ხარების დღესასწაული - ეს არის დღე, როცა ღმერთი შეუერთდა ადამიანს, როცა დედის წიაღში ჩაისახა განხორციელებული უფალი!
ხარების დღესასწაული - ეს არის დღე, როცა ღმერთი შეუერთდა ადამიანს, როცა დედის წიაღში ჩაისახა განხორციელებული უფალი!
ამონარიდები უწმინდესის  ქადაგებიდან
(7 აპრილი, 2008 წელი)


ხარების დღესასწაულს განსაკუთრებული ადგილი უკავია დღესასწაულთა შორის. ეს არის დღე, როცა ღმერთი შეუერთდა ადამიანს, როცა დედის წიაღში ჩაისახა განხორციელებული უფალი! ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მთავარანგელოზმა ყოვლადწმინდა მარიამს ასეთი სიტყვებით მიმართა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა!" ეს არის ის სანატრელი და სანუკვარი სიტყვები, რომელზეც უნდა ოცნებობდეს ყოველი ადამიანი. ბედნიერია ადამიანი, რომელიც არის ღვთისგან მადლმოსილი!

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ადამიანის სულიერი სამყარო არასდროს რჩება ცარიელი. ადამიანის გული უნდა იყოს ტაძარი სულისა წმინდისა, თუ ასე არ არის, მაშინ ამ ადგილს ბოროტი ძალა იკავებს. ბედნიერია ის, ვინც ფიქრობს მადლის მოხვეჭაზე, ვინც ხედავს თავის ნაკლს და ცდილობს, განიწმინდოს თავისი გული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: "ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არაგანკითხვად ძმისა ჩემისა". ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს "განცდაი თვისთა ცოდვათა", მაშინ სწორად წარიმართება მისი სულიერი ცხოვრება.
რა არის სიხარული? სიხარული მომდინარეობს სიყვარულიდან. ხოლო ჭეშმარიტი და სრული სიყვარული არის ღმერთი.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: ღმერთი არის სიყვარული. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მოცულია ღვთის სიყვარულით. ვისაც არ აქვს სიყვარული, მას არც სიხარული ექნება. ადამიანმა თავისი ცხოვრებით, სიყვარულით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი, რომლის ვერტიკალი არის რწმენა და სიყვარული ღმრთისა, ხოლო რწმენა, სიყვარული და თანადგომა ადამიანისა არის ამ ჯვრის ჰორიზონტალი. და ამ ორი ხაზის ურთიერთგადაკვეთა - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისკენ ქმნის სიყვარულს. ნეტარია ის, ვინც ამაზე ფიქრობს. ეს სულიერი ჯვარი არის ჭეშმარიტი საუნჯე. უფალი ბრძანებს: "სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი". - აი, ამაზე უნდა იფიქროს ყოველმა ჩვენგანმა და სწორი არჩევანი გააკეთოს.

სამწუხაროდ, სიყვარულს ხშირად უფრო მატერიალური სამყაროსადმი ვამჟღავნებთ და ვცდილობთ, მოვიხვეჭოთ რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე, მეტი პატივი, უფრო მაღალი თანამდებობა. მახსენდება საუბარი ერთ შეძლებულ ადამიანთან სულიერ საკითხებზე. ხედავდა თავის მდგომარეობას და შეშფოთებით მეუბნებოდა: "რა გავაკეთო, რომ სიმდიდრის მოხვეჭაში შევჩერდეო?" მე ვუთხარი: "ნუ შეჩერდები, ღმერთი გაძლევს და მიიღე, მაგრამ რასაც მიიღებ, გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგე-მეთქი". აი, ასეთი სულიერი ჯვარი უნდა ჰქონდეს ყოველ ჩვენგანს, დიახ, ყოველი ჩვენგანი უნდა ხედავდეს სხვის გაჭირვებას და უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც გავსცემთ, - სწორედ ის არის ჩვენი შენაძენი, ის დაგვხვდება ორთავ სოფელში მადლად. მოწყალე ადამიანი სინამდვილეში თავისთვის უფრო მეტს იღებს. ალბათ, განგიცდიათ კიდეც საკუთარ თავზე, როცა სხვა ადამიანს ეხმარებით, თითქოს გაკლდებათ, მაგრამ სანაცვლოდ შემოსული სიხარული იმდენად დიდია, რომ მასთან შედარებით, გაცემული არაფერია. გიფიქრიათ, თუ არა, - რა არის ეს გრძნობა? ეს არის მარადიული სიხარული, ეს არის სასუფევლიდან მოვლენილი სიხარული! ეცადეთ, ხშირად დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს, რათა ხშირად ეზიაროთ ამ მარადიულ სიხარულს და არ მოგაკლდეთ მადლი უფლისა.
მახსენდება, ბათუმის ეკლესიაში რომ ვმსახურობდი, ერთმა ქალბატონმა საოცარი ამბავი მიამბო. ეკლესიაში წირვაზე რომ იდგა, გრძნობდა, რომ გული ეუბნება, რაღაც ძალა უბიძგებდა, წადი და წინ მდგომ ქალბატონს ფული მიეციო. მის წინ მდგომი ქალბატონი არასდროს თხოულობდა, ამიტომ ვერ გაებედა, მისთვის ფულის მიცემა. ამასთან, ის ქალბატონი ძალიან ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო, - ტურგენევა გახლდათ. ასე იდგა ეს მორწმუნე და იტანჯებოდა მთელი წირვა, არც ეს დაჟინებული აზრი ასვენებდა და ვერც მისვლა გაებედა.

ბოლოს, მაინც გაბედა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ არ იცოდა რატომ, მაგრამ ძლიერი სურვილი ჰქონდა, მიეცა მისთვის ეს თანხა და გაუწოდა მცირედი, რაც ჯიბეში ჰქონდა - სულ 3 მანეთი, მაშინ საბჭოთა ფული იყო. ტურგენევამ აიღო შემოთავაზებული თანხა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: "პურის ფული აღარ მქონდა და მთელი წირვა უფალს ვეხვეწებოდი, შემეწიეო". ნახეთ, როგორ გაუწია დახმარების ხელი უფალმა სხვა ადამიანის საშუალებით? იქვე მდგომ მეორე ადამიანს შთააგონა უფალმა, მიეცა მისთვის დახმარება. როდესაც ვლოცულობთ და უფალს დახმარებას ვთხოვთ, გულისხმიერები უნდა ვიყოთ, რათა დავინახოთ, რა გზით გვიწოდებს ღმერთი დახმარების ხელს. ამასთან დაკავშირებით, მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ადამიანებს გვჩვევია, შევთხოვოთ უფალს, გვიკარნახოს, რა გზას დავადგეთ, რა გავაკეთოთ ამა თუ იმ ვითარებაში, რა გზით ვცხონდეთ. ერთი მორწმუნე ქალბატონი მუდამ დაუღალავად ევედრებოდა უფალს, მითხარი, რა ვაკეთო, რითი ვცხონდეო და მას ესმა ხმა უფლისა: მალე მოვალ შენთანო. გახარებულმა ქალბატონმა იწყო მზადება უფალთან შესახვედრად: გამოიტანა მთელი ავეჯი ეზოში, გაასუფთავა სახლი, წმენდდა და აპრიალებდა ყველაფერს. ამ დროს მოვიდა ერთი გაჭირვებული ადამიანი და მას დახმარება სთხოვა; ქალმა მიუგო: ვერ ხედავ, არ მცალია, ახლა ჩემთან უფალი უნდა მოვიდეს და აბა, შენი დრო და თავი სად მაქვს, სხვა დროს მოდიო. მცირე ხნის შემდეგ მასთან უპატრონო ბავშვი მივიდა მოწყალების სათხოვნელად.

ქალი მთლიანად იყო საქმეში ჩაფლული და ვერც მის დასახმარებლად გამოძებნა დრო. ბოლოს, მესამე გაჭირვებულს მეხვდა, - მაგრამ ვერც მას დაუთმო დრო და ყურადღება. დაამთავრა სახლის დალაგება, მაგრამ უფალი არ ჩანდა. ქალი დაღონდა, კვლავ ცრემლით იწყო ლოცვა-ვედრება: "უფალო, ხომ შემპირდი, მოვალო, - რატომ არ მოდიხარო?" და პასუხად ქალს ესმა ხმა უფლისა: "მე უკვე სამჯერ მოვედი შენთან და შენგან სამივეჯერ უარი მივიღეო". აი, როგორი გულისხმიერება გვმართებს მორწმუნე ადამიანებს! უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს, რასაც გაჭირვებული ადამიანისთვის გავცემთ, თავად უფალს ვწირავთ.

***
დღეს მთელი დღე სიკეთის კეთებაში და ლოცვაში უნდა ვიყოთ. დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, ისეთი უქმეა, რომ, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ამ დღეს ჩიტიც არ იკეთებს ბუდესო, - ფრინველიც კი უქმობს, ხარობს, ლოცულობს, ღაღადებს და ადიდებს უფალს.
მახსენდება ჩემი ბავშვობა. ამ დღეს ჩვენ ოჯახში, ხეებს ვრწყავდით, გვწამდა, რომ თუ ასე მოვიქცეოდით, - დიდი მოსავალი მოიწევდა და ასეც ხდებოდა ხოლმე. ადამიანის ცხოვრებაში მუდამ ერთმანეთს ენაცვლება სიხარული და მწუხარება. მწუხარების დროს ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ მწუხარება საწყისია სიხარულისა, მაგრამ სიხარულის ჟამს ფხიზლად იყავით, რადგან მას ხშირად თან სდევს მწუხარება. თუ გვინდა, რომ სიხარული მუდამ იყოს ჩვენში, სხვა უნდა გავახაროთ, არა მარტო ჩვენი ახლობლები, - არამედ გაჭირვებული ადამიანები. და ჩვენ უნდა გავახაროთ ასევე ჩვენი წინაპრები. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, - გახსოვდეთ, რომ სიკვდილი არ არსებობს! ადამინის სული უკვდავია და ჩვენს მიცვალებულებს ესმით ჩვენი ალერსი, ჩვენი ტკბილი სიტყვა,- როგორც ამბობს ერთი დიდი მღვდელმთავარი, - ელაპარაკეთ მიცვალებულს ისე, როგორც ცოცხალს, მიართვით მათ ტკბილეული, საჭმელი, დადგით მათ სურათებთან, მერე კი მის სახელზე ეს ნუგბარი გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგეთ და ღმერთი სიყვარულისა მუდამ იქნება თქვენთან და საქართველოსთან!

ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი, სიკეთისა და სიხარულის მომტანი, ყოველმა ჩვენგანმა რაღაც სიხარული მოუტანოს სხვა ადამიანს!




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

03.05.2021
მიტროპოლიტი ელისეს (ჯოხაძე) მოგონებები
სტუმარი ღვთისაა, მითუმეტეს აღდგომა დღეს მობრძანებული
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat