"ამაღლდა ღმერთი დიდებითა"
"ამაღლდა ღმერთი დიდებითა"
აღდგომიდან მე-40 დღეს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.  
"ამ დიდ დღესასწაულზე ყოველმა ადამიანმა სულიერ ამაღლებაზე, ფერისცვალებასა და განწმენდაზე უნდა იფიქროს. იმიტომ რომ სულიერი ამაღლება და სასუფეველში დამკვიდრება ისე არ მოხდება, თუ არ განვიწმინდებით, ბოროტებას სიყვარულით არ შევცვლით და ურწმუნოებას ჭეშმარიტ სარწმუნოებად არ გარდავქმნით. შევთხოვთ უფალს, რომ შეგვცვალოს ჩვენ თვისითა სულითა წმიდითა. უფალმა ინებოს ჩვენი ფერისცვალება და ამაღლება", - ბრძანებს ერთ-ერთ ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II.
მაცხოვრის ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს იდღესასწაულება. წმინდა სახარებიდან ცნობილია, რომ ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა. წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა "სასუფევლის საიდუმლოებებს", რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. იქ მათ მაცხოვარი უკანასკნელად გამოეცხადა. უფალმა მოწაფეებს აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა ნუგეშისმცემელს და უბრძანა, სულიწმიდის გარდამოსვლამდე არ დაეტოვებინათ იერუსალიმი, რადგან თუ იოანე ნათლავდა წყლით, მოციქულები არამრავალი დღის შემდეგ სულიწმიდით მოინათლებოდნენ. მათზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები მიიღებდნენ განსაკუთრებულ ძალას და ისინი უნდა გამხდარიყვნენ ქრისტეს აღმსარებელნი როგორც იერუსალიმში, ასევე მთელ დედამიწაზე. ვინც ირწმუნებდა ქრისტეს და მოინათლებოდა, ცხონდებოდა. ვინც არ ირწმუნებდა, განისჯებოდა. მოხდებოდა კაცთაგან ეშმაკთა განსხმა და ავადმყოფთა განკურნება. საუბრისას მაცხოვარმა მოწაფეები ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე წაიყვანა, ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. ღრუბელმა აიტაცა იგი და ვიდრე გაოცებული მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენათ მათ ორი ანგელოზი, რომლებმაც უთხრეს: "კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ" (საქმ. 1,11). ამგვარად, უფალი "ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა" (მარკ. 16,19; ლუკ. 24, 51; საქმ. 1,9). მოწაფეებმა თაყვანი სცეს მას და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. სულიწმიდის მომლოდინე მოციქულები მუდამ ტაძარში იყვნენ, განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს, რომელმაც თავისი აღდგომითა და ამაღლებით კაცობრივი, მოკვდავი ბუნება უკვდავებას აზიარა. მოციქულები მოაკლდნენ საყვარელი მოძღვრის ხილვას, დარჩნენ ამ სოფელში მრავალი მტრისა და განსაცდელის წინაშე, "ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა", მაგრამ მწუხარების ნაცვლად ღვთაებრივი სიხარულით აღივსნენ და დაუცხრომლად აქებდნენ ღმერთს. ეს ღვთაებრივი სიხარული მათ გულებში აღძრა იესო ქრისტეს სიტყვებმა: "აჰა, ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე, 28,20). მოციქულებმა ნათლად იგრძნეს, რომ უფალი არათუ განეშორა, არამედ უმეტესად მიეახლა მათ. მოწაფეთა თვალები აღარ ხედავდნენ მაცხოვარს, მაგრამ გულით გრძნობდნენ მის მათ შორის ყოფნას. ესაა სასწაული ღვთაებრივი სიყვარულისა და მადლისა.

ამაღლებით რეალურად გაცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: "ამაღლდა ღმერთი დიდებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა" (ფსალ. 46,5). წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ის შეერთო უხორცოთა დასს, რითაც იგი, თვით მიწისთვისაც კი უღირსი, ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავდნენ, თვით ქერუბიმებზე (უმაღლეს ანგელოზებზე) აღმატებული გახდა. "უფალი ჩვენი და ძე ღვთისა რაჟამს მოვიდა, ვერ იხილეს იგი ანგელოზებმა, ხოლო დღეს, როცა ამაღლდა, ხედავდნენ მას მოწაფენი. ვერ იხილეს ანგელოზებმა მისი ჩვენთან მოსვლა, რადგან იგი ხორცის გარეშე, დაფარულად გარდამოვიდა ზეცით და ქალწულში განისვენა. კაცთ იხილეს მაცხოვრის ამაღლება, რათა ქვეყანისანი ცად ასულიყვნენ... როგორც შეიმოსა მან ხორცნი, ასევე აღიტანა იგი ზეცად ამაღლებისას; როგორც შეიმოსა უფალი კაცობრივი სხეულით და ეჩვენა კაცთ, ასევე შეიმოსა მიწიერმა სხეულმა დიდებულება. ღრუბელთა შორის აღვიდა და ანგელოზთა თაყვანისცემა მიიღო, რითაც აჩვენა, რომ ჩვენი კაცება მის ღმრთეებას ეზიარა და განიდიდა ცათა შინა. და თქვა წინასწარმეტყველმა: "აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი" (ფსალ. 23,7). შემდეგ განაცხადა: "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავხსნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა" (ფსალ. 109, 1), ხოლო მოციქული გააცხადებს იმას, ვისაც წინასწარმეტყველი უფალს უწოდებს, როცა ამბობს: "რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყვის იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა" (საქმ. 2,34). აღდგომის შემდეგ უფალი ორმოცი დღე მოწაფეთა შორის დადიოდა და მაშინ აღმაღლდა ზეცად, როცა ისინი აღდგომის ჭეშმარიტებაში განამტკიცა. თუ იგი აღდგომისთანავე აღიწეოდა ზეცად და არ სრულქმნიდა მათ აღდგომის სიმართლეში, ისინი იფიქრებდნენ, რომ დაუჯერებელი რამ მოხდა და მაცხოვარი ჭეშმარიტად არ განცხოველებულა... მოწაფეთა შორის მრავალნი იყვნენ მისი აღდგომის მხილველნი, მაგრამ მათი გონება შეძრწუნებული იყო და მერყევი, როგორც ნავი ღელვის დროს. თუ მაცხოვარი კიდევ გარკვეული დროით არ დარჩებოდა მათთან, მრავალი თესლი ორგულებისა დაეთესებოდა ამ ადამიანთა გულებში. იგი იმყოფებოდა თავის მოწაფეთა შორის, ჭამდა მათთან ერთად, მაგრამ არა იმიტომ, რომ შიოდა, არამედ იმის გამო, რომ მოკითხვით ნუგეში ეცა მათთვის და ამავე დროს ყოველი დაბადებულისათვის სახარების ქადაგება ებრძანებინა. წავიდა მათგან კაცებრ და იყო მათთან ღმრთეებით. ამაღლდა მეუფე ჩვენი და დაჯდა მარჯუენით მამისა თვისისა (მარკ. 16,19), როგორც ბრძანა მოციქულმა: "საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე" (ებრ. 1,18), ხოლო დავით წინასწარმეტყველმა კი განაცხადა: "უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა"(ფსალ. 92,1). უფალი დღეს ჩვენი მსგავსი ხორცით ცად ამაღლდა და ჩვენც თან აღგვიყვანა; ამაღლდა, რათა მრავალი წლის განმავლობაში აღესრულებოდეს დღესასწაული ამაღლებისა და "აღმოვთქუათ მადლი წმიდისა სამებისა", - წერს წმიდა იოანე ოქროპირი ამაღლების ერთ-ერთ საკითხავში, რომელიც "კლარჯულ მრავალთავშია" შესული.

უფლის ამაღლება ზეცად ის ქრისტოლოგიური დოგმატი ანუ საღვთო ჭეშმარიტებაა, რომელიც გადმოცემული და დადგინებულია "მრწამსში" სულიწმიდის მადლით შთაგონებულ ღმერთშემოსილ მამათა მიერ ნიკეა-კონსტანტინოპოლის წმინდა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე: "და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ". წმიდა მამათა სწავლების თანახმად, როდესაც ვამბობთ, დაჯდა "მარჯვენით მამისა", არ ვგულისხმობთ მამა ღმერთის მარჯვენა მხარეს სივრცობრივი აზრით, რადგან დაუსაბამო და უსაზღვრო უფალს სივრცობრივი ფორმა და განზომილება არ გააჩნია. მამა ღმერთის მარჯვენა მხარეში მოვიაზრებთ იმ თანაბარ ძალას, დიდებასა და ღირსებას, რომელშიც უფალი იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი, როგორც ერთარსი მამისა, იმყოფებოდა და იმყოფება მარადიულად.

ქრისტე ამაღლდა ზეცად არა როგორც ღმერთი (რადგან ის, როგორც ღმერთი, ყოველთვის ამაღლებული იყო, მარადიულად იყო, არის და იქნება ცათა შინა), არამედ ამაღლდა როგორც ადამიანი ანუ, როგორც იოანე ღვთისმეტყველი გვამცნობს: "არავინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოხდა ზეცით, ძე კაცისაი, რომელი არს ზეცათა შინა" (იოანე, 3,13). მაცხოვარმა ზეცად ამაღლებით განაღმრთო და განადიდა ჩვენი კაცობრივი, ადამიანური ბუნება. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლება მოწმობს კაცობრიობაზე ღვთის განგებულების აღსრულებას, ადამიანთა ცოდვის გამოსყიდვას, ღვთისა და სამყაროს შერიგებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat