ეკლესიური ცხოვრების გზით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას
ეკლესიური ცხოვრების გზით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):

- ყველას ვულოცავ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, თაბორის ღვთაებრივი ნათელი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ერი, რომელიც ვიდოდა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ", - ღაღადებს და გალობს წმინდა ეკლესია.

მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, თორმეტ მოციქულთა შორის გამოირჩია პეტრე, იაკობ და იოანე და აღიყვანა თაბორის მაღალ მთაზე, რომელიც მდებარეობს ისტორიულ გალილეაში. თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა და "განაბრწყინა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი იქნა, ვითარცა სპეტაკ, ვითარცა თოვლ". მაცხოვარმა კეთილი ინება, მოციქულთათვის განეცხადებინა ღვთაებრივი ბუნების სიდიადე, რადგან ახლოვდებოდა ჯვარცმის დღე, რომელზედაც საუბრობდნენ უფლის წინაშე წარმდგარი მოსე და ილია წინასწარმეტყველი.

ამ დროს მოციქულები შიშნარევმა, ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა. პეტრე მოციქულმა კი წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ნათლად ასახავს ღმერთთან სიახლოვის ბედნიერებასა და სიხარულს - უფალო, კეთილ არს ჩვენთვის აქ ყოფნა და თუ გნებავს გავაკეთოთ სამი ტალავარი - ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთიც კიდევ ელიასათვის, რამეთუ არა იცოდა რას იტყოდა. ღმერთთან სიახლოვის ნეტარი მდგომარეობა, რომელიც მოციქულებმა განიცადეს, შესაძლებელია განიცადოს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, მაგრამ ამისათვის ადამიანში საჭიროა მოხდეს ფერისცვალება და შინაგანი გარდაქმნა. "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას", - ბრძანებს წმინდა მეფე დავით მეფსალმუნე.

ადამიანმა პრინციპულად უნდა გადაწყვიტოს, რომ მიატოვოს მავნე ჩვევები და ცოდვითი მიდრეკილებები. Eკლესიური ცხოვრების გზით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას, იწმინდება ადამიანის გული, გონება, სუფთავდება და მგრძნობიარე ხდება სინდისის მამხილებელი ხმა, იხვეწება მისი სულიერი გემოვნება. რაც ადრე მოგვწონდა და გვიზიდავდა, უკვე აღარ წარმოადგენს ფასეულს, რადგან არ ეთანხმება უფლის მცნებებს. რა თქმა უნდა ადამიანის სულიერი ფერისცვალება არ არის მარტივი პროცესი, რადგან ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ვნება და ცოდვითი მიდრეკილებები, რომელმაც მოასწრო ფესვების გადგმა და არ სურს პოზიციების დათმობა.

სულიერი ცხოვრება, ეს სარის მუდმივი ბრძოლა და ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის. თუკი ადამიანი სიკეთის მხარეს დადგება, ის მადლის მიღებასაც არ დააყოვნებს. დღეს ჩვენი ერის დიდი ნაწილი თითქოს განიცდის სულიერ ფერისცვალებას, რაზეც მეტყველებს ეკლესიაში მრევლის სიმრავლე, თუმცა, რამდენად ეთანხმება გარეგნულ ფორმას ჩვენი შინაგანი, სულიერი მდგომარეობა, ამაზე დაფიქრება გვმართებს. თუკი ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს და ვერ აღწევს სულიერ ზრდა-განვითარებას, ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანი კმაყოფილდება გარეგნული ქრისტიანული ფორმით და არ ცდილობს სულიერი სათნოებების მოხვეჭა.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

03.05.2021
მიტროპოლიტი ელისეს (ჯოხაძე) მოგონებები
სტუმარი ღვთისაა, მითუმეტეს აღდგომა დღეს მობრძანებული
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat