მას ეხმარებოდნენ ქურუმებიც, რომლებიც არწმუნებდნენ იმპერატორს, რომ დაკარგავდა ღმერთების წყალობას, თუ კერპთმოძულე ქრისტიანებს კიდევ აიტანდა. დიოკლეტიანე ცრუმორწმუნე იყო, სჯეროდა შელოცვებისა და მისნობისა. ერთხელ, როდესაც ცხოველის შიგნეულზე მკითხაობით მომავლის გაგებას ცდილობდა, ქურუმებმა გააფრთხილეს: ქრისტიანთა სიახლოვის გამო შელოცვა ძალას კარგავსო. განრისხებულმა დიოკლეტიანემ თავის სახლეულს ქრისტიანობის დაგმობა უბრძანა, მაგრამ გალერიუსმა არასაკმარისად ჩათვალა ერთეული ზომები და დაჟინებით მოითხოვა ქრისტიანთა წინააღმდეგ საერთო, მკაცრი კანონის გამოცემა. დიოკლეტიანე დიდხანს იკავებდა თავს, რადგან გრძნობდა, ამას საშინელი სისხლისღვრა მოჰყვებოდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა გიორგისთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat