წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს - გვერდი 4
წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს - გვერდი 4
მეფის ყურამდეც მიაღწია, რომ ბევრი მიდიოდა საპყრობილეში გიორგისთან და ბრძანა, სასწრაფოდ მომიყვანეთო. მაგნეტიოსმა მეფეს ურჩია, არ განრისხდე, მშვიდად და დაპირებებით გადმოიბირე გიორგიო. საპყრობილიდან მომავალი წმინდანი ფსალმუნებს გალობდა და უფალს შეწევნას სთხოვდა. როდესაც მეფეს წარუდგა, დიოკლეტიანემ ვედრება დაუწყო, ოღონდ კერპებს მსხვერპლი შესწირე და ჯილდოდ დიდძალ ქონებასა და პატივს მოგაგებო, თან ტანჯვისათვის პატიებას სთხოვდა. წმინდა გიორგიმ მიუგო: "რადგან ჩემ წინაშე შეინანე და შენთვის სიხარულის მომნიჭებელია, რომ კერპებს შევწირო მსხვერპლი, მოდი, წავიდეთ შენი ღმერთების სამყოფელში". მეფემ გაიხარა და თავის სახლობასა და მხედრობას უბრძანა, წასულიყვნენ ტაძარში და ყველასათვის ეხარებინათ, რომ აპოლონმა სძლია ქრისტიანთა ღმერთს. როგორც კი ნეტარი ტაძარში შებრძანდა, სამარისებური სიჩუმე გამეფდა. ქრისტეს მოწამე წარდგა აპოლონის კერპის წინაშე და მიმართა მას: "შენ ხარ ღმერთი და გშვენის, რომ კაცნი გემსახურებოდნენ?" კერპში ჩაბუდებულმა ეშმაკმა ხმა ამოიღო: "არც მე ვარ ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ, მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც დაბადა ცა და ქვეყანა, ხოლო ჩვენ, მისი ანგელოზები ვიყავით და როცა უარვყავით, ეშმაკნი გვეწოდა და მას შემდეგ ვაცდუნებთ კაცთა მოდგმას". წმინდა გიორგიმ უთხრა მათ: "თუ ღმერთები არა ხართ, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა, როცა მე, ქრისტეს - ჭეშმარიტი ღმერთის - მონა აქ ვიმყოფები?" და ამ სიტყვასთან ერთად გადასახა ჯვარი. უეცრად შეიქნა დიდი შფოთი, გოდება, გლოვა ეშმაკთა, და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იყო, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა. როგორც კი საკერპოს ბილწმა ქურუმებმა ეს დაინახეს, შეიპყრეს წმინდა გიორგი და მეფეს მოახსენეს: "მოჰკალი ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით ხალხი მოატყუა და ღმერთებიც შეჰმუსრა". განრისხებულმა მეფემ მიმართა გიორგის: "ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ შემპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს?" წმინდა გიორგიმ მიუგო: "შე ბრმავ და უკეთურო, ვერა ნახე, როგორც კი ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა დავასრულე, მაშინვე დაემხო ყველა თქვენი ცრუ ღმერთი, რადგან უსულო კერპები არიან და უგულისხმოებს აცდუნებენ, ხოლო ქრისტეს მონები ჭეშმარიტი ღმერთის სახელით შემუსრავენ მათ".

როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: "უძლეველი მხედრის, გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან". გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: "უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც". მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. 

წმინდა გიორგიმ, როგორც კი საწამებელ ადგილზე მიიყვანეს, ითხოვა, ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: "უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან. უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი მათი მაცდური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან". როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: "მოდი, ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან". ეს თქვა და ამაღლდა ზეცად. წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.

ანდერძის თანახმად, წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქნა კურნებებისა და სასწაულების წყარო. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.

წმინდა გიორგისთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.04.2024
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში
06.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარას წმინდანთა კრებულებში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს და რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარის წმინდანთა კრებულში.
03.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
03.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და სამარის მხარის წმინდანთა დასში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler