წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს - გვერდი 3
წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს - გვერდი 3
როდესაც დედოფალ ალექსანდრას წმინდა გიორგის დიდი და საკვირველი საქმენი ესმა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, წარდგა მეფესთან და კადნიერად განუცხადა: "მე ქრისტიანი ვარ და გიორგის ღმერთის მხევალი". მეფის მეგობარმა მაგნეტიოსმა ჰკითხა მას: "გვითხარი, დედოფალო, რისთვის იწამე ქრისტე და უარყავი ღმერთები?" ჭეშმარიტი ღმერთის სარწმუნოებით განმტკიცებულმა დედოფალმა მიუგო მათ: "რადგან ვისურვე წარმატება და დავგმე სულიერი ნაკლულევანება". მეფე განრისხდა და ბრძანა, წმინდა გიორგი მხურვალე საკირეში ჩაეგდოთ და მცველები დაეყენებინათ. სამი დღის შემდეგ კი უბრძანა მხედრებს, ამოეკრიფათ მკვდრის ძვლები და დაემარხათ - ეშინოდა, ქრისტიანებს პატივი არ ეცათ მისი ნეშტისთვის, რადგან იცოდა მათი ჩვეულება მოწამეთა განდიდებისა. გაოცებულმა მხედრებმა გიორგი სრულიად უვნებელი იხილეს და იწამეს იესო ქრისტე. ერის დიდმა სიმრავლემ და ასევე იქ მისულმა დედოფალმა ალექსანდრამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ერთხმად ღაღადებდნენ: "დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან".

მეფემ წინ დაისვა წმინდა გიორგი, შემოიკრიბა ირვლივ თავისი ოჯახის წევრები და ჰკითხა წმინდანს: "გვითხარი, გიორგი, ვინ გაგაცოცხლა?" წმინდა გიორგიმ მიუგო: "მეფეო, კიდეც რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ დავფარავ, რომ იესო ქრისტემ, ღმერთის ძემ, დამიცვა ყოველგვარი სატანჯველისაგან; ვინც კი ვედრებით მოუხმობს მის წმინდა სახელს, ყველას ეშმაკის მახისაგან დაიხსნის". გამძვინვარებულმა მეფემ, ჭეშმარიტების სანაცვლოდ, უსამართლობა და ბოროტება მიაგო მოწამეს. გახურებული ლურსმნებით შეჭედილი რკინის სანდლები ჩააცვა გიორგის და უბრძანა, ერბინა, მაგრამ, რადგან სიარული ვერ შეიძლო, ძალით ათრევინა. ის კი საკუთარ თავს მხნედ შეუძახებდა: "ისწრაფე, გიორგი, ისწრაფე იმ ხვედრისაკენ, რომელიც შენთვის არის განმზადებული". და სთხოვდა უფალს: "უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტე, შენ ხარ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი და შენ აძლევ მოთმინების უნარს ყველას, ვინც შენი სახელისათვის იგვემება. ნუ გამწირავ, არამედ მომმადლე სიკვდილამდე მოთმინება, რათა არა სთქვას მტერმა: "სადა არს ღმერთი იგი მისი". როდესაც ლოცვა დაასრულა, ხმა მოესმა ზეციდან: "ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ". და მყის გამოუჩნდა შეწევნა უფლისაგან და სრულიად განიკურნა. უგუნურმა მეფემ კვლავ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩასმა, ხოლო მეორე დღეს სამსჯავროზე მოიხმო და უთხრა: "როდემდე გაუძლებ გრძნეულებით ამ სატანჯველებს და შეინარჩუნებ მხნეობას? დამემორჩილე და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს". მაგრამ წმინდა გიორგიმ მიუგო: "მე ჩემი ღმერთის შეწევნით მოვითმენ ყოველგვარ სატანჯველს. აი, თქვენ წინაშე ვდგავარ ცოცხალი და უვნებელი, ხოლო თქვენ მოწამე ხართ ჩემი ღმერთის ძალისა". მეფე განრისხდა და ბრძანა, შეუბრალებლად ეცემათ ხარის ძარღვის მათრახით. ნაგვემს კვლავ შესთავაზეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ გიორგიმ მიუგო: "მე ცოცხალ ღმერთს ყოველდღე ვწირავ ქება-დიდების მსხვერპლს. ნეტავ, თქვენც დამიჯერებდეთ და ჩემთან ერთად თაყვანს სცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს". მაგნეტიოსმა უთხრა: "თუ გინდა, რომ შენი ღმერთი ვიწამოთ, გვიჩვენე სასწაული და გააცოცხლე ერთი მკვდართაგანი, რომლებიც ჩვენ წინ სამარხებში არიან". წმინდა გიორგიმ უპასუხა: "ღმერთს, რომელმაც არა არსისაგან შექმნა ცა და ქვეყანა, შეუძლია ამ მკვდრის გაცოცხლებაც, მაგრამ თქვენ ცთუნებული ხართ ეშმაკისაგან და კიდეც რომ აღდგეს მკვდარი, მაინც არ იწამებთ, ამიტომაც, მხოლოდ აქ მყოფი ერისათვის შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს, მომმადლოს ეს სასწაული". წმინდა გიორგიმ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, ხელები აღაპყრო ზეცისკენ და უფალს შეევედრა მკვდრის აღდგინება. ხოლო, როდესაც ლოცვა დაასრულა, ქვეყანა შეიძრა, საფლავის კარი გაიღო და გამოვიდა გაცოცხლებული მკვდარი. იგი მივიდა წმინდა გიორგისთან, დავარდა მის ფეხებთან და შეევედრა: "შემიწყალე მე, მონაო ღმრთისა მაღლისაო და მომანიჭე ნათელი ცხოვრებისა, ბეჭედი ქრისტესი". წმინდანმა უთხრა: "უკეთუ გწამს ქრისტე, რომელიც აღადგენს მიცვალებულებს, შენც ცხონდები". მან მიუგო: "მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მკვდრეთით აღმადგინა".

მეფეს გაუკვირდა, ბოროტი სარწმუნოებით აღივსო და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი სიკვდილამდე და როდის მოკვდა. მან უპასუხა: "მე ვიყავი კერპთა მღვდელი და ქრისტეს გამოცხადებაზე ადრე მოვკვდი, ხოლო სიკვდილის შემდეგ სხვა კერპთმსახურებთან ერთად უშრეტ ცეცხლში ვიტანჯებოდი". მაშინ მეფემ წარმოთქვა: - გიორგი გრძნეულია და რაღაც სული ამოგვიყვანა, რომ გვაცდუნოსო. ქრისტეს მოწამემ მიუგო: "როდემდე უარყოფ, მეფეო, და არ ირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთს. იცოდე, რომ ეშმაკს არ შეუძლია ქრისტეს სახელის მოსმენა და როგორ გააკეთებს იმას, რაც შენ იხილე და გესმა?" განმძვინვარებულმა მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება, მაგრამ ახალმოქცეული ქრისტიანები ქრთამს აძლევდნენ საპყრობილის მცველს და ღამღამობით მასთან შედიოდნენ, ხოლო მოწამე მათ სარწმუნოებას ასწავლიდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

ერთი მიწის მუშას, სახელად ღლუკერს, მარჩენალი ხარი მოუკვდა. იგი მივიდა საპყრობილეში, დაემხო წმინდა გიორგის წინ და სთხოვა ხარის აღდგინება.

მოწამემ უთხრა: "თუ გწამს ჩემი ღმერთი, შენი ხარი გაცოცხლდება". საწყალმა კაცმა უპასუხა, მწამსო. მაშინ გიორგიმ უთხრა: "წადი და იხილე, შენი ხარი ცოცხალია". შინ დაბრუნებულ კაცს ხარი გაცოცხლებული დახვდა. ღლუკერი არ მიემსგავსა ცხრა უმადლო კეთროვანს, არამედ მიემსგავსა მეათე სამარიტელს, მკურნალთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ხმამაღლა აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად. როგორც კი მეფის ახლობლებმა ეს გაიგეს, შეიპყრეს იგი და მეფეს მიჰგვარეს. მან კი არც გამოიძია, არამედ ბრძანა, ნაჭერ-ნაჭერ აეკუწათ იგი. ღლუკერს ჭრიდნენ, ის კი ხმამაღლა ლოცულობდა: "ღმერთო ჭეშმარიტო, ნუ უარმყოფ მე შეურაცხს, რადგან მწამხარ შენ - მამა, ძე და სული წმიდა, მაგრამ მეშინია, რადგანაც არ მოვნათლულვარ და გევედრები შენ, ქრისტე, ეს სისხლის დათხევა შემირაცხე ნათლისღებად". უეცრად ზეციდან ხმა მოესმა: "მოდი ჩემთან სიხარულით, რადგანაც სრული ხარ და დასრულდა შენი წამება". და დაიმკვიდრა ნეტარმა სასუფეველი.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.04.2024
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში
06.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარას წმინდანთა კრებულებში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს და რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარის წმინდანთა კრებულში.
03.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
03.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და სამარის მხარის წმინდანთა დასში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler