ეს სამყარო დროში შეიქმნა, უფალი მარადიულია
ეს სამყარო დროში შეიქმნა, უფალი მარადიულია
თავბრუდამხვევი სისწრაფით მიქრის დრო. უკან მიიხედავ და უამრავი დაგრჩენია საკეთებელი. თუ ფხიზლად არ იქნები, თუ მოდუნდები, ცხოვრება თვალსა და ხელს შუა გაგეპარება. შიში გიპყრობს, როცა გაიაზრებ, რომ თითოეული წამი სიკვდილს ანუ მარადისობაში გადასვლას გაახლოებს და შენი იქაური ყოფა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ წამებს, ასე მოუხელთებლად რომ ბარდებიან წარსულს...

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი დეკანოზი გიორგი (ზვიადაძე):

- მამა გიორგი, როგორ განიმარტება დრო საღვთისმეტყველო სწავლებით ან რატომ მოგვეცა იგი?

- დროის ფენომენი უაღრესად რთული და საყურადღებო მოვლენაა, რასაც ალბათ ძალიან ძნელია რამდენიმე სიტყვით გასცე პასუხი.

დრო არის ჟამიერი პროცესის ამსახველი მოვლენა. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ შეუძლებელია დროის მოხელთება, რადგან რაც მომავალია, მყისვე აწმყო ხდება, ხოლო აწმყო მყისიერად წარსული ხდებაო. ეს სამყარო დროშია შექმნილი, განსხვავებით უფლის არსებობისა, რომელიც მარადიულად მყოფია, ვისზე ჟამიერების მდინარება ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს. როგორც წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: ღმერთი უცვალებელია, ხოლო ამქვეყნიურობა - წარმავალი და დროის მდინარებას დაქვემდებარებული. მართალია, ეს სამყაროც და ადამიანიც დროში შეიქმნა, მაგრამ ცოდვით დაცემამდე წარმავლობა არ არსებობდა. წარმავლობის ნიშან-თვისება სწორედ ცოდვით დაცემის შემდეგ ხდება შესამჩნევი. მრავლისმთქმელი ეპიზოდია გადმოცემული წმინდა წერილის პირველ წიგნში, რომელიც მოგვითხრობს ძველი აღთქმის პატრიარქის იაკობისა და ეგვიპტის ფარაონის შეხვედრის ამბავს. ფარაონი წლოვანებას ეკითხება იაკობს, იაკობი კი პასუხობს, ასოცდაათი წელია, რაც წუთისოფელში ვმსხემობო.

ცოდვის დაცემის შემდეგ ღვთის ნებით დაბადებული ყოველი ადამიანი მსხემობასა და მწირობაში იმყოფება ამქვეყნად. გვსურს თუ არა, დრო თავის კვალს ტოვებს ჩვენზე. როგორც იოანე პეტრიწი ამბობს: მედინისა (ცვალებადი) ბუნებისა არს კაცი და ჟამი ცვალებისა მისისა უცნაურობს. ღრმა აზრს ატარებს წმიდა პეტრე მოციქულის ის შეგონება, რომლითაც ყველას მოგვიწოდებს, რომ მოშიშებით გავატაროთ ჩვენი მწირობის ჟამი. საეკლესიო აზროვნების მქონე ნებისმიერმა პიროვნებამ კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროის გაფრთხილება და მართებულად გამოყენება.

- რა იგულისხმება სიზარმაცეში, რა ცოდვაა ეს ან რატომ მოგვეკითხება მის გამო?

- სიზარმაცე უქმად ყოფნას გულისხმობს, რაც დაუშვებელია. ადამიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ იშრომოს, იღვაწოს, სიკეთე აღასრულოს. სიზარმაცე ძალიან აკნინებს ადამიანს. წმიდა პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში ხაზს უსვამს ამ სენის დამღუპველობას.

გავიხსენოთ უფლის მიერ ნათქვამი იგავი: ერთ-ერთმა ბატონმა სხვადასხვა რაოდენობის ტალანტი (ფულის ერთეული) დაურიგა თავის მონებს. ორმა მსახურმა გარკვეული დროის შემდეგ ორმაგად დაუბრუნა ბატონს მის მიერ ბოძებული ტალანტები და მისი კეთილგანწყობა და ქება დაიმსახურა, მესამეს კი, რომელმაც მიწაში დაფლა ტალანტი, განურისხდა. ბუნებრივია, ამ იგავის აზრი ყველასთვის ნათელია - ღმერთი სხვადასხვა ნიჭს აძლევს ადამიანს და თითოეული ადამიანის მოვალეობაა, ღვთის მიერ ბოძებული ნიჭები საკუთარი შრომითა და ძალისხმევით გაამდიდროს, იღვაწოს, სათნოებებით ღმერთს მიემსგავსოს, საღმრთო მოქალაქობას დაეშუროს, რაც გრიგოლ ნოსელის სიტყვებით ასე გამოითქმის: "მარადის საკუთარ თავზე მაღლა". ადამიანისთვის უდიდესი ღირსებაა, რომ ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. ღმერთი ბუნებით კეთილია, ადამიანი მადლით უნდა იყოს კეთილი, ღმერთი წმინდაა, ადამიანიც შეძლებისდაგვარად წმინდა უნდა იყოს. ეს წუთისოფელი ყოველი ჩვენგანისთვის ერთგვარი ასპარეზია, სადაც ღვთის მოშიშებით უნდა ვიღვწოდეთ. წმიდა ილია მართალი გვასწავლის, რომ ღვთისა და მამულის მსახურებაში, სიკეთის აღსრულებაში მდგომარეობს ღირსება ადამიანისა. ყოველი ადამიანი უნდა ისწრაფოდეს, რაც შეიძლება მეტი მადლი, მეტი სიკეთე აკეთოს. მაცხოვარი ამბობს, რომ ზეცაში მოვაგროვოთ საუნჯე და არა ამქვეყნად. ზეცაში იმ ადამიანს აქვს საუნჯე, რომელიც აქ, წუთისოფელში, ღვაწლს ეძლევა, როცა ვინმე სიკეთით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომით იღვწის.

- რა ცოდვებმა შეიძლება მიგვიყვანოს სიზარმაცემდე?

- ნაყროვანებამ, სასოწარკვეთილებამ და ამპარტავნებამ.

- უამრავი რამ გვაკარგვინებს დროს - უქმადმეტყველება, ბევრი ძილი, ოცნება... როგორ გავუმკლავდეთ მათ?

- ჭეშმარიტებასთან დამოწაფებით, ჯანსაღი ცნობიერებით, ფხიზელი გონებით, შრომისმოყვარეობით. უქმადმეტყველება, მართალია, მომაკვდინებელი ცოდვა არ არის, მაგრამ საკმაოდ ღლის და ფიტავს ადამიანს. წმიდა გრიგოლ ხანძთელი მკაცრ შეფასებას აძლევს უქმადმეტყველებას, როგორც ყოვლად უსარგებლო და ადამიანის ღირსების შემლახველ ქმედებას. რაც შეეხება უზომო ძილს, ესეც მძიმე სენია, რაც ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ძალებს ადუნებს. უფალი ასე მიმართავს თავის მოწაფეებს: "იღვიძებდით და ილოცებდით, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ხორცნი - უძლურ" (მთ. 26,1).

ოცნებას რაც შეეხება, მუდმივად ოცნების მდგომარეობაში ყოფნაც ერთგვარი უსაქმურობაა. წარმოსახვითი ცხოვრება უმეტესად მატერიალურ კეთილდღეობას უკავშირდება, სიმდიდრეს, გართობას. გონებით ზოგჯერ სხვადასხვა ცოდვის ჩადენაც ხდება. ოცნებამ რეალობას არ უნდა მოსწყვიტოს ადამიანი, თავისი მოვალეობა არ უნდა დაავიწყებინოს. ღვაწლს შედგომილ ადამიანს თითქმის არ რჩება დრო ოცნებისთვის, რადგან უმჯობესია კეთილი საქმეების კეთება, ვიდრე ფუჭი ოცნება.

- ათასი წელი, ვითარცა გუშინდელი დღე, - ვკითხულობთ ფსალმუნში, იოანე ზოსიმეც ათას წელს ერთ დღეს უტოლებს. როგორ გავიგოთ ეს მინიშნება?

- ეს იმას ნიშნავს, რომ მარადიულობასთან მიმართებაში ათასი ან თუნდაც ათი ათასი წელი ერთი წამია.

- დღეს დროის დიდი დეფიციტი აქვთ მოძღვრებს. ხომ არ აბრკოლებს ეს ადამიანებს?

- მოძღვრობა უდიდესი მადლი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობაც არის.

ბევრისთვის გაუცნობიერებელია, რამდენად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული სასულიერო პირობა. ეს წმინდა მსახურებაა. შეუძლებელია დროზე საუბარი მოძღვრის მსახურებასთან მიმართებით. ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა თავდაუზოგავად ვემსახუროთ წმინდა ეკლესიას. წმიდა გაბრიელ ქიქოძე, იმერეთის ეპისკოპოსი, თავის ერთ-ერთ ქადაგებაში მრევლს მიმართავს, ილოცეთ ჩემთვის, რომ ღმერთმა შემაძლებინოს ვემსახურო თქვენს ცხოვრებასო. დღეს განსაკუთრებით დატვირთული არიან ჩვენი სასულიერო პირები. ყოველ მათგანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება თავისი მოვალეობის აღსრულებაში. მოძღვარი ღვთისგან ხელდასხმულია. თუ რომელიმე სასულიერო პირმა ადამიანური სისუსტე გამოიჩინა და უფრო მეტი დრო ვერ დაუთმო პიროვნებას, ეს დაბრკოლების მიზეზი არ უნდა გახდეს ვინმესთვის. აუცილებელია ორმხრივი თანადგომა და პატივისცემა საერო და სასულიერო საზოგადოებისა.

- დღეს დედებს ხშირად აღარ აქვთ დრო შვილებისთვის. რას მოიტანს ეს ან რა არის გამოსავალი?

- გამოუთქმელია დედაშვილობის მადლი. დედის უმთავრესი მოვალეობა შვილის აღზრდაა. სამწუხაროდ, დღეს ისე ხდება, რომ ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის ტვირთი დედებსაც აწევთ მხრებზე. აქედან გამომდინარე შვილების აღზრდისთვის მათ სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებათ, რაც ბავშვებისთვის ძალიან მძიმეა. შესაძლებელია ეს ერთბაშად შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ მშობლისა და შვილის ამგვარ გაუცხოებას გამოუსწორებელი შედეგები მოსდევს. ყველაზე მეტად შვილებს მშობლების ყურადღება და სითბო სჭირდებათ. არავითარ მატერიალურ კეთილდღეობას არ ძალუძს შეცვალოს მშობლების მზრუნველობით და ყურადღებით გამოწვეული სიხარული.

- ზოგს ჰგონია, რომ ეკლესიური ადამიანებისთვის ცოდნის, განათლების მიღება დროის ფუჭი კარგვაა. სინამდვილეში რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ქრისტიანის ცხოვრებაში?

- განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიის მამები უაღრესად განათლებული პიროვნებები იყვნენ. როგორც წმიდა ილია მართალი ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსთან დაკავშირებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. უძველესი დროიდანვე იდგა ეკლესიაში საკითხი გარეშე ფილოსოფიისა და საეკლესიო ფილოსოფიის ურთიერთმიმართებისა, რასაც წმიდა იოანე დამასკელიც ეხმიანება, როცა ამბობს, რომ გარეშე ფილოსოფია მსახურია ღვთისმეტყველებისა. წმიდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ მის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ იგი მრავალმხრივ განსწავლული პიროვნება იყო და იცოდა არა მხოლოდ საეკლესიო მოძღვრება, არამედ საერო ფილოსოფიაც. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. რწმენა უპირატესია. საეკლესიო ისტორიაზე თუნდაც ზედაპირულად თვალის გადავლებაც სავსებით ნათელს გახდის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კეთილსწავლულების პროცესს, რწმენისმიერი ცოდნის შეძენას, განათლებულობას. უსაფუძვლოდ როდია ნათქვამი, რომ განათლებული მორწმუნე მეგობარია ღვთისა. არსებითი მნიშვნელობა აქვს რწმენისა და ცოდნის თანხმობას. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა: ფილოსოფიის, ფილოლოგიის, იურისპრუდენციის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, ანთროპოლოგიის, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, - მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს. ღვთის წინაშე უდიდესი ღირსება აქვს ცოდნას და განათლებას, როცა იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული. გელათის საღვთისმეტყველო სკოლის ემბლემა იყო მზეში ჩახატული წიგნი, რაც, ვფიქრობთ, უაღრესად გამჭვირვალე სიმბოლოა.

- სტუდენტობას გამოცდების პერიოდი ეწყება. ალბათ ეს ყველაზე დატვირთული დღეებია მათ ცხოვრებაში. უმეტესობა მაინც დროს უქმად ვეღარ დაკარგავს. როგორ შეიძლება ამ პერიოდის ღვთის სათნოდ გამოყენება?

- რა თქმა უნდა, მეცადინეობით, შრომისმოყვარეობით, ლოცვით. დრო არავინ უნდა დაკარგოს უქმად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა არ დაისვენოს. ზოგიერთს დასვენება უქმობა ჰგონია. ფიზიკური და გონებრივი შრომა ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს, ორივე სასარგებლო და აუცილებელია. ძალიან ცუდია, როცა ადამიანს არა აქვს გამოკვეთილი მიზანი - რას ემსახუროს ან რისთვის გაიღოს თავისი ენერგია, ძალისხმევა. კვალიფიციურობა ყველაფერში მნიშვნელოვანია. ეს სკოლის მოსწავლესაც უნდა ესმოდეს, აბიტურიენტსაც და სტუდენტს - მით უმეტეს. იაპონიაში ყოფნისას ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში მისულ ჩვენს პედაგოგს პროფესორ-მასწავლებლებისთვის უკითხავს, რას უხერხებთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ სწავლობენო. მათ ჯერ ვერ გაუგიათ შეკითხვა, ხოლო გარკვეული დროის შემდგომ გაოცებით უპასუხიათ: თუ სტუდენტია, როგორ არ სწავლობს და თუ არ სწავლობს, სტუდენტი როგორ არისო?

- კათოლიკოს-პატრიარქი ხშირად აღნიშნავს, რომ ჟამი შემოკლებულია. რას ნიშნავს ეს?

- ბოლო ჟამისათვის დამახასიათებელი მოვლენების მსვლელობას. წინასწარმეტყველების თანახმად, ბოლო ჟამს მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდება. მოციქულები ამის შესახებ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იუწყებოდნენ. ამ საკითხს უძველეს ეპოქაშივე ეხებოდნენ საეკლესიო მამებიც, რომლებიც თავიანთ ქადაგებებსა თუ ნაშრომებში უსაღვთოეს სწავლებას გადმოსცემდნენ. კათოლიკოს-პატრიარქი გამუდმებით ლოცულობს თავისი სამწყსოსათვის, სრულიად საქართველოსთვის. ნებისმიერ დროში საშურია ღვთისმოსაობა და სიკეთე, რომლის საზღაურიც უფლის წინაშე ძალიან დიდია. ღვთის მადლით, საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტერი შენდება, რწმენის აღმავლობაა, რაც უდიდესი ნუგეშია მთელი ერისათვის. ღმერთმა ინებოს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას არასდროს მოაკლდეს წმიდა სამების შემწეობა და მფარველობა.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat