ნათლისცემის ძველქართული ტერმინოლოგია და წყალთან დაკავშირებული ზოგიერთი ტოპონიმი
ნათლისცემის ძველქართული ტერმინოლოგია და წყალთან დაკავშირებული ზოგიერთი ტოპონიმი
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი. მათგან მთავარია "ბაპტისმა" – ნათლობა ("ბაპტიძო" ნიშნავს წყალში ჩაძირვას, წყალში ამოვლებას). ბერძნულიდან გადაღებული ეს ტერმინები მრავალ ენაში ან წყალთანაა დაკავშირებული (სირიულში, ებრაულში), ან ნათლისცემის საიდუმლოს წესის კომპონენტებთან (მაგალითად რუსულში – ჯვართან და სხვ.). როგორც პროფ. კ. დანელიამ გაარკვია "ნათელი", მხოლოდ ქართული ტერმინის საფუძველია, რასაც პარალელი არ ეძებნება არცერთ იმ ხალხის ენაში, რომლებთანაც ქართველებს პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობა ჰქონია I-IV საუკუნეებში (იგულისხმება ბერძნული, სომხური, სირიული ენები).

ძველქართული ტერმინი "ნათლისცემა" ნათლობის საიდუმლოს უმთავრეს სულიერ არსს გადმოგვცემს. ეს ტერმინი თარგმანია ბერძნული სიტყვისა "ფოტისმა" – ნათლობა. "ფოტიძო" ძველ ბერძნულში ნიშნავს "ვანათებ", "ვაბრწყინებ", გადატანით – "გონების თვალს ვუხსნი", "ვაშუქებ". მომდინარეობს სიტყვიდან "ფოს" – ნათელი, დღის სინათლე, მზის შუქი. ამავე ფუძით ნაწარმოები სახელებია – ფოტისმა (ტო) – ნათება, ბრწყინვა და იმავე მნიშვნელობის ფოტისმოს (ჰო) – ნათება, ნათელი. მაშასადამე, ერთის მხრივ, გვაქვს ბაპტიძო, ბაპტისმა, ბაპტისმოს და მეორე მხრივ – ფოტიძო, ფოტისმა, ფოტისმოს. ორივე რიგი ამ ტერმინებისა ზოგადი ქრისტიანული არსით ნათლისცემას გულისხმობს, მაგრამ ამასთანავე თითოეულს აქვს თავისი ვიწრო, კონკრეტული შინაარსიც" (ნ. მახარაძე, ტერმინი "ნათლისცემა" და მისი "ბერძნული შესატყვისი", თსუ შრომები, 1984, გვ. 428).

ლუკა მახარებელი წერს – "მიუგო ყოველთა იოანე და ეტყოდა: მე ნათელგცემ თქვენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა. მან ნათელ-გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (3,16), ხოლო სულიწმიდითა და ცეცხლით ნათელს ცემს ის, ვინც – "იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე, 1,9). მაშასადამე იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელს იღებდნენ "წყლით", ხოლო იესო ქრისტესაგან ნათელს იღებენ სულიწმიდითა და ცეცხლით. ეს კი აუცილებელია, რადგან ადამიანი ორი ნაწილისაგან შედგება – სხეულისა და სულისაგან, ღმერთმა ორივეს განწმენდა მოგვცა – წყლითა და სულიწმიდითა – განმარტავს იოანე დამასკელი.


აქედან გამომდინარე, მკვლევარის განმარტებით, ნათლისცემის რიტუალი საფეხურებრივია და თანდათან მიემართება ზემოთ. იოანესეული ნათლისცემა არის ერთგვარი წინასაფეხური ქრისტესმიერი ნათლისცემისათვის. მან უნდა მოამზადოს ქრისტიანობის გზაზე შემდგარი პირი უფრო მაღალი აქტის წინაშე წარსადგომად, გახადოს შემძლე ქრისტესმიერი ნათლის მიღებისა, სულიწმიდით მონათლვისა. ეს საფეხურები რამდენიმეა. მთელ ამ სისტემაში ყველაზე თვალნათლივ მაინც I და II საფეხურები გამოიყოფა – "ბაპტიძო" და "ფოტიძო". ორივე ტერმინი ნათლისცემას გულისხმობს, მაგრამ თითოეულს აქვს კონკრეტული შინაარსი. იოანე ოქროპირი წერს, რომ ერეტიკოსებს აქვთ განბანვა (ბაპტისმა) და არა ნათლისცემა (ფოტისმა), განიბანებიან სხეულით, სულით კი არ ნათლდებიან. ქრისტიანობაში კი ისინი ერთდებიან. ნათლობის წესის აღსრულების დროს მღვდელი ლოცვისას მრავალგზის ახსენებს ერთად სიტყვა "ნათელსა" და სიტყვა "წყალს".

მაგალითად – "ჰსთქუას მღუდელმან დიდითა ხმითა ესე ლოცვაი: დიდ ხარ შენ უფალო… შენგან ჰსძრწიან ყოველნი უხილავნი ძალნი ნათლისანი, შენ გიგალობს მზე… შენ გერჩის ნათელი… შენ დაამტკიცე ქვეყანა წყალთა ზედა, შენ შეზღუდე ზღუა… შენ იორდანისა წყალნი განჰსწმიდენ, ზეცით გარდამოავლინე წმიდა სული შენი". და შემდეგ ევედრება – "მოგვივლინე ჩუენ ზეგარდმო შობაი წყლითა და სულითა". განსაკუთრებულია წყლის საკურთხეველი ლოცვა, სადაც სიტყვა ნათელს ხაზი აქვს გასმული – "კურთხეულ არს ღმერთი, რომელი განანათლებს და წმიდა ჰყოფს კაცსა მომავალსა სოფლად".

ნათლობის შემდეგ შემოსვისას ამბობენ: "მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსელად… "გრიგოლ ნაზიანზელთან (IV ს.) "ფოტიზეინ" გამოხატავს "ნათლისცემის წყლით გაბრწყინებას", ასევე გრიგოლ ნოსელთან – "ტო ბაპტისმა – ტი ფოტიზესთუ" ნიშნავს ნათლისცემით (წყლით) ნათელღებას (ნათლით). მიუხედავად აღნიშნულ ტერმინთა თითქოსდა ერთი შეხედვით დაპირისპირებისა, მათი დიფერენცირებისათვის, მკვეთრი საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც ერთი მათგანი (ბაპტიძო) რიტუალით საყოველთაოდ ხილულ აზრს გადმოსცემდა, ხოლო მეორე (ფოტიძო) – ზოგად, საიდუმლო, მიღმიერ შინაარსს, მაგრამ თითოეული ცალკე აღებული ამავე დროს მთლიანად მოიცავდა ქრისტიანული საიდუმლოს მთელ არსს, ამიტომ ისინი ერთმანეთს ხშირად ენაცვლებოდნენ (იქვე, გვ. 429), შემდგომ კი ბერძნულში ხმარებიდან ამოვარდა მეორე და დარჩა მხოლოდ პირველი, როგორც ჩანს ქართული ტერმინი "ნათლისცემა" იმ დროს დამკვიდრდა, როცა ბერძნულში ქრისტიანული ნათლობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა სიტყვა "ფოტისმა". ქართულ სინამდვილეს შეუნარჩუნებია სახარების ქართულად გადმოღებამდე (IV-V სს.) გავრცელებული ქრისტიანული ტერმინოლოგია – "ნათლისცემა", "ნათლისღება", "ნათლისმცემელი". მათი მიმართება ბერძნულიდან შესაძლოა ზეპირ ტრადიციაზეც იყოს დაფუძნებული (იქვე, გვ. 435). აქედან ჩანს, რომ ქრისტიანული ტერმინოლოგია ქართულში შემოვიდა და საფუძვლიანად დამკვიდრდა I-IV საუკუნეებში (არსებობს სხვა მამტკიცებელი მონაცემებიც), ჩვენში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებამდე, რაც კიდევ ერთი მითითებაა იმისა, რომ I-IV საუკუნეებში საქართველოში არსებობდა ქრისტიანული თემები, მრავალი ქართველი, როგორც არქეოლოგიური მასალაც უჩვენებს, ინათლებოდა და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდა. წმიდა ანდრიასა და სხვა მოციქულების ქადაგებას ჩვენში უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ამით კიდევ ერთხელ მართლდება ძველ წყაროთა და მამათა ჩვენებანი, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჭეშმარიტად სამოციქულოა – თვით ქრისტეს მოციქულთა მიერ დაარსებული – და იგი უწყვეტად არსებობდა მოციქულებიდან წმიდა მირიან მეფემდე, რომელმაც წმიდა ნინოს ღვაწლით, ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოაცხადა.

***
როგორც აღვნიშნეთ, წყალთან დაკავშირებული ბერძნული ტერმინები "ბაპტიძო" და "ბაპტისმა" ქართულად გადმოღებული არ ყოფილა და შესაბამისი ქართული ტერმინი დაკავშირებულია არა წყალთან, არამედ ნათელთან. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძველქართულ ტექსტებში წყალთან დაკავშირებული ნათლისცემის ტერმინი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. ამ მხრივ ჩვენი ყურადღება XV საუკუნის ერთმა საბუთმა მიიპყრო, სადაც ნათლისცემის აღსანიშნავად ქართული სიტყვა – "ყურჭუმია" გამოყენებული. როგორც აღინიშნა, ბერძნული "ბაპტიძო" ნიშნავს წყალში ფლობას, წყალში ჩაძირვას, წყლით გადაფარვას. როგორც ჩანს, ამ პროცესს ძველქართულში გადმოცემდნენ სიტყვით – "ყურჭუმი".

ეს სიტყვა გვხვდება დოკუმენტში, რომელიც აშკარად ბერძნულიდანაა თარგმნილი. საქმე ისაა, რომ XV საუკუნეში სეპარატისტი ათაბაგი მზეჭაბუკი მესხეთისათვის პოლიტიკური და ეკლესიური თავისუფლების მოპოვებას ცდილობდა. ცხადია, როგორც სახელმწიფოებრივად, ისე ეკლესიურად მესხეთი საქართველოს მეფესა და პატრიარქს ექვემდებარებოდა. სწორედ მათგან გათავისუფლება სურდა მზეჭაბუკს, სამწუხაროდ, ამ საქმეში მას ხელს უწყობდნენ მაჰმადიანთა მოძალების გამო ფინანსურად გაჭირვებული ანტიოქიელ-იერუსალიმელ-კონსტანტინეპოლელი იერარქები. ერთმა ასეთმა ბერძენმა იერარქმა მზეჭაბუკს მისცა დოკუმენტი, რომელშიც ათაბაგი ჭეშმარიტ, რჩეულ ქრისტიანადაა მოხსენიებული, კერძოდ, მის შესახებ ნათქვამია: "რამეთუ მათგან ოდენ იყურჭუმა ჭეშმარიტად ემბაზსა შინა ნათლისღებისასა" (ქრონიკები II, გვ. 317). ე. ი. ამ დოკუმენტის მიხედვით მზეჭაბუკი არათუ განდგომილი და ეკლესიაში განხეთქილების ჩამომგდებია, არამედ ჭეშმარიტი ქრისტიანია, ისე, რომ თუ ამ ქვეყნად ვინმე ნათელღებულია, ეგ მათ შორის სწორედ რომ პირველიაო – მხოლოდ მაგან იყურჭუმა ნათლისღების ემბაზშიო. როგორც აქედან ჩანს, ბერძნული სიტყვა "ბაპტისმა" ქართულად პირდაპირი მნიშვნელობითაა თარგმნილი – წყალში ფლობით ანუ "ყურჭუმით".

მაშასადამე – წყალში ფლობა და წყალში ჩაძირვა ქართულად გადმოიცემოდა, როგორც ყურჭუმი, ჩაყურყუმალება (ყურყუმალი).
ჩვენ, ქართულში მართლაც გვაქვს წყალთან დაკავშირებული გამონათქვამები, ყურჭვა, ყურჭუმალი, ყვინთვა და სხვა. "ჭყურტი" ხალხური მეტყველებით წყლის ავადმყოფობას – წყალმანკს ეწოდება. საბას განმარტებით – "წყურტი სნეულებაა – მრავალ წყალს ასმევს კაცსა". ჭყურტვა – დაწაფებით სმა (ი. მაისურაძე), ჭყუმპალაობა – ბავშვების ბანაობა, წკუმპლი – წვეთია, კურცხალი – ცრემლი. აღნიშნულ სიტყვებში ფუძეებია: "ყურ", "ყვინ", "ჭყურ", "წკურ", "წკუ", "კურ". აქედან გამომდინარე, საფიქრებელია რომ, აღნიშნული ფუძეები ქართულში წყალთანაა დაკავშირებული. მართლაც, ძველქართულში გვაქვს – "მ-წყურ-ის", "წყურ-იელი", ახალში – "წყურ-ია", "წყურ-ვილი", "წყურ-ოდა". ე. ი. გვაქვს ფუძე – წყურ, რომლის გამარტივებით მიიღება ყურ (ყურჭვა, ყურყუმალი), აღნიშნული ფუძის სახეცვლილებებია – ჭყურ, წყურ, წკუ, ყვინ(თვა) და სხვა. ბაყაყის ძველქართული სახელი – "მ-ყვა-რიც", როგორც მისი ფუძე "ყვა" მიუთითებს, ასევე წყალს უკავშირდება.

რითაა წყლის აღმნიშვნელი ფუძეები "ყურ", "ყვი", "ყვა" ჩვენთვის საინტერესო? საქმე ისაა, რომ სწორედ აღნიშნული ფუძე "ყვა" ისტორიკოსთა მიერ არა ქართულ, არამედ ჩერქეზულ (აფხაზურ) სამყაროს დაუკავშირდა. "ს. ჯანაშიას მტკიცებით ყვა-ზე (მდ. აგიდაყვა, მდ. აჭყვა, მდ. მალთაყვა, ბოყვა, აბჟყვა და სხვა) და ფსა-ზე (სუფსა და სხვა) დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები ჩერქეზული წარმოშობისა არიან" (შ. მესხია, "სიმონ ჯანაშია", 1950, გვ. 45).

დასავლეთ საქართველოში მრავალი მდინარის სახელი ბოლოვდება "ყვა"-ზე, რაც ერთ-ერთ უძლიერეს დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევა იმ თეორიისა, რომლის თანახმადაც დასავლეთ საქართველო უძველეს დროს არა ქართულ, არამედ ჩერქეზული (აფსარული) ტომებით იყო დასახლებული და რომ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში (აჭარა-გურია-ოდიშ-აფხაზეთამდე) ქართველები მხოლოდ შემდგომ საუკუნეებში დამკვიდრდნენ. როგორც პავლე ინგოროყვამ დაამტკიცა, ფსა-ზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები ქართული წარმოშობისაა და ამ ფუძით წყალი გადმოიცემა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ს. ჯანაშიას მტკიცება, რომ ყვა-ზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები ჩერქეზული წარმოშობისაა, ჩვენს მეცნიერებაში ჯერჯერობით დაძლეული არ არის. ჩვენი აზრით, როგორც ჩანს, ყვა, ისევე როგორც ფსა უძველეს ქართულში (ან ფუძე ქართულში) აღნიშნავდა წყალს, მდინარეს, უფრო ზუსტად "ყვა" წარმოადგენდა ნაშთს ერთი ფუძისას, რომლის განხილვამდეც უნდა ითქვას, რომ ქართველურ ენებს ახასიათებს "ო" ხმოვნის გადასვლა ვა-ში ან უ-ში, ანდა პირიქით, ვა-ო-უ. მაგალითად ძველქართული ცხოვარი, მეგრულში – შხური, დიალექტ.-ცხორი, ძველქართ.-ჯუარი, იხ. ქართ. – ჯვარი, დიალექტ.-ჯორი. მკვახე – მკუხე (დიალექტ), წვიმა-წუმა (დიალექტ), თვალი-თოლი (დიალექტ), ყვავი – ყოვი და სხვა.

ზემოაღნიშნულ ფუძეებს – წყურ(ყურ) შესაძლოა მიეღოთ ფორმა – წყორ-წყვა-წყუ, მართლაც, მეგრული დიალექტი "წყუ" – ნიშნავს წყალს, წყაროს (ჩხოროწყუ-ცხრაწყარო, წყურგილი – გრილი წყარო, წყუზამელა – მდინარის სახელია) – ფუძე სიტყვა წყუ – ნიშნავს წყალს – წყაროს – წერს პ. ინგოროყვა.

ფუძე ყურ (ზოგჯერ "წ" თავსართი, ზოგჯერ უმისოდ) წყლის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა, ზოგჯერ მას ბოლოსართი "რ" შორდებოდა. მესხეთში ბევრი ტოპონიმი და ჰიდრონიმი უკავშირდება მას, მაგ.: წყურთი, აწყური, წყორძა, აწყვეტა, ყვიბისი, ტაბაწყური და სხვა. (ყველა სოფლის სახელია). ამ ფუძის "წ" თავსართი ზოგჯერ გადადიოდა "ს"-ში, ხოლო "ყ" – "კ"-ში. აქედან – წყურ სკურ, საერთოდ ყ-ს გადასვლა კ-ში ქართულში შესაძლებელია (მაგ. ძველქართული ყურდგელი – ახალშია კურდღელი, ყურ-კურ). საზოგადოდ სიტყვა სკური საქართველოში წყალთან ყოფილა დაკავშირებული და მის მიხედვით შექმნილან ტოპონიმები. არიან სოფლები სახელწოდებით – სკურია, სკური, სკურდიდი, სკურდი – ხობის, წალენჯიხის, ბათუმის, ქობულეთის, სენაკის რაიონებში. მდინარე სკურჩა ბათუმსა და აფხაზეთის მხარეებში, მდინარე წყუზამელას ასევე რქმევია სკურჩაც და ასევე მარმარის წყალიც. თბილისთან არსებობს წალასკური. "ქუასკური – ოჩამჩირის რაიონის სოფელ აქუასკეს ძველი სახელწოდებაა, სიტყვის მნიშვნელობაა – ქვის წყარო". "ქუა" ძვ. ქართ. ქვა. სკურდიდი მდინარე აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში. ყურდიდი – მდინარე იქვე, მაჭახელას წყლის შენაკადი" (გ. ფიფია "აფხაზეთის ტოპონიმიკის საკითხებისათვის", გაზ. "სახალხო განათლება" 8. III. 1990 წ.). ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, რომ წყურ-წყარ-სკურ-ყურ სინონიმურ მნიშვნელობებს იძენდნენ და წყალს აღნიშნავდნენ. ყურე – წყალს, გუბეს აღნიშნავდა – "ყუა ანუ ყურე – ნავმისადგომის, ნავმისაბმელის სინონიმია" (გ. რუხაია, ორი ტოპონიმი, გაზ. "სახალხო განათლება" X, 1989 წ.). აკუა – სოხუმის სახელი არის იგივე – აყუა, რაც ქართულად წყლის ყურეს ნიშნავს. ამას ამტკიცებს მე-18 ს. სოხუმის რუკა. მასზე ნაჩვენებია "ნავსაყუდელი", ქალაქის ციხეები და სხვა შენობები. ამ ციხის გეგმაში მოთავსებულია განმარტებითი სახის წარწერა – "ცხუმის ციხე, ქართულად აყუ ჰქვიან, ორთუღიანი ფაშა ზის 1723…" (იხ. ა. ჯაფარიძე, "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია", IV, გვ. 32). ე. ი. ქალაქ ცხუმის ერთ-ერთ ციხეს და, ჩანს, უბანსაც ქართულად "აყუ" რქმევია. ეს სიტყვა, რუკის შემდგენელთა აზრით – ქართულია. მაშასადამე, ერთი მხრივ, გვაქვს ფუძეების ასეთი განვითარება – წყურ-ყურ-ყუ, წყურ-წყუ-წყვა-ყვა, მეორე მხრივ, წყურ-სყურ-სკურ-კურ, ყველა ისინი წყალს აღნიშნავენ. ეს ბოლო ფუძე "კურ" აღსანიშნავია იმით, რომ ჩვენი დედა მდინარეც სწორედ სიტყვა "კურ"-ით მოიხსენიება უცხოელთა მიერ, როგორც ძველ, ისე ახალ დროში და ეს ფუძე თავისი წარმოშობით ქართულია. მაგალითად, მდინარე მტკვრის ძველბერძნული სახელია "კუროს", სტრაბონი წერს: მდინარე მტკვარს (ე. ი. კუროსს) – "უწინ ეწოდებოდა კოროსი ("კოროს" სტრაბონი XI. III. 2). არაბები და საქართველოს სამხრეთით მცხოვრები მაჰმადიანები მდინარე მტკვარს უწოდებდნენ – "კურ", "კორ". ამ ფუძით კი, როგორც აღინიშნა, ქართველები გადმოსცემდნენ წყლის სახელს. მაშასადამე, ძველი ქართველები თავიანთ დედა მდინარეს უბრალოდ "წყალს" უწოდებდნენ და ფუძით "კურ" და მისგან მიღებული "კვარ"-ით აღნიშნავდნენ, რომელთაც ასახვა უპოვნიათ სიტყვაში – "მტკვარი". მაშასადამე, კვარ-კვა-ყვა" – ფუძეებით არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში იწოდებოდნენ მდინარეები, წყლები, არამედ საზოგადოდ, ქართულში და ეს ფუძე წყალთან დაკავშირებულ მრავალ სიტყვაში დღესაც იხმარება.

უნდა დავასკვნათ, რომ სიტყვები "ყურჭუმი", "ყურყუმალი" ნამდვილად დაკავშირებულია წყალთან და მათი გამოყენება შეიძლება შესაბამისი წესების შესრულებისას საეკლესიო მსახურების დროსაც, მაგრამ ამ ტერმინთა ნაცვლად ღვთისმსახურებისას ჩვენში დაინერგა სულიერი შინაარსით უფრო მეტად დატვირთული სიტყვა – ნათლისცემა.




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

03.05.2021
მიტროპოლიტი ელისეს (ჯოხაძე) მოგონებები
სტუმარი ღვთისაა, მითუმეტეს აღდგომა დღეს მობრძანებული
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat