წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს - გვერდი 2
წმინდა დიდმოწამე გიორგი (+303) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს - გვერდი 2
302-303 წლებში, მთელი ზამთრის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და თათბირები ნიკომიდიაში. დიოკლეტიანე საკმარისად თვლიდა ისეთი ბრძანების გამოცემას, რომლის თანახმად, ქრისტიანობა აეკრძალებოდათ საიმპერატორო კარზე მოსამსახურეებსა და ლეგიონერებს, გალერიუსი კი უფრო ფართო და დაუნდობელ ღონისძიებებს ემხრობოდა. ბოლოს მისმა ფრთამ გაიმარჯვა და აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა განკარგულება: "დაინგრეს ქრისტიანთა ტაძრები, დაიწვას წიგნები, ჩამოერთვათ ქრისტიანებს ყველა სამოქალაქო უფლება და თანამდებობა".


ნიკომიდიაში უმალ ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ზოგიერთი მწერლის მტკიცებით, ნიკომიდიის ტაძარს ზუსტად აღდგომის დღესასწაულის ღამეს წაუკიდეს ცეცხლი და დაახლოებით ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად დაწვეს. მაგრამ გალერიუსი არც ამას დასჯერდა - მისი ბრძანებით, გადაწვეს ნიკომიდიის სასახლე და ხმა გაავრცელეს, თითქოს ქრისტიანებს გაეჩაღებინოთ ხანძარი. ბევრი მორწმუნე შეეწირა ამ ცილისწამებას.

მალე გამოვიდა მეორე ბრძანებაც: "გამოყენებული იქნეს ყველა ზომა, რათა ქრისტიანები განდგომას დათანხმდნენ; ურჩები სიკვდილით დაისაჯონ!" ნიკომიდიაში ერთმა ქრისტიანმა ხელი სტაცა ბოძზე გაკრულ ამ ბრძანებას და ჩამოგლიჯა. ის მაშინვე მოკლეს. დიოკლეტიანემ წერილები მისწერა იმპერიის ყველა პროვინციის მმართველს, ერისმთავარსა და მხედართმთავარს, რომ თავიანთ საბრძანებელში თუ არ მოსპობდნენ ყველა ქრისტიანს ცეცხლითა და მახვილით, მათაც ისევე დასჯიდნენ, როგორც ქრისტიანებს. წერილებმა დანიშნულების ადგილებამდე ჩააღწია და დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი, სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.

და აი, მაშინ, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში, გამობრწყინდა ქრისტეს მხნე მხედარი, დიდმოწამე გიორგი, რომელმაც ზეციური საღმრთო სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების საცთური და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები. იგი ვერ შეაძრწუნა ვერც უსჯულო მეფის სისასტიკემ და ვერც ქრისტიანებისათვის განმზადებულმა მრავალგვარმა სატანჯველმა, ყოველგვარი დიდება და პატივი უარყო და უხრწნელი ცხოვრებისათვის განემზადა. მან ქონება გლახაკებსა და დავრდომილებს განუყო და მათი ლოცვით განძლიერებული, მეფისა და მისი უგუნური თანამზრახველების წინაშე წარდგა, აღიარა ქრისტე და ამგვარად მიმართა მათ: - მეფეო, მე ქრისტიანი ვარ და მინდობილი ვარ ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეუფეს, ქრისტეს. და აი, ვდგავარ მე თქვენ წინაშე და მიკვირს თქვენი შეცთომილება, რადგან არ იცით ჭეშმარიტი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაცდუნებთ ეშმაკის საცთურები, რადგანაც თქვენი ღმერთი, რომელსაც ცა და ქვეყანა არ გაუჩენია, უნდა მოისპოს და გაქრეს. ხოლო ჩვენ, ქრისტიანები, თაყვანს ვცემთ და გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე, მისი მხოლოდშობილი ძე და სულიწმიდა, ერთი სამება ღმრთეებით სრული და მეუფებით ერთი. ჩვენ ამქვეყანაზე ვცოცხლობთ მისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგაც მოველით საუკუნო ცხოვრებას, ხოლო თქვენი კერპთმსახურება სასაცილოა და სიმართლესაც არ შეიცავს, რადგანაც დაგეუფლათ თქვენ ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი გწამთ, წარსაწყმედელში ჩაგყაროთო. როდესაც მოისმინა ღმერთის სადიდებელი ჭეშმარიტი დამოწმება, განრისხებულმა მაგნეტიოსმა ჰკითხა: "ვინ ხარ შენ, ან რას წარმოადგენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენ წინაშე?" წმინდა გიორგიმ მიუგო: "ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი". მაშინ ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას: "გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის". წმ. გიორგიმ მიუგო: "მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქნე ცათა სასუფევლისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია. შენი ტკბილი საუბარი ვერ შემირყევს ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანი¬ჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე".

განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, სხეულმა ის აისხლიტა და მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა მისი საპყრობილეში წაყვანა, ხუნდებით დაბორკვა და მკერდზე ლოდის დადება. ოთხმა კაცმა გაჭირვებით აიღო უზარმაზარი ლოდი და გულზე დაადო, მაგრამ მან ვერა ზიანი მიაყენა და სრულიად უვნებელმა გიორგიმ კვლავ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს.

მეორე დღეს ეშმაკმა დიოკლეტიანესა და მის მომხრეებს მეტი მზაკვრობა ჩაუნერგა გულში. მათ შიშველი გიორგი დააკრეს წვერბასრ რკინის მახვილებიან მბრუნავ ურმის თვალზე. როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: "იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა. სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?" მეფის ბრძანებით, დაჭრილი და დაკუწული მოწამე დატოვეს ურმის თვალზე და სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას: "განმხნევდი, გიორგი და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენ გამო". როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმა, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: "გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს", ხოლო, როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს: "აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე". და კვლავ "სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი". ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე, თანამზრახველებითურთ, მსხვერპლს სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ: "მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემს მოსაკლავად, თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლს სწირავთ ცრუ ღმერთებს". გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო: "მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა". ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა, ანატოლიმ და პროტოლეონმა, თავიანთი სახლეულობითურთ, ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: "მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი". როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა, მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ: "უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად" და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.04.2024
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში
06.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარას წმინდანთა კრებულებში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს და რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარის წმინდანთა კრებულში.
03.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
03.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და სამარის მხარის წმინდანთა დასში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler