იმერეთის წმინდა მეფე - სოლომონ პირველი (+1784) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი)
იმერეთის წმინდა მეფე - სოლომონ პირველი (+1784) - ხსენება 23 აპრილს (6 მაისი)
ძველი სტილით 23 აპრილს, გიორგობის დღესასწაულზე გარდაიცვალა იმერეთის მეფე სოლომონ პირველი.

XVII-XVIII საუკუნეების იმერეთში ტრაგიკული მდგომარეობა იყო, 1660-1701 წლებში ჩვიდმეტი მეფე ჩამოაგდეს ტახტიდან - ამათგან ოთხი მოკლეს, ცამეტი კი გააძევეს. მარტო არჩილ მეფე ხუთჯერ დასვეს ტახტზე და ხუთჯერვე ჩამოაგდეს. რუსეთს გადახვეწილი მეფე-პოეტი გულმოკლული ამბობდა: "დავტოვე ქაჯთა ქვეყანა, ღვთისაგან დაწყევლილიო".

სამთავროებად დაფლეთილი ქვეყანა მტერმა იოლად იგდო ხელთ. თურქი ჩამოსახლდა იმერეთში და მთავარ ციხეებს დაეპატრონა.

ოსმალები განსაკუთრებით ალექსანდრე V-ის მეფობის ჟამს მომძლავრებულან. მეფის სალარო დაცარიელებული იყო და ალექსანდრეს სათურქო ხარკის გადახდა არ შეეძლო, ამიტომ ვალდებულებას ტყვის სყიდვით ასრულებდა. გამოსავალი არსაიდან ჩანდა. მეფეს შვილებიღა ეიმედებოდა: უფროს ვაჟს, იოსებს, სასულიერო გზა აერჩია; უმცროსს, სიფიცხის გამო "არჩილ გიჟს" ეძახდნენ. დიდი ვაჟკაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ხალხი ამბობდა, "მისმა მადლმა, წმინდა გიორგის სასწაულის გარდა, სიმარჯვით ვერავინ აჯობებსო". არჩილი ერთხელ სიმამრს - მეფე ერეკლეს ესტუმრა თბილისში. დაღლილი, ძილმოწყურებული და წინა დღით შეიძლება ნაქეიფარიც კი, გამთენიისას რაღაც ხმამ გააღვიძა. მოლას ყივილი შეიცნო, "ამ დილაადრიან შუა თბილისში ამას რა უნდაო", - იფიქრა. თავი ვერ მოთოკა და თბილისის შუაგულში მდგარი მეჩეთიდან მოლა თოფის ერთი გასროლით ჩამოაგდო ძირს.

...სამეფოდ კი მამამ შუათანა - სოლომონი შეარჩია. ალექსანდრეს ეშინოდა, თათრები წამართმევენ, მომიკლავენო და მამაწმინდაში აზნაურ მესხს გაუგზავნა გადასამალად.

სოლომონმა კარგად გაიცნო უბრალო ხალხის ცხოვრება. პატარა ბიჭის მეხსიერებაში მწარედ ჩარჩა თანატოლი გოგო-ბიჭების ტყვედ გაყიდვის ამბები, მათი მშობლების გოდება, დაცარიელებული და დაბეჩავებული იმერეთი... ძალზე გულჩვილი იყო სოლომონი და ვეღარ უძლებდა ამდენ ცრემლსა და ვაებას.

გავიდა დრო, წამოიზარდა, საშუალო ტანის, სასიამოვნო შესახედაობისა და ძლიერი აღნაგობის ვაჟკაცი დადგა. რუხი მაუდის ჩოხა ეცვა და რიგით მოლაშქრესავით მუდამ თოფს, დამბაჩას, ხმალსა და ხანჯალს ატარებდა. მეფურ სამოსს იშვიათად იცვამდა. ძალზე თავმდაბალი იყო, ზოგჯერ მშრომელ ხალხში ისე გაერეოდა, ვერც კი ამოიცნობდით. მეფის სუფრაც რომელიმე იმერელი ფეოდალის სუფრისგან დიდად არ გაირჩეოდა. ეს უბრალოება სოლომონს ბოლომდე გაჰყვა.

რუსი ისტორიკოსი ბუტკოვის ცნობით (რომელიც ერეკლე მეორეს გონიერ, პირადი სულიერი სიძლიერის და სიკეთის მქონე უშიშარ და მამაც პიროვნებად მიიჩნევდა), "იმერთა მეფე ერეკლეს არც სიჩაუქით, არც სიქველით და არც გონე¬ბით არ ჩამორჩებოდა".

ანტონ მურავიოვი წერდა, რომ "სოლომონი სანდომიანი სახისაა, ულვაშებიანია, წვერს იპარსავს, გამბედავი და უმამაცესი მეომრის იერი აქვს, უბრალო იმერლებს ურთიერთობისას არ განასხვავებს, ვინც მას პირადად არ იცნობს, ქვეშევრდომთაგან ვერ გაარჩევს".

პირდაპირიც იყო და განზრახულის ბოლომდე მიყვანა უყვარდა. საოცრად მტკიცე ხასიათი და გამჭოლი მზერა ჰქონია სოლომონს, ამბობდნენ, შეხედვით ქვასაც ხეთქავდაო, ამიტომ ქვახეთქიასაც ეძახდნენ; თვალიც უჭრიდა - ზაფხულში შუადღის მზეს მზერას უსწორებდა. ხალხი ამბობდა, ნამდვილად ოთხი თვალი აქვსო. ასეც იყო, ოღონდ მას ის სულიერი თვალნი ესხა, ბევრ მის თანამედროვეს, თუნდაც მამამისს, რომ აკლდა. ალექსანდრე ისე გაკადნიერებულა, გელათში დასვენებული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაუძარცვავს. რამდენიმე დღეში "წამოსცვივდნენ ორივე თვალნი" მეფეს. ხორციელადაც დაბრმავებული ერთი თვის თავზე მომკვდარა. იმერეთის ტახტზე მისი შუათანა ძე, 17 წლის სოლომონი ავიდა.

სანამ თხრობას განვაგრძობთ, ერთ ლამაზ ლეგენდას - მის უფლისწულობის დროინდელ ამბავს გავიხსენებთ, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ სოლომონი ჯერ კიდევ გამეფებამდე აღუდგა წინ ქართველ ტყვეთა გაყიდვის საზარელ ტრადიციას.

* * *

1898 წელს გამოცემულ "აკაკის კრებულში" დაბეჭდილია ეს მშვენიერი მოთხრობა - "წმინდა გიორგის რაზმი". ტექსტს წინ უძღვის შენიშვნა, სადაც აკაკი წერეთელი იხსენებს სოლომონის გამეფებამდელ ამბებს - "წინანასწარ დროებას", მამამისს ალექსანდრეს, მეტად შევიწროებულს თურქებისგან, რომელთაც აიძულეს მეფე, გადაეყენებინა ღირსეული მიტროპოლიტი, მოხუცებული ქუთათელი და მის ნაცვლად ქუთათელის ხარისხში ააყვანინა ზნედაცემული, ტყვეთა გამყიდველი ახალგაზრდა ჩხეიძე. აკაკი აღწერს მაშინდელი იმერეთის სავალალო მდგომარეობას და დასძენს: "ვინ იცის, რა ბედი მოუვიდოდა იმერეთს, რო ღვთის განგებით იმ ხანებში არ შემდგარიყო საზოგადოება, "წმინდა გიორგის გუნდათ" წოდებული". ეს მშვენიერი ამბავი შენიშვნებით ქალბატონ ქსენია სიხარულიძეს შეუტანია თავის წიგნში: "ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერების" II ტომში.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა სოლომონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


წმინდა გიორგის რაზმი

ერთხელ, გაღმა საბურთალზე, მზის ჩასვლისას, ჭადარს ქვეშ, მოეყარათ თავი ახალგაზრდა ოჯახის შვილებს და თათბირობდნენ. მათში ერიენ უფლისწულებიც, სამეფო ტახტის მემკვიდრე, ახალგაზრდა, თვრამეტი წლის სოლომონ ბატონიშვილი და მისი უმცროსი ძმა არჩილი. არჩილი მაღალი ტანის კაცი იყო, ძარღვებიანი და ძვალმსხვილი. იმ დროში ვაჟკაცობით და სიმარჯვით ახალგაზრდებში მას ვერავინ შეედრებოდა: პირველი მობურთავე იყო, შესანიშნავი ცხენოსანი, მოჯირითე, მეთოფე, მეხმლე და მასთანაც სამ ნაბადზე ახტებოდა. მეტსახელად "წმინდა გიორგის მოწაფეს" ეძახდნენ და "არჩილ გიჟს". სოლომონიც კარგი შესახედავი იყო, ბევრში არც ის ჩამოუვარდებოდა არჩილს. მაგრამ უპირატესობა იმაში ჰქონდა, რომ თვალი უჭრიდა - იმის თვალების შეჩერებას ვერავინ ბედავდა.

- ბატონიშვილო, - დაიწყო ერთმა კაჭიაშვილმა, - ჩვენს სურვილს დღეს ღვთის ნებაც დაერთო. წილიც ვყარეთ და უფროსობა-მეთაურობა თქვენ გერგოთ; გვიწინამძღვრეთ. გვიბრძანეთ და დანარჩენი ჩვენ ვიცით.

- კეთილი, - ბრძანა სოლომონმა, - მაგრამ ჯერ ერთი ეს, რომ ნება არ გაქვთ ბატონიშვილი დამიძახოთ. ყველა ჩვენ საკუთარი სახელი გვაქვს: არჩილს "გიჟი" ჰქვია, მე - "ქვახეთქია" და შენც "შვილდ-ისარი" და ამგვარად, თვითოეული ჩვენგანის მოვალეობა ხომ იცით, რა არის? - სურვილის განსახორციელებლად თავის დადება და ჩვენი სურვილი კი ის არის, რომ ქვეყნის მტერი და ორგული ვდევნოთ და ერთგულებს ხელი შევუწყოთ. წყალგაღმა რომ საქმეს ვაპირებდეთ, ჩვენ წყალგამოღმა უნდა დავიწყოთ ჩხირკედელაობა. ყველას მხარი და ჩვენზე ეჭვი არავინ აიღოს! გასაჭირში ერთმანეთის მომხრე უნდა ვიყოთ. თუ ჩვენგანს ვინმე უბედურება შეემთხვეს - ჭირისუფლობა უნდა გავუწიოთ და არა მარტო იმას, არამედ მთელ ოჯახსაც.

- რომ ვინმემ გაგვთქვას? - წამოიძახა ერთმა მათგანმა.

- იმას სიკვდილიო! - თქვა სოლომონმა.

- ამინო! - გაიმეორა ყველამ ერთხმად.

სოლომონმა აიხსნა ძელი ჭეშმარიტი გულიდან. თვითოეული მათგანი მივიდა და ემთხვია სასოებით და დაიშალა კრება. ყველა თავისთვის წავიდ-წამოვიდა აქეთ-იქით. ამის შემდეგ არ გაუვლია დიდ ხანს, ხმა გავარდა, რომ კარის დეკანოზისთვის ვიღაც ბოროტმოქმედებს ძირში მოუჭრიათ ენა და ცხვირი ჩამოუთლიათო. იმავე დროს რამდენიმე ახალგაზრდა მღვდლისთვის ცალ-ცალი თვალი წამოუთხრიათო.

თავი გამოიდვა მთავრობამ, აქეთ ეცენ, იქით ეცენ. ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ვერა გაიგეს რა. გაიარა ერთმა კვირემ, ლევან აბაშიძის სახლი გადაბუგეს. ვერც ამის მქნელი გამონახეს. მოჰყვა ამას სხვა უცნაური ამბებიც და ისე დღე არ გავიდოდა, რომ სადმე გასაშტერებელი ამბავი არ მომხდარიყო. ვინც კი თათრების მომხრედ და ერთგულად იყო შენიშნული, რომ ფათერაკი არა მოსვლოდათ რა, შეუძლებელი იყო. ფეხზე დადგა მთავრობა, მაგრამ მაინც ვერა გაიგეს-რა. ყველაზე თავგამოდებული იყო სოლომონ ბატონიშვილი. ზოგიერთებმა ხოსიკა მაჭავარიანზე მიიტანეს ეჭვი: იმან იცის უთუოდ ყოლიფერიო. დაიჭირეს და ჩააგდეს საკანში. საწყალს აღარც ფიცი გაუვიდა და აღარც ჯერი, თუმცა საბუთი ვერა გამოუნახეს რა, მაგრამ მაინც ქვეყნის სანახავად და შესაშინებლად საკირეში დაწვა გაუჩინეს. მზე ჯერ არ ამოსულიყო, რომ გაღმა საკირე გაახურეს და ხალხს თავი მოუყარეს. დიდი და პატარა ზოგი ტირილითა და ზოგი შიშით მოდიოდა: როგორ მოიყვანდნენ ტყვეს და ჩააგდებდნენ საკირეში. უცებ ოლისკურიდან მომავალი პირბადიანი ცხენოსნები გამოჩნდნენ. მათ წინ მოუძღვებოდათ შუბით ხელში ერთი თეთრცხენიანი მხედარი, ჩუმად აუარეს ხალხს გვერდი, შეუპოვრად მიადგნენ საკირეს და დაუწყეს ნგრევა. შეკრთა გაკვირვებული ხალხი, გარისხდა მთავრობაც. მოთმინებიდან გამოსულმა სოლომონმა იძრო ხმალი. რამდენიმე ახალგაზრდამ მხლებლებით შეუტია შეუპოვრებს. მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა თუ არა, მხედარი მოუბრუნდა, ხმა ამოუღებლად თითი მიუშვირა ცისკენ. სოლომონმა და მისმა მხლებლებმა იარაღი ხელიდან დაჰყარეს და დაემხვნენ მის წინ. თეთრმა ცხენოსანმა და მისმა მხლებლებმაც გააბრუნეს ცხენები და გაუდგნენ გზას.

ამ შემთხვევამ ყველა გააკვირვა. ბატონიშვილს და მის მხლებლებს რომ ჰკითხეს, მათ მხოლოდ ესა თქვეს, რომ ვიღაც თეთრცხენიანი იყო. ისეთი თვალით შემოგვხედა, რომ ძალ-ღონე დავკარგეთ და თვალი ვეღარ გავუმაგრეთო.

- ალბათ წმინდა გიორგი იქნებოდა, - დაიგრიალა ხალხმა, - დაილოცოს მისი სასწაულიო!

ამავე დროს დარაჯები მოვიდნენ და მოახსენეს ალექსანდრე მეფეს, რომ გათენებისას თეთრი ცხენოსანი მოადგა ციხეს, ჩაამტვრია კარი, შემოისვა უკან ხოსია მაჭავარიანი და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდაო. ამ შემთხვევამ თვით თათრებიც კი გააკვირვა და ზოგიერთმა მათგანმა მართლმადიდებლის სარწმუნოება მიიღო. მათი ნაშიერები დღესაც ცხოვრობენ ქუთაისში ინაკავაძის გვარით. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში ისე დამარცხდნენ თათრის მომხრე ქვეყნის ორგულები, რომ ძველებურად ფარფაშს ვეღარ ბედავდნენ.
ერთხელ გეგუთში ერთი მღვდელი მოკვდა, ჩაასვენეს კუბოში და საფლავზე რომ მიიტანეს მესამე დღეს, მაშინათვე გაცოცხლდა... გაუკვირდა ხალხს. ეს მღვდელი წამოდგა, თვალები ამოიფშვნიტა, მიიხედ-მოიხედა და მიუბრუნდა ხალხს: - "ვენაცვალე იმის ძლიერებას, ღმერთმა საიქიოდან განგებ გამომგზავნა, რომ თქვენი ცოდვები გამხილოთ და შეგანანებინოთო". მოჰყვა სხვადასხვა რამეებს, მაგრამ სულ მისთანებს კი, რომელიც ქუთათელის და მისი მიმდევრების სასარგებლო იყო. ხალხში ხმა რომ გავარდა, შორეული კუთხეებიდანაც კი მოდიოდნენ, რომ გაეგოთ და შეეტყოთ გაცოცხლებულ მღვდლისაგან ზეციური ამბავი. ხალხმა მართლა თითქმის დაიჯერა მისი ამბავი და რყევაში შევიდა. ალექსანდრე მეფემ შეჰყარა ხალხი ქუთაისში, როგორც სამღვდელოება, ისე ერის კაცებიც, და იმ დღისათვის დაიბარა გეგუთელი მღვდელიც. ოქროს ჩარდახთან, ჭადარს ქვეშ, საჯაროდ ჰკითხა მღვდელს:

- მამაო, მართლა საიქიო მოგივლია და ღმერთი გინახავსო?

მღვდელმა დაიფიცა, - მართალიაო.

- მაშ, მოგვიყევი სიტყვა-სიტყვით, როგორ იყო ეს და რა ნახეო.

- მე, შენი ჭირიმე, - მოჰყვა მღვდელი, - ამომხადა თუ არა სული, სულთამხუთავმა მიქელ-გაბრიელ მთავარანგელოზებმა, მაშინვე ანგელოზებს გადამცეს და იმათაც პირდაპირ ღმერთთან წარმადგინეს. დეილოცა მისი ძლიერება. ოქროს ჩარდახში ბრძანდებოდა, ტახტზე ფეხმორთხმული. თავზე იმისთანა ფესი ეხურა, რომ სულ ელავდა, ხელში ყალიონი ეჭირა სხვადასხვათვლებით მოჭედილი, ისე რომ, ფასი არ ითქმებოდა! ძალიან ტკბილად მიმიღო, დიდი პატივიც მცა, გამომიშვირა ხელი და მითხრა: "სუიურ ქეშეშ ოთურ ხალიჩაზედაო". მერე გამომკითხა ამ ჩვენი ქვეყნის ამბავი. მეც, რასაკვირველია, მოვახსენე, რაც ვიცოდი და იმანაც მე აქეთ გამომისტუმრა, რომ მისი ნება-სურვილი თქვენთვის გადმომეცა!

წამოდგა ზეზე აღელვებული სოლომონ ბატონიშვილი და მიუბრუნდა ხალხს:

- ხომ გაიგონეთ, რაც თქვა ამ მღვდელმაო! რაც თქვა, სულ მართალია, მაგრამ მაგას ღმერთი კი არ უნახავს, ეშმაკი გამოცხადებიაო! აბა, რა დასაჯერებელია, რომ ჩვენმა ღმერთმა, ვენაცვალე მის ძლიერებას, უწმინდური ფესი დაიხუროს თავზეო! და განა ჩვენი საქრისტიანო ქართული ენა არ ეცოდინებოდა, რომ თათრულად არ დაეწყო ლაპარაკი და არ ეთქვა: "სუიურ ქეშეშ ოთურ ხალიჩაზედაო?" ცხადია, რომ ამ შეჩვენებულს ჯოჯოხეთი მოუვლიაო.

"ვჯიმი ეშმაკისაგანო!" - დაიღრიალა და მიაფურთხა წვერებზე. როგორც მოულოდნელი ქარიშხლისაგან უცბად აღელვებული ზღვა, ისე შეინძრა ხალხიც და შემოეხვიენ გარს ფერხთმოხდილ მღვდელს: "ეშმაკი უნახავს, ჯოჯოხეთში ყოფილა და იქითკენვე გავისტუმროთო!" და გასწი-გამოსწიეს. შეშინებულმა მღვდელმა გააბა ღრიალი:

- დიდებულო მეფევ, ნუ მოაკვლევინებ ჩემს თავს და ყველაფერს მართალს გიამბობო.

ბატონიშვილმა არჩილმა გამოგლიჯა ხელში გააფთრებულ ხალხს მღვდელი და უთხრა:

- მაშ, თქვი, რა ამბავია?

ათროლებული ხმით მოჰყვა მღვდელი:

- დიდებულო მეფევ, შემიბრალეთ! მე არც მომკვდარვარ, არც ღმერთი მინახავს და არც ეშმაკიო! ბატონმა ქუთათელმა და მაგისმა მომხრეებმა მიბრძანეს, რომ სიკვდილი მომეგონებია და რაც ღვთის ბრძანებად გადმოგეცით, სულ ქუთათელის დარიგება იყოო.

ამ შემთხვევამ ააღელვა დიდი და პატარა, როგორც ხალხი, ისე მეფეც, რომ ქუთათელი იძულებული შეიქნა, გაქცეულიყო ქუთაისიდან და თავის როკითის ციხეში გამაგრებულიყო. დღესაც როკითელები სარწმუნოდ ამბობენ მამა-პაპისაგან გადმონაცემ ამბავს ამ ჩხეიძეზე: რომ მოკვდა და ეკლესიაში დამარხესო, გაჩნდნენ გველები მის საფლავში, ამოდიოდნენ და ხალხს აფრთხობდნენო!.. არ იქნა, ვერა მოუხერხეს რა, სანამ არ გაჭრეს საფლავი, ძვლები არ ამოიღეს და ხანის წყალში არ გადაყარესო. მაშინ კი გველებიც გაქრენო.

ადვილი მისახვედრია, რომ ეს საქმეები, რაც იყო ჩადენილი, სულ ამ მცირე საიდუმლო რაზმის წყალობა იყო, რომელიც საიმედო ახალგაზრდათა მამულიშვილებისაგან იყო შედგენილი და რომელსაც თვითონ სოლომონი მეთაურობდა.

ასე დამთავრდა ეს ამბავი.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


"წმინდა გიორგის რაზმმა" ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. თათრის ერთგულნი და ქვეყნის ორგულნი მათი შიშით ძველებურად პარპაშს ვეღარ ბედავდნენ. ამ პატარა რაზმმა "ისე დასცარა თურქების ძალა და ისე გაუმთელა გული ქრისტიანობას, ალექსანდრე მეფის სიკვდილის შემდეგ სოლომონი ტახტზე რომ ავიდა, ბევრი აღარა დასჭირვებია რა თათრების მოსაგერიებლად".

სოლომონ მეფის ძლიერება შემდგომში მის სახელმწიფო ბეჭედზეც აისახა: ადრინდელი დამამცირებელი წარწერა - "მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა" მან ახალი წარწერით შეცვალა - "ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე იმერთ მეფე".

ჩვიდმეტი წლის ყმაწვილმა მეფემ ურჩი და ძლიერი თავადების დამორჩილება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და ოსმალეთის ბატონობის მოსპობა განიზრახა. ამას ისიც დაურთო, რომ მამის სიკვდილისთანავე ყველა ქვეშევრდომს მკაცრი სასჯელისა და თვით სიკვდილის შიშით ტყვეების თურქებისთვის მიყიდვა აუკრძალა. ათასობით ქართველი იყიდებოდა სპარსეთის თუ ოსმალეთის ბაზრებზე. შარდენის ცნობით, მარტო სამეგრელოდან ყოველწლიურად 12 ათასი კაცი გაჰყავდათ გასაყიდად. არც გურიასა და იმერეთში იყო ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა.

"როგორ თუ ტყვეების გაყიდვა აგვიკრძალაო!" - ამ უკანასკნელმა წვეთმა ზოგიერთს მრისხანების ფიალა აუვსო და ახალნაკურთხ მეფეს იმავე წელს აუჯანყდნენ. შეთქმულნი არა თუ უცხონი, ახლო ნათესავები გახლდნენ მეფისა: ლევან აბაშიძე (სოლომონის პაპა დედის მხრიდან), მეფე ალექსანდრეს ორი უმცროსი ძმა - მამუკა და გიორგი ბატონიშვილები, როსტომ რაჭის ერისთავი და თვით სოლომონის დედა - თამარი. მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და მან თავს ახალციხეში გაქცევით უშველა. "დაატყვევეს ქვეყანა და გაყიდესო", - ბრძანებს მოღალატეებზე წმინდა სოლომონ II. აფერუმ თამარის დედობას!

სოლომონმა დახმარებისთვის ახალციხის ფაშას მიმართა. მანაც დიდი სიამოვნებით იკისრა იმერეთის საქმეების მოწესრიგება და სოლომონის კვლავ გამეფება. იფიქრა, ახალგაზრდაა და ჩემს ჭკუაზე ვატარებო. ტახტზე დაბრუნებულმა სოლომონმა აჯანყების მოთავეები დასაჯა: დედა და ბიძები იმერეთიდან გააძევა, ლევან აბაშიძეს კი სამკვიდრო სოფელი კაცხი ციხესიმაგრითა და მონასტრითურთ ჩამოართვა და იმერეთის მეფის საკუთრებად გამოაცხადა. როსტომ ერისთ¬ვი და მისი ძმა, კათალიკოსი ბესარიონი, დასჯას გადაურჩნენ.

მეფე ძლიერ მოკავშირეს ეძებდა. ამ მიზნით გაეყარა აფხაზეთის მთავრის, შარვაშიძის ასულს და დადიანის ქალი მარიამი შეირთო. ამის შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა, მეფის ერთგული გამხდარიყო.

მძიმე და უნუგეშო იყო იმდროინდელი ეკლესიის მდგომარეობაც. მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი საერო ფეოდალებს მიეტაცებინათ, მრავალი მონასტერი და საეპისკოპოსო კათედრა გაუქმებულიყო. თურქები არამცთუ ახალი მონასტრის აშენებას, ძველის შეკეთებასაც კი კრძალავდნენ. ამიტომ სოლომონმა უპირველესად ეკლესიის გაძლიერებისთვის იზრუნა: წინამორბედი მეფეების მიერ საერისკაცოდ გაცემული ყმა-მამული ეკლესიას დაუბრუნა, საეკლესიო გლეხები კი, გარდა ლაშქრობა-ნადირობისა, ყოველგვარი გადასახადისგან გაათავისუფლა.

ნელ-ნელა სოლომონის გარშემო ერთგული ხალხი შემოიკრიბა. მეფემ "ფიცის კაცთა" ინსტიტუტი შექმნა - როცა დასჭირდებოდა, 1000 ერთგული შეფიცული გამოჰყავდა ბრძოლის ველზე. ყოველ 15 მაისს ამორჩეულ ადგილას, ლეკერწაზე, იკრიბებოდნენ სამღვდელოებასთან ერთად და წმინდა ხატების წინაშე მეფის ერთგულების ფიცს დებდნენ. მერე მინდორზე სუფრას გაშლიდნენ და ყველანი შემოუსხდებოდნენ. პირველ სადღეგრძელოს დიდი სასმისით იტყოდნენ: "დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს მეფესა და მის ერთგულს ერთობით ფიცის კაცსა!" თუ კარგი დარი იდგა, ლხინი ორ კვირას გრძელდებოდა. ფიცის კაცებს ურთიერთშორის დიდი ერთობა ჰქონდათ, ომშიც ერთად შედიოდნენ - ან ერთად გავწყდებით, ან ერთად გამოვალთო. ბრძოლის ველზე არც დაჭრილს ტოვებდნენ და არც დაღუპულს, მაგრამ თუ ვინმე შეშინებული ან ხელგამოუღებელი მოკვდებოდა, იქვე დატოვებდნენ, არ დამარხავდნენ. პრივილეგიებიც დიდი ჰქონდათ - თუ მეფისგან შერისხული მდევარს ფიცის კაცის მამულში შეასწრებდა, ხელს ვეღარ ახლებდნენ.

თავდაპირველად სოლომონი ოსმალთა წინააღმდეგ გამოსვლას ერიდებოდა, მაგრამ როდესაც ქვეყანა შედარებით დაწყნარდა, მან ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. ოსმალებმა ეს სერიოზულ გამოწვევად მიიღეს. ისინი დი¬დად უწყობდნენ ხელს ტყვეებით ვაჭრობას. შექმნილი იყო მთელი ქსელი ტყვეებით მოვაჭრეებისა, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ იმერელი და თურქი მეციხოვნეები. იმერეთის ვაჭრობის დიდი წილი სწორედ აქედან მოდიოდა. ამიტომ იყო, რომ ტყვეებით ვაჭრობით აკრძალვას ოსმალებთან ერთად იმერლებიც შეეწინააღმდეგებოდნენ. სოლომონმა შესანიშნავად იცოდა, რომ შინაურ წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა ოსმალების განდევნის გარეშე. ამიტომ იგი შეუდგა საომარ მზადებას.

ამ დროს შავი ზღვის მიმდებარე თითქმის ყველა ციხეში თურქების ჯარი იდგა. გონიო, ბათუმი, ანაკლია, ფოთი თუ სოხუმი, თურქებს ეპყრათ. იმერეთშიც - ცუცხვათის, ბაღდათის, შორაპნის და ქუთაისის ციხეებიც მტრის ხელში იყო. ოკრიბაში, ხრესილის მინდროზე თურქების საკმაოდ დიდი ძალა იყო თავმოყრილი.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

სოლომონმა ტყვეთა სყიდვა რომ აკრძალა, ახალციხის ფაშამ რამდენჯერმე შემოუთვალა, იმერეთში ხალხის გაყიდვის ნება დართეო, მაგრამ მეფე არ უთმობდა. 1757 წლის დეკემბრის ბოლოს ოსმალები იმერეთის ასაოხრებლად გაემზადნენ. მათ ლევან აბაშიძე ეახლა და მეგზურობაც გაუწია. როსტომ რაჭის ერისთავიც გამოჰყვა. მტერი ოკრიბაში, ხრესილის მინდორზე დაბანაკდა. სოლომონმაც დიდი სამზადისი წამოიწყო. თავადაზნაურობიდან, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ყველას უხმო, ყმა გლეხობიდან კი კომლზე კაცი გაიწვია. დამხმარე ძალაც გამოუჩნდა: სოლომონის ცოლისძმა გადმოვიდა ოდიშ-ლეჩხუმ-აფხაზთა ჯარით. მეფემ იმერეთში შემომავალი ყველა გზა ჩაკეტა, საიდანაც თურქებს დამხმარე ჯარის მიღება შეეძლოთ. სოლომონი მტრის განადგურებას ხრესილზე ფიქრობდა ყოველი მხრიდან ერთდროულად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეეტიათ. ბაღდათის ციხის აღება სარდალ აგიაშვილს, ქუთაისის ციხისა კი ფიცის კაცებს უბრძანა, მეფის ძმას, არჩილს, შორაპნის ციხეზე უნდა მიეტანა იერიში.

პაპუნა წერეთლის რჩევით, სოლომონი როსტომ ერისთავთან მოსალაპარაკებლად ბარაკონს წავიდა. როსტომი საღალატოდ ემზადებოდა და მეფის სტუმრობა სულაც არ ესიამოვნა. დაჰპირდა, ოთხი ათას კაცს მოგაშველებო, სინამდვილეში კი დრო გაჰყავდა, ხრესილზე მდგომი ოსმალებისთვის მეფის განზრახვა რომ ეუწყებინა, მერე კი მოიგონა, ოსმალო აქეთ შემომესია რაჭაშიო.

მთელი ღამე ულოცია მეფეს, მერე კი უბრძანებია, ღვინო მომართვითო. აუვსია აზარფეშა და უთქვამს: "დიდება ღმერთს! ღმერთო, გაუმარჯვე ჩემს ჯარს, საქრისტიანოს დახსნისთვის მსხვერპლად გამზადებულსო!" დაუცლია და პაპუნა წერეთლისთვის გადაუცია. მასაც შეუსვამს ღვინო და დაულოცია: "ღმერთო, უსმინე ბატონ მეფე სოლომონსაო!"

მამალმა პირველად იყივლა თუ არა, საომარი ბუკი და ნაღარა დასცხეს. მეფემ მარჯვნიდან შეუტია მტერს, პაპუნამ - მარცხნიდან. გათენებამდე თანაბარი იყო ბრძოლა. როცა ინათა, დაინახეს, როგორ შევარდა მეფე მტრის ჯარში და ოსმალთა სარდალი ალი-ფაშა ორთაბრძოლაში გამოიწვია. საოცარი სანახავი იყო 22 წლის მებრძოლი სოლომონი. მიაგდო ცხენი და ალი-ფაშას ქათამივით წააგდებინა თავი. სარდლობა აბაშიძეს დარჩა. ქართველებმა მტრის ჯარის დიდი ნაწილი გაჟლიტეს, ნაწილი დაატყვევეს, მცირე ჯგუფმა კი გაქცევით უშველა თავს. მაგრამ იმერეთის საზღვარს ვერ გასცდნენ - გზადაგზა ხოცავდნენ და ატყვევებდნენ. როსტომ ერისთავმა ამჯერადაც მოახერხა გაქცევა. ამბობენ, სოლომონმა მოღალატე ლევან აბაშიძის სიკვდილის ამბავი რომ გაიგო, ცრემლი ვერ შეიკავაო - მაინც შესცოდებია პაპა. ამ დროს მახარობლები მოვიდნენ და ციხეების აღება ახარეს მეფეს. ზარალი ქართველთა მხრიდანაც დიდი იყო. ბრძოლაში გმირულად დაიღუპა სამურზაყანოს მფლობელი, 16 თურქის ხმლით ამკუწავი ხუტუნია შარვაშიძეც...

ხრესილის ბრძოლა დასაბამი იყო დასავლეთ საქართველოს განმათავისუფლებელი ომისა. აქედან მოყოლებული, მეფეს ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია. არც თავისი დევიზისთვის უღალატია: "უცხო თესლთა ოსმალთ შევაკვდე ვიდრე სისხლის დათხევამდეო".

სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალეთი ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებდა. 1758 წელს სოლომონ I-მა ერეკლე II-სა და თეიმურაზ II-თან გორში მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადო, რითაც იგი უფრო მეტად გაძლიერდა. ამავე წელს სოლომონი ქართლ-კახეთის მეფეებს ეხმარება ატოცთან გამართულ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულება 1770 წლამდე არ დარღვეულა, მისი აღდგენა მოხდა 1773 წელს.

თურქეთის თავკაცობა ხრესილის ბრძოლაში განცდილმა მარცხმა იმდენად გააღიზიანა, რომ დამარცხებული ახალციხის ფაშა სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მის შემცვლელ ფაშას კი იმერეთის განადგურება დაავალეს. მანაც აღარ დააყოვნა და იმერეთში დამსჯელი ლაშქრობები დაიწყო.

1758 წელს ახალციხის ფაშამ ორჯერ შეუსია ლეკები იმერეთს. პირველად სოლომონი დამარცხდა, ლეკებმა გაძარცვეს გელათი, დაარბიეს სოფლები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ უკან, მეორედ კი სოლომონმა სძლია მტერს. ერთი უცხოური ცნობა ამას შემდეგნაირად აღწერს: სოლომონი პირადად ჩასულა ახალციხის ფაშასთან და შეუჩივლია თურქ მეციხოვნეთაგან იმერეთის რბევის ამბავი. სოლომონს ფაშასთან ერთგულება აღუთქვამს იმ შემთხვევაში, თუ ფაშა შეაჩერებდა თურქ მეციხოვნეებს. ფაშამ დაიჯერა სოლომონის ნათქვამი და მას მეციხოვნეთა დასასჯელად 3000-კაციანი ჯარი გაატანა. სოლომონმა ეს ამბავი ფარულად აცნობა თავის სარდლებს, ისინი გზებზე ჩასაფრდნენ და ერთნაირად გაჟლიტეს თურქები.

1759 წელს სოლომონმა საეკლესიო და საერო კრება მოიწვია. ერთი თვე მიმდინარეობდა კრება საერთო საკითხებზე. კრებაზე იმერეთის, ოდიშის და გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. დაკანონდა ეკლესიის მიერ იმ ადამიანების შეჩვენება, ვინც ამ საქმეს განაგრძობდა. დადგინდა კანონმდებლობით ტყვეებით მოვაჭრეთა სიკვდილით დასჯა. კრებამ აღადგინა გაუქმებული ქუთაისის ეპარქია, ეკლესიის მამულები მთლიანად გათავისუფლდა გადასახადებისაგან, უკანონოდ მიტაცებული ყმა-მამულები სახელმწიფოს დაუბრუნდა, დადგინდა ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობა, უღირსთა გადაყენება და ღირსეულთა დანიშვნა და სხვ.

სოლომონმა თავდაცვითი ნაგებობები მეფის იურისდიქციაში მოაქცია, ზოგი ციხე შეიძინა თავადებისაგან, ზოგი ჩამოართვა, ზოგმა კი ეს ნებაყოფლობით გააკეთა. ამავე დროს, იგი ზრუნავდა ყმა გლეხების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კრებამ ქუთათელის კათედრა აღადგინა და მიტროპოლიტად მაქსიმე აბაშიძე დაადგინა.

იმ პერიოდზე აი, რას მოგვითხრობს იოანე ბატონიშვილი "კალმასობაში":

მოკალმასე სასულიერო პირი, იონა ხელაშვილი, იმერეთში, ცნობილი გვარის თავადების ოჯახში მოხვდა. სტუმარმა ეზოში მდგარი პატარა კოშკიდან ტირილისა და მოთქმის ხმა გაიგონა, როდესაც იკითხა, ვინ ტიროდა, უპასუხეს:

- მამაო, ტყვეები არიანო. მასპინძლებს ცხრა ტყვე ჰყოლიათ კოშკში ჩაკეტილი და გასაყიდად გამზადებული.

შეწუხდა და აღშფოთდა დატყვევებულთა ბედით - "მაგაზე მეტი უბედურება რა იქნება, რო სულით უნდა წარწყმდეს და ხორცით თავის მშობლის მამულითგან დაიკარგნენო", - მიმართა მასპინძლებს.

მაგრამ მასპინძლებმა დაამშვიდეს და ცინიკურად უპასუხეს, - იმათი მწუხარება ბოლოს მხიარულებით შეიცვლებაო, თუ არ გათათრდებიან, ცხონდებიან იმქვეყნად, ხოლო თუ სატანჯველს ვერ გაუძლეს და გათათრდნენ, მაშინ ფაშობას მზად მიიღებენ, მისირში (ეგვიპტეში) ხომ ბეგებად სულ ქართველები არიანო.

თანაც დაემუქრნენ, შენც თან არ მიგაყოლოთ, ბარემ ათიც შესრულდება, "ამათ ერთი დიაკვანიც სჭირდებათ და მეტადრე შენისთანა მოქადაგე რომ არღა გათათრდენო".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

აქვე გვსურს გაგაცნოთ მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) წერილი: "იმერეთის საეკლესიო კრება (1759)". და ამავე კრების მის მიერვე დადგენილი განჩინება.


მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), იმერეთის საეკლესიო კრება (1759)
იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში სოლომონ I, "დიდის" სახელით მოიხსენიება შთამომავალთა მიერ, მან განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, თითქმის გააერთიანა დასავლეთი საქართველო, მოსპო ტყვეებით ვაჭრობა. 1760- 63 წლებში სამჯერ დაამარცხა ოსმალები, 1779 წელს რუხის ომში სძლია ოსმალებს, მაგრამ 1784 წელს ქვემო გურიაში დამარცხდა, რამაც ეს მხარე გაამაჰმადიანა, ასი წლის შემდეგ რუსეთის იმპერიასთან შემოერთებულ ამ კუთხეში აჭარელი ბეგები მმართველობდნენ.

ქართული ეკლესია განსაკუთრებით უჭერდა მხარს ქვეყნისა და ერისათვის თავდადებული მეფის მოღვაწეობას, მეფეც გრძნობდა ეკლესიის ძალას, ამიტომაც ხელსაყრელი დროის დადგომისთანავე სოლომონ I-მა, 1759 წელს, მოიწვია დიდი და განსაკუთრებული საეკლესიო კრება. კრებამ საეკლესიო და ზნეობრივ რეფორმებს დაუდო საფუძველი დასავლეთ საქართველოში. ქრისტიანობასა და ქვეყანას განსაკუთრებით ასუსტებდა ტყვეთა სყიდვა და საეპისკოპოსო კათედრათა გაუქმება. თურქებს ქუთაისში 120-წლიანი ბატონობის დროს დაუნგრევიათ საეპისკოპოსო (ბაგრატის) ტაძარი და გაუუქმებიათ ქუთათელის საეპისკოპოსო კათედრა. ამიტომაც, 1759 წლის საეკლესიო კრების 4 დეკემბრის სხდომაზე სოლომონ მეფეს აღუნიშნავს, რომ ქუთაისის ეკლესია "ხელთ ეგდო მძვინვარეს აგარიანს და მიზეზითა ამით საქუთათლო მამული და სამრევლო მიმობნეულიყო, და რომელიმე დაშთომილიყო, საეროდ გამხდარიყო და ქუთათელი აღარ იჯდა". მეფის ამ მოხსენების შესაბამისად, კრებამ ინება, აღდგენილიყო საქუთათელო კათედრა, ანუ ქუთაისის ეპარქია და აღდგენილ კათედრაზე გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს ქუთათელი ეპისკოპოსი. ქუთაისის ეპარქიას გადაეცა მისი ყოფილი ძველი მამული, რომელსაც იგი ადრე ფლობდა და ერისკაცებს ჰქონდათ მიტაცებული. ცხადია, საეპისკოპოსოს აღდგენა ეკონომიკური საფუძვლების გარეშე - ფორმალობა იქნებოდა. მეფეს და ქვეყანას ესაჭიროებოდა მოქმედი და ძლიერი ეკლესია. როგორც შ. ბურჯანაძე აღნიშნავს, ეკლესია, ტრადიციულად, მეფის ხელისუფლების განმტკიცებას უწყობდა ხელს, სახელმწიფოს აძლევდა მებრძოლებს. კრებამ საქმეების მოწესრიგებისათვის ინება და:

1. ერისკაცთაგან მიტაცებული ყმა-მამულები დაუმტკიცა ეკლესიას;
2. საეკლესიო ყმები გაათავისუფლა ზედმეტი გადასახა¬დებისაგან და დააკანონა საეკლესიო გადასახადები;

3. ერისკაცებს აუკრძალა ეკლესიის სამეურნეო საქმიანობაში ჩარევა;

4. საეკლესიო თანამდებობებზე მიიწვია ღირსეული პირები, უღირსნი კი გადააყენა;

5. შეამკო და ააგო ეკლესია-მონასტრები. აღსანიშნავია, რომ მალევე ამის შემდეგ მეფე სოლომონს უნებებია, საერთოდ გაეთავისუფლებინა ეკლესია სახელმწიფო გადასახადებისაგან, კერძოდ, მეფეს 1761 წელს მოუწვევია მორიგი საეკლესიო კრება, რომელსაც დაუდგენია საეკლესიო ყმების ყოველგვარი სამეფო გადასახადებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე სახელმწიფო სამსახურისაგან გათავისუფლება, გარდა ლაშქრობა-ნადირობისა.

როგორც აღინიშნა, 1759 წლის კრება განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო, მას ქუთათელის გარდა, ხონის საეპისკოპოსო კათედრაც აღუდგენია, მაგრამ კრებამ სახელი გაითქვა ტყვეთა სყიდვის გადაჭრითი აკრძალვით.

სოლომონ მეფეს მოუხერხებია და საეკლესიო კრებაზე შემოუკრებია სამეგრელოსა და გურიის მთავრები (დადიანი და გურიელი), თავიანთი ბატონიშვილებითა და თავადაზნაურობით, აქ იყვნენ იმერეთის ბატონიშვილები და თავადაზნაურობა და, ცხადია, მეფე, კათალიკოსი, მთელი დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელოება. კრება მთელ თვეს (დეკემბერში) გაგრძელებულა. საეკლესიო კრების მეორე სხდომა 5 დეკემბერს ჩატარებულა საერო ხელისუფლების მონაწილეობით. ქ. ჩხატარაიშვილს ეს საეკლესიო კრება იმავდროულად ჩატარებულ სახელმწიფო დარბაზის სხდომად მიაჩნია. ამ სხდომაზე იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის საერო და სასულიერო გამგებლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და "ტყვეთა სყიდვის" აკრძალვის პირობა დადეს. საეკლესიო კრებამ ტყვეების გამყიდველნი შეაჩვე-ნა, საერო ხელისუფლება კი მათ სიკვდილით დასჯით დაემუქრა. კრების დადგენილებაში ნათქვამი იყო: "ახალციხის ფაშამ ასეთი საშინელი და საზარელი სიტყვა შემოგვითვალა... ტყვეს თუ არ გაყიდით, არ იქნებაო... ღვთის შუამდგომლობით, რომ სანამდის სული გვედგას, ეს საქმე ჩვენგან არ იქნეს... ამ საქმეზე ჩვენი თავი არ დავიშუროთ".

"1759 წლის კრების დადგენილებებმა დასაბამი მისცა ახალ პერიოდს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურსა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. ეკლესიას კრების შემდეგ აღუდგენია სახელმწიფოზე მძლავრი ზემოქმედების ფუნქცია. კრებამ საგანგებო დადგენილებით დაადასტურა "აფხაზ-იმერთა" კათალიკოსის უფლებები მის კუთვნილ 42 მამულზე.

ნ. ბერძენიშვილი ამ კრებასთან დაკავშირებით წერს: "XVIII ს-ის მეორე ნახევარში ახალციხის ფაშამ არაერთგზის შემოუთვალა იმერეთის მეფე სოლომონს, რათა ტყვის სყიდვა იმერეთში ძველებურად ნებადართული ყოფილიყო. სოლომონმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა და ტყვის სყიდვა საერო და საეკლესიო სასჯელით სასტიკად აკრძალა... 1759 წლის დეკემბერში სოლომონმა შემოკრიბა "სამღვდელონი დასნი და მართლმადიდებელნი ერნი" და ლიხთ-იმერეთის საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. მასში მონაწილეობდა მეფე, კათალიკოსი და მთე-ლი ლიხთ-იმერეთის მაღალი სამღვდელოება, იმერეთის, ოდიშის, გურიის თავადაზნაურობა. კრებამ განიხილა საეკლესიო საქმეთა მოწესრიგების საკითხი, აკრძალა ტყვის სყიდვა, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საკათალიკოსო ეკლესიისათვის მიტაცებული ყმა-მამულების დაბრუნებისა, გაუქმებული საეპისკოპოსო კათედრების და მონასტრების აღდგენა-განახლების, მათი ყმა-მამულების უკან დაბრუნებისა, გადასახადებისაგან საეკლესიო ყმებისგან თავისუფლებისა და საეკლესიო მფლობელობაში საერო ხელისუფლების ჩაურევლობისა".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

"ხელითწერილი" - იმერეთის საეკლესიო კრებისა (1759 წ. 30.XII)


(ნაწილი აღდგენილი ტექსტისა)

"ქ. ესე მტკიცე, შეუცვალებელი და დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა აღსრულების ხელით წერილი, მსაჯულისა მის მხსნელისა ჩვენისა იესოს ქრისტეს წინ მისატანი წიგნი და პირობა მოგართვით თავათ დაუსაბამოს სამებით დიდებულს ღმერთს, ცხოველს მყოფელს ძელს, ხსნისა ჩვენისა შუამდგომელს მარადის ქალწულს მარიამს, წინამორბედს, ნათლისმცემელს იოვანეს, ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა, მღუდელთმოძღვართა და მოწამეთა, მამათა და მამამთავართა, ღირსთა და ქალწულთა და ყოველთა ღუთისა სათნო ყოფილთა, ზეცისათა და ქვეყანისათა შვიდთა კრებათა, ოთხთა პატრიარხთა შუამდგომლობითა და ჩვენს მწყემსმთავრის, ყოვლად სანატრელის უფალის კათალიკოზის ბესარიონის დამტკიცებით, ჭყონდიდელ მიტროპოლიტის გაბრიელის, გენათელის იოსების, შემოქმედელის ნიკოლოზის... ცაგარელის გრიგოლის, მთავარეპისკოპოზის იოსების, ნიკორწმინდელის გერმანეს, მიტროპოლიტის დასკალის დანიელის, ხინოწმიდელის მაქსიმეს, მიტროპოლიტის ბედიელის მაქსიმეს და ყოველთა იმერთა, ოდიშართა, გურიელთა, სამღვდელო, სამონაზნო მწყობრთა ღმერთსა და ყოველთა საღმთო დასთა შვილობით მოგართვი შენ, მეფე სოლომონ, მე, დადიანმა კაციამ, მე, გურიელმა მამიამ, ბატონიშვილმა გიორგიმ, ბატონიშვილმა თეიმურაზ, ერისთავმა როსტომ, დადიანის ძე მანუჩარ, ნიკოლოზ, გიორგიმ, გურიელის ძემ გიორგიმ, წულუკიძემ, ერთობით წერეთელმან, ერთობით მიქელაძემ, ერთობით აბაშიძემ, ერთობით ნიჟარაძემ, აგიასშვილმან, იასშვილმან, ლორთქიფანიძემ, მხეიძემ, ღოღობერიძემ, მაჭავარიანმან, მესხმან, ავალიანმან, იოსელიანმან და გიორგი ჩიქუანმან, ერთობით იმერმან დიდმან და მცირემან, ოდიშართ, ლეჩხუმთ, ჩიჩუამ, ფაღავამ, ახლედიან, ასათიან, აფაქიძე, მხეიძემ და ჩიქუანმან, დგებუაძე, ჩიჯავაძე, ჯაიან, ქოჩაქიძე, მიქაძე, ჯოლიამ, შელია, ქართველისშვილ, საჯაიამ და ერთობით ოდიშარმან დიდმან და მცირემან, გურიელთ, ერისთავ, მაჭუტაძე, ნაკაშიძემ და მალვაშვილებმა, ერთობით ჟორდანია, გეგენავა და ერთობით ნასელიშვილმა, გურიელმან დიდმან და მცირემან, ესე იმ სოფლის მსაჯულისა წინაშე მისატანი და ამ სოფელს ყოველთა მართლ-მადიდებელთ სახილველი წიგნი მოგართვით ასე, რომ ახალციხის ფაშამ ასეთი საშინელი და საზარველი სიტყვა შემოგვითვალა, რომ ადამის ტომსა არც პირველ სმენია და არც შემდგომად ისმინება, ამისთანა საშინელი სასმენელად საზარო სიტყვა "ტყვეს თუ არ გაყიდით არ იქნებაო". ახლა ამაზე ასე ერთპირობით დაგვიმტკიცებია ღვთის შუამდგომლობით, რომ სანამდის სული გვედგას არ იქნეს, არც ამაშიდ ერთმანეთს უსუსტოთ, ვიდრეც ერთმანეთს მიუდგეთ კიდეც მეფე სოლომონის მორჩილი და ბრძანების აღმასრუ¬ლებელი ვიქნეთ და გულის წმიდით ერთმანეთს მოუდგეთ ამაზე და არას შეწუხებისა და გაჭირვებისათვის ჩვენ ერთმანეთს არ უმტყუნოთ, და ამ საქმეზედ ჩვენი თავი არ დავიშუროთ და ამ საქმეშიდ ჩვენ ხელმწიფეს მეფე სოლომონს არ უსუსტოთ და არც ამისთანა საშინელი ცოდვა ჩვენგან იქნეს ასე პირობა და სიტყვა მოგვირთმევია ღვთისა და კაცისათვის. აწ ვინც და რამაც ძემან კაცისამან ეს შეშალოს დიდმან ან მცირემან, ისემც შეიძლების სჯულისაგან უსჯულოსა მეცნიერებისაგან, მასმცა რისხავს თავად დაუსაბამო ღმერთი და ყოველნი ამათ ზემოწერილნი წმინდანი ზეცისანი და ქვეყანისანი ხორციელნი და უხორცონი მასცა ედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, ძრწოლა კაენისა, მეხტეხილობა დეოსკორესი და მათ ზემოწერილთა მადლთაგან შეჩვენებული ვიყოთ თუ ეს შევშალოთ და ამაშიდ შეძლებისაებრ არ მივუდგეთ შეჩვენილნი ვიყოთ, სულით და ხორცით აწ და უკუნისამდე შვიდთა კრებათაგან და ყოველთა ეკლესიათაგან, ხოლო დამამტკიცებელი ამისი კურთხეულ იყოს სულით და ხორცით აწ და უკუნისამდე ამინ. მე არქიმანდრიტს სილიბისტროს დამიწერია ყოველთა მოწმობით და ერთხმობით ბრძანებული ესე ქრისტეს აქეთ ჩღნთ ქრისტეს შობის თვეს ლ დღესა ე: აწ ამის დამტკიცების მუშაკი კათალიკოზი ბესარიონ და მისი კრებული ერთობით ამას ვამტკიცებთ, რომ რამანც ხელმწიფემ ან დედოფალმან ან თავადმან ან აზნაურმან დიდმან ან მცირემან ამ სარწმუნოებაზედ ვინც მოკდეს ან ამ სარწმუნოების მიმდეგი და მეფის ერთგულებით თავისი დღით მოკდეს მაშინც და უსამართლოთ მის შვილი და მომავალი გაღარიბოს და წასახდენათ მოინდომოს უსამართლოთ ამათში წერილთაგან შეჩვენებული იყოს სულით და ხორცით ამინ. აწ რამანც ძემან კაცისამან ამათ შინა წერილი მოშალოს და მეფეს უსუსტოს ან ამ ხელით წერილს გარდახდეს და უსჯულოება ქმნას და ერთმანეთს არ მიუდგეს, ვინც იმას მიუდგეს ამ მომხმარეთ და შემწეთ ექმნეს ან შეიწყნაროს, ან უწიროს და - ლელს ან მოკვდეს და მიწა აღირსოს, შეჩვენებულ იყოს სულით და ხორცით განუხრწნელად ამ სოფელს მოწყვედით და იმ სოფელს იუდასთან კრულებით, ვინც ეს აღ(ას)რულოს და დაამტკიცოს საუკუნომცა არც ხსენება მისი სულით და ხორცით აწ და უკუნისამდე ამინ, მამშლელი წყეულ, დამამტკიცებელი კურთხეულ ამინ".

თურქები თავისას არ იშლიდნენ, "ტყვეს თუ არ გაყიდით, არ იქნებაო" და იმერთა მეფეს და მის სამეფოს განადგურებით ემუქრებოდნენ.

1760 წელს ახალციხეში ზავზე მოსალაპარაკებლად ჩასულ მარიამ დედოფალს იბრაჰიმ ფაშამ მშვიდობის სანაცვლოდ ტყვეთა სყიდვის აღდგენა მოსთხოვა. "ვიდრე ჩემი ქმარი ცოცხალია, თავისი საბრძანებლიდან დიდ სულთანს ქართველ ტყვე ქალებს აღარ მიჰყიდისო", - უპასუხია დედოფალს. იბრაჰიმი 20 000-იანი ლაშქრით შემოესია იმერეთს, მაგრამ დამარცხდა.

1763 წელს 13 ათასი თურქის შემოტევაც მოიგერია სოლომონმა. ამ ბრძოლას მალე კიდევ მოჰყვა მტრის რამდენიმე დიდი ლაშქრობა.

აღმოსავლეთის მხრიდან მომხვდურ თურქებს ერეკლემ გზა გადაუჭრა და იმერეთში არ გადაუშვა. ამბობდენ 100 ათასი კაცი შეაგროვეს თურქებმა, რათა "დიდი და პატარა საქართველო" - ქართლ-კახეთი და იმერეთი ერთიანად გაენადგურებინათ.

1765 წელს თურქებმა გურია დაიპყრეს. 1766 წელს იმერეთს შეესივნენ, სვერის ციხე აიღეს, სოლომონი ტახტიდან გადააყენეს, მის ნაცვლად მეფედ მისი ბიძაშვილი, თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს, რომელიც თურქებს შეჰპირდა, რომ "ტყვის სყიდვას" ხელს არ შეუშლიდა. სოლომონმა ოთხი კაცის თანხლებით თავი მოდინახეს ციხეს შეაფარა და პარტიზანული ბრძოლა წამოიწყო.

ოსმალეთს ეს ლაშქრობა ძვირი დაუჯდა - 1200 ქესა (360 000 მანეთი), შედეგი კი სახარბიელო არ იყო - იმერეთში, ფაქტობრივად, ისევ სოლომონი მეფობდა. ისევ ზავის დადება არჩიეს.
1768 წელს ცხრაწყაროსთან სოლომონმა თავისი ერთგული იმერლებით დაამარცხა თურქები და მათ მიერ დადგენილი თეიმურაზი, რომელიც მუხურის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც ცოცხალი აღარც გამოსულა - მეფისა და ბიძაშვილის მოღალატეს მეხი დაეცა და მოკლა.

ახლა ჯერი მეორე მოღალატეზე - როსტომ რაჭის ერისთავზე მიდგა. როსტომი გარეგნულად ღვთისმოსავი კაცი იყო - ბარაკონის ახალი ტაძარი ააგო, 1755 წელს იერუსალიმში თავისი ხარჯით დედათა მონასტერი ააშენა, მრავალი ციხე და ეკლესიაც გაამაგრა და აღადგინა; "სახარება" და "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა; მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია და რაჭაში საღმრთო წიგნებსაც კი ბეჭდავდა (მიხეილ თამარაშვილის ცნობით, როსტომს და მის ძმას, ბესარიონ კათალიკოსს, 1751 წელს კათოლიკობა მიუღიათ). ძალზე მდიდარი გახლდათ - ოც ადგილას ეყენა პირუტყვთა ჯოგი. ეს თუ იყო მიზეზი, მეფემ მრავალგზის რომ აპატია ღალატი და შემოირიგა.

ერთი შეხედვით უცნაური და საშინელი რამ ჩაიდინა სოლომონმა: თავისი ძმა, 1769 წელს კათალიკოსად ნაკურთხი იოსები, ზავის დასადებად როსტომთან გააგზავნა, თან დააიმედა: "ხახულის ღვთისმშობელს ვფიცავ, არც ის და არც მისი შვილები არ დავხოცო და ისეთი პატივისცემით მივიღო, საარაკოდ დარჩესო". ამ სიტყვების იმედით წავიდა კათალიკოსი რაჭაში. ბარძიმზე შეჰფიცა როსტომს და მეფის სახელით უვნებლობა აღუთქვა. მართლაც, მშვიდად შეხვდა მოღალატეს მეფე, ოცი დღე გაგრძელდა ლხინი... მერე კი კურდღლებზე ნადირობა შესთავაზა როსტომს. სანადიროდ იაშვილის მამულში გაემართნენ. სწორედ აქ დაუგო მახე ერისთავს - დაიმარტოხელა როსტომი და მისი შვილები, შეიპყრო და დააბრმავა. მეფემ რაჭის საერისთავო გააუქმა და მისი უდიდესი ნაწილი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა. გაუწყრა კათალიკოსი, ტყუილი რატომ მათქმევინე, ღმერთს რა პასუხი გავცე საშინელ სამსჯავროზეო. "შემცდარხარ, კათალიკოსო, ერისთავის დაბრმავება გაშფოთებს, იმას კი ივიწყებ, თვით იმ ერისთავს საქრისტიანოს სამეფოს თვალების დათხრა რომ უნდოდა. არც სიტყვა შემიცვლია - არ მოვკალი და ისე მივიღე, მართლაც საარაკოდ დარჩებაო", - უპასუხა სოლომონმა.

ტახტის დაბრუნების შემდეგ საჭირო იყო ძლიერი მოკავშირის ძებნა. სოლომონმა ამ მიზნით 1768 წელს რუსეთში გაგზავნი ელჩი მაქსიმე ქუთათელი. მეფე რუსეთისგან ითხოვდა მფარველობას. ამავე დროს მეფე სპარსეთშიც აგზავნის ელჩობას ბესარიონ გაბაშვილის მეთაურობით და დახმარების თხოვნით. ოსმალეთთან დაწყებული ომის პირობებში რუსეთმა იმერეთში დიდი ძალა დაინახა. ნაბრძანები იყო, რომ გაებრუნებინათ არქიმანდრიტი, რომელიც სოლომონს აუწყებდა ამ ამბავს. ამასთანავე, გაეტანებინათ მისთვის საიდუმლო მრჩევლის, გრაფ პანინის წერილი, რომელშიც ის გამოხატავდა რუსეთის მთავრობის სურვილს, რომ სოლომონს ახლავე დაეწყო თურქეთის წინააღმდეგ მოქმედება. სასურველი იყო ასევე, რომ სოლომონი ჩასულიყო ერეკლესთან თბილისში და ეცადა მისი დაყოლიება. ასეთი იყო რუსეთის გეგმა იმ მომენტისათვის. რუსეთ–ოსმალეთის 1768-74 წლების ომის დროს ერეკლე და სოლომონი მზად იყვნენ, ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაეწყოთ, მაგრამ ამისთვის რუსეთის დახმარებას ითხოვდნენ. რუსულ გეგმაზე თანხმობის ნიშნად სოლომონი 1769 წელს თბილისს ეწვია, სადაც ერეკლეს ეთათბირა. მათ შეიმუშავეს მოთხოვნები და რუსეთში ელჩების გაგზავნა გადაწყვიტეს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


რუსეთის სამხედრო ქმედებები დასავლეთ საქართველოში


ელჩობის შედეგად, ეკატერინე II-მ იმერეთში ოთხასკაციანი სამხედრო შენაერთი გამოაგზავნა. 1769 წლის სექტემბერში ტოტლებენი იმერეთში შევიდა. ოქტომბერში ქართველები და რუსები შორაპნის ციხეს გარს შემოერტყნენ. ამ დროს სოლომონს ცნობა მოუვიდა, რომ თურქები, დადიანთან ერთად, იმერეთში შემოიჭრნენ. სოლომონი იძულებული გახდა წასულიყო, შორაპანთან კი ტოტლებენი დატოვა. ტოტლებენმაც თვითნებურად მოხსსნა ალყა და ქართლში გადავიდა.

გენერალი ტოტლებენი, დახმარების ნაცვლად, ცდილობდა, სოლომონსა და ერეკლეს შორის შუღლი ჩამოეგდო. მეფე ერეკლე ხომ მიატოვა ასპინძის ომში, მანამდე კი საომრად მომზადებულ სოლომონს უთხრა: "თუ წამოხვალ, მხოლოდ ხუთასი კაცით წამოდიო".

ასპინძის ომში ერეკლეს ბრწყინვალე გამარჯვებამ სოლომონს საშუალება მისცა, იოლად აეღო ბაღდათისა და ცუცხვათის ციხეები. შეიჭრა ქუთაისშიც. ამჯერად, ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს. ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. ტოტლებენის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც ურთიერთობა დაძაბა. მრავალი დამპყრობელი თურქი, 500 კომლზე მეტი, გაყარეს ქუთაისიდან. გაწმინდეს მეჩეთებისგან იმერეთი, ბევრი გამაჰმადიანებული ისევ ქრისტიანად მოინათლა.

ამ გამარჯვების შემდეგ მეფე სოლომონს ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძრისთვის, ადგილ-მამულები შეუწირავს, და წინა მეფეთა წყალობის სიგელებიც გაუახლებია, გთავაზობთ ამონარიდს ამ სიგელიდან.

შეწირულობის წიგნი სოლომონ I-ისა, ქუთაისის ღმრთის-მშობლისადმი

შენ, მარიამ დედისა ღმრთისანი ღმერთსა მოეხვეოდეს, შენ ხარ ღურბელ-ცვარისა მშობელ და ცვარითა საუკუნოსა მამისა კაცთა ზედა რისხვის ცეცხლისა დამშრეტელ.

ჰოი, ქუთათისის ღმრთისმშობელო, შენ მიერ ეკლესიისა შვილნი მადლით ღმერთი და იესო ბუნებით ღმერთი, ორივე იქმნეს და ურთიერთარს ამბორს უყვეს, ძემან განხორციელებული გვამი თვისი წარუდგინა მშობელსა მამასა და შეაერთა ბუნება კაცთა ღმრთივ ხორცთა შინა და ხორცი სიტყვისა ღმრთისა გვამსა შინა, მაცხოვარ გვექმნეს ტომ-ნათესავთა შენთა.

და აწ მეცა, სურვილით მსასოსა შენსა და სულით, გულით და გონებით თაყვანისმცემელსა შენსა, აფხაზ-იმერთა ყოვლობისა მფლობელსა, მეფეთ-მეფესა სოლომონს, პანკრატიან-დავითიანსა მრავლით ჟამითგან მენება გამოხსნა შენისა ცის სფეროის უმაღლესის ეკლესიისა, ვინაიდგან ცოდვათა ჩვენთა ძლით, მიშვებითა ღმრთისათა, თათარ-ოსმანთა მტკიცედ ეპყრად ქუთათისისა ციხე-ქალაქნი, და ახალ სამოთხედ წოდებულნი შვენიერ-ჰაეროანი ეკლესია შენი უწყალოდ დაერღვიათ და ლამოდენ ძირითურთ აღმოთხრასა და ქრისტიანეთა ერთ-შენთა მიმოდატაცებასა და განბნევასა.

მას ჟამსა, შეწევნითა შენითა, დედაო ღმრთისაო, შთამეჭრა გულსა ცეცხლი შურისგებისა უცხო თესლთა მათ ზედა და ვიძიე სამღთო შური ელია დიდისა, და დღე და ღამე მხურვალედ ვმეცადინობდი ღონითა რათამე აღფხვრასა ბილწთა ოსმანთასა.

ვხადე სახელსა ზენასა და მყისთანად წარვავლინე ქუთათელ-მიტროპოლიტი აბაშიძის ძე მაქსიმე ევროპიად. და ხვაიშნითა ღმრთის მტვირთელისა მარჯვენისა შენისათა, მომცა შეწევნა ლაშქრითურთ უყოვლად დიდებულესმან იმპერატორმან ეკატერინემან, მფლობელმან რუსეთისამან.

ხოლო ოდეს მოიწია ქუთათელი თანა ღრაფ-სპასალარ-მხედრებითურთ, მუუნთქსვე მალიად შევკრიბენ, ახოანი, ბუმბერაზნი ჩემნი ყრმა-ჭაბუკნი იმერნი, მხედრობაი ქრისტეს მოსახელე, რომელთაცა სასვამად, ვითარცა ღვინოი, სწყუროდათ სისხლი ოსმანთა.

და ესრეთ ერთობით აღვლესნეთ გულნი დათხევად სისხლისა, ტაძრისა შენისა გამოხსნისათვის. ვთქუთ ყოველთა მარიამ დაბადებულთა დედოფალო, გვიძღოდე ერთა შენთა და ზედა-მივეტივენით კისკასად ბილწთა ოსმანთა, ვითარცა რა არწივი გუნდსა კაკაბთასა, ვითარცა ლომი ზვარაკსა, ვითარცა მარტორქაი სპილოსა და ვითარცა მგელი ცხოვართა.

და არა ძალითა ჩვენითა, არამედ შეწევნითა შენითა, დედაო ღმრთისა, მყის შევმუსრენით ქალაქ-ციხე სიმაგრენი მათნი, დავათრეთ ხრმალი ჩვენი სისხლთა შინა თათართასა, აღუდევით ცეცხლი შურისგებისა სისხლთა მათთა, შუვა უბან-ფალოც-ქულბაქთაა მათთა, მუყრნი და მღვდელნი მათნი დავკლენით, მახვილოსანი მოვსწყვიდენით, ბომონ-ბაგინნი მიძგიდითურთ დავარღვიენით.

ხოლო იავარ დედა-წულნი მათნი რომელნიმე რუსეთის იმპერატორს მიუძღვანენით და უმრავლესნი და უმრავლესნი კავკასიის მთათა შინა მიმოდათესვით დავაბნინენით ოვსთა, სვანთა და ქისტთა შორის. ხოლო ვიეთნი, რომელთაცა ინებეს, ქრისტიანე ვყვენით.

არამედ ძლიერი ძლევა მათი განფხვრა საყოფელთაგან შენითა შეწევნითა და თანაბრძოლებითა იქმნა, ქუთათისის ღმრთისმშობელო და არა ძალითა ჩვენითა.

და ამასა აღნთებულითა გონებითა მრავალგზის გმადლობ მონა შენი თანამეცხედრე ჩემი, კნინი, მდაბალი მხევალი შენი, დედოფალთ-დედოფალი, დადიანის ასული მარიამ, მხოლოდშობილი ძე ჩემი, უფლისწული ალექსანდრე და მრჩობლნი ასულნი ჩემნი: დარეჯან და მარიამ, ერთობით მიწასა ზედა დამმრდომნი, ცრემლით აღმსებულნი, თაყვანის გცემთ, გმადლობთ, გიგალობთ და გაკურთხევთ, სულთა და ხორცთა ჩვენთა, წულებრ დათხეულთა, შევსწირავთ შენდა.

გარნა ვინაიდგან ამა ესოდენისა ძლევისა მონიჭებბისათვის თანამდებ ვიყავი მხურვალედ მსახურებად წმიდისა ტაძრისა შენისა, ამისთვის მოსწრაფებით ძიება ვყავ პირველ დიდებულთა მეფეთა, მამა-პაპათა ჩვენთა მიერ შემოწირულისა მამულისა, მოსახლე გლეხისა და აგარაკისა შენისა, რომელნიცა ბილწ ოსმალ-თათართა მიერ მძლავრებულ იყვნეს წარტყვენითა და რომელნიმე მათ ეპყრნეს და რომელნიმე ოხერ და უშენ ქმნილ იყვნეს წარტყვევნითა და მიმოდატაცებითა მახმადიანთა, ყოვლითურთ სავსებით ყოველნივე გამოვნახეთ, გამოვიძიეთ და გამოწვლილეთ და ერთობით განგიახლეთ, დავამტკიცე პირმშო ძითთურთ ჩემით და აღვბეჭდე სამეფოთა ბეჭდიტა, რათა საუკუნოდ შეურყეველად ეგოს მომავალთა მეფეთა ტომთა ჩვენთაგან, რომელსაცა ქვემორე ანაწერი საცნაურ ჰყოფს.

ამის შემდეგ მეფე სოლომონი ჩამოთვლის ქუთაისის ღმრთისმშობლისადმი შეწირულ მამულებს, გლეხებსა და აგარაკებს. ბოლოს კი საშინელ წყევას ურთავს, მათთვის, ვინც გაკადნიერდებოდა და შეეცილებოდა ეკლესიას ქო¬ნებას, ან დაარღვევდა და შეცვლიდა შეწირულობის ამ სიგელს.

ბოლოს კი დასმული ყოფილა ორი ბეჭედი:

1. დავითის ნორჩი ჯვრით მტერს მოვრჩი, მეფე სოლომონ.
2. ქრისტეს ძალო, შენთვის ვხმობ, ტახტს მათი ვპყრობ, დედოფალი მარიამ.
....

1770 წ. ტოტლებენმა, სოლომონის აზრის გაუთვალისწინებლად, ფოთის ციხის ალყა დაიწყო, რომელიც ვერ აიღო. ამას, ოსმალების მხრივ, ფოთისკენ ახალი ნაწილების გადმოსროლა მოჰყვა. სოლომონ მეფემ სწრაფი სამხედრო მანევრით გზა გადაუკეტა გურიიდან ფოთისაკენ მომავალ ჯარებს. 1771 წლის 3 იანვარს რუსებმა ფოთი აიღეს. იმავე წელს ტოტლებენი სუხოტინმა შეცვალა. 1772 წელს რუსის ჯარმა, თავის ახალ მეთაურ სუხოტინთან ერთად საქართველო დატოვა.

სოლომონს ისევ მოუწია შიდა ომებში ბრძოლამ, გააქტიურდნენ ოსმალებიც.

1772 წელს ქობულეთს შეესიენ თურქები. მოურავი მამუკა თავდგირიძე შეებრძოლა მტერს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ადრე მიტაცებულ აჭარისა და გურიის მიწებს თურქებმა ქობულეთიც მიუერთეს. მაქსიმე თავდგირიძეს სარწმუნოება შეაცვლევინეს და ბეგად დანიშნეს.

ახალციხის ფაშა აგრძელებდა საქართველოში მარბიელი რაზმების შემოგზავნას. ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მიზნით, 1773 წელს სოლომონმა და ერეკლემ თავიანთი კავშირი ხელშეკრულებით გააფორმეს და ხელშეკრულების ასლი რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს. იმავე წელს, ერეკლესა და სოლომონის ჯარები გორში შეიყარნენ და ჯავახეთში ერთად გაილაშქრეს. ქართველთა შეერთებულმა ჯარმა არტაანამდის მიაღწია, მაგრამ სოლომონი მოულოდნელად ავად გახდა და ჯარი უკან გამობრუნდა.

ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ, გაგაცნობთ ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის დადებულ მეგობრობის ხელშეკრულებას.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე


მეგობრობისა დადგენულობა ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის (1773)

ვითარცა გვაქვს უმეტესი მორჩილება და უგულსმოდგინესი სრულიად ყმობისა მოცემულობა სრულიად უგანათლებულესის დიდის ხელმწიფისა ჩვენისა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსის ასულის და თვითმპყრობელის სრულიად რუსეთისას, ჩვენ, საქართველოსა და კახეთის მეფე ირაკლი და სრულიად იმერეთის მეფე სოლომონ, სრულიად უგანათლებულესის იმპერატორობის დიდებულების დედობრივის ბრძანებით ამ ვალდებულობისა ჩვენის ხელწერილობით ურთიერთა შორის მეობრობისა პირადუფერებლობით დადგინებულობას ვაწესებთ, საერთოსა შურისმეძიებელის ქრისტიანეთა მტერთა ზედა მოქმედებად და ვალდებულებისამებრ ურთიერთა შორის გულს-მოდგინებით შესაწევნელად, როგორც ამ ქვემორე პუნკტებში ვრცელად აცხადებს:

1. ყოველნი, რომელნი ამას წინათ ურთიერთა შორის გულნაკლულევანება ერთმანეთში გვქონდა, საუკუნოდ დაუტევებთ.

2. პირ-და-პირ შურის მეძიებელის სრულიად რუსეთის იმპერიის და სრულიად ქრისტიანეთა მტერთა ზედა, რომელ არს ურუმიის და ყოველთა, რომელნიც იმათნი შემწენი არიან, რაც უნდა ხალხი იყოს, რომელსაც ჩვენ მოვსწუდებოდეთ და შეიძლებოდეს ყოვლისფრით ჩვენის შეძლებით და ძალით სწორესა ჩვენის სიმართლით, იმათზედ მტერობით ვიმოქმედოთ.

3. ვინიცობა არის, რასაც, დროს ჩვენს ქვეყანაში მტერი შემოვიდეს, ერთმანეთს მსწრაფლად ჯარით მივეშველნეთ და ყოვლისფრით, რაც კი შეიძლებოდეს, გავისარჯნეთ.

4. როდესაც ჯარი ვისმე ჩვენში ერთმანეთს სჭირდეს და რომელმანც მეპატრონემ ჯარი შესაწევნელად ერთმანეთს სთხოვოს, იმ დროს ვისიც ქვეყანა იყოს, იმ ქვეყნის მეპატრონემ იმ ჯარს სურსათი მისცეს და გააძლებინოს.

და ვინიცობა არის, ჩვენ ორნივ მეპატრონენი ჯარებით მტრის ქვეყანაში შევიდეთ, იმ ჟამს ყოველმან მეპატრონემან თავს-თავის ჯარს სურსათით, თუ სხვით რითმე, თვითონ ჩვენ ჩვენის შეძლებით გავაძლებინოთ.

5. დღეის იქით დამნაშავე ჩვენზედა, რაც უნდა რიგი კაცი იყოს, ჩვენნი ყმანი, თავადნი, თუ აზნაურნი, ერთი-ერთმანეთს, თვინიერ ნებით გარდასახლებულნი ორსავ მხრიდამ გლეხი, თუ სხვა, დაუყოვნებლივ მივსცეთ.

6. ვინიცობა არის, რომლისაგან მარადის ღმერთმან დაგვიცვას სწორედ, ჩვენსავე ქვეყანაში ერთი-ერთმანერთისაგან შფოთი აღიძრას, ვისგანაც უნდა იყოს, მაშინვე ერთმანერთს მივეშველენეთ და რითაც კი შეიძლებოდეს, ისე დავაწყნაროთ, თუ გინდა ჩვენი ძმაცა და შვილიც იყოს, თუ უსამართლოთ იყოს, ისინიც დავაწყნაროთ და ავად მოვეპყრათ, ამისთვის, რომ ის უბედურებობა იმ ქვეყნისგან ამოიგდოს და აღარ მოძრაობდეს.

7. დასასრულსა ამისისა, ვინაითგან ყოველივე საქმენი დროსა და სწორესა ჟამსა წინაშე საერთოსა მტრის ვალდებულობისამებრ შემწეობით უნდა წინუძღვეთ, ამისთვის რომ იმ დროს რიცხვით ჯარის განწესება ჯერ არ შეგვიძლიან, და ამა ყოველსა დაუტევებთ მომავალსა მშვიდობისა და კეთილის დრომდის. და უნდა ვეცადნეთ, რათა ჟამითა-ჟამად ერთი-ერთმანერთს სიყვარულობით და ერთობით, სწორისა და პირდაუფერობლისა, კაის რიგით აღვასრულოთ და მივსცეთ კეთილი რიგი.

8. და სრულიად ესე ზემოხსენებულნი პუნკტები სწორესა ჩვენის ქვეყნის მშვიდობისათვის, არათუ ჩვენს ამ ქვეყნის მოვლისა და მეპატრონებისა ჟამსა შინა იმოქმედოს, არამედ ვამტკიცებთ, რათა ჩამომავლობანამცა ჩვენმან უთუოდ და უცვალებელად ეს პუნკტები კეთილად აღასრულონ; და არც უნდა ერთმანეთს ასე საქმე გაუჭიროთ, რომ იმის მიზეზებით ის პუნკტები დაირღვეს, რომელსა შინა შეგვეწევის ჩვენ ღმერთი უფალიც.

და რათა ძალნი ესე მოქმედებისანი რომელნი დაგვიდგინებიან ურთიერთთა მეგობრობის და სიყვარულობისა შესაწევნელნი პუნკტები, ჩვენ ყოველმან და ჩამომავლობამანცა ჩვენმან უნდა უკეთესისა და სწორის საქმითა ყოველს შინა დაურღვეველად დაიცვან, და ამ განწესებულობისა რიგითა გულსმოდგინებით იქცეოდენ და ირჯებოდენ.

9. ყოვლად უმდაბლესად ვითხოვთ ჩვენ, თქვენი მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებავ, რომ ეს პუნკტები მის დროს მათს იმპერატორობის დიდებულებას და ჩვენს დიდებულს მფარველს სრულიად უმაღლესის გასასინჯავად უმდაბლესის მირთმევით ღირს ვყოთ, რომელი ჩვენ ეს ჟამსა აქ ჩვენთან ვექილი მათის იმპერატორობის დიდებულებას და ჩვენს დიდებულს მფარველს სრულიად უმაღლესის გასასიჯავად უმდაბლესის მირთმევით ღირს ვყოთ, რომელი ჩვენ ეს ჟამსა აქ ჩვენთან ვექილი მათის იმპერატორობის დიდებულების საქმესა შინა ლეიბ-ღვარდიის უფლის კაპიტანის ლვოვის ყოფნასა შინა ჩვენის ბეჭდით დავბეჭდეთ და სწორედ ჩვენი ხელი მოვაწერეთ, და წარმოსაგზავნელად და თქვენის მაღალის ღრაფობის ბრწყინვალების წინაშე ამას მივართვათ.

შეთანხმებას ხელს აწერენ მეფე ქართლისა და კახეთისა, ერეკლე და სრულიად იმერეთის მეფე სოლომონი.

* * *

1774 წელს, რუსთა ჯარის წასვლის შემდეგ, ფაშამ იმერეთში 4 ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი გამოაგზავნა და თან დადიანი და აფხაზეთის მთავარიც წააქეზა სოლომონის წინააღმდეგ. სოლომონის თხოვნით, ერეკლე II-მ დადიანს ღალატზე ხელი ააღებინა და მანაც უარი თქვა თურქების წინადადებაზე. ამ დროს, ერეკლე თავად ემზადებოდა იმერეთში გადასასვლელად, როცა თურქთა ჯარმა სასწრაფოდ უკან დახევა დაიწყო. 6 თებერვალს გაიმართა გადამწყვეტი ჩხერის ბრძოლა. იმერთა ჯარი მტერს ჩხერის ვიწროებში ჩაუსაფრდა და უკან დასახევი გზა მოუჭრა. სოლომონის რაზმებმა კი ოსმალთა ზურგს დაარტყეს. ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმმა ჩხერიდან ვახანამდე დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა. თავად სოლომონს კი სულ 50 მებრძოლი დაეღუპა.

ათასგვარ ხერხს ხმარობდნენ ქართველები მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში. იმერეთში, ერთ-ერთ ციხეში იმერლები ყოფილან გამაგრებული. ციხეს თურქები მიესიენ. თურქები რომ დაუნახავთ, ქართველები უეცრად, განგებ, გარეთ გამოვარდნილან ციხიდან და გაქცეულან, ნადავლს დახარბებული თურქები უცებ შეცვენილან ციხეში. ციხე, რომელიც დანაღმული ყოფილა, აფეთქებულა და ხუთიათასი თურქი განადგურებულა.

1774 წლის ნოემბერში სოლომონ I-მა რუსეთში ელჩად კვლავ დავით კვინიხიძე მიავლინა, რომელსაც თან ოფიციალური თხოვნა მიჰქონდა იმპერატორ ეკატერინე II-სთან იმერეთის მფარველობის შესახებ. მაგრამ ამ დროისათვის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი (1774 წლის 10-21 ივლისი) უკვე დადებული იყო, რომლის შედეგების შესახებ სოლომონმა ეკატერინეს მიერ გამოგზავნილი სიგელით შეიტყო. ამ ზავის 23-ე მუხლის თანახმად, რუსეთი ცნობდა დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის უფლებას გარკვეული პირობებით - რუსეთი ოსმალეთს უბრუნებდა რუსული იარაღით აღებულ ციხეებს: ბაღდათს, შორაპანს და ქუთაისს, მაგრამ დანარჩენი ციხეები იმერეთის მეფეს რჩებოდა. ოსმალეთი უარს ამბობდა ადამიანების ხარკზე და ყოველგვარ გადასახადზე; ვალდებულებას კისრულობდა არ შეევიწროებინა ქრისტიანული ეკლესია. ეს დათმობები, უპირველეს ყოვლისა, სოლომონ მეფის გმირული ბრძოლის შედეგად იყო მიღწეული. ამდენად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ იმერეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და სოლომონის ხელისუფლება უფრო განმტკიცდა. ადგილობრივი მთავრებიც ვეღარ ბედავდნენ ურჩობას.

1776 წლის 5 ოქტომბერს იმერეთის მეფეს თურქეთის ელჩობა ეახლა და სულთნის ფირმანი გადასცა ძვირფასი საჩუქრებითურთ. ამით დასტურდებოდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად თურქები დასუსტდნენ და ქართლ-კახეთთან და იმერეთთან ბრძოლის უნარი დაკარგეს.

სოლომონს ქედი მოუხარეს და მის გვერდით დადგნენ ოდიშის და გურიის მთავრებიც. გაძლიერდა და გამრავლდა მოსახლეობა, თითქმის მთლიანად აღიკვეთა ტყვეთა სყიდვა. სოლომონი ახლა უკვე შიდა სახელმწიფო საქმეებს, ეკლესიის გაძლიერებას, ტაძრების მშენებლობას, ხალხის კეთილდღეობას აქცევდა დიდ ყურადღებას.

1778 წელს სოლომონს ისევ მოუწია ბრძოლით დაემორჩილებინა აჯანყებული მოწინააღმდეგე თავადები. მას, მართალია, უკანონო, მაგრამ ერთადერთი ძე, ალექსანდრეც კი აუჯანყეს. მეფემ მოჯანყენი მკაცრად დასაჯა, შვილი კი მათ მიერ ცოლად შერთულ აბაშიძის ქალს გაჰყარა და ბერი წულუკიძის ასულზე დააქორწინა. უჯერო ქორწინებისთვის ეკლესიისგან შეჩვენებული ალექსანდრე მალევე გარდაიცვალა. სამღვდელო კრებამ მეფეს ნება არ მისცა, შვილი ეკლესიაში დაემარხა: "ხოლო სამღვდელოთაცა კრებათა არა აუფლეს მეფესა დამარხუა ძე თვისისა, ვინაითგან კრულ ჰყვეს იგი განტევებისათვის ცოლისა და უჯეროისა ქორწინებისათვის, თუმცაღა მეფე ევედრა მრავალთა ეპისკოპოსთა, გარნა არა უსმინეს მას და ერთისა მღვდლისა წინა გაძღოლითა დაფლეს იგი გარეგან ეკლესიისა". შვილის სიკვდილმა ძალზე იმოქმედა მეფეზე, ხშირად ავადმყოფობდა...

1779 წელს, სოლომონ I-სგან მოკავშირის ჩამოსაშორებლად, ოსმალეთის მთავრობის დავალებით, ოდიშში აფხაზებისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელი მოლაშქრეებისაგან (ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები) შემდგარი დიდძალი ჯარი შეიჭრა.

კაცია II-ე დადიანმა დახმარება იმერეთის მეფეს სთხოვა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა, სწრაფად გადავიდა ოდიშში და დადიანთან ერთად რუხის ციხესთან ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. გა-მარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან. თუმცა, ამის შემდეგ, ოსმალებმა ქვემო გურიის და აჭარის სიმაგრეებიდან დაიწყეს ორგანიზებული თავდასხმები იმერეთზე.1781 წელს სოლომონმა აჭარაზე გალაშქრება სცადა, მაგარამ ამ ლაშქრობას წარმატება არ მოჰყოლია.

1783 წელს სოლომონმა მოინდომა აღმოსავლეთ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ტრაქტატის მსგავსი ხელშეკრულება გაეფორმებინა რუსეთთან. ამ ამბავმა ოსმალეთი იმდენად შეაშფოთა, რომ იმავე წლის 1-ელ ნოემბერს საგანგებო ელჩობა გაუგზავნეს სოლომონს, რათა უარი ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე. ელჩი სოლომონს უარით გაუსტუმრებია.

მალე სიკვდილიც ეწვია მეფეს.

1784 წლის მარტში, სოლომონი 6-ათასიანი ლაშქრით გურიაში შევიდა, გურულების და ქობულეთელების ჯარი შეიერთა და ქობულეთის ციხე აიღო, ჩაქვს გაშორდა და ბათუმამდე მივიდა, თურქები ამ მხარიდან გარეკეს და დაპყრობილ ადგილებზე მარილი მოაყარეს, რომ მტერს აქ მეტად აღარ გაეხარა.

თურქული გარნიზონები ქართველებს ჩაუსაფრდნენ და უკან მობრუნებულ სოლომონს ნაჭიშკრევთან გადაუდგნენ წინ, ალყაში მოაქციეს, სროლა აუტეხეს, სასტიკად დაამარცხეს მისი ჯარი, სოლომონი გურიის ლაშქრის სარდალს თავისი ცხენით გამოუყვანია. თურქებმა ქვემო გურია და აჭარა ისევ დაიკავეს და აიკლეს.

მეფე, რომელმაც "ჭენებითა მახვილისათა" განდევნა თავისი სამეფოდან უცხო თესლი აგარიანთა, ნაჭიშკრევთან მარცხის ელდას გადაჰყვა: 23 აპრილს, გიორგობის დღესასწაულზე, ხონში მიდიოდა. ცხენზე ამხედრებისას გადმოვარდა და გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, გელათის ტაძარში დაკრძალეს.

სოლომონის გარდაცვალებას კონსტანტინოპოლში ზეიმით შეხვდნენ. გახარებულმა დიდმა ვეზირმა ახალციხის ფაშას შიკრიკს ხალათი უბოძა.

ქართველი ხალხი კი მწარედ დასტიროდა თავის მეფეს, რომელსაც "დიდი" უწოდა და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გვერდით მიუჩინა საპატიო ადგილი. წმინდა სოლომონ II-ის სიტყვით, სოლომონ I იყო "დიდ სახელოვანი, ქვეყანასა ჩვენთა უშჯულოთა მაჰმადიანთა ძირითურთ აღმფხვრელი და ქრისტესთვის მრავალგზის სისხლ დათხეული, იმერთა მეორე აღმაშენებელი".

1809 წელს შედგენილი ერთი დოკუმენტი ასე ახასიათებს სოლომონს: "მეფე დიდი სოლომონ, რომელმან სამეფოით თვისით განსდევნა მრავლით ჟამიდგან მკვიდრნი ბილწნი მახმედიანნი და იწვადა ხრმალი მისი ძლიერი ზურგთა მათ ზედა და შეღება მიწა საძაგითა სისხლითა მათითა და გარდააგდო ტყვის სყიდვა იმერეთს სამარადისოთ, განანათლა სამეფო თვისი კეთილად, განაშვენა სამღვდელონი, აღაყვავა ეკლესიანი ყოველნი".

ვახტანგ ბატონიშვილის (ერეკლე II-ის ძის) დახასიათებით, სოლომონ I იყო "კეთილმსახურებისა ტრფიალ და სიმხნესა შინა ჩინებულ, სიმდაბლისა მოყვარე და სიტკბოებით მოალერსე მხილველთა თვისთა. ამან დასაჯნა და დაამდაბლნა სამეფოსა შინა თვისთა წინააღმდეგნი მეშფოთარნი და ქვეყნის ამრევნი გვამნი და ჰყო მშვიდობა იმერეთსა შინა. სძლია სერასკერსა ხონთქრისასა, აგრეთვე ლეკთა დიდთა მხედრობათა შთასრულსა იმერეთად. განყარა მუნ მყოფნი თურქნი, აღმოკვეთა კნინღა ორნი დიდი ბოროტმოქმედებანი სრულიად იმერეთსა შინა, ესე იგი კაცთა კვლა და მპარაობა. გარნა მესამე უბოროტესი ესე იგი ტყვის სყიდვა დროსა თვისსა სრულიად უჩინო ჰყო".

1784 წლის სექტემბერში იმერეთის ფეოდალები ასე მიმართავდნენ რუსეთის მთავრობას: "ძლიერად მოღვაწე ჩვენი გამომხსნელი ჴელმწიფე მეფე სოლომონ უწყალოსა სიკვდილისა მიერ მიგვეღო და ჩვენ ერთობით ობლად დატევებულ ვართ, მისთვის ყოველნი მისისა დამიწებისა მგლოვარენი და მარადის სულთქმით მომხსენებელნი მისნი". სოლომონის შეფასებაში საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენა, მისი თანამებრძოლი თუ მოწინააღმდეგე, ერთსულოვანი იყო: ხალხმა მას დიდი უწოდა.

ხატოვნად უთქვამს ხალხს: თუ სოლომონ I-ის გამეფებისას "იმერეთი კოჭლიც გახლდათ, ყრუც, ბრმაც და კბილებ-ჩაცვენილიც", ახლა (მისი მეფობისას) "ყველაფერი კარგად ესმის, შორს ხედავს, ფეხებზე მაგრად დგას და კბილებიც ამოუვიდა, რომ მტერს უკბინოს... მთელი სამეფო გამობრუნდა და გამოკეთდაო".

ერთ ხალხურ ლექსში ხალხი მეფეს ათქმევინებს:

"ამის ავი კაცი ვიყავ, ტყვე არვის ვაყიდვინეო,

მწყემსი ვასუქე, ვადიდე, ჩეროს ქვეშ დავაძინეო".
.....................................................

მინდა სოლომონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

"ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე იმერთ მეფე"

წმინდა გიორგის რაზმი

სოლომონ I-ის თოფი

სოლომონ პირველი დიდი, იმერეთის მეფე -ხალხურ თქმულებებში
.
........................

დასაწყისი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat