ადამიანი ამქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ უფალი შეიცნოს
ადამიანი ამქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ უფალი შეიცნოს

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

რომლითაც ქრისტეს დღესასწაულებზე დიდ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ და სულს აღმოგვივსებს, იგი ცხოვრებას გვიბრუნებს ჩვენ. საკმარისია მხოლოდ ის, რომ თვით ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულებში და მათი სულიერი გემო გავიგოთ, რათა ისინი სულიერ დღესასწაულებად იქცნენ. მაშინ ჩვენ სულიერად ვზეიმობთ და სულიერად ვთვრებით წმიდათა მიერ მორთმეული სამოთხის ღვინით.

 

 

- წმიდაო მამაო, როგორც შეუძლია ადამიანს დღესასწაულის სულიერად შეგრძნობა?


- იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმიდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ, უნდა გავაანალიზოთ ამ წმიდა დღეებში აღსრულებული მოვლენები, იქნება ეს ქრისტეშობა, ღვთისგანცხადება, აღდგომა თუ რომელიმე სხვა ნებისმიერი დღესასწაული და ვიკითხოთ იესოს ლოცვა და ღვთის სადიდებლები.

 

ამგვარად ჩვენ ყოველ დღესასწაულს დიდი ღვთისმოსაობით ვიზეიმებთ. ერის ადამიანები ესწრაფიან, რომ ქრისტეშობის არსს ღორის მწვადებით ჩასწვდნენ, აღდგომისას - ბატკნის, ხოლო ყველიერისას - კანფეტების მეშვეობით. მაშინ, როცა ჭეშმარიტი ბერები ყოველდღიურად განიცდიან საღმრთო მოვლენებს და გამუდმებით ხარობენ, ყოველ კვირაში ისე ცხოვრობენ, როგორც - ვნების შვიდეულში. ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ისინი სწორედ დიდ ოთხშაბათს, დიდ ხუთშაბათსა და დიდ პარასკევს განიცდიან, ანუ - ქრისტეს ვნებებს. ყოველ კვირას ისინი აღდგომის დღესასწაულს - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ხვდებიან.

 

რა, განა აუცილებელია ვნების შვიდეულს ველოდეთ იმისათვის, რომ ქრისტეს ვნებები გავიხსენოთ?! თუ ერის ადამიანებისათვის აუცილებელია, რომ სააღდგომო ბატკანს ელოდნენ იმისათვის, რომ მიხვდნენ რას ნიშნავს: "ქრისტე აღსდგა?!" რა თქვა ქრისტემ?! "იყვენით განმზადებულ!" და არა - "მოდი ახლა მომზადება დაიწყეთ". იმ წუთიდანვე, როდესაც ქრისტემ ბრძანა: "-იყვენით განმზადებულ", ყოველი ადამიანი და განსაკუთრებით - ბერი გამუდმებით მზად უნდა იყოს. ის გამუდმებით უნდა იკვლევდეს და განიცდიდეს საღმრთო მოვლენებს. ყოველი დღესასწაულის მოვლენათა გამოძიებისას ადამიანი ბუნებრივად განიცდის მას და ღვთისმოსაობით ლოცულობს. ამასთანავე ჩვენი გონება გამუდმებით ამ სადღესასწაულო მოვლენათა შორის უნდა იმყოფებოდეს და ღვთისმოსაობით მივდევდეთ ტროპარების შინაარსს. როცა ადამიანის გონება საღმრთო აზრებითაა დატვირთული, ადამიანი განიცდის წმიდა მოვლენებს და ამგვარად იცვლება იგი. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფნი ჩვენ რომელიმე წმიდანზე ვფიქრობთ, ვთქვათ იმაზე, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, ან იმაზე, ვისი ხსენებაც აღესრულება, ჩვენი გონება ცოტა უფრო შორს მიდის - ის მიდის ცაში. როდესაც წმიდანებზე ვფიქრობთ, წმიდანებიც ფიქრობენ ჩვენზე და გვეხმარებიან. ამგვარად უმეგობრდება ადამიანი წმიდანებს, ამგვარი მეგობრობა კი ყოველგვარ მეგობრობაზე საიმედოა. ამგვარად, იმ ადამიანს, ვინც მარტო ცხოვრობს იმავდროულად შეუძლია, ცხოვრობდეს ანგელოზებთან, წმიდანებთან და მთელ სამყაროსთან. იყო მარტო და გრძნობადად განიცდიდე ამ მეგობრულ კავშირს!.. წმიდათა ცოცხალ თანამყოფობას. ყველა წმიდანი ღვთის შვილია, ჩვენ კი საბრალო ღვთის შვილები ვართ და ისინი გვეხმარებიან.

 

იმისათვის, რომ შემწეობა მივიღოთ, ყოველთვის ღვთისმოსაობით უნდა ვდღესასწაულობდეთ წმიდათა ხსენებას, რომელთაც ქრისტესთვის მრავალი სისხლი, ოფლი ან ცრემლი დაღვარეს. როდესაც გვესმის სვინაქსარი: "დღესა ამას შინა იხსენება წმიდა..." - ჩვენ ამ დროს ისე უნდა ვიდგეთ, როგორც ჯარისკაცები დგანან ბრძანებაზე - "სმენა"!.. როდესაც მათი გმირულად დაღუპულ მეგობართა სახელების ჩამოთვლას იწყებენ: "ესა და ეს ჯარისკაცი ამა და ამ თვეს გმირულად დაიღუპა ამა და ამ ბრძოლაში".


იმისათვის, რომ გრძნობადად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, დღესასაწულებზე არ უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ ადამიანს სურს, რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს იგი ლოცვის გარდა სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული.

 

ერში - საბრალო ერის ადამიანები ვნების შვიდეულში ერული საქმეებით არიან გართულნი, ხოლო დიდ პარასკევს ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ: "იბედნიერე!" "იდღეგრძელე!" ასე არ შეიძლება! მე დიდ პარასკევს ჩემს სენაკში ვიკეტები ხოლმე. ანგელოზებრივი სახის შემოსვის შემდეგ ახლადაღკვეცილი ბერი - დიდსქემოსანი ერთი კვირის განმავლობაში დაყუდებაში უნდა იმყოფებოდეს. ეს დაყუდების დღეები მეტად ეხმარება მას შემდგომში, იმიტომ, რომ ღვთის მადლი ავსებს მის სულს და ბერი ხვდება, თუ რა აღსრულდა მასზედ.

 

ასეთივე დიდი სარგებელი მოაქვს დაყუდებას დღესასწაულებზე. სადღესასწაულო დღეებში ჩვენ გვეძლევა ხელსაყრელი შემთხვევა, რომ ცოტა დავისვენოთ, წავიკითხოთ და ვილოცოთ. ამ დროს აუცილებლად გვეწვევა რაიმე კეთილი აზრი, ჩვენ ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, გარკვეულ დროს იესოს ლოცვას მივუძღვნით და ყოველივე ამის საშუალებით დღესასწაულის საღმრთო მოვლენებს ჩავწვდებით.


თუკი ჩვენ - ბერები, როგორც საჭიროა, ისე არ მოვეკიდებით
დღესასწაულებს, მაშინ რაღა უნდა ქნან ერის ადამიანებმა?
რაგვარი სული იყო მონასტრებში წინათ! მახსოვს, როდესაც ერის ადამიანები პატიოსანი ჯვრის ამაღლებას ახალი სტილით დღესასწაულობდნენ და წმ. მთაზე ყურძენი მოჰქონდათ, სწორედ იმ დროს, როდესაც მათი ბარკასები ათონის ნაპირებს მოუახლოვდებოდნენ ხოლმე, ხშირად ჩვენ მაშინ ძველი სტილით აღვასრულებდით ჯვართამაღლებას. თუ ეს ასე ხდებოდა, ბერები არ მიდიოდნენ ყურძნის გადმოსატვირთად, ან უკან აბრუნებდნენ ყურძენს, ან დატვირთულ ბარკასებს ნავსადგურში აჩერებდნენ. თუ რომელიმე სადღესასწაულო დღეს ზეთი ან ხე-ტყე მოჰქონდათ, იგივე ხდებოდა. არადა, მონასტრები ხომ ღარიბი იყო.

 

მაგრამ წმიდა მთაზე ფიქრობდნენ: "- რას იტყვიან ერის ადამიანები, როცა ნახავენ, რომ ბერები დღესასწაულებზე მუშაობენ?" ბერები ამჯობინებდნენ, რომ დატვირთული ბარკასი ღამით ქარიშხალს დაემტვრია, ხე ტყეც და ყურძენიც დაღუპულიყო, ვიდრე დღესასწაულებზე გადმოეტვირთათ ისინი, დღესასწაულსაც მოკლებოდნენ და ადამიანთა სულებიც ეცდუნებინათ.
დღეს კი... ერთი დღესასწაულის წინა დღეს რომელიღაცა სავანეში მოვხვდი. ბერები ტვირთავდნენ ყურძენს. შემდეგ ძმები მის დასაწურად შეკრიბეს. საღამოს ღამისთევა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის მეორე დღისთვის გადაიტანეს. არადა, ეს ხომ დიდი დღესასწაული იყო! "- საჭიროების შემთხვევაში კანონი შეიძლება შევავიწროვოთ" - ამბობენ ისინი. მეორე სავანეში ხანძრისაგან დამწვარი შენობის აღსადგენად კვირა დღეებშიც კი მუშაობდნენ.

 

მერე რა - ხელახლა დაიწვება. ამას ხომ ერის ადამიანები ხედავენ და ამბობენ: "დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია ამ დღესასწაულებს!"


ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ დღესასწაულებზე არ ვიმუშაოთ. განსაკუთრებით ეს ჩვენ - ბერებს შეგვეხება, რადგან თუ დღესასწაულებზე ვმუშაობთ, ჩვენც ვცოდავთ და ერის ადამიანებსაც საცდურში ვაგდებთ. ამით კი ჩვენი ცოდვა ორმაგდება. ერის ადამიანები საბაბს ეძებენ, რომ საკუთარი ცოდვები გაამართლონ. თვითონ თავს უფლებას აძლევენ, დღესასწაული არ გაითვალისწინონ, მაგრამ აი, დაინახავენ, რომ ბერი ან მონაზონი რაღაც დიდი გასაჭირის გამო ამ დღეებში მუშაობს, თანაც ეშმაკიც ეუბნება მას: "- თუკი მონაზვნები მუშაობენ, რატომ არ შეიძლება, ჩვენც სამუშაოდ წავიდეთ?" ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს, რომ ხალხს საცდურად არ ვექცეთ.

 


- წმიდაო მამაო, ვთქვათ, რომელიმე დღესასწაულზე, მაგალითად, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მონასტერში სამუშაოდ ვინმე ოსტატი მოვა?

- ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება და მონასტერში ოსტატი მუშაობდეს? არაფრით არ შეიძლება, არ უნდა იმუშაოს!


- წმიდაო მამაო, ეს შემთხვევა იმიტომ მოხდა, რომ და, რომელსაც ეს საკითხი ევალებოდა, ვერ მიხვდა, მისთვის მოსვლაზე უარი ეთქვა.

- მაშინ ამ დისთვის კანონი, სასჯელი უნდა დაგედოთ.

- წმიდაო მამაო, თუ დღესასწაულზე, ღამისთევის შემდეგ დაღლილობისაგან თვალები გვეხუჭება, შეიძლება, ამ დროს ხელსაქმე ვაკეთოთ და იესოს ლოცვა შევასრულოთ?

 

- განა მეტანიებს ვერ შევასრულებთ? ძილის განდევნაში ხელსაქმეზე მეტად მეტანიების შესრულება გვიშველის.

 


- კვირაობით? თუ მონაზვნის წესი წაკითხული გვაქვს, მაინც არ შეიძლება, რომ მაგალითად, სკვნილები მოვქსოვოთ?

 

- რატომ უნდა ქსოვო, რატომ არ გინდა, რომ სულიერად გაძღე ამ დღეს? საუბედუროდ მონასტრებშიც კი რაღაც ერული სული გამეფდა. გავიგე, რომ ზოგიერთ მონასტერში დიდ დღესასწაულებზე და კვირაობით ნაშუადღევის შემდეგ ბერები მორჩილებაზე მიდიან. შეიძლება, იფიქრო, რომ შვილები შიმშილით უკვდებათ ან სახლს საჯარო ვაჭრობით უყიდიან! რაღაც დიდი გაჭირვება ადგათ! არქონდარიკი, მზარეული... - ეს სხვა საქმეა. არქონდარიკში, სამზარეულოში ვიღაცამ მორჩილება კვირასაც უნდა შეასრულოს და დღესასწაულზეც. ამ ნაწილს ხალხის გარეშე ვერ დატოვებ.

 


ზოგჯერ, როდესაც ჩემთან სენაკში თევზი მოაქვთ, მომტანს ვეუბნები: "- აიღე და წადი". ჩემთან რომ ასე მოიტანონ ხოლმე თევზი, რაღა გამოვა? თქვენთან, მონასტერში დღესასწაულზე თევზი რომ მოგიტანოთ და თქვენ იმის მომზადებას გადაჰყვეთ, ამ დღესასწაულისგან რაღა სიხარულს მიიღებთ? გახსოვთ მამა მინა წმ. ანას სკიტიდან? ერთხელ, კვირა დილას, მეთევზემ მის სენაკში მოიტანა თევზი - ტაძრის დღესასწაულისთვის და უთხრა: "- აი, ახალი თევზი, წმიდაო მამაო". "- მოიცა! - გაუკვირდა ბერს. - დღეს ხომ კვირაა, როდის დაიჭირე, რომ ახალია?" "- დღეს დილას" - მიუგო მეთევზემ. "- გადაყარე! - ურჩია მას მამა მინამ. - ეგ დაწყევლილი თევზია. თუ გინდა ამაში დარწმუნდე, ერთი ცალი კატას მიუგდე, ნახავ, რომ არ შეჭამს". და მართლაც, როდესაც თევზი კატას გადაუგდო საჭმელად, მან ზიზღით ზურგი შეაქცია! აი, როგორი გულისხმიერება ჰქონდათ ჩვენს მამებს!
ამჟამად კი დიდ დღესასწაულებზე მონასტრებში ნახავ მუშებს, ოსტატებს... ერთხელ მიძინებაზე ერთი სავანის სიახლოვეს მუშათა ბრიგადა ტყეს ჭრიდა. თავიდან ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ იყო, მაგრამ უეცრად გამოჩნდა ღრუბლები, დაიწყო ავდარი და ხისმჭრელთა გვერდით ელვა გაიკლაკნა.

 

მეხის ჩამოვარდნაზე ტყეს ცეცხლი გაუჩნდა და მუშები ისეთი შეშინებულები გაიქცნენ, რომ არავის არაფერი შეატყობინეს. ხანძარი ისე გაძლიერდა, რომ მეხანძრეებს ახლოს მისვლისა ეშინოდათ. და როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?! შემდეგ კვირას ტყეში ისევ ხერხვისა და ჭრის ხმა გაისმა. ამჯერად ტყეს უკვე ორი მუშათა ბრიგადა ჩეხდა. რადგან ჩვენ კვირაობითა და დღესასწაულებზე ტყეს ვჭრით, ღვთის რისხვაც არ აყოვნებს და ხანძარი ჩნდება. ცუდი ისაა, რომ ეს არ გვესმის. ჩვენ უკვე ღვთის მოთმინების საზღვრებს გადავაბიჯეთ.


თუ რაიმე გაჭირვებაა, მაშინ ბერები სკვნილზე ლოცვას აძლიერებენ და ღმერთი გონებას გაუნათლებს ვინმეს და ის მონასტერს ას დრაქმას შესწირავს. ბერის საქმე ლოცვაა, ვიღას მოვთხოვოთ ღმერთზე მინდობა, თუ ის ჩვენ თავად არ გვექნება? - ერის ადამიანებს?! თუ ბერი თავის ცხოვრებას ღმერთს მიანდობს, ღმერთი აუცილებლად მოუსმენს მას. თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ვიყავი, იღუმენს ერთი კელიის მორჩილი ჰყავდა. მისი მოვალეობა ძმათა შეკრებისათვის დარბაზის მომზადება იყო. როცა ის ავად იყო, ან რაიმე სხვას ავალებდნენ, მის მორჩილებას მე ვასრულებდი. ეს კაცი სიმკვირცხლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თუმცა საღმრთო ლიტურგიაზე ბოლომდე რჩებოდა, თავის საქმეს მაინც უმკლავდებოდა. მე უფრო მკვირცხლი ვიყავი და დარბაზის მოსამზადებლადაც ლიტურგიის დამთავრებამდე გავდიოდი, საქმე მაინც ყოველთვის საწინააღმდეგოდ შემომიბრუნდებოდა ხოლმე. ხან ყავადანს გადავაბრუნებდი და ყავას დავღვრიდი, ხან ფინჯანი მიტყდებოდა, ხან წყლიანი ჭიქა მივარდებოდა ხელიდან... ყველაფერი თავდაყირა!.. ის კაცი კი საღმრთო ლიტურგიის დასრულებამდე ტაძარში იდგა, პირჯვარს გამოისახავდა და სჯეროდა, რომ ღმერთი შეეწეოდა. თუ გალანძღავდნენ (იმის გამო, რომ მორჩილებაზე ადრე არ წავიდა), სიმდაბლით იღებდა ამას. ამ ბერს სიმდაბლე ჰქონდა და ამიტომ ორმაგ სარგებელს იღებდა.

 


როდესაც რაღაც მეორახერისხოვანს არ გამოეკიდებიან, რის გარეშეც გაძლება შეიძლება, ადამიანები ორმაგ სარგებლობას იღებენ და ორმაგად ადიდებენ მოხსენებულ წმიდანებს. ყურადღებით ვიყოთ, რომ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სულიერების ხარჯზე არ მოზდეს. იმისათვის, რომ კურთხეული იყოს ჩვენი შრომა და ღვთისმოსაობა შევინარჩუნოთ - სულიერი პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. უპირველესად ყურადღება მატერიალურ კი არა - სულიერ ცხოვრებას მივაპყროთ. თუ ბერისთვის საქმე და საზრუნავი პირველ ადგილზეა, ხოლო ლოცვა - მხოლოდ მეორეზე, მისთვის მუშაობაა უფრო მნიშვნელოვანი და არა - ლოცვა, ანუ მუშაობა მეტად უღირს, ვიდრე - სულიერი ცხოვრება. ამაში კი ამპარტავნება და ღვთისუყვარულობა მოჩანს. საქმე, რომელიც სრულდება, მაგრამ სულიერად ძარცვავს მის შემსრულებელს, კურთხეული არ არის. თუ ჩვენ ყურადღებას უპირველესად სულიერებას მივაპყრობთ, ღმერთი ყველაფერს მოაგვარებს. თუ ბერები დღესასწაულებს ისე არ მოვეკიდებით, როგორც საჭიროა, ერის ადამიანებმა რაღა ქნან? თუ ჩვენ არ შევასრულებთ სულიერ მოვალეობებს და შემწეობას წმიდანებს არ შევევედრებით, ვიღა შეევედრება მათ? ასე რომ, ჩვენ სიტყვით კი ვამბობთ, რომ ღმერთზე ვართ მინდობილნი, მაგრამ სინამდვილეში მისდამი ნდობა არა გვაქვს. თუ ბერულად შემოსილნი პატივს არ ვცემთ წმიდა კანონებს, ყველაფერს ფეხქვეშ ვთელავთ და ვარცხვენთ, რაღა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას?



ადამიანები დღესასწაულებსა და კვირა დღეებში მუშაობენ და მათ უბედურება დაატყდებათ ხოლმე თავს

წესისამებრ დღესასწაულის წინადღეს მწუხრამდე, ან კვირა დღეებში ყოველგვარი მუშაობა წყდება. კარგია, თუ შესაძლებელია, რომ წინა დღეებში მუშაობა გავახანგრძლივოთ, რომ დღესასწაულის წინა და შემდგომ საღამოს არ ვიმუშაოთ. თუ ვინმე, აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ან დღესასწაულის დღეს, ან წინა საღამოს რაიმე უმნიშვნელო საქმეს გააკეთებს, ეს კიდევ შეიძლება, მაგრამ ასეთი მსუბუქი სამუშაოც კი დიდი გონიერებით უნდა შევასრულოთ. ძველ დროში, თვით ველზე მომუშავე გლეხებიც კი, როდესაც სამწუხრო ზარის რეკა მოესმოდათ, პირჯვარს იწერდნენ და მუშაობას წყვეტდნენ. ამასვე აკეთებდნენ ქალები, რომლებიც სამეზობლოში ხელსაქმისათვის იყვნენ შეკრებილნი. ისინი წამოდგებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და გვერდზე გადადებდნენ საქსოვს, თუ სხვა ხელსაქმეს. და ღმერთიც აკურთხებდა მათ. ისინი ჯანმრთელნი იყვნენ და სიცოცხლე უხაროდათ. დღეს კი ადამიანებმა დღესასწაულები დაივიწყეს, ღვთისა და ეკლესიისათვის უცხონი გახდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში გამომუშავებულ ფულს ექიმებსა და საავადმყოფოებში ხარჯავენ. ერთხელ ჩემთან სენაკში მოსულმა ერთმა მამამ მითხრა: "ჩემი შვილი ხშირად ავადმყოფობს, ექიმებმა ვერ გაიგეს, რა ემართება". "- კვირაობით ნუღარ იმუშავებ და კარგად გახდება". - ვუთხარი მე. მართლაც მომისმინა, კვირაობით მუშაობა შეწყვიტა და მისი შვილი გამოჯანმრთელდა.


ყოველთვის ვეუბნები ერისკაცებს, კვირას და დღესასწაულებზე მუშაობა შეწყვიტონ, რომ უბედურება არ დაატყდეთ თავს. საკუთარი სამუშაოს მოწესრიგება ყველას შეუძლია. ყველაფრის საფუძველი სულიერი გულისხმიერებაა. თუ ეს გულისხმიერება არსებობს, გამოსავლს ყველა სიტუაციიდან მონახავ. ხოლო თუ ამგვარი გამოსავალი მცირეოდენ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული, ლოცვა-კურთხევა, რომელსაც ეს ადამიანები მიიღებენ, გაორმაგდება. ზოგიერთს ეს არ ესმის და კვირაობით და დღესასწაულებზე საღმრთო ლიტურგიასაც კი არ ესწრებიან. საღმრთო ლიტურგია განსწმედს ადამიანს. თუ ქრისტიანი კვირაობით ეკლესიაში არ დადის, როგორღა განიწმიდება მაშინ იგი?

 


მაგრამ ნელ-ნელა საუბედუროდ ადამიანები იქით მიდიან, რომ არც დღესასწაულებიდან და აღარც გარდამოცემიდან აღარაფერი შემოგვრჩება. ხედავ, როგორ ხდება?! იმისათვის, რომ წმიდანები დაავიწყდეთ, ქრისტიანულ სახელებსაც კი ცვლიან. ვასილიდი ვიკად იქცა, ზოია - ზოზოდ, ერთი კი არა - მთელი ორი ცხოველი გამოდის? მოიგონეს "დედის დღესასწაული" პირველი მაისი, პირველი აპრილი... მალე იტყვიან: დღეს "არტიშოკის დღეა", ხვალ - "კვიპაროსის დღე", ზეგ კი - ატომური ბომბის გამომგონებლის ხსენების დღე, ან იმისი - ვინც ფეხბურთი მოიგონა... მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი არ გვტოვებს ჩვენ.

 


***
სარკის მამათა მონასტრის იღუმენი გიორგი (ედილაშვილი):


- უფალმა ადამიანების სულის საცხოვნებლად ეკლესიაში შვიდი საიდუმლო დააწესა.. წირვა ეს არის უდიდესი ზეიმი მიწაზე. აქ ხდება მიწიერი ცხოვრების გამეორება, მისი ქადაგება, პირველად შობაა, როდესაც კვეთა ხდება უფლის მიერ, მისი ქადაგება სახარებისა, შემდეგ აღგომა და ამაღლება. ეს არის ძალიან დიდი მადლის მატარებელი, სულიწმინდა გარდამოდის და ყველა ადამიანი ვინც სარწმუნოებით დაესწრება წმინდა წირვას, მისი სული გრძნობს შვებას, სიმსუბუქეს, სისავსეს. ეს მართლაც დიდი წყალობაა უფლისა. ზიარება უდიდესი საიდუმლოებაა. საიდუმლო სერობის დროს უფალმა პური ხორცად გარდააქცია და ღვინო სისხლად. ასე ხდება ყოველ წირვაზე. როდესაც ადამიანი სინანულით ეზიარება, ის საკურნებელია სულისა და ხორცისა, საგზალია საუკუნო ცხოვრებისა.

 

მახსენდება სახარებისეული იგავი, როდესაც 12 წლის სისხმდინარე დედაკაცი ვერაფრით განიკურნა და უფალს სამოსელზე შეეხო. მან მაშინვე კურნება მიიღო. თუ სარწმუნოებით უფლის შესამოსელზე განიკურნა ეს ადამიანი ამდენი ტკივილიგან, რაოდენ დიდი კურნება ექნება ადამიანს სინანულით რომ მიიღებს უფლის სისხლსა და ხორცს. თუ სულიერად იცხოვრებს ადმიანი პირველ რიგში მადლობა უნდა შესწიროს უფალს ყველაფრისთვის, განვლილი ღამისათვის და როცა დაღამდება ასევე მადლიერებით უნდა იყოს აღვსილი იმის გამო, რომ უფალმა მას კიდევ ერთი დღე აჩუქა გამოსწორებისათვის, უფლის შეცნობისათვის, სრულყოფისათვის, ცოდვების მიტევებისათვის. „არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს~. ყველა ადამიანი ცოდვილია და ნებსით თუ უნებლიეთ ცოდვებშია. როგორც ყველა მონასტერს, ჩვენც გვაქვს მონასტრული ტიპიკონი. დილით ოთხ საათზე გვაქვს ცისკრის ლოცვები, შემდეგ მოდის წირვა.

ცხრა საათზე ტრაპეზია. რასაც მოსდევს მორჩილებები. სხვასასხვა საჭიროებისათვის ვშრომობთ. ოთხის ნახევარზე ზარი მოგვიხმობს ტაძარში, ოთხ საათზე კი იწყება მეცხრე Hჟამნი, მწუხრი. ტრაპეზი გვაქვს, შემდეგ სერობა. მერე პირად კანონებ ვასრულებთ. ყოველ დღესასწაულებზე და კვირაობით ღამისთევით ვწირავთ. ჩვენ ვცდილობთ და თუ უფალი შეიწირავს.. როგორი ძალაც გვაქვს, როგორი რწმენა და მოშურნეობაც, ისე ვემსახურებით უფალს. კარგი იქნება უფრო მეტი რომ გვქონდეს. დღესასწაულებზე მონასტერში ფიზიკურად არ ვმუშაობთ, უქმე გვაქვს, რადგან შევიგრძნოთ დღესასწაულის სიდიადე. ადამიანი ამ ქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ უფალი შეიცნოს. მარტო იმიტომ კი არა ჭამოს და სვას. ასე ხომ ჩვეულებრივი პირუტყვებიც იქცევიან. ჩვენ ყველასგან, პირუტყვებისგან და სხვა არსებებისგან იმით განვსხვავდებით, რომ უკვდავი სული გვაქვს. ვართ ჭეშმარიტი ღვთის აღმსარებელნი და გვაქვს გზა მოცემული ღვთისაგან, რომ ვცხონდეთ, გადავრჩეთ. უფალთან მივიდეთ. სოლომონ ბრძენი ამბობს, ყველაფერი მქონდაო და ქონებაც სიმდიდრეც. ბოლოს აკეთებს დასკვნას. ყველაფერი დრომ წაიღოო და ამბობს: `ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს“. ჩვენ ამაოებაზე მაღლა უნდა დავდგეთ, რათა შევიცნოდ უფალი და მას ვემსახუროდ.


***


სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):


- პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ ჩამოდიხართ, გვეხმარებით და ცდილობთ სხვადასხვა სასულიერო თემებზე ხალხს განმარტებები მისცეთ. ეკლესია არის ქრისტეს ხორციელი სხეული მიწაზე. უფალმა დააწესა ეკლესიური შვიდი საიდუმლო, რომელთაც დღეს ეკლესია თავის მსახურებებს ძირითადად აღასრულებს. უფალმა შვიდი საიდუმლო დაამატა ძველი აღთქმის ათ მცნებას. მას არ გაუუქმებია ძველი აღთქმის მცნებები, უბრალოდ ადამიანური, უფრო ჰუმანური გახადა.

 

ეკლესია უფრო, ხორციანი, სისხლიანი მსხვერპლშეწირვიდან უფალმა უსისხლო მსხვერპლშეწირვამდე მიგვიყვანა თავისი სიმბოლური მნიშვნელობით, ღვინითა და პურით. გარდა შვიდი საიდუმოსი, უფალმა ცხრა ნეტარებაზედაც აუხსნა კაცობრიობას, ასწავლა საუფლო ლოცვები, მათ შორის მამაო ჩვენო, მთასა ზედა ქადაგებისას. ამ ცხრა ნეტარებას ეკლესია განიხილავს იმ ცხრა ანგელოზთა დასის მიხედვით, ცხრა წმინდანთა დასის მიხედვით, რომლებიც უფლის გარშემო სუფევს. ესენი არიან წმინდა წინასწარმეტყევლნი, წმინდა მღვდელმთავრები, წმინდა მოციქულნი, წმინდა მოწამენი მართლები - ღირსი და ღმერთშემოსილი მამები და დედები.

 

ეს რაოდენობა თავის ანგელოზთა დასთან ერთად ცხრა დასს შეადგენს. უფალმა ადამიანთა კატეგორიებზე მიუთითა, მათ შორის დაასახელა - მშვიდდნი, კეთილისმყოფელნი, მოწყალენნი. .. მაცხოვარმა თანდათანობით დღესასწაულებსაც ჩაუყარა საფუძველი. დღესასწაულთა შორის პირველია შობა, ნათლისღება, მირქმა, აღდგომა, ბზობა. ეს დღესასწაულები არის 12 და 13 არის აღდგომა. ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც დღესასწაულთა დღესასწაულია. დღესასწაული ქართული სიტყვაა და მიგვითითებს სასწაულ, ლამაზ და აღმატებულ დღეზე. დღესასწაულთა შორის პირველად მიიჩნევა ღვთისმშობლობა. მოგეხსენებათ, 14 სექტემბერს იწყება ინდიქტიონი ანუ საეკლესიო ახალი წელი და დღესასწაულთა რიგს იწყებს ღვთისმშობლობა. შემდგომი დღესასწაული გახლავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ღვთისმშობლის ხარება, რომელიც ეუწყა, რომ დედა ღვთისმშობელი მუცლად იღებდა სულიწმინდისგან იესოს, მხსნელს.

 

ამის შემდეგ მოდის დღესასწაულები - იესო ქრისტესთან დაკავშირებული. დღესასწაულთ რიგს ისევ ამთავრებს ღვთისმშობლის მიძინება, გარდაცვალება. ღვთისმშობლის შობა სექტემბერში აღინიშნება და საკითხავებში მითითებულია თუ როგორი იყო წინასწარმეტყველება. საწინასწარმეტყველოები იკითხება, როგორ უნდა მოვლენოდა კაცობრიობას მხსნელი.


საუფლო დღესასწაულები ღამისთევით სრულდება. ამ დღესასწაულებზე შობას და ნათლისღებას განსხვავებული მსახურებებია. მათ წინ უძღვის გარკეული ჟამნობა, რომელსაც დიდი სერობის ჟამნი ჰქვია. ამ დროს ძირითადად ძველი აღთქმიდან იკითხება ფსალმუნები. ეკლესია ხუთ პურს აკურთხებს ნიშნად უფლის ქმედებისა,სასწაულისა, რომელმაც ხუთი პურით ხუთი ათასი დააპურა. ამ მსახურებას აქვს ასევე ღვინო ხორბალი და ზეთი.

 

პურის კურთხევის დროს სამღვდელოება გამოდის საკურთხევლიდან და შუაგულ ტაძარში ტაბლაზე დებს ხუთ პურს, ღვინოს და ხორბალს. შესაბამისი ლოცვებით იკურთხევა პური და აღესრულება დღესასწაულის ტროპარი, გალობა. პურის კურთხევის დროს საცეცხლურით ხდება შემოვლა. პურის ხორბალი სიცოცხლეს განასახიერებს, ხორბალი ცოცხალი ორგანიზმია და სულს განასახიერებს. მიცვალებულის თავთან იმიტომ დებენ ხორბალს, რომ ცოცხალი არსებაა. ზეთი და ღვინო იმიტომ ახლავს პურის კურთხევას, რომ ადამიანებისთვის საკურნებლად იყოს. სახარებიდან ვიცით, როდესაც ავაზაკები ერთ-ერთ კაცს თავს დაესხნენ, მას ყურადღება არ მიაქცია ლევიტელმა. სამარიტელმა გამოიარა, რომელიც ებრაელებისთვის საძულველნი იყვნენ. შეუხვიეს მას წყლულები, დაასხეს ხელზე ზეთი და ღვინო.

 

ზეთი და ღვინო საკურნებელია და ამიტომ არის პურის კურთხევის დროს. ეკლესია ზეთს შვიდგზის ზეთისცხების დროს იყენებს. საკურნებლად რომ იყოს სულისა და ხორცისა. პურის კურთხევაზე იკითხება ლოცვები. ამას ეწოდება ლიტია, რაც ბერძნულად გაძლიერებულ ლოცვას ნიშნავს. თითოეულ მუხლს მრევლი პასუხობს ოცდაათჯერ უფალო შეგვიწყალეს თქმით.. პურის კურთხევის დროს არის ჩართული ეს მსახურებები. ყველა ლოცვაში იმ წმინდანის შესახებაა საუბარი, რომლის ხსენებასაც ვდღესასწაულობთ. ვინაიდან ძველი ქართულით აღესრულება მსახურება, ხშირად საჭირო ხდება განმარტება, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის ადგილი. ამას ცალკე განმარტავს ხოლმე ქადაგებაში მღვდელი. შემდეგ მსახურება გადადის ასამაღლებელი დიდი ცისკრის მსახურებაში.

 

ცისკრის მსახურებას წინ უძღვის ექვსი ფსალმუნის კითხვა, რომელსაც მედავითნე ან დიაკვანი აღასრულებს. მონსატრებში ასეთი წესი იყო, რომ ამ დროს შუქებს გამორთავდნენ ხოლმე. ამას თავისი ახსნა აქვს. მედავითნე ექვსფსალმუნების წაკითხვისას განასახიერებს უფლის ანგელოზს. ექვს ფსალმუნების თხუთმეტ წუთიანი ინტერვალის კითხვის დროს მღვდელი საკურთხეველში, ამბიონზე კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რაც მეორედ მოსვლის სამსჯავროს განასახიერებს. ამ დროს მრევლი ვალდებულია ფეხზე იდგეს ან მუხლმოყრილნი იყოს და გულისყურით უსმენდეს ლოცვას. როგორც ეკლესია გვასწავლის, იმ თხუთმეტწუთიანი ინტერვალის განმავლობაში მოხდება კაცობრიობის განსჯა მეორედ მოსვლისას. როდესაც მთავრდება ექვსფსალმუნება, ამ ლოცვებს თან უძღვის მოკლე ან გრძელი კვერექსები. თუ მღვდელი მარტო მსახურობს ის კითხულობს, თუ დიაკვანი მსახურობს მღვდლის დახმარებით, მაშინ მღვდელი ამბობს მხოლოდ ასამაღლებელს და დიაკვანი კვერექსის მუხლებს. ამ ფსალმუნთა წაკითხვისას შუქები კვლავ ინთება, ვინაიდან დღესასწაულია და ვამბობთ დიდ კვერექსს ანუ როგორც მას ეკლესია მშვიდობიან კვერქსს ეძახის.

 

მუხლობრივად ითქმება ლოცვები უფლის სადიდებელით, ყოვლადწმინდა სამების სადიდებელით, ბოლოს მთავრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელით. თერთმეტი ლოცვისგან შედგება მშვიდობიანი კვერექსი.
ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის, რომ უფრო ახლოს მივეახლოთ უფალს. საუფლო დღესასწაულები განსაკუთრებულია დედა ეკლესიაში და გვახსენებს უფლის დედამიწაზე ყოფნის დროს შესრულებულ სასწაულებს. უფალმა ჩვენთვის ყველაფერი დაითმინდა, რათა ეჩვენებინა, რომ ადამიანები მარტო არ ვართ და უფლის მფარველობას ვგრძნობთ. უფალმა თავისი აღთქმა, ძველ აღთქმაში შეასრულა იესო ქრისტეს მოვლინებით. ამას სჭირდება გულთან მიტანა. მოვალეობის მიზნით, გაურკვევლად იქ ყოფნა არ ეპატიება ქრისტიან მრველს და თუ ვერ ვგებულობთ, აუციელებია ღვთისმსახურს ვკითხოთ, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ მსახურების თითოეული ადგილი. ამას აქვს თავისი გააზრებული და კანონზომიერი ფორმა, რომელიც გვაუწყებს განსაკუთრებული დღესასწაულის არსებობას.


მრევლი მარხულობს იმისათვის, რომ ნაკლები იფიქროს სხეულზე და უფრო მეტი სულზე. ადამიანს რაც უფრო მეტი ენერგია დასჭირდება, ხორციელი საზრდელის გადასამუშავებლად, ამ დროს სული უფრო მეტად მოსვენებულ მდგომარეობაშია და მეტი გულისყური რჩება უფალზე და საკუთარ სულზე. ნებისმიერ საუფლო დღესასწაულებზე მრევლი უნდა ეზიაროს მაცხოვრის ცხოველსმყოფელ ხორცს და სისხლს. თვითოეულმა ჩვენგანმა მთელი მონდომებით უნდა შეიგრძნოს დღესასწაულის არსი. უფალი უხილავია, უხილავად მყოფობს მსახურებებზე ანგელოზებთან ერთად და განგვაძლიერებს, შეგვეწევა და ნებისმიერი განსაცდელიდან დაგვიხსნის.


მონასტერში უფრო სრულად აღინიშნება დღესასწაულები. მონასტერში ყველა კვირა დღესასწაულია და ამიტომაც ღამისთევა აღინიშნება. ღამისთევა რატომ არის განსაკუთრებული მსახურების წესი? მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად ქრისტიანები დევნილები იყვნენ და ჩვენი სულიერი წინაპრები მიტოვებულ მღვიმეებში ემალებოდნენ მდევნელთა თვალს, იკრიბებოდნენ საღამოობით მსახურებაზე წასასვლელად. მათ თან მიჰქონდათ პური და ღვინო. მონასტერში მსახურება საღამოს იწყება. დღესასწაულებზე მთელი ღამით საძმო ყველა ფსალმუნს გალობით აღასრულებენ. . მონასტერში სრულად იკითხება კანონი. მონასტრის წევრები თვითონ არიან მედავითნეები, სტიქაროსნები, დიაკვანი, მღვდელმსახურიც. მგალობლებიც მონასტრის წევრები არიან.


მე თვითონ მონასტერში მივიღე ინფორმაცია და სწავლება. მას შემდეგ ღამისთევაზე უკეთესად ვგრძნობ თავს. ეკლესია გვასწავლის - ადამიანის ენერგია ღამისთევისას იშრიტება, ძნელია ფეხზე დგომა, სამაგიეროდ სული ხარობს და უფრო მეტ მადლს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივი მსახურების დროს. მაშინ, როცა ადამიანთა უმრავლესობას სძინავს, მონასტერში ბერ-მონაზვნები მსახურებენ. ამით აღდგება წესი იმ მსახურებისა, რომელიც ქართულ ეკლესიას ჰქონდა წლების განმავლობაში.

 

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

03.05.2021
მიტროპოლიტი ელისეს (ჯოხაძე) მოგონებები
სტუმარი ღვთისაა, მითუმეტეს აღდგომა დღეს მობრძანებული
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat